ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.08.2010 ძალადაკარგული 04.05.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.147.000616
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 22, 07/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

(ძალადაკარგულია - 03.02.2020, №7)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.147.000.616

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2010 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის� საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის �გ.ბ� ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის �ბ� ქვეპუნქტის შესაბამისად,

�ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №1 8 - ვებგვერდი, 10.09.2014წ.

1. დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს �ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ� ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 მაისის №51 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე

ე. ბერუაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 10.10.2014წ.

2. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 აპრილის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 08.04.2016წ.

 

დანართი №1

ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება

��� მუხლი 1. ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური

1. ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ � სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

��� მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის � განყოფილებისა და მოხელეებისაგან. 

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განყოფილება;

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაო აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაო აღწერილობებით.

5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, �საჯარო სამსახურის შესახებ� კანონის შესაბამისად.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 აპრილის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 08.04.2016წ.

��� მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;

დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;

ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;

ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

თ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;

ი) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;

კ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;

ლ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას;

მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №14, 24.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.147.000616 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1143103-3/