1. თუ შემკვეთმა განსაზღვრული დროის განმავლობაში უარი უნდა თქვას სხვა მაკლერის გამოყენებაზე (ექსკლუზიური დავალება), მაშინ მაკლერი ვალდებულია ამ დროის მანძილზე ხელი შეუწყოს ხელშეკრულების დადებას. თუ შემკვეთი მოქმედებს პირველ წინადადებაში აღნიშნული ვალდებულების საწინააღმდეგოდ, მაშინ მაკლერს შეუძლია
–
თუ ხელშეკრულება დადებულია სხვა მაკლერის გამოყენებით
–
მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ზიანის ანაზღაურების ერთიანი თანხა ზიანის არსებობის დამტკიცების მიხედვით. ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ფასის ორ პროცენტს, თუ ხელშეკრულება მიმართული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შუამავლობაზე.
2. შემკვეთი უფლებამოსილია ხელშეკრულება დადოს მესამე პირთან მაკლერის გამოუყენებლადაც. ამავე დროს შეიძლება შეთანხმება, რომ შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი გასამრჯელო მაშინაც, როცა იგი ხელშეკრულებას დებს მაკლერის გამოუყენებლად. გასამრჯელო არ შეიძლება აღემატებოდეს ხელშეკრულების ფასის ორ პროცენტს, თუ ხელშეკრულება მიმართული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შუამავლობაზე.
3. შემკვეთის საზიანოდ დადებული ამ წესებისაგან განსხვავებული შეთანხმება ბათილია.
4. შეთანხმება ექსკლუზიური დავალების შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-670-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.09.2024
…შუამავლობის ხელშეკრულების კონტექსტში. სსკ-ის 745-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ავანსის დათქმა არ დაიშვება. მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ მათ მოიძიეს კლიენტი და მოპასუხეებმა ხელი შეუშალეს მათ ქონების გაყიდვაში. სკ-ის 746-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეებსაც ჰქონდათ უფლება დამოუკიდებლადაც დაედოთ ხელშეკრულება, რის გამოც 2%-ის დაკისრებაა შესაძლებელი.
- საქმე №330210018002516127 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.10.2019
გარდა სასესხო მაკლერთან ( სკ-ის 752-ე მუხლის პირველი ნაწილი) გათვალისწინებული ხელშეკრულებისა და ექსკლუზიური დავალების სახეზე არსებობისა ( სკ-ის 746-ე მუხლის მე-4 ნაწილი), მხარეებს უფლებამოსილება გააჩნიათ, თავად აირჩიონ ხელშეკრულების ზეპირი ან წერილობითი ფორმა.
- საქმე №030210118002253770 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.12.2018
გამონაკლისს საერთო წესიდან წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 746-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს, რომ „შეთანხმება ექსკლუზიური დავალების შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას“, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი.
- საქმე №330210118002303939 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.01.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე, 746-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო.
- საქმე №330210018002496042 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 68-ე 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 340-ე, 361-ე, 629-ე, 636-ე, 744-ე, 746-ე, 747-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. სასამართლო განმარტავს, რომ დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს.
- საქმე №030210118002253770 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 03.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება