პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 წინადადებებისაგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 744. ცნება
სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლი · სკ 744
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-777-2024
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 317-ე, 477-ე, 744-ე მუხლებით და განმარტა, რომ გასამრჯელოს/საზღაურის გადახდა დამოკიდებულია შუამავლობის შედეგად ხელშეკრულების დადებაზე ან გარკვეული სამუშაოს შესრულებაზე.
- საქმე №ას-670-2024
…პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის საქმე Nას-187-2023 განჩინება); შესაბამისად, კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია. 13. სსკ-ის 744-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო.
- საქმე №ას-42-2024
ნინიძე, საქართველოს სამოქალქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი I, 744-ე მუხლი, თბ., 2001, გვ.441). საშუამავლო საქმიანობად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ისეთი სახის საქმიანობა, რომლის მიზანიც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ხელშეკრულების დადებაა.
- საქმე №ას-1192-2022
…….., ს/კ N …., გასასხვისებლად შემძენის მოძიება და მასთან ხელშეკრულების დადება. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოძიებულ პირთან ხელშეკრულების დადება პირველ მოპასუხეს მომსახურების საფასურის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობდა; 3.6. სსკ-ის 744-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო.
- საქმე №ას-777-2022
…პალატამ განმარტა, არამედ შუამავლობის სანაცვლოდ მისაღებ გასამრჯელოს (იხ. სუსგ. საქმე №ას-1190-2021, 2022 წლის 22 თებერვალი). 8.15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, რ.ა–ძის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლი, კერძოდ, პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო.
- საქმე №ას-682-2022
- საქმე №ას-803-2022
- საქმე №ას-415-2022
- საქმე №ას-1190-2021
- საქმე №ას-635-2020
- საქმე №ას-1276-2019
- საქმე №ას-436-2019
- საქმე №ას-436-2021
- საქმე №ას-288-2019
- საქმე №ას-1842-2018
- საქმე №ას-989-2018
- საქმე №ას-304-287-2017
- საქმე №ას-1085-1042-2016
- საქმე №ას-486-460-2015
- საქმე №ას-898-848-2015
- საქმე №ას-803-758-2015
- საქმე №ას-522-495-2014
- საქმე №ას-238-225-2015
- საქმე №ას-831-780-2010
- საქმე №ბს-206-198(კ-10)
- საქმე №ას-375-699-05
- საქმე №ას-633-1283-03
- საქმე №330210019002914839
- საქმე №330210117002119986
- საქმე №330210018002516127
- საქმე №030210018002285058
- საქმე №330210118002279284
- საქმე №030210118002253770
- საქმე №010210116001471456
- საქმე №330210017002186655
- საქმე №330210016001283336
- საქმე №330210118002637490
- საქმე №330210017001992031
- საქმე №330310018002541616
- საქმე №330210018002703035
საგადასახადო დავები ამ მუხლზე
- ბრძანება №ბს - 42(3-24)
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლით გათვალისწინებულ შუამავლობის ხელშეკრულებას. ამდენად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების შინაარსის გათვალისწინებით, შპს „------“ ვერ იქნება მიჩნეული სუბიექტად, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტებში უცხოელი ტურისტების ორგანიზებულ შემოყვანას ახორციელებს.
- ბრძანება №3/ბ-276-23
შუამავლობის ცნებას განმარტავს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლი, რომლის თანახმადაც პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო.
მეზობელი მუხლები
- მუხლი 738. ტვირთის მდგომარეობის შემოწმების შეუძლებლობა მისი მიღებისას
- მუხლი 739. საკუთარი ძალებით ტვირთის გადაზიდვის უფლება
- მუხლი 740. ექსპედიტორის პასუხისმგებლობა
- მუხლი 741. მესამე პირის მიერ გამოწვეული ზიანი
- მუხლი 742. ექსპედიტორის ბრალეული მოქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
- მუხლი 743. პროვიზიის გადახდის წესი
- მუხლი 745. მაკლერის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება
- მუხლი 746. ექსკლუზიური დავალება
- მუხლი 747. საშუამავლო ხელშეკრულების მოშლა
- მუხლი 748. მაკლერისათვის გასამრჯელოს მიცემის დაუშვებლობა
- მუხლი 749. საბინაო მაკლერი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 744, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-744/