მუხლი 739. საკუთარი ძალებით ტვირთის გადაზიდვის უფლება
სამოქალაქო კოდექსის 739-ე მუხლი · სკ 739
1. თუ სხვა შეთანხმება არ არსებობს, ექსპედიტორს უფლება აქვს საკუთარი ძალებით გადაზიდოს ტვირთი. ამ უფლების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს შემკვეთის უფლებებსა და ინტერესებს.
2. თუ ექსპედიტორი იყენებს ამ უფლებას, მაშინ მას იმავდროულად აქვს ტვირთის გადამზიდველის უფლება-მოვალეობები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
საქმე №ას-411-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2025
ამასთან, მან უნდა დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები), 739-ე მუხლის პირველ ნაწილს (თუ სხვა შეთანხმება არ არსებობს, ექსპედიტორს უფლება აქვს საკუთარი ძალებით გადაზიდოს ტვირთი.
საქმე №ას-144-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2021
…და მოსარჩელის პასუხისმგებლობა გადამზიდავის მსგავსად განსაზღვრა. მოსარჩელე პასუხს არ აგებდა, რადგან გადაზიდვა მას არ განუხორციელებია და გადამზიდავთან გადაზიდვის ხელშეკრულება გაფორმებულია მოპასუხის მიერ გადამზიდავის ვალდებულებით. სსკ-ის 739-ე მუხლიდან გამომდინარე, ექსპედიტორი საკუთარი ძალებით ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში შესაძლოა გამოსულიყო, როგორც გადამზიდველი;
კასატორმა სსკ-ის 730-ე, 731-ე, 740-ე, 742-ე, 739-ე, 668-ე, 669-ე, 686-ე, 687-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ტვირთის დაცლისას აღმოჩნდა, რომ ტვირთს აკლდა 100 კგ.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 730-ე, 731-ე, 739-ე, 740-ე და 742-ე მუხლები, არასწორად განმარტა ისინი, რის გამოც არასწორად იქნა შეფასებული საქმის გარემოებები.
საქმე №3კ-572-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2000
…730-ე მუხლის თანახმად ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია. ამავე კოდექსის 739-ე მუხლის თანახმად, თუ ექსპედიტორი იყენებს უფლებას საკუთარი ძალებით გადაზიდოს ტვირთი, მას იმავდროულად აქვს ტვირთის გადამზიდველის უფლება-მოვალეობაც.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 739, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-739/