1. მაკლერის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმ მომსახურებისათვის, რომელიც არ შედის საშუამავლო საქმიანობაში, გასამრჯელო შეიძლება შეთანხმებულ იქნეს იმისაგან დამოუკიდებლად, დაიდება თუ არა ხელშეკრულება.
2. მაკლერს 744-ე მუხლის მიხედვით არ შეუძლია დათქვას ავანსი ან მიიღოს იგი.
3. მაკლერს ხარჯები აუნაზღაურდება მხოლოდ მაშინ, თუ ეს შეთანხმებული იყო. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა ხელშეკრულება ვერ დაიდო. ბათილია შეთანხმება, რომლითაც გათვალისწინებულია ანაზღაურება იმ ხარჯებისა, რომლებიც არ არის საჭირო საშუამავლო ხელშეკრულების განხორციელებისათვი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-670-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2024
…რის გამოც ამ ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლოა. ხელშეკრულების 7.7. პუნქტი ეწინააღმდეგება კანონს, რაც ეხება ქონების გადაფორმებას ვალდებულ პირებზე და ზვიად ასათიანზე. ეს ნაწილი არალოგიკურია შუამავლობის ხელშეკრულების კონტექსტში. სსკ-ის 745-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ავანსის დათქმა არ დაიშვება. მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ მათ მოიძიეს კლიენტი და მოპასუხეებმა ხელი შეუშალეს მათ ქონების გაყიდვაში.
- საქმე №ას-486-460-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2016
აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა სსკ-ის 455-ე, 456-ე, 457-ე, 458-ე, 459-ე, 462-ე, 745-ე, 748-ე მუხლები. 39. კასატორის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო პალატის გაანგარიშება, რომლითაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფართის რეალიზაციის და სხვა სახის…
- საქმე №ას-803-758-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.01.2016
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ სსკ-ის 744-ე მუხლში მითითებული გასამრჯელო, ამავე კოდექსის 745-ე, 748-ე მუხლების დეფინიციის გათვალისწინებით, არ გულისხმობს ნატურით ანაზღაურებას, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაში აქვთ დათქმული მხარეებს 2005 წლის 1 დეკემბერს ხელმოწერილი გარიგების 3.2.
- საქმე №330210018002516127 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.10.2019
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ მხარეთა შორის დადებული საშუამავლო ხელშეკრულება არღვევს კანონით დადგენილ აკრძალვებს ( სკ-ის 745.2 მუხლი) და იგი ბათილია ( სკ-ის 54-ემუხლი). შესაბამისად, მოპასუხისთვის ავანსად გადაცემული თანხა ექვემდებარება უკან დაბრუნებას სკ-ის 976-ე მუხლის პირველი…
- საქმე №330210017001992031 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.03.2019
ასეთ შემთხვევაში მას მხოლოდ იმ თანხების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გააჩნია, რაც სამოქალაქო კოდექსის 745.1 მუხლის საფუძველზე შეათანხმა შემკვეთთან. კანონი არ განმარტავს შემთხვევას, როდესაც მიუხედავად მაკლერის მიერ გაწეული მომსახურებისა, შემკვეთი შეგნებულად არ დებს მესამე პირთან ხელშეკრულებას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება