მუხლი 73 თუ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მოსამართლის დადგენილებით, სასამართლოში საქმის განხილვამდე არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა მოსამართლის თანაშემწემ განსასჯელს უნდა ჩააბაროს დაზარალებულის განცხადების ასლი, სასამართლო სხდომაზე დაბარების უწყება, სსკ-ის იმ მუხლის აღნიშვნით, რომლითაც მას ბრალი ედება, და სასამართლო სხდომაზე დაბარებულ პირთა სია. სისხლის სამართლის საქმე მიღებისთანავე უნდა გატარდეს რეგისტრაციაში სასამართლოს კანცელარიაში.🔗