2. თუ განსასჯელი პატიმარია, მაშინ საბრალდებო დასკვნის ასლი ეგზავნება იმ დაწესებულებას, სადაც იმყოფება განსასჯელი, მისთვის ხელწერილქვეშ ჩასაბარებლად. ხელწერილი უნდა დაუბრუნდეს სასამართლოს და დაერთოს საქმეს.
3. სასამართლო სხდომა უნდა დაინიშნოს საბრალდებო დასკვნის ან დაზარალებულის საჩივრის ჩაბარებიდან სულ ცოტა 3 დღე-ღამის გასვლის შემდეგ.
4. არასრულწლოვანი ბრალდებულის საბრალდებო დასკვნის ასლი და უწყება უნდა ჩაბარდეს ასევე მის წარმომადგენელს ან ადვოკატს (დამცველს)
რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 31.03.2009
მუხლი 80. 1. თავისუფლებაში მყოფ განსასჯელს საბრალდებო დასკვნის ასლი ჩაბარდება ,,საბრალდებო დასკვნის ჩაბარების ხელწერილზე“ ხელმოწერით
თავი XIV — საქმეთა მომზადება სასამართლო სხდომისათვის
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 72. 1. თუ მოსამართლემ განმწესრიგებელ სხდომაზე გამოიტანა განჩინება საქმის დამატებით გამოძიებაში გადაცემის შესახებ, მოსამართლის თანაშემწე საქმეს აბარებს სასამართლოს კანცელარიას, რომელიც კანონით დადგენილი გა
- მუხლი 73. თუ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მოსამართლის დადგენილებით, სასამართლოში საქმის განხილვამდე არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა მოსამართლის თანაშემწემ განსასჯელს უნდა ჩააბაროს დაზარალებულის განცხადების ასლი, სა
- მუხლი 74. 1. საქმეს სასამართლო განხილვისათვის ამზადებს მოსამართლის თანაშემწე (თუ საქმე კოლეგიურმა სასამართლომ უნდა განიხილოს, მაშინ საქმეს ამზადებს სასამართლო შემადგენლობის თავმჯდომარის თანაშემწე)
- მუხლი 75. სამოქალაქო სამართლის საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსამართლის თანაშემწე გადაუგზავნის მოპასუხეს სარჩელსა და საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა დოკუმენტის ასლს, მოსამართლის დ
- მუხლი 76. 1. მოსამართლის თანაშემწე საქმის მომზადების მიზნით მოსამართლის დავალებით:
- მუხლი 78. 1. სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე პროცესის მონაწილეებს უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ საკმაო დრო ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოსაცხადებლად და სასამართლო სხდომისათ
- მუხლი 82. სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო უწყებები უნდა გამოიწეროს და დანიშნულებისამებრ გაიგზავნოს ბრალდებულის სამართალში მიცემის მომენტიდან მიუხედავად იმისა, თუ რა დროისთვისაა დანიშნული საქმე განსახილველა
- მუხლი 83. მოსამართლის თანაშემწე ადგენს იმ საქმეთა ნუსხას, რომლებიც დანიშნულია განსახილველად და ნუსხას გამოაკრავს სასამართლოს დარბაზის შესასვლელთან ან სხვა თვალსაჩინო ადგილზე სასამართლო სხდომამდე არა უგვიანეს 1
- მუხლი 84. საზღვარგარეთ მყოფ უცხო ქვეყნის დაწესებულებებში მომუშავე საქართველოს მოქალაქეებს სასამართლო უწყებები და სხვა დოკუმენტები ეგზავნებათ საქართველოს იმ ცენტრალურ უწყებათა და დაწესებულებათა მეშვეობით, რომლებ
- მუხლი 85. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა სახის დოკუმენტები შეიძლება გადაეცეთ ამ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით. მათივე დახმ
- მუხლი 86. საზღვარგარეთ მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასამართლოში გამოძახებისათვის ეგზავნებათ შეტყობინება თანდართული საბუთებით საქმის განხილვის დაწყებამდე ორი თვით ადრე მაინც იმ ქვეყნებში, რომლებთანაც საქარ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009. გამოქვეყნება: სსმ, 102, 02/11/2000.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 80, №466, 27.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114292/muxli-80/