ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (13)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.147.000.613
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2010 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 26 დეკემბრის №20 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ე. ბერუაშვილი
დანართი №1
ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას.
მუხლი 2. გამგეობის სამართლებრივი სტატუსი
1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისაგან.
მუხლი 3. გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 4. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების ენა
გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.
მუხლი 5. გამგეობის ადგილსამყოფელი
გამგეობის ადგილსამყოფელია: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №89/24.
თავი II
გამგეობის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები
მუხლი 6. გამგეობის საერთო ხელმძღვანელობა და თანამდებობის პირები
1. გამგეობის საქმიანობას საერთო ხელმძღვანელობას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (შემდგომში – საკრებულოს თავმჯდომარე).
2. გამგეობის საქმიანობას უძღვება გამგებელი.
3. გამგეობის თანამდებობის პირები არიან:
ა) გამგებელი;
ბ) გამგებლის მოადგილე;
გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
დ) გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.
მუხლი 7. საკრებულოს თავმჯდომარე
1. საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მოვალეობების განხორციელების მიზნით და გამგეობის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობიდან გამომდინარე:
ა) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, აგრეთვე ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელს;
ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;
გ) ამტკიცებს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს; საკრებულოში წარადგენს წინადადებებს გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის ან თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ე) აცხადებს კონკურსს გამგებლის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად;
ვ) გამგებლის წარდგინებით აცხადებს კონკურსს გამგეობაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად;
ზ) გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს გამგეობის სამუშაო გეგმებს;
თ) ისმენს გამგეობის თანამდებობის პირების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; აფასებს გამგებლისა და გამგეობის საქმიანობას;
ი) ყოველწლიურად (არა უგვიანეს 1 თებერვლისა), აგრეთვე საკრებულოს მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს გამგეობის საქმიანობის შესახებ;
კ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობას გამგეობის საქმიანობის შესახებ;
ლ) საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას;
მ) კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს; თანხმობას აძლევს გამგებელს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე;
ნ) საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
ო) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ, გამგებლის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად;
პ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტებს, გამგებლის მიერ შემუშავებულ წინადადებების შესაბამისად;
ჟ) საკრებულოს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ გამგებლის მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს;
რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გამგებლის წინადადებით იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ;
ს) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ტ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგეობის მიერ საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით;
უ) ახდენს გამგებლის მიერ წარდგენილი საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების საკრებულოში ინიციირებას;
ფ) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ქ) ქმნის და ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას; უფლებამოსილია განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურები ან მისი განხორციელების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიანიჭოს გამგებელს ან სხვა თანამდებობის პირს;
ღ) ხელს აწერს გამგეობის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;
ყ) საკრებულოში განსახილველად წარადგენს გამგებლის მიერ მომზადებულ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნის), მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების, აგრეთვე ამ იურიდიული პირების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
შ) გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას გამგეობის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ჩ) გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური გადაცდომისათვის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
ც) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, საკრებულოს თანხმობით, თვითმმართველი ერთეულის სახელით, დებს შეთანხმებებს და ხელშეკრულებებს; საკრებულოსთან ათანხმებს ისეთი გარიგებების დადებას, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;
ძ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადადგომისა და გადაყენების სამართლებრივი საფუძვლები და პროცედურები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).
3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას საკრებულოს თავმჯდომარის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომლის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადადგომისა და გადაყენების სამართლებრივი საფუძვლები და პროცედურები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).
მუხლი 8. გამგებელი
1. გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარისათვის გათვალისწინებული ფუნქციების ხელშეწყობისა და გამგეობის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით უძღვება გამგეობის საქმიანობას.
2. გამგებელს, მუნციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. გამგებელი, ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე:
ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს:
ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;
ა.ბ) გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს;
ა.გ) წინადადებებს გამგეობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ;
ა.დ) გამგეობის სამუშაო გეგმებს;
ა.ე) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ა.ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, აგრეთვე წინადადებებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილე-ბების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით;
ა.ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს;
ა.თ) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს;
ა.ი) ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებსა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს;
ა.კ) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე წინადადებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.ლ) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ წინადადებებს;
ა.ნ) სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნის), მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.ო) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზების საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.პ) ადგილობრივი მნიშვნელობის ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.ჟ) გამგეობის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებებს;
ა.რ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აუცილებელია გამგეობის ფუნქციონირებისათვის;
ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას;
გ) თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი;
დ) საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით, კოორდინირებულად მუშაობს საკრებულოს თავმჯდომარესთან; საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ნორმატიული აქტების საკრებულოში ინიციირების მიზნით წარუდგენს მას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტებს;
ე) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულებას;
ვ) საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურებს, თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის წევრი;
ზ) საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციული ხელშეკრულებების პროექტებს;
თ) ისმენს გამგეობის თანამდებობის პირების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; აფასებს მათ საქმიანობას;
ი) ხელს უწყობს საკრებულოს თავმჯდომარეს გამგეობის საქმიანობის შესახებ საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად;
კ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ამ მიზნით:
ლ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს;
ლ.ბ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის დამხმარე მოსამსახურეებთან;
ლ.გ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ.დ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას;
ლ.ე) იწვევს და ხელმძღვანელობს თათბირებს;
ლ.ვ) ხელს აწერს ოფიციალური დოკუმენტებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვს გამგეობას; ახორციელებს გამგეობის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას;
ლ.ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ბრძანებებს;
მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. გამგებლის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლების შემთხვევაში გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს გამგებლის მოადგილე.
5. საკრებულოს წევრს ეკრძალება გამგებლის საქმიანობაში ჩარევა პერსონალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას.
მუხლი 9. გამგებლის მოადგილე
1. გამგებელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგებლის მოადგილე გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილებისა ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურატორობენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
მუხლი 10. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 11. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი
1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგეობის რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში გამგეობის რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით:
ა) წარმართავს გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას, რომლის უზრუნველსაყოფად:
ა.ა) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;
ა.ბ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; აფასებს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ა.გ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ა.დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;
ა.ე) უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;
თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;
ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;
კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;
ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. გამგეობის რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:
ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;
ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;
ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
5. გამგეობის რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.
6. გამგეობის რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
7. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
8. გამგეობის რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.
თავი III
გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები
მუხლი 12. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
დ) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური;
ე) ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური;
ვ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;
ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.
3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
მუხლი 13. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.
3. ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებისა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა.
4. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.
5. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
6. განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.
7. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
8. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.
მუხლი 14. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები
1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
2. ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ერედვის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ერედვი, ბერულა, არგვიცი, ფრისი და მამისაანთუბანი);
ბ) ვანათის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ვანათი და საცხენეთი);
გ) ბელოთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბელოთი, აწრისხევი და ზონკარი);
დ) ქსუისის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქსუისი, ჭარები და დისევი);
ე) არცევის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ზემო არცევი).
3. გამგეობის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი ტიპური დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
თავი IV
გამგეობის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 15. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები
1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებითა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით.
2. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.
3. გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამკიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
თავი V
გამგეობის სამართლებრივი აქტები და გამგეობის საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 16. სამართლებრივი აქტები
1. გამგეობა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესაბამისად.
2. საკრებულოს თავმჯდომარე კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხებისა) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს.
3. გამგებელი ბრძანებას გამოსცემს გამგებლის მოადგილის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების, აგრეთვე გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 17. სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, შეცვლა, შეჩერება და გაუქმება
1. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანება და გამგებლის ბრძანება ძალაში შედის მათი ხელმოწერისთანავე, თუ იმავე ბრძანებით ძალაში შესვლის სხვა თარიღი არ იქნა დადგენილი.
2. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანება და გამგებლის ბრძანება შეიძლება შეცვალოს მხოლოდ ამ ბრძანებების გამომცემმა თანამდებობის პირმა.
3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანება და გამგებლის ბრძანება შეიძლება შეჩერდეს ან გაუქმდეს:
ა) ამ ბრძანებების გამომცემი თანამდებობის პირების მიერ;
ბ) საკრებულოს მიერ (საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე საკრებულოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე);
გ) იმ სახელმწიფო ორგანოების მიერ, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადასცეს თავიანთ გამგებლობაში არსებული ცალკეული უფლებამოსილებები – ამ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით;
ე) სასამართლოს მიერ – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ბრძანებები შეიძლება არარად იქნეს აღიარებული მხოლოდ ამავე პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული თანამდებობის პირების (ორგანოს) მიერ.
მუხლი 18. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება
1. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.
2. გამგეობის შინაგანაწესი, გამგებლის წინადადებების საფუძველზე, მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 19. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება
1. გამგეობაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსს და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
2. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე, უნდა იქნეს ვიზირებული გამგეობის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, აგრეთვე – გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ანდა გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯებს.
3. გამგებლის დავალებით, გამგეობაში მომზადებული პროექტი უნდა იქნეს ვიზირებული გამგებლის მოადგილის მიერ.
4. კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენ პროექტს, რომელიც მომზადებული იქნა გამგეობაში, საკრებულოს თავმჯდომარესთან წარადგენს გამგებელი.
მუხლი 20. სამართლებრივი აქტების გაფორმება
1. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანებებისა და გამგებლის ბრძანებების რეგისტრაციას უზრუნველყოფს გამგეობის საქმისწარმოების, ინფორმაციის და საგარეო ურთიერთობების სამსახური.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები უნდა შეესაბამებოდეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 52-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს.
3. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები და გამგებლის ბრძანებები აღინუსხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციითა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ნომერი შედგება ინდექსისგან („1“), დეფისისა და სამი ციფრისგან, ხოლო გამგებლის ბრძანება – ინდექსისგან („2“), დეფისისა და სამი ციფრისგან. პირად საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების ნუმერაცის შემთხვევაში იწერება: შესაბამისი თანამდებობის პირის ინდექსი, ასო-ბგერა („პ“), დეფისი და სამი ციფრი.
4. ბრძანებებზე თარიღი ფიქსირდება მათი გამოცემის დღის მიხედვით და აღინიშნება შემდეგი სრული სახით (მაგ.: „2010 წლის 26 ივლისი“).
5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანებებისა და გამგებლის ბრძანებების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული აქტების, აგრეთვე ოფიციალური წერილების ბლანკის ფორმები (მათ აღწერილობასთან ერთად) მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
6. სამართლებრივი აქტების გაფორმების დეტალური წესი და პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურებრივი ინსტრუქციებით.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 21. გამგეობის რეორგანიზაცია
გამგეობის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული ბრძანებების მიხედვით.
+

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 26 დეკემბრის №20 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე
ე. ბერუაშვილი
საკრებულოს თავმჯდომარე ე. ბერუაშვილი
დანართი №1
ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო🔗
ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას.
მუხლი 2. გამგეობის სამართლებრივი სტატუსი
ეს დებულება „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის დადგენილება №2- ვებგვერდი, 10.02.2012წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
მუხლი 2. გამგეობის სამართლებრივი სტატუსი🔗
1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისაგან.
მუხლი 3. გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
2. გამგეობა შედგება სტუქტურული ერთეულების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან.
1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 4. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების ენა
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის დადგენილება №2- ვებგვერდი, 10.02.2012წ.
მუხლი 3. გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები🔗
1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის დადგენილება №2- ვებგვერდი, 10.02.2012წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
მუხლი 4. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების ენა🔗
გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.
მუხლი 5. გამგეობის ადგილსამყოფელი
მუხლი 5. გამგეობის ადგილსამყოფელი🔗
გამგეობის ადგილსამყოფელია: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 89/24.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 თებერვლის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 12.02.2013წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 09.10.2013წ.
გამგეობის ადგილსამყოფელია: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №89/24.
თავი II
გამგეობის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები
მუხლი 6. გამგეობის საერთო ხელმძღვანელობა და თანამდებობის პირები
მუხლი 6. გამგეობის საერთო ხელმძღვანელობა და თანამდებობის პირები🔗
1. გამგეობის საქმიანობას საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგებელი.
1. გამგეობის საქმიანობას საერთო ხელმძღვანელობას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (შემდგომში – საკრებულოს თავმჯდომარე).
2. გამგეობის საქმიანობას უძღვება გამგებელი.
3. გამგეობის თანამდებობის პირები არიან:
ა) გამგებელი;
ბ) გამგებლის მოადგილე (მოადგილეები);
გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის დადგენილება №2- ვებგვერდი, 10.02.2012წ.
ბ) გამგებლის მოადგილე;
გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
დ) გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.
მუხლი 7. საკრებულოს თავმჯდომარე
1. საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მოვალეობების განხორციელების მიზნით და გამგეობის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობიდან გამომდინარე:
ა) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, აგრეთვე ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელს;
ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;
გ) ამტკიცებს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს; საკრებულოში წარადგენს წინადადებებს გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის ან თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ე) აცხადებს კონკურსს გამგებლის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად;
ვ) გამგებლის წარდგინებით აცხადებს კონკურსს გამგეობაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად;
ზ) გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს გამგეობის სამუშაო გეგმებს;
თ) ისმენს გამგეობის თანამდებობის პირების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; აფასებს გამგებლისა და გამგეობის საქმიანობას;
ი) ყოველწლიურად (არა უგვიანეს 1 თებერვლისა), აგრეთვე საკრებულოს მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს გამგეობის საქმიანობის შესახებ;
კ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობას გამგეობის საქმიანობის შესახებ;
ლ) საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას;
მ) კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს; თანხმობას აძლევს გამგებელს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე;
ნ) საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
ო) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ, გამგებლის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად;
პ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტებს, გამგებლის მიერ შემუშავებულ წინადადებების შესაბამისად;
ჟ) საკრებულოს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ გამგებლის მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს;
რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გამგებლის წინადადებით იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ;
ს) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ტ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგეობის მიერ საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით;
უ) ახდენს გამგებლის მიერ წარდგენილი საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების საკრებულოში ინიციირებას;
ფ) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ქ) ქმნის და ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას; უფლებამოსილია განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურები ან მისი განხორციელების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიანიჭოს გამგებელს ან სხვა თანამდებობის პირს;
ღ) ხელს აწერს გამგეობის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;
ყ) საკრებულოში განსახილველად წარადგენს გამგებლის მიერ მომზადებულ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნის), მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების, აგრეთვე ამ იურიდიული პირების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
შ) გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას გამგეობის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ჩ) გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური გადაცდომისათვის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
ც) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, საკრებულოს თანხმობით, თვითმმართველი ერთეულის სახელით, დებს შეთანხმებებს და ხელშეკრულებებს; საკრებულოსთან ათანხმებს ისეთი გარიგებების დადებას, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;
ძ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადადგომისა და გადაყენების სამართლებრივი საფუძვლები და პროცედურები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).
3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას საკრებულოს თავმჯდომარის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომლის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადადგომისა და გადაყენების სამართლებრივი საფუძვლები და პროცედურები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).
მუხლი 8. გამგებელი
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 მარტის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 19.03.2014წ.
1. გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარისათვის გათვალისწინებული ფუნქციების ხელშეწყობისა და გამგეობის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით უძღვება გამგეობის საქმიანობას.
2. გამგებელს, მუნციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. გამგებელი, ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე:
ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს:
ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;
ა.ბ) გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს;
ა.გ) წინადადებებს გამგეობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ;
ა.დ) გამგეობის სამუშაო გეგმებს;
ა.ე) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ა.ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, აგრეთვე წინადადებებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილე-ბების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით;
ა.ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს;
ა.თ) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს;
ა.ი) ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებსა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს;
ა.კ) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე წინადადებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.ლ) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ წინადადებებს;
ა.ნ) სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნის), მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.ო) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზების საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.პ) ადგილობრივი მნიშვნელობის ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ა.ჟ) გამგეობის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებებს;
ა.რ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აუცილებელია გამგეობის ფუნქციონირებისათვის;
ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას;
გ) თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი;
დ) საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით, კოორდინირებულად მუშაობს საკრებულოს თავმჯდომარესთან; საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ნორმატიული აქტების საკრებულოში ინიციირების მიზნით წარუდგენს მას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტებს;
ე) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულებას;
ვ) საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურებს, თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის წევრი;
ზ) საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციული ხელშეკრულებების პროექტებს;
თ) ისმენს გამგეობის თანამდებობის პირების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; აფასებს მათ საქმიანობას;
ი) ხელს უწყობს საკრებულოს თავმჯდომარეს გამგეობის საქმიანობის შესახებ საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად;
კ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ამ მიზნით:
ლ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს;
ლ.ბ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის დამხმარე მოსამსახურეებთან;
ლ.გ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ.დ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას;
ლ.ე) იწვევს და ხელმძღვანელობს თათბირებს;
ლ.ვ) ხელს აწერს ოფიციალური დოკუმენტებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვს გამგეობას; ახორციელებს გამგეობის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას;
ლ.ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ბრძანებებს;
მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. გამგებლის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლების შემთხვევაში გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს გამგებლის მოადგილე.
5. საკრებულოს წევრს ეკრძალება გამგებლის საქმიანობაში ჩარევა პერსონალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას.
მუხლი 9. გამგებლის მოადგილე
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
1. გამგებელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგებლის მოადგილე გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილებისა ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურატორობენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
მუხლი 10. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 23.01.2018წ.
მუხლი 7. (ამოღებულია)🔗
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის დადგენილება №2- ვებგვერდი, 10.02.2012წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 თებერვლის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 12.02.2013წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის გამგებელი🔗
1. გამგებელი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. გამგებელი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. გამგებელი თანამდებობაზე აირჩევა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 164-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
3. გამგებელი
ა) გამგეობის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის თანამდებობის პირებს;
ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის მოსამსახურეებს;
ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს გამგეობის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ა.ვ) გამგეობის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;
ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ა.თ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე გამგეობის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:
ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
ბ.ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
ბ.ე) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;
გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;
გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
გ.ვ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას;
გ.ზ) ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
დ.ა) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
დ.გ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;
დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;
დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;
დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;
დ.ზ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;
დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;
ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;
ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ე.თ) უზრუნველყოფს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ე.ი) ახორციელებს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონით, გამგეობის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. გამგებელი ამ დებულებით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №2 3 -სსმV, № 47 , 05.11 .2010წ., მუხ.1 406
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 10 .02.2012 წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 თებერვლის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 12.02.2013წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 მარტის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 19.03.2014წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 14.09.2015წ.
მუხლი 9. გამგებლის პირველი მოადგილე, მოადგილე (მოადგილეები)🔗
1. გამგებელს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგებლის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები) გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილების ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურატორობს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობს გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 10 .02.2012 წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 მარტის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 19.03.2014წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
მუხლი 10. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი🔗
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის გამგეობის თანამდებობის პირი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით “ დადგენილი წესით.
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 11. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის დადგენილება № 10 - ვებგვერდი, 15.03.2016წ.
მუხლი 11. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი🔗
1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით:
ა) წარმართავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას, რომლის უზრუნველსაყოფად:
ა.ა) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;
ა.ბ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; აფასებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ა.გ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ა.დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;
ა.ე) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ბ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგეობის რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში გამგეობის რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით:
ა) წარმართავს გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას, რომლის უზრუნველსაყოფად:
ა.ა) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;
ა.ბ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; აფასებს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ა.გ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ა.დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;
ა.ე) უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ვ) ორგანიზებას უწევს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;
თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;
ი) აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;
კ) ამზადებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
ნ) კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ო) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
პ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ჟ) თვალყურს ადევნებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;
ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;
კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;
ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში:
ა) თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ბ) თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
გ) თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
დ) თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;
ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. გამგეობის რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:
ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;
ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;
ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
თ) სოციალური ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა, აგრეთვე ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
5. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.
6. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
7. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
8. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 10 .02.2012 წ.
თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
5. გამგეობის რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.
6. გამგეობის რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
7. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
8. გამგეობის რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.
თავი III
გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები
მუხლი 12. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები
გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 10 .02.2012 წ.
მუხლი 12. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები🔗
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
დ) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური;
ე) ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური;
ვ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
ზ)(ამოღებულია - 05.03.2018,№11).
ვ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;
ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.
3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
მუხლი 13. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 5 წლის 23 იანვრ ის დადგენილება № 4 - ვებგვერდი, 28.01.2015 წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 23.01.2018წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
მუხლი 13. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები🔗
1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.
3. ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებისა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა.
4. (ამოღებულია - 05.03.2018,№11).
4. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.
5. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
6. განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.
7. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.
8. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.
მუხლი 14. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 10 .02.2012 წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
მუხლი 14. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები🔗
1. თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საკრებულოს გადაწყვეტილებით იქმნება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები.
2. ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ერედვის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ერედვი, ბერულა, არგვიცი, ფრისი და მამისაანთუბანი);
ბ) ვანათის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ვანათი და საცხენეთი);
გ) ბელოთის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბელოთი, აწრისხევი და ზონკარი);
დ) ქსუისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქსუისი, ჭარები და დისევი);
ე) არცევის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ზემო არცევი).
3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
4. (ამოღებულია - 05.03.2018,№11).
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 10 .02.2012 წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 23.01.2018წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 13.03.2018წ.
1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
2. ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ერედვის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ერედვი, ბერულა, არგვიცი, ფრისი და მამისაანთუბანი);
ბ) ვანათის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ვანათი და საცხენეთი);
გ) ბელოთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბელოთი, აწრისხევი და ზონკარი);
დ) ქსუისის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ქსუისი, ჭარები და დისევი);
ე) არცევის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ზემო არცევი).
3. გამგეობის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი ტიპური დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
თავი IV
გამგეობის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 15. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 15. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები🔗
1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებითა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით.
2. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.
3. გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამ ტკიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 10 .02.2012 წ.
4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამკიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
თავი V
გამგეობის სამართლებრივი აქტები და გამგეობის საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 16. სამართლებრივი აქტები
გამგეობის მუშაობის ორგანიზაცია
1. გამგეობა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესაბამისად.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
2. საკრებულოს თავმჯდომარე კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხებისა) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს.
3. გამგებელი ბრძანებას გამოსცემს გამგებლის მოადგილის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების, აგრეთვე გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 17. სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, შეცვლა, შეჩერება და გაუქმება
მუხლი 16. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები🔗
1. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანება და გამგებლის ბრძანება ძალაში შედის მათი ხელმოწერისთანავე, თუ იმავე ბრძანებით ძალაში შესვლის სხვა თარიღი არ იქნა დადგენილი.
2. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანება და გამგებლის ბრძანება შეიძლება შეცვალოს მხოლოდ ამ ბრძანებების გამომცემმა თანამდებობის პირმა.
3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანება და გამგებლის ბრძანება შეიძლება შეჩერდეს ან გაუქმდეს:
ა) ამ ბრძანებების გამომცემი თანამდებობის პირების მიერ;
ბ) საკრებულოს მიერ (საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების შეჩერებისა და გაუქმების თაობაზე საკრებულოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე);
გ) იმ სახელმწიფო ორგანოების მიერ, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადასცეს თავიანთ გამგებლობაში არსებული ცალკეული უფლებამოსილებები – ამ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით;
ე) სასამართლოს მიერ – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ბრძანებები შეიძლება არარად იქნეს აღიარებული მხოლოდ ამავე პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული თანამდებობის პირების (ორგანოს) მიერ.
მუხლი 18. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება
1. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოება არის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობა, რომლის მიზნებია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე:
1. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.
2. გამგეობის შინაგანაწესი, გამგებლის წინადადებების საფუძველზე, მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 19. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება
ა) საკრებულოსა და გამგებლის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
1. გამგეობაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსს და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
2. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე, უნდა იქნეს ვიზირებული გამგეობის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, აგრეთვე – გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ანდა გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯებს.
3. გამგებლის დავალებით, გამგეობაში მომზადებული პროექტი უნდა იქნეს ვიზირებული გამგებლის მოადგილის მიერ.
4. კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენ პროექტს, რომელიც მომზადებული იქნა გამგეობაში, საკრებულოს თავმჯდომარესთან წარადგენს გამგებელი.
მუხლი 20. სამართლებრივი აქტების გაფორმება
ბ) გამგებლის სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება;
1. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანებებისა და გამგებლის ბრძანებების რეგისტრაციას უზრუნველყოფს გამგეობის საქმისწარმოების, ინფორმაციის და საგარეო ურთიერთობების სამსახური.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები უნდა შეესაბამებოდეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 52-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს.
3. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები და გამგებლის ბრძანებები აღინუსხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციითა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ნომერი შედგება ინდექსისგან („1“), დეფისისა და სამი ციფრისგან, ხოლო გამგებლის ბრძანება – ინდექსისგან („2“), დეფისისა და სამი ციფრისგან. პირად საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების ნუმერაცის შემთხვევაში იწერება: შესაბამისი თანამდებობის პირის ინდექსი, ასო-ბგერა („პ“), დეფისი და სამი ციფრი.
4. ბრძანებებზე თარიღი ფიქსირდება მათი გამოცემის დღის მიხედვით და აღინიშნება შემდეგი სრული სახით (მაგ.: „2010 წლის 26 ივლისი“).
5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიკუთვნებულ დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემული ბრძანებებისა და გამგებლის ბრძანებების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული აქტების, აგრეთვე ოფიციალური წერილების ბლანკის ფორმები (მათ აღწერილობასთან ერთად) მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
6. სამართლებრივი აქტების გაფორმების დეტალური წესი და პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურებრივი ინსტრუქციებით.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 21. გამგეობის რეორგანიზაცია
გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება;
ე) ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება.
2. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით", ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
მუხლი 17. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები🔗
გამგეობაში ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების საფუძვლებია კანონით განსაზღვრული შემთხვევები, მათ შორის:
ა) გამგეობის ვალდებულება შეიმუშავოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) გამგეობის ვალდებულება უზრუნველყოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის აღსრულება;
გ) გამგებლის ვალდებულება გამოსცეს ბრძანება;
დ) გამგეობის უფლებამოსილი მოხელის ვალდებულება შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ე) დაინტერესებული პირის განცხადება/საჩივარი;
ვ) კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა საფუძვლის არსებობა.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
მუხლი 18. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების ვადები🔗
1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გამგეობის ადმინისტრაციული წარმოება უნდა დასრულდეს, როგორც წესი, განცხადების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში. თუ საქმე განსაკუთრებით რთული კატეგორიისაა და მოითხოვს დამატებით შესწავლას, ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეიძლება გაგრძელდეს გამგებლის წერილობითი დავალების საფუძველზე, არა უმეტეს ერთი თვით.
2. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების ვადა, გარდა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება გამგეობის და მუნიციპალური სამსახურების სამუშაო გეგმებით, აგრეთვე გამგებლის დავალებებით.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
მუხლი 19. გამგეობის დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები🔗
1. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოებისას გამოყენებული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის შესაბამისად.
2. გამგეობის საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეებისა და მათი გაფორმების სტანდარტების შესაბამისობას საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის მოთხოვნებთან უზრუნველყოფს ადმინისტრაცია.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
მუხლი 20. გამგეობის საქმისწარმოების ინსტრუქცია🔗
1. გამგეობის ადმინისტრაციულ წარმოებაში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურები განისაზღვრება ამ დებულებით, ადმინისტრაციული სამსახურის დებულებითა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქმისწარმოების წესის შესაბამისად.
2. გამგეობის საქმისწარმოებაში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის დადგენილება № 10 - ვებგვერდი, 15.03.2016წ.
მუხლი 21. გამგეობის შინაგანაწესი🔗
1. გამგეობის შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო დროს დასაწყისი და დასასრული;
ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;
ე) ხელფასის გაცემის დრო, ფორმა და ადგილი;
ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ზ) საოფისე ტექნიკითა და სხვა მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესები;
თ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.
2. გამგეობის შინაგანაწესს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს გამგებელი.
4. გამგებელი ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით), აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
მუხლი 22. გამგეობის და სამსახურის სამუშაო გეგმები🔗
1. გამგეობა თავის საქმიანობას წარმართავს გამგეობის და გამგეობის სამსახურების სამუშაო გეგმების საფუძველზე. სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორიელებელ სამუშაოთა ნუსხა და სამუშაოთა შესრულების ვადები.
2. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის. გამგეობის დასაგეგმი პერიოდებია - 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის და ადმინისტრაციული ერთეულის დასაგეგმი პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი.
3. გამგეობის ექვსთვიან და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც ამტკიცებს გამგებელი.
4. გამგეობის სამსახურის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს გამგეობის სამუშაო გეგმას და გამგებლის დავალებებს. სამსახურის ყოველთვიურ, კვარტალურ და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც შეიმუშავებს სამსახურის ხელმძღვანელი და დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც ამტკიცებს გამგებელი.
5. სამუშაო გეგმით დაუგეგმავი სამუშაოს შესრულება დაიშვება მხოლოდ გამგებლის წერილობითი დავალების შემთხვევებში, აგრეთვე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისას.
6. სამუშაო გეგმების შესრულების კონტროლს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მეშვეობით ახორციელებს გამგებელი.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
მუხლი 23. მოხელის სამუშაო გეგმა🔗
1. მოხელის სამუშაო გეგმა მზადდება შესაბამისი სამსახურის უფროსის დავალებით.
2. მოხელის დასაგეგმი პერიოდია ერთი თვე. მოხელის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი სამსახურის სამუშაო გეგმას, მოხელის სამუშაოთა აღწერილობას და სამსახურის უფროსის დავალებებს.
3. მოხელის სამუშაო გეგმას შეიმუშავებს მოხელე და ამტკიცებს შესაბამისი სამსახურის უფროსი.
4. მოხელის სამუშაო გეგმის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შესაბამისი სამსახურის უფროსი.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
მუხლი 24. ანგარიშგება🔗
1. ანგარიშგება გამგეობაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში წერილობითი ანგარიშის წარდგენით.
2. (ამოღებულია - 04.04.2016წ. №12).
3. გამგეობის საანგარიშგებო პერიოდებია - 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის, სამსახურის განყოფილების და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლების საანგარიშგებო პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი. მუნიციპალური სამსახურის მოხელის საანგარიშგებო პერიოდია ერთი თვე.
4. ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში:
ა) გამგეობის ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან საკრებულოს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში;
ბ) სამსახურის ანგარიში გამგებელს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან გამგებლის მოთხოვნიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში;
გ) განყოფილების ანგარიში სამსახურის უფროსს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში;
დ) გამგეობის სამსახურის მოხელის ყოველთვიური ანგარიში ზემდგომ თანამდებობის პირს წარდეგინება ყოველი მომდევნო თვის პირველ პარასკევს, აგრეთვე თუ ამას წერილობითი დავალება ითვალისწინებს, დავალების შესრულებისთანავე, თუ დავალებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
5. თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება მუნიციპალიტეტის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).
6. საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.
7. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი და პროცედურა განსაზღვრულია ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 აპრილის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 08.04.2016წ.
მუხლი 25. საქმიანობის შეფასება🔗
1. მოხელის ყოველთვიურ ანგარიშს აფასებს ზემდგომი თანამდებობის პირი, რომელიც განიხილავს მოხელის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს, აგრეთვე უფლებამოსილია მიმართოს სამსახურის უფროსს მოხელის წახალისების ან მისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ყოველთვიური შეფასების საფუძველზე ზემდგომი თანამდებობის პირი ადგენს მოხელის ყოველწლიური შეფასების ფურცელს, რომელიც შეიტანება მოხელის პირად საქმეში. ყოველწლიური შეფასების ფურცელი წარმოადგენს ატესტაციაზე მოხელის შეფასების ერთ-ერთ საფუძველს.
2. განყოფილების საქმიანობას აფასებს მუნიციპალური სამსახურის უფროსი, რომელიც განიხილავს განყოფილების უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.
3. გამგეობის სამსახურის საქმიანობას აფასებს გამგებელი, რომელიც განიხილავს სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.
4. გამგეობის საქმიანობას აფასებს საკრებულო. გამგეობის/ ანგარიშს საკრებულოში წარადგენს გამგებელი. გამგეობის ანგარიში განიხილება და შეფასდება საკრებულოს მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
მუხლი 26. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა გამგეობის საქმიანობაში🔗
1. გამგეობაში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის", მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია:
ა) გამგეობის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა გამგეობის საქმიანობის შესახებ;
გ) მოქალაქეთა მონაწილეობა გამგეობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა;
ე) ლობისტური საქმიანობა.
2. ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით" განსაზღვრული წესით გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის კანცელარიის უფროსი.
3. გამგეობის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდი, რომლის დებულებასაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, აგრეთვე საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უნდა გამოქვეყნდეს:
ა) გამგეობის სამართლებრივი აქტები;
ბ) ინფორმაცია გამგეობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, გამგეობის თანამდებობის პირების შესახებ;
გ) გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები (დებულება, შინაგანაწესი, ადმინისტრაციული ერთეულის მისამართი);
დ) გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი;
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;
ვ) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ;
ზ) გამგეობაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი;
თ) გამგეობაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში;
ი) გამგეობის სამუშაო გეგმები და ანგარიშები;
კ) ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეების შესახებ;
ლ) გამგეობაში შემუშავებული საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები;
მ) გამგეობაში შემოსული წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ნ) ინფორმაცია გამგეობის კომპეტენციებში შემავალ საზოგადოებრივ მომსახურებათა შესახებ;
ო) ინფორმაცია მუნიციპალური შესყიდვების შესახებ (მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით);
პ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ;
ჟ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ;
რ) მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე;
ს) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი, ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
ტ) სხვა საჯარო ინფორმაცია.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 აპრილის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 08.04.2016წ.
გამგეობის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
მუხლი 27. გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები🔗
1. გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:
ა) გამგებლის ბრძანება;
ბ) გამგეობის სამსახურის უფროსის ბრძანება.
2. გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინარული გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.
3. გამგეობის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და იმ ბრძანებებისა, რომლებიც შეეხება 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე.
4. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ის ბრძანება, რომელიც 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს შეეხება, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, თუ შესაბამისი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
5. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა ამოქმედებისათვის აუცილებელია გამოქვეყნება, ქვეყნდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
მუხლი 28. გამგეობის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება🔗
1. გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
2. გამგეობის თანამდებობის პირის, გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება გამგებელთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
მუხლი 29. გამგეობის რეორგანიზაცია🔗
1. გამგეობის რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც ერთდროულად შეეხება ორ ან მეტ მუნიციპალურ სამსახურს ან ადმინისტრაციულ ერთეულს. რეორგანიზაცია ხორციელდება აგრეთვე მუნიციპალური სამსახურის ლიკვიდაციის შემთხვევაში.
2. რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება გამგეობის დებულებაში ცვლილებების შეტანისა და გამგეობის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:
ა) გამგეობის რეორგანიზებული სტრუქტურა;
ბ) რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;
გ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს;
დ) რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმი.
3. რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებები განხორციელების ვადების მითითებით:
ა) გამგეობის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების, აგრეთვე ატესტაციის (კონკურსის) ჩატარების შესახებ;
ბ) სალიკვიდაციო ღონისძიებები, თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის გაუქმებას;
დ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება;
ე) გამგეობის საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების, სამუშაოთა აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება;
ვ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ატესტაციებისა და კონკურსების საორგანიზაციო ღონისძიებები;
ზ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
მუხლი 30. გამგეობის სამსახურის რეორგანიზაცია🔗
1. გამგეობის სამსახურის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება გამგეობის რომელიმე სხვა სამსახურს.
2. გამგეობის სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება სამსახურის დებულებაში (თუ ცვლილება შეეხება სამსახურის სახელწოდებას - აგრეთვე ამ დებულებაში) ცვლილებების შეტანის და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:
ა) სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები;
ბ) რეორგანიზაციის ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს ორ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს;
გ) რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა;
დ) რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.
გამგეობის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული ბრძანებების მიხედვით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.04.2018.
- როდის იქნა მიღებული „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.08.2010. მიმღები ორგანო — ერედვის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.147.000613.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 13 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.04.2018.
- სად არის „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.04.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“, №11, 24.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.147.000613 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1142972/