1. დაუშვებელია მაკლერისათვის გასამრჯელოს მიცემა ან ხარჯების ანაზღაურება, თუ მესამე პირთან დადებული ხელშეკრულება ეხება მაკლერის კუთვნილ საგანს; იგივე წესი გამოიყენება, როცა განსაკუთრებული გარემოებების გამო შეიძლება წარმოიშვას საფრთხე, რაც ხელს შეუშლის მაკლერს შემკვეთის ინტერესების განხორციელებაში. ეს შემთხვევებია, როცა:
ა) მაკლერი ის იურიდიული პირი ან საზოგადოებაა, რომელშიც სამართლებრივად და ეკონომიკურად მონაწილეობს მესამე პირი;
ბ) მესამე პირი ის იურიდიული პირი ან საზოგადოებაა, რომელშიც მაკლერი სამართლებრივად და ეკონომიკურად მონაწილეობს;
გ) მაკლერი მესამე პირთან სამსახურებრივ ან შრომით ურთიერთობაშია;
დ) მაკლერი მესამე პირის მეუღლეა.
2. მაკლერს აქვს გასამრჯელოს მიღების ან ხარჯების ანაზღაურების უფლება, როცა იგი შემკვეთს მესამე პირთან ხელშეკრულების დადებამდე შეატყობინებს ამ გარემოებათა შესახებ.
3. მაკლერი კარგავს გასამრჯელოს ან ხარჯების ანაზღაურების უფლებას, თუ იგი ხელშეკრულების შინაარსის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა მესამე პირის სასარგებლოდ.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული წესების საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.
II. შუამავლობა ბინის ქირავნობის
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-486-460-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2016
აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა სსკ-ის 455-ე, 456-ე, 457-ე, 458-ე, 459-ე, 462-ე, 745-ე, 748-ე მუხლები. 39. კასატორის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო პალატის გაანგარიშება, რომლითაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფართის რეალიზაციის და სხვა სახის…
- საქმე №ას-803-758-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.01.2016
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ სსკ-ის 744-ე მუხლში მითითებული გასამრჯელო, ამავე კოდექსის 745-ე, 748-ე მუხლების დეფინიციის გათვალისწინებით, არ გულისხმობს ნატურით ანაზღაურებას, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაში აქვთ დათქმული მხარეებს 2005 წლის 1 დეკემბერს ხელმოწერილი გარიგების 3.2.
- საქმე №330210118002279284 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.04.2019
გარდა ამისა, არ უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსის 748-ე მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურების დაუშვებლობის საფუძვლები. სამოქალაქო კოდექსის 748-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია მაკლერისათვის გასამრჯელოს მიცემა ან ხარჯების ანაზღაურება, თუ მესამე პირთან დადებული ხელშეკრულება ეხება მაკლერის კუთვნილ საგანს;
- საქმე №330210118002279284 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.01.2019
გარდა ამისა, არ უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსის 748-ე მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურების დაუშვებლობის საფუძვლები. სამოქალაქო კოდექსის 748-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია მაკლერისათვის გასამრჯელოს მიცემა ან ხარჯების ანაზღაურება, თუ მესამე პირთან დადებული ხელშეკრულება ეხება მაკლერის კუთვნილ საგანს;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება