1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
2. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს სასესხო მაკლერის გასამრჯელოს ოდენობა სესხიდან განსაზღვრული პროცენტის მითითებით; გარდა ამისა, ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს: სესხის ოდენობა, ვადა, პროცენტი, გადახდის დრო, გადახდის კურსი, პროცენტის ვადის ხანგრძლივობა, დამატებითი ხარჯები, შემკვეთის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხა, სესხის მიმცემის სახელი და მისამართი. ეს წესები არ გამოიყენება, როცა შეკვეთა ეხება იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხს ან მიწის ნაკვეთის შესაძენად გაცემულ სესხს, რომელიც შემკვეთმა უნდა გამოიყენოს თავისი დამოუკიდებელი პროფესიული ან სამეწარმეო ანდა საუწყებო თუ სამსახურებრივი საქმიანობისათვის.
3. ხელშეკრულების ტექსტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სესხის გაცემის შუამდგომლობასთან. სასესხო მაკლერმა შემკვეთს უნდა გადასცეს ხელშეკრულების ასლი.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-935-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2022
საკასაციო პალატა დასახელებულ არგუმენტს ვერ გაიზიარებს, რადგან სამოქალაქო კოდექსის 751-ე, 752-ე მუხლების თანახმად, სესხებისას შუამავლობისას პირი კისრულობს სხვა პირისათვის სესხის ხელშეკრულების დადების შუამავლობას (სასესხო მაკლერი) და ასეთი ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.
- საქმე №ას-486-812-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2005
დარღვეულია სკ-ის 752-ე მუხლის მოთხოვნები სესხის შუამავლობის ხელშეკრულების დადების ფორმის შესახებ. ვინაიდან 2002წ. 21 სექტემბერს ქ.
- საქმე №ას-1436-1555-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2005
შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 312-ე, 752-ე და 558-ე მუხლებით. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე.ქ-მა და თ.ჯ-ი-ქ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
- საქმე №ას-129-438-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.09.2004
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 752-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობის სასესხო მაკლერის ხელშეკრულებად განხილვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
- საქმე №3კ/595-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.06.2003
11 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო: სკ-ს 752-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების მიმართ, რომლითაც პირი კისრულობს სხვა პირისათვის სესხის ხელშეკრულების დადების შუამავლობას (სასესხო მაკლერი), გამოიყენება წერილობითი ფორმა.
- საქმე №330210018002516127 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.10.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება