1. იმ ხელშეკრულებისათვის, რომლითაც პირი კისრულობს შუამავლობას ბინის ქირავნობის ხელშეკრულების დასადებად (საბინაო მაკლერი), გამოიყენება შუამავლობის ზოგადი წესები, თუ ბინის ქირავნობის შუამავლობიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2. ბინის ქირავნობის შუამავლობის ნორმები არ გამოიყენება იმ ხელშეკრულებათა მიმართ, რომელთა საგანია საბინაო შუამავლობა ტურიზმისა და საქმიანი მოგზაურობებისა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-682-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2022
…გზით ხელშეკრულების დადებაზე; 2. ძირითადი ხელშეკრულება, რომლის დადების მიზნითაც თანხმდებიან მხარეები შუამავლობაზე; 3. ეს ხელშეკრულება სწორედ შუამავლობის შედეგად უნდა იყოს დადებული (სუსგ №ას-522-495-2014, 05.06.2015წ.). 13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 749-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამავლობად ბინის ქირავნობისას ჩაითვლება ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მაკლერი კისრულობს…
- საქმე №ას-831-780-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2010
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 749-ე და 744-ე მუხლები, სწორად განმარტა მათი შინაარსი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე და იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება