ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ~ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 16 ნოემბრის №2 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება № 1
2 ივლისი, 2010 წელი
ქ.ქუთაისი
„ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 16 ნოემბრის № 2 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის I პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის II პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დებულება დანართის შესაბამისად. /დებულება თან ერთვის/
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 16 ნოემბრის № 2 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში /ვ.კუპრაძის ქუჩა № 11/.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი
შეტანილი ცვლილებები:
1. ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის დადგენილება №71 – ვებგვერდი, 28.01.2011წ.
2. ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №93 – ვებგვერდი, 16.03.2011წ.
დანართი
ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დებულება
ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირების უფლება-მოვალეობებს, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. საკრებულო
1. ქალაქ ქუთაისის საკრებულო /შემდგომში საკრებულო/ არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად, განსაზღვრავს ქალაქის განვითარების ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ა და თანამდებობის პირთა საქმიანობას, უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღებას ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.
2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით ოთხი წლის ვადით პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული თხუთმეტი და მაჟორიტარული წესით არჩეული ათი წევრისაგან.
3. საკრებულო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ საკრებულოს შემადგენლობაში არჩეულია საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3 მაინც.
მუხლი 2. საკრებულოს ადგილსამყოფელი
1. საკრებულოს ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზ ირი N 3.
2. საკრებულოს ადგილსამყოფელის დროებითი შეცვლა სხდომის ჩატარების მიზნით, დაიშვება საკრებულოს , ან საკრებულოს თავმჯდომარის გა დაწყვეტი ლებით, ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. საკრებულოს შენობაზე აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. საკრებულოს შენობაში საქართველოს სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 3. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ევროპული ქარტია, საქართველოს საკანონმდებლო აქტები და ეს დებულება.
მუხლი 4. საკრებულოს უფლებამოსილება
1. საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება :
ა . საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა ;
ბ . საკრებულოს კომისიების შექმნა , კომისიათა თავმჯდომარეების არჩევა , კომისიების დებულებებისა და პერსონალური შემადგენლობების დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა ;
გ . საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება , სამუშაო ჯგუფების პერსონალური შემადგენლობების დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა ;
დ . საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ;
ე . ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი , მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება ;
ვ . გამგებლის / მერის / თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე, თანხმობის მიცემა საკრებულოს თავმჯდომარისათვის ;
ზ . თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა , მათი საზღვრების დადგენა და მათი გაუქმება ;
თ . საკრებულოს დებულებისა / რეგლამენტის / და საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცება ; ამ კანონის 39- ე მუხლის შესაბამისად , გამგეობის / მერიის /, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცება ;
ი . საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრა ;
კ . საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ კანონის 39- ე მუხლით გათვალისწინებული წესით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება ;
ლ . საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თვითმმართველი ერთეულის პროგრამების დამტკიცება და მათი შესრულების კონტროლი ;
მ . საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და მათი განაკვეთების განსაზღვრა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში , საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
ნ . ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის , ავტომანქანების პარკირების , გარე ვაჭრობის , გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ;
ო . თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ;
პ . თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის , განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
ჟ . ამ კანონის 39- ე მუხლის შესაბამისად , საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თვითმმართველი ერთეულის სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვა და ამ მიზნით, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფა , მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა , საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება ;
რ . თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
ს . შეკრებების , მიტინგების , დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
ტ . ამ კანონის 39- ე მუხლის შესაბამისად , საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცება ;
უ . ქუჩებისა და მოედნების სახელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
ფ . თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება ;
ქ . საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნორმატიული ფასის დადგენა, თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენა ;
ღ . თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა ;
ყ . საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გრანტის მიღებასთან დაკავშირებით , აგრეთვე საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ;
შ . კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, თანხმობის მიცემა თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადებაზე , აგრეთვე, თანხმობის მიცემა ისეთი გარიგებების დადებაზე , რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%- ს ;
ჩ . საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება ;
ც . თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოებისა და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა ;
ძ . ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები .
2. ამ მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს უფლებამოსილებები არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოებს .
ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის დადგენილება №71 – ვებგვერდი, 28.01.2011წ.
მუხლი 5. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა. კანონიერება: საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის ა და ამ დებულების შესრულება და დაცვა;
ბ. საჯაროობა;
გ. სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობა;
დ. საკითხების კოლექტიური და თავისუფალი განხილვა-გადაწყვეტა;
ე. დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ადგილობრივ საკითხთა გადაწყვეტაში;
ვ. კანონით დადგენილ ი ფუნქციების განხორციელებაზე დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა;
ზ. წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;
თ. ქალაქ ქუთაისის მოსახლეობის აზრის გათვალისწინება;
ი. თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა;
კ. ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე.
მუხლი 6. საკრებულოს სამუშაო ენა
საკრებულოს სხდომები და საქმისწარმოება მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ენაზე.
მუხლი 7. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
1. საკრებულოს თითოეული მორიგი სხდომების რაოდენობა დაკავშირებულია საკრებულოს მორიგი სხდომების დღის წესრიგის საკითხთა რაოდენობაზე და ეფუძნება უწყვეტობის პრინციპს – საკრებულოს სხდომებზე დაწყებული საკითხის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს საკრებულოს შემდგომ მორიგ სხდომებზე.
2. საკრებულოს საქმიანობა მოიცავს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და ფრაქციების სხდომებს.
3. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები /საკრებულოს დადგენილება, საკრებულოს განკარგულება, მიმართვა, განცხადება, დავალება, რეკომენდაცია, აგრეთვე , ცნობის სახით მიიღოს ინფორმაცია და სხვა/ მხოლოდ საკრებულოს სხდომებზე.
4. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუკი საკრებულოს სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
5. საკრებულოს გადაწყვეტილებები, როგორც ნორმატიული, ისე ინდივიდუალური სახისა, მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს კანონით ან ამ დებულებით სხვა წესი არ არის დადგენილი.
6. საკრებულოს სხდომაზე მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები, როგორც წესი , წყდება ღია კენჭისყრით.
7. საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვისთვის გადაცემა.
მუხლი 8. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
1. საკრებულოს სხდომათა დარბაზში უნდა იყოს მოწყობილი პრეზიდიუმი, სადაც ადგილს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე. სხდომის თავმჯდომარე პრეზიდიუმში იკავებს ცენტრალურ ადგილს.
2. პრეზიდიუმთან უნდა მოეწყოს ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.
3. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირთათვის, საკრებულოში აკრედიტირებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და საზოგადოების წარმომადგენლებისათვის, საკრებულოში მოწვეული პირებისათვის.
4. საკრებულოს წევრები სხდომათა დარბაზში იკავებენ მხოლოდ მათთვის პერსონალურად გამოყოფილ ადგილს.
5. საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაუშვებელია შეიარაღებული პირის ყოფნა.
მუხლი 9. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი
1. საკრებულოს სხდომები ტარდება ღიად და საჯაროდ. საკრებულოს ღია სხდომებზე მოიწვევიან მერი, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანო ები ს ხელმძღვანელები; საკრებულოს აპარატისა და საკრებულოს ფრაქციათა თანამშრომლები, საკრებულოში აკრედიტირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.
2. პირები, რომლებიც მოწვეულნი არიან საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხზე მონაწილეობის მისაღებად, საკრებულოს დარბაზში შემოდიან საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის მოწვევით და ტოვებენ დარბაზს შესაბამისი საკითხის განხილვის დამთავრებისთანავე.
3. საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება საკრებულოს განკარგულებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით.
4. საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს მერს და ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს. საკრებულოს დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება.
5. საკრებულოს როგორც ღია, ისე დახურულ სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ: საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს.
6. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს უფლება არ ა აქვთ დაიკავონ საკრებულოს წევრისათვის გამოყოფილი ადგილები.
7. საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს წევრები და მოწვეული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან ამ დებულებით დადგენილი წესი და საკრებულოს წევრის ეთიკის ნორმები.
მუხლი 10. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია
1. საკრებულოს ღია სხდომების მიმდინარეობა შესაძლებელია გადაიცეს ტელევიზიით, რადიოთი და აგრეთვე , ინტერნეტის მეშვეობით , არსებული ტექნიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით.
მუხლი 11. საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა
1. საკრებულოს „ღია კარის “სხდომაზე საკრებულოს წევრები ისმენენ თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა გამოსვლებს.
2. „ღია კარის “სხდომაში მონაწილეობის მისაღებად თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა განცხადებით უნდა მიმართოს საკრებულოს აპარატს „ღია კარის“სხდომის ჩატარებამდე სამი დღით ადრე მაინც.
3. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს შემოსულ განცხადებებს და განმცხადებლებთან შეთანხმებით ადგენს „ღია კარის “სხდომაში გამომსვლელთა სიას.
4. „ღია კარის “სხდომაში მონაწილეთა რიგითობა განისაზღვრება განცხადების შემოტანის რიგის მიხედვით.
5. „ღია კარის “სხდომაში მონაწილე ყველა პირს ეძლევა გამოსვლისათვის არა უმეტეს 5 წუთი.
6. „ღია კარის “სხდომაზე დასმულ საკითხებზე დებატები არ იმართება. „ღია კარის “სხდომაზე გამომსვლელი ამომრჩევლისათვის , დაზუსტებისათვის , კითხვის დასმის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეს.
7. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს „ღია კარის “სხდომის ოქმის შედგენას, სხდომაზე დასმულ ი საკითხების აღრიცხვას და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილ ი საკითხების შესაბამის ი კომისიისათვის ან/და მერისათვის განსახილველად გადაცემის შესახებ.
8. საკრებულოს აპარატი აცნობებს „ღია კარის “სხდომა ში მონაწილე პირს მის მიერ დასმული საკითხის განხილვის მიმდინარეობის შესახებ და აკონტროლებს დასმული საკითხის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტას.
მუხლი 12. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
1. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით ა და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით , საკრებულოს წევრის მოთხოვნით, საკრებულოს დარბაზში შეიძლება მოეწყოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები და საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.
2. საკრებულოს დარბაზში ღონისძიების ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე.
თავი II. საკრებულოს წევრი
მუხლი 13. საკრებულოს წევრის სტატუსი
1. საკრებულოს წევრი არის საქართველოს ორგანული კანონის « საქართველოს საარჩევნო კოდექსის » შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში არჩეული პირი .
2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით მისი უფლებამოსილების ცნობიდან და მთავრდება ახლად არჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.
3. საკრებულოს წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “საქართველოს ორგანული კანონისა და „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ “საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვით.
4. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია . თავის მოვალეობის შესრულებისას იგი არ არის შეზღუდული ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანებების განაწესებითა და დავალებებით . თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან ამ დებულებით დადგენილი წესით .
5. საკრებულოს წევრი თავის უფლება - მოვალეობებს ახორციელებს უშუალოდ . დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა .
6. საკრებულოს წევრის სამართლებრივი მდგომარეობა , რომელიც მოიცავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას , პასუხისმგებლობას , საქმიანობის წესს და გარანტიებს , განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონით « ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ » და ამ დებულებით .
მუხლი 14. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების შეწყვეტა
1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება საკრებულოს მიერ შესაბამისი საარჩევნო კომისიის წარდგინებისა და საკრებულოს შესაბამისი კომისიის / ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე, სამანდატო დროებითი კომისიის / დასკვნის საფუძველზე .
2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება , როგორც წესი , ღია კენჭისყრით .
3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე .
4. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ :
ა . უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით ;
ბ . მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ;
გ . სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ , აღიარა უგზო - უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად ;
დ . შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ;
ე . არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში ;
ვ . დაინიშნა ან არჩეულ / დამტკიცებულ / იქნა კანონით დადგენილ საკრებულოს წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე ;
ზ . გარდაიცვალა .
5. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე .
6. საკრებულო , საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს იურიდიული კომისიის დასკვნის საფუძველზე .
7. საკრებულოს მიერ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ამ მუხლის მე -4 პუნქტის „ა “, „ბ “, „გ “, „დ “და „ზ “შემთხვევებში მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე . ამ მუხლის მე -4 პუნქტის „ე “ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , საკრებულოს იურიდიული კომისია არკვევს თუ რა მიზეზის გამო არ იღებდა საკრებულოს წევრი მონაწილეობას საკრებულოს მუშაობაში , თუ დადასტურდა , რომ მიზეზები არასაპატიოა , კომისია საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას , რომლის თაობაზეც საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრით .
8. საკრებულოს წევრს ამ მუხლის მე -4 პუნქტის „ვ “ქვეპუნქტის შესაბამისად უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის , არჩევის ან დამტკიცების შესახებ შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან მეორე დღეს .
9. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში .
მუხლი 15. საკრებულოს წევრის შეზღუდვები და საქმიანობის ფორმები
1. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს :
ა . იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ;
ბ . იმუშაოს საკრებულოს აპარატში ან მერიაში ;
გ . იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე ;
დ . ეკავოს თანამდებობა , რომელზედაც არჩევა , დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის , პრეზიდენტის ან საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ;
ე . საკრებულოს წევრზე ვრცელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი სხვა შეზღუდვები .
2. საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია :
ა . მონაწილეობის მიღება საკრებულოს სხდომებში და საკრებულოს ორგანოების მუშაობაში ;
ბ . საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და ინიცირება ;
გ . საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი სხვა ფორმები .
მუხლი 16. საკრებულოს წევრის მოვალეობები
საკრებულოს წევრის მოვალეობები და ურთიერთობა ამომრჩევლებთან:
1. საკრებულოს წევრი ვალდებულია :
ა . დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები ;
ბ . ამ დებულებით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს ;
გ . მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებში და საკრებულოს კომისიათა მუშაობაში ;
დ . იყოს საკრებულოს ერთი , მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში ;
ე . არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია ;
ვ . არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან / და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა ;
ზ . საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს სხდომაზე, იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაში , რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს ;
თ . დაიცვას ამ დებულებით დადგენილი ქცევის სტანდარტები .
2. საკრებულოს წევრის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში, მას უჩერდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამოცემამდე .
3. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან მოიცავს :
ა . მოქალაქეთა მიღებას ;
ბ . საზოგადოებრივი აზრის შესწავლას ;
გ . გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებას წელიწადში ერთხელ და ამომრჩევლებთან შეხვედრისას სამ თვეში ერთხელ მაინც ;
დ . ამომრჩევლის ინტერესების დაცვის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას .
4. საკრებულოს წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ .
მუხლი 17. საკრებულოს წევრის უფლებები:
1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით ინიცირების წესით საკრებულოში :
ა . შეიტანოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი ;
ბ . წარადგინოს წინადადება საკრებულოს სამართლებრივი აქტის შესახებ , საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ .
2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს კომისიაში ამ დებულების დადგენილი წესით :
ა . დასვას საკითხი განსახილველად ;
ბ . შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ ყველა საკითხზე ;
გ. მონაწილეობა მიიღოს კამათში , შეკითხვით მიმართოს მომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს , მიიღოს და შეაფასოს პასუხები ;
დ . გააცნოს საკრებულოს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები ;
ე . გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ , რომელთაც ირჩევს , ნიშნავს , ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას აძლევს საკრებულო ;
ვ . მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის , მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხის განხილვაში ;
ზ . სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს იმ ორგანოების მუშაობაში , რომლის წევრიც არ არის ;
თ . კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს , მერს , სხვა თანამდებობის პირებს , უშუალო მონაწილეობა მიიღოს მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში , მიიღოს და შეაფასოს პასუხები ;
ი . საკრებულოს აპარატს , ამ დებულებით დადგენილი წესით , მოსთხოვოს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ - ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა ;
კ . ისარგებლოს იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის ინფორმაციის მიწოდების უპირატესი უფლებით , რომლებიც ფინანსდება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ;
ლ . საკრებულოს წევრს , საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით, უფლება აქვს აირჩიოს ან არჩეული , დანიშნული ან წარდგენილი იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობებზე , საკრებულოს კომისიის , დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში , გაერთიანდეს ფრაქციაში , გადადგეს ან გამოვიდეს ამ ორგანოებიდან ;
4. ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს საკრებულოს წევრი .
მუხლი 18. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთა დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს წევრი საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად საკრებულოს თავმჯდომარის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე , შესაბამისი ვადით თავისუფლდება საჯარო დაწესებულებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან საშუალო ხელფასის შენარჩუნებით და საკრებულოს მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები :
ა . მგზავრობისათვის და სატრანსპორტო გადაადგილებისათვის ;
ბ . კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის , საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილებისათვის .
2. საკრებულოს წევრის საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით .
თავი III. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის დადგენილება №71 – ვებგვერდი, 28.01.2011წ.
ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №93 – ვებგვერდი, 16.03.2011წ.
მუხლი 19. საკრებულოს თავმჯდომარე
1. საკრებულოს თავმჯდომარე არის თვითმმართველი ერთეულისა და საკრებულოს ხელმძღვანელი .
2. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან , საკრებულოს უფლებამოსილების ვადით , საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო . საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს . საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას , კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე . სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით . საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი , რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა . თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი ან ორი კანდიდატი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩა , ტარდება ხელახალი არჩევნები . ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ . თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა , ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის , რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს . თუ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ორზე მეტი კანდიდატი , ტარდება ხელახალი არჩევნები . თუ არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა ორი ან მეტი კანდიდატი , მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს . თუ არჩევნების მეორე ტურში ვერ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე , ტარდება ხელახალი არჩევნები .
3. საკრებულოს თავმჯდომარე :
ა . ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს ;
ბ . ხელს აწერს საკრებულოსა და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს ;
გ . ხელს აწერს საკრებულოს დადგენილებებსა და განკარგულებებს , მისი სხდომების ოქმებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს ; წარმოადგენს თვითმმართველ ერთეულს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას ; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს ;
დ . საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას ;
ე . იწვევს , ხსნის , თავმჯდომარეობს და წარმართავს საკრებულოს სხდომებს ;
ვ . თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს ;
ზ . თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს ;
თ . საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერს ;
ი . „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39- ე მუხლის შესაბამისად , საკრებულოს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს ; თანხმობას აძლევს მერს , დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად , საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად გადაანაწილოს თანხები მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის ;
კ . „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39- ე მუხლის შესაბამისად , საკრებულოს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვისა და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის , მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის , საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს ;
ლ . საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ საკრებულოს დებულებით / რეგლამენტით / დადგენილი წესით ;
მ . საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებას ; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39- ე მუხლის შესაბამისად , საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებას , მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს ;
ნ . ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს , საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს ; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39- ე მუხლის შესაბამისად ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს , საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს ;
ო . იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39- ე მუხლის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ;
პ . საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39- ე მუხლის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს :
პ . ა . გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის თაობაზე ;
პ . ბ . თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების , სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე ;
პ . გ . თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების , თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ ;
ჟ . უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
რ . ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით , საკრებულოს დებულებით / რეგლამენტით / და მერიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .
4. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე .
5. საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება საკრებულომ გადააყენოს თანამდებობიდან . საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა . საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება , თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა .
6. თუ ამ მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება , დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება .
7. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს , ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას . შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით . საკრებულოს თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის , არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება .
მუხლი 20. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე
1. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ირჩევს საკრებულო.
2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს.
3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას. მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გადაყენებისას.
4. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, კოორდინაციას უწევენ საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას.
5. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან/და მოადგილე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
6. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს უფლება არა აქვთ, ეკავოთ რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეები. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის უფლებამოსილება. აღნიშნულ საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ცნობად, კენჭისყრის გარეშე.
ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის დადგენილება №71 – ვებგვერდი, 28.01.2011წ.
თავი IV. საკრებულოს ბიურო
მუხლი 21. საკრებულოს ბიურო
1. საკრებულოს ბიურო შედგება საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან.
2. საკრებულოს ბიურო :
ა . ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის , ასევე საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს ;
ბ. კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას ; ამტკიცებს სამუშაო ჯგუფების დებულებებს ;
გ. განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს ;
დ. ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშებს ;
ე . ახორციელებს საკრებულოს დებულებით / რეგლამენტით / განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .
ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის დადგენილება №71 – ვებგვერდი, 28.01.2011წ.
მუხლი 22. ბიუროს სხდომა
1. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს ბიუროს სხდომები იმართება თვეში ორჯერ მაინც. ბიუროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით, კომისიის ან ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
2. საკრებულოს ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ბიუროს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღება დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობით.
3. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ, ან უფლებამონაცვლე პირმა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე – მისმა მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
4. საკრებულოს ბიუროს სხდომის დღის წესრიგს ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. ბიუროს წევრთა წინადადებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს ბიურო დამსწრე წევრთა უმრავლესობით.
5. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით.
6. საკრებულოს ბიურო განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, რომელიც ფორმდება საოქმო გადაწყვეტილებების სახით.
მუხლი 23. ბიუროს მუშაობის წესი
1. ბიუროს სხდომებს სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ მერი, დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეები, საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის უფროსი.
2. ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ბიუროს წევრებს, აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით მონაწილე პირებს. კამათი შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მაშინ, როცა ბიუროს ყველა წევრს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.
3. საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკრებულოს ეცნობება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე.
4. საკრებულოს ბიუროს სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის წესები.
მუხლი 24. საკრებულოს ბიუროს საქმიანობის უზრუნველყოფა
1. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ბიუროს სხდომის თავმჯდომარე.
2. საკრებულოს, სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, უფლება აქვს გააუქმოს ან ცვლილებები შეიტანოს საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებში.
3. საკრებულოს ბიუროს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
თავი V. საკრებულოს კომისიები , ფრაქციები და დროებითი სამუშაო ჯგუფები
მუხლი 25. საკრებულოს კომისიის შექმნა
1. საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის ა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით იქმნება არაუმეტეს 5 კომისიისა.
2. საკრებულოს კომისიები იქმნება საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.
3. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა, დასახელება და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით.
4. საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების საკითხი. საკრებულოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება დებულების შესაბამის მუხლში ცვლილებების ან დამატებების შეტანის გზით, დებულებაში ცვლილებების ან დამატებების შეტანის დადგენილი წესით.
5. საკრებულოს კომისიები იქმნება მხოლოდ საკრებულოს წევრთაგან.
6. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის წევრი.
7. საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.
8. საკრებულოს კომისიის შემადგენლობას და მასში ცვლილებების შეტანას კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო. საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის დაცვით.
მუხლი 26. საკრებულოს კომისიები
1. საკრებულოს კომისიებია :
ა. იურიდიული კომისია;
ბ. საფინანსო-სარევიზიო კომისია;
გ. ეკონომიკურ საკითხთა კომისია;
დ. სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისია;
ე. საქალაქო მეურნეობის კომისია.
მუხლი 27. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება
1. საკრებულოს კომისია:
ა. სამუშაო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს;
ბ. წინასწარ განიხილავს საკრებულოში შემოტანილ, მის სფეროს მიკუთვნებულ, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს; ამზადებს დასკვნებს და მონაწილეობს მათ განხილვაში;
გ . ისმენს საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს ;
დ. განიხილავს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ბიუჯეტის პროექტებს და შეიმუშავებს დასკვნებს;
ე. აკონტროლებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
ვ. ახორციელებს საკრებულოს დავალებით სხვა უფლებამოსილებებს.
2. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
3. საკრებულოს კომისიების საქმიანობას კოორდინაციას უწევს და კომისიის სამუშაო გეგმებს ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხ ლი 28. კო მი სი ის თავ მჯდო მა რე და კო მი სი ის თავ მჯდო მა რის მო ად გი ლე
1. კო მი სი ის თავ მჯდო მა რეს თავისი შემადგენლობიდან , საკრებულოს უფლებამოსილების ვადით ირჩევს საკრებულო სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედს . კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ირჩევს შესაბამისი კომისია თავის შემადგენლობიდან . კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და გადარჩევა ხდება ამ დებულებით დადგენილი წესით .
2. კომისიის თავმჯდომარე :
ა . იწ ვევს და წარმართავს კო მი სი ის სხდო მას ;
ბ. არის კო მი სი ის წარმო მად გე ნე ლი , გამო დის კო მი სი ის სა ხე ლით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ ;
გ . აძ ლევს და ვა ლე ბებს კო მი სი ის წევ რებს ;
დ. კო მი სი ის სხდო მა ში მო ნა წი ლე ო ბი სა თვის იწ ვევს სა ხელ მწი ფო ორ გა ნო ე ბის წარმო მად გენ ლებს , ექ სპერ ტებ სა და სპე ცი ა ლის ტებს ;
ე . აკონ ტრო ლებს კო მი სი ის მი ერ მი ღე ბულ გადა წყვე ტი ლე ბა თა შე სრუ ლე ბას ;
ვ . საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ;
ზ. ხელს აწერს კო მი სი ის მი ერ მი ღე ბულ გადა წყვე ტი ლე ბებსა და კომისიის სხდომის ოქმებს ;
თ. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს .
3. კო მი სი ის თავ მჯდო მა რის მო ად გი ლე ას რუ ლებს კო მი სი ის თავ მჯდო მა რის უფ ლე ბა მო სი ლე ბას მი სი არ ყოფ ნის შე მთხვე ვა ში . კო მი სი ის თავ მჯდო მა რის და ვა ლე ბი თ ას რუ ლებს ცალ კე ულ დავალებებს .
მუხ ლი 29. კომისიის სხდომა
1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ არჩეულია კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ორი წევრი მაინც.
2. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომები იმართება დადგენილი გრაფიკის მიხედვით, თვეში ორჯერ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.
3. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა 1/3-ის ინიციატივით. საკრებულოს სხდომების დროს კომისია შეიძლება შეიკრიბოს საკრებულოს დავალებით, ცალკეულ საკითხთა სასწრაფოდ განხილვის მიზნით.
4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე, გარდა იმ შემთხვევისა , როცა კომისია წინასწარ მიიღებს გადაწყვეტილებას დღის წესრიგის შესახებ. კომისიის წევრთა წინადადებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს კომისია დამსწრე წევრთა უმრავლესობით.
5. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს ან შესამაბისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა.
მუხლი 30. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. თუ რამდენიმე კომისია იხილავს საკითხს ერთობლივ სხდომაზე , კენჭისყრა თითოეული კომისიისათვის ცალ-ცალკე ტარდება.
2. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით.
3. კომისია განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო , ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს.
მუხლი 31. კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება გამოცხადდეს დახურულად კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით.
2. კომისიის დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს, მერს, კომისიაში სამუშაოდ მოწვეულ, აგრეთვე, ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს.
3. კომისიას უფლება აქვს მის მიერ განსახილველი საკითხების მოსამზადებლად მერიის შესაბამისი სამსახურების, სამეცნიერო დაწესებულებების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისაგან კონკრეტულ საკითხთა მოსამზადებელად შექმნას კომისიის სამუშაო ჯგუფები.
4. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვს მხოლოდ კომისიის წევრებს. წინადადება კამათის შეწყვეტის შესახებ კენჭისყრაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ მაშინ, როცა კომისიაში შემავალ ყველა ფრაქციის წარმომადგენელს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მიეცემა.
5. კომისიებმა, მოხსენება მათთვის განსახილველად გადაცემული ნორმატიული აქტის პროექტებზე , საკრებულოს მიერ დაწესებულ ვადაში უნდა წარადგინონ. თუ ვადა დაწესებული არ არის, კომისიისათვის ნორმატიული აქტის პროექტის გადაცემიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ , კომისია ვალდებულია გამოვიდეს მოხსენებით საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული ნორმატიული აქტის პროექტის შესახებ.
6. თუ კომისიაში გადაცემული რამდენიმე პროექტი ეხება ერთი და იგივე საკითხს, კომისია წყვეტს თუ რომელ მათგანს გაუწიოს რეკომენდაცია, როგორც ძირითადს. დანარჩენი ნორმატიული აქტის პროექტებზე ცალკე გადაწყვეტილების გამოტანა არ ხდება. თუ კომისიაში ერთ-ერთი წევრი მაინც მოითხოვს სხვა რომელიმე ნორმატიული აქტის პროექტის ძირითადად მიჩნევას, საკითხი წყდება კენჭისყრით.
7. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავის მოსაზრება შეიტანოს კომისიის სხდომის ოქმში და საკრებულოს სხდომაზე მოითხოვოს მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად გამოსვლა. კომისიის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საკრებულოს სხდო მა ზე კო მი სი ის თავ მჯდო მა რე კო მი სი ის და სკვნის გამო სა ტა ნად ნიშ ნავს ერთ ან რამ დე ნი მე მო მხსე ნე ბელს .
9. კო მი სი ის მო ხსე ნე ბე ბი საკრებულოს ბიუროს წარედ გი ნე ბა წე რი ლო ბი თი სა ხით . მოხსე ნე ბა ში უნ და იყოს აღ ნიშ ნუ ლი შე სა ბა მის სა კი თხ ზე კო მი სი ის და სკვნა და ამ სა კი თხის გადა ჭრის რე კო მენ და ცია . მო ხსე ნე ბა ში აღი ნიშ ნე ბა კო მი სი ის წევრ თა უმ ცი რე სო ბის აზ რიც და ამ სა კი თხ ზე კო მი სი ის თვალ საზ რი სი .
10. თუ კომისიის მუშაობის წესი არ ითვალისწინებს განსხვავებებს კომისიის სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის წესები.
მუხლი 32. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
2. კომისიასთან, კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭოები. საბჭოების შემადგენლობას კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულოს კომისია. საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე. საკონსულტაციო საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს საკრებულოს კომისიის მიერ განსახილველ საკითხებზე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ჩატარდეს კომისიისა და საკონსულტაციო საბჭოს /საბჭოების/ ერთობლივი სხდომა.
3. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტატებს.
მუხლი 33. კომისიის სხდომის ოქმი
კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის დღის წესრიგის საკითხები, ყველა წამოყენებული წინადადება, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომათა ოქმები გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს. სხდომათა ოქმს თან უნდა დაერთოს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა და სხდომაში მონაწილე სხვა პირთა სია.
მუხლი 34. საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი
1. საკრებულო, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფებს.
2. დროებითი სამუშაო ჯგუფები იქმნება:
ა. ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით;
ბ. საკრებულოს მიერ განსახილველ საკითხზე წარმოშობილ აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრისა და ფრაქციების პოზიციების შეჯერების მიზნით /ინტერფრაქციული ჯგუფი/.
3. საკრებულოს გადაწყვეტილებაში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ მითითებული უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა და წევრთა რაოდენობა.
4. დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება მხოლოდ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და უქმდება ამ დებულებით დადგენილი წესით და შემთხვევებში.
5. დროებითი სამუშაო ჯგუფის დებულებას შეიმუშავებს დროებითი სამუშაო ჯგუფი და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო.
6. საკრებულოს შეუძლია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის ან დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის შეცვლის შესახებ.
7. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს .
8. უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დროებითი სამუშაო ჯგუფი ვალდებულია წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე . საკრებულო , უახლოეს სხდომაზე ისმენს დროებითი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ . ანგარიშის მოსმენის შემდეგ საკრებულო უწყვიტავს უფლებამოსილებას დროებით სამუშაო ჯგუფს , ამასთან , საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით საკრებულო უფლებამოსილია ამ დებულებით დადგენილი წესით , იმავე საკითხზე შექმნას ახალი დროებითი სამუშაო ჯგუფი ძველი ჯგუფისგან განსხვავებული / არა ნაკლებ 1/3- ით / შემადგენლობით .
9. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს და მის თავმჯდომარეს , სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო , ხოლო ინტერფრაქციული დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს ირჩევს საკრებულოს შესაბამისი ფრაქციები თანაბარი წარმომადგენლობით . საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება იყოს ინტერფრაქციული დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში .
10. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის , თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და გადარჩევა , დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომა , სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების , ჯგუფის მუშაობის , მისი საქმიანობის უზრუნველყოფისა და ოქმის შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს კომისიისათვის ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად .
მუხლი 35. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
1. საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.
2. ფრაქციის ჩამოყალიბება შესაძლებელია, როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო /რელიგიური, პროფესიული და ა.შ./ ნიშნით.
3. ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია. პარტიის წევრს, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს შევიდეს სხვა ფრაქციაში.
4. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.
5. საკრებულოს ფრაქციაში არ უნდა იყოს საკრებულოს იმ სამ წევრზე ნაკლები, რომელთა უფლებამოსილება ცნობილია საკრებულოს მიერ.
6. ფრაქციათა შექმნის საფუძველია საკრებულოს წევრთა პარტიულობა და/ან პოლიტიკური შეხედულებანი. ფრაქციას აქვს სახელი.
7. ფრაქციას უნდა გააჩნდეს წესდება, რომელშიც განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, წესდების მიღებისა და მასში ცვლილებების შეტანის პროცედურა.
8. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ამ დებულებით დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს, მოტივაციის გარეშე გავიდეს ფრაქციიდან. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.
9. ფრაქციებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს შესაბამისი კომისიის წარდგინებით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება. ფრაქციის წევრთა რაოდენობრივი ცვლილებები დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის კომისიას.
10. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
11. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელიც ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს შესაბამის კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, ფრაქციის სხვა თანამდებობის პირთა და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის წესდება.
12. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს საკრებულოს შესაბამისი კომისია /ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე – დროებითი სამანდატო კომისია/ და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს /საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე, საკრებულოს თავმჯდომარეს/. საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია სამანდატო დროებითი კომისიის დასკვნის წარდგენისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად, თუ საკრებულოს ბიურო არ მიიღებს უარყოფით მოტივირებულ გადაწყვეტილებას. ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს ბიუროს ამ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას საკრებულოს სხდომაზე. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს საკრებულოს სხდომა იხილავს რიგგარეშე დ და იღებს გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.
13. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თანამდებობის პირთა შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს შესაბამის კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს შესაბამისი კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.
მუხლი 36. საკრებულოს ფრაქციის უფლებები
1. საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს:
ა. გამოხატოს და გაატაროს საკუთარი კურსი საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ი საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით;
ბ. მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვისა და სხდომაზე მომხსენებლის დანიშვნის თაობაზე;
გ. მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციების კოალიციასთან ან სხვა ფრაქციასთან გაერთიანების, ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის წესდებასა და დეკლარაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
დ. მიიღოს და ცვლილებები შეიტანოს ფრაქციის წესდებაში; ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით აირჩიოს და გადაირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;
ე. მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციის საქმიანობის საკითხებზე;
ვ. წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობაზე;
ზ. გადაწყვიტოს ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტების გამოყენების საკითხები;
თ. მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს სამართლებრივი აქტ ებ ის პროექტები;
ი. საკრებულოს ყველა კომისიასა და დროებით სამუშაო ჯგუფში შეიყვანოს ფრაქციის ერთი წევრი მაინც;
კ. მოითხოვოს ცალკეულ საკითხებზე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა;
ლ. შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ ორგანოებს და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს;
მ. წელიწადში ორჯერ, საკრებულოს ბიუროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, საკრებულოს სხდომაზე გააკეთოს ფრაქციის თითო საათიანი მოხსენება;
ნ. გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი და მიმართვა საკრებულოს საინფორმაციო საშუალებებში;
ო. ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. ფრაქციის გადაწყვეტილებით, ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი, გარდა საკრებულოს კომისიის ან დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარისა, საკრებულოს ორგანოებში წყვეტს საქმიანობას მისი ფრაქციიდან გარიცხვის, გასვლის ან ფრაქციის მიერ ამ ორგანოებიდან მისი გამოწვევის შემთხვევაში. ფრაქციას ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს მის მიერ წარდგენილი წევრი ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც წერილობით აცნობებს შესაბამისი კომისიის /დროებითი სამუშაო ჯგუფის/ თავმჯდომარეს.
3. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა საკრებულოს კომისიებ სა და დროებით სამუშაო ჯგუფებში /გარდა ინტერფრაქციული ჯგუფისა/ განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ფრაქციების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ადგენს საკრებულოს ბიურო. ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს ბიუროს ამ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს სხდომა ამ საკითხს იხილავს რიგგარეშე დ და იღებს გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ით.
4. ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობის შეცვლის შემთხვევაში, საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.
5. ფრაქციის წარმომადგენელს საკრებულოს სხდომაზე გააჩნია სიტყვით გამოსვლის უპირატესი რიგითობა ფრაქციის გარეშე წევრთან შედარებით.
მუხლი 37. ფრაქციის თანამდებობის პირები და საქმიანობის ორგანიზაცია
1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა .
2. ფრაქციის სხდომის პერიოდულობა , სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით .
3. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე . ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის სხვა თანამდებობის პირების / ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე , ფრაქციის მდივანი და სხვ ./, უფლებამოსილების , არჩევის , გადარჩევისა და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით .
4. ფრაქციის მიერ მიღებულ დოკუმენტებს ხელს აწერს ფრაქციის თავმჯდომარე .
მუხლი 38. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. საკრებულოს ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ფრაქციას გამოეყოფა საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესაბამისი ადგილი , ხოლო, საკრებულოს შენობაში – სამუშაო ფართობი .
2. ფრაქციისათვის სხდომათა დარბაზში ადგილისა და სამუშაო ფართის გამოყოფა ხდება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა პროპორციულად.
მუხლი 39. ფრაქციათა კოალიცია
1. ფრაქციებს ერთობლივი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეუძლიათ შექმნან ფრაქციების კოალიცია.
2. ფრაქციათა კოალიციას შეიძლება გააჩნდე ს წესდება და ერთობლივი საკოორდინაციო ორგანო , რომლის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება კოალიციის წესდებით.
3. ფრაქციას ნებისმიერ დროს აქვს უფლება გაერთიანდეს ან გავიდეს კოალიციიდან .
4. ფრაქციის ყოფნა ან არ ყოფნა კოალიციაში გავლენას არ ახდენს მის წარმომადგენლობით კვოტაზე .
თავი VI. საკრებულოს სხდომა
მუხლი 40. საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა
1. ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში .
2. განცხადება საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ ქვეყნდება ადგილობრივ გაზეთებში , მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში ან სხვა წესით ეცნობებათ საკრებულოს წევრებს სხდომის ჩატარებამდე ორი დღით ადრე მაინც .
მუხლი 41. საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
1. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას , თუ მას ესწრება / რეგისტრაცია გაიარა / ახლადარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი . საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას , შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული საკრებულოს წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე , ახორციელებს საკრებულოს აპარატი . სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით .
2. საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე . საკრებულოს სხდომებს , საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს საკრებულოს უხუცესი / სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრებიდან ასაკით უფროსი / წევრი .
3. საკრებულოს დროებითი თავმჯდომარე , საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე წარმართავს საკრებულოს სხდომებს , ხელმძღვანელობს საკრებულოს სხდომის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას , ხელს აწერს საკრებულოს სხდომის ოქმს .
4. საკრებულოს პირველი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე , მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით :
ა . საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება ;
ბ. ხმისდამთვლელი დროებითი კომისიის შექმნა ;
გ . სამანდატო დროებითი კომისიის შექმნა ;
დ. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობად მიიღება .
მუხლი 42. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება
1. ახლადარჩეული საკრებულო ისმენს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებას არჩევნების შედეგების, არჩევნების ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ.
2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების მოსმენის შემდეგ, საკრებულო ქმნის ხმისდამთვლელ დროებით კომისიას და სამანდატო დროებით კომისიას.
მუხლი 43. საკრებულოს ხმისდამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა
1. საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ღია კენჭისყრით, ირჩევს ხმისდამთვლელ ი დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მისი წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის წევრებს არანაკლებ 2 კაცის შემადგენლობით.
2. ხმისდამთვლელი დროებითი კომისია ხელმძღვანელობს კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია კენჭისყრის დროს.
3. ხმისდამთვლელი დროებითი კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ შესაბამისი ფუნქციის მუდმივი კომისიის არჩევამდე.
მუხლი 44. საკრებულოს სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა
1. საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ღია კენჭისყრით, ირჩევს სამანდატო დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მისი წარდგინებით ამტკიცებს კომისიის წევრებს არანაკლებ 2 კაცის შემადგენლობით.
2. სამანდატო დროებითი კომისია განიხილავს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების საკითხებს.
3. სამანდატო დროებითი კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ შესაბამისი მუდმივი კომისიის არჩევამდე.
მუხლი 45. საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა
1. საკრებულოს ხმისდამთვლელი დროებითი კომისიისა და სამანდატო დროებითი კომისიის არჩევის შემდეგ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სამანდატო დროებით კომისიას გადასცემს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას /საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და სხვა/, რის შემდეგაც ცხადდება შესვენება. შესვენების დროს, ცალკე ოთახში იკრიბება სამანდატო დროებითი კომისია, რომელიც საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით ამოწმებს არჩევნების ჩატარების სისწორეს და შესაბამის დასკვნას მოახსენებს საკრებულოს.
2. საკრებულო, სამანდატო დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შესაბამისად, საკრებულოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით, ღებულობს გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე სამანდატო დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.
3. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე , გადაწყვეტილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში ან რომლის არჩევის კანონიერება სამანდატო დროებითმა კომისიამ საეჭვოდ მიიჩნია. იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, საკრებულო განიხილავს თუ სასამართლომ იგი არჩეულად გამოაცხადა. ხოლო , იმ პირის საკითხს, რომლის არჩევის კანონიერება სამანდატო დროებითმა კომისიამ საეჭვოდ მიიჩნია, საკრებულო განიხილავს სამანდატო დროებითი კომისიის მიერ მოწყობილი მოკვლევის შედეგად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განხილულ უნდა იქნეს რიგგარეშედ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. საკრებულო დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, იღებს გადაწყვეტილებას მისი უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
4. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულოს მიერ ცნობილ იქნა საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს.
5. თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილება ცნო საკრებულომ, საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება და იგი განახლდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, იმ დღიდან, 10 დღის განმავლობაში, როდესაც სამანდატო დროებითი კომისიის მიერ მოკვლევის დამთავრების შემდეგ შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის შესავსებად.
მუხლი 46. საკრებულოს პირველი მოწვევის სხდომებზე განსახილველი საკითხები
1. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულოს პირველი მოწვევის სხდომებზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ;
ბ. საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა ;
გ . საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს დებულების დამტკიცება ;
დ. საკრებულოს დებულების შესაბამისად საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა;
ე. საკრებულოს აპარატის სტრუქტურისა და დებულების დამტკიცება.
2. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე, საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია. თუ საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად გამართულმა ხელახალმა კენჭისყრამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული, საკრებულოს სხდომა გადაიდება ერთი კვირით. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობებს ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი, ისე, რომ იგი არ წყვეტს საწარმოო ან სამსახურეობრივ საქმიანობას.
მუხლი 47. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა
1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს /თუ ოთხშაბათი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს/. მორიგი სესია, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას.
2. საკრებულოს წევრებს სხდომის დაწყებამდე ორი დღით ადრე მაინც უნდა ეცნობოთ საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილი, დაწყებისა და დამთავრების თარიღი, დრო, სავარაუდო დღის წესრიგი და მიეწოდოთ განსახილველი პროექტები. საკრებულოს წევრი საკრებულოს მორიგ სხდომაზე ვალდებულია გამოცხადდეს სპეციალური მოწვევის გარეშე.
3. საკრებულო უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით გააგრძელოს, ხოლო დღის წესრიგის საკითხების ამოწურვის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომების ვადამდე დამთავრების ან შეწყვეტის შესახებ.
მუხლი 48. საკრებულოს გამსვლელი სხდომა
1. საკრებულოს სხდომა, როგორც წესი, ტარდება საკრებულოს სხდომის დარბაზში. იმ საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც შეეხება თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ძირეულ სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს გამსვლელი სხდომა /სხდომები/.
2. საკრებულოს გამსვლელი სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს ბიურო საკრებულოს მორიგ სხდომებს შორის პერიოდში:
ა . საკრებულოს თავმჯდომარის ;
ბ . საკრებულოს ფრაქციის ;
გ. თვითმმართველ ერთეულში შემავალ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 3%-ის მოთხოვნით.
3. საკრებულოს გამსვლელი სხდომების ჩატარების უზრუნველყოფას ახდენს საკრებულოს აპარატი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნულ მერიის რწმუნებულთან ერთად.
მუხლი 49. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
1. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახდენს საკრებულოს აპარატი.
2. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ - ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით , საკრებულოს აპარატი :
ა . უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგისა და სხდომაზე განსახილველი საკითხების პროექტების და სხვა საჭირო ინფორმაციის მომზადებას , გამრავლებას და საკრებულოს წევრებისათვის მათ დროულ მიწოდებას ;
ბ. ადგენს მოწვეულ პირთა სიას და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს ამ პირთა გაფრთხილებას;
გ. ახდენს საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას;
დ. ეხმარება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს სხდომის წაყვანის პროცესში, სხდომაზე წესრიგის დაცვასა და სხდომის ტექნიკურ უზრუნველყოფაში;
ე. საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის ოქმის შედგენას, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმებას, გამოქვეყნებას და დაგზავნას.
მუხლი 50. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა
1. საკრებულოს სამუშაო გეგმა დგება კვარტლების მიხედვით. საკრებულოს ყოველი კვარტლის პირველ სხდომაზე შეიტანება საკითხი მიმდინარე კვარტლის სამუშაო გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ.
2. საკრებულოს საქმიანობის კვარტალურ სამუშაო გეგმას ადგენს საკრებულოს ბიურო კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე.
3. საკრებულოს კვარტალური გეგმიდან გამომდინარე, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების ა და ფრაქციების წარმომადგენელთა, აგრეთვე მერის წინადადებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს ყოველთვიური სხდომის დღის წესრიგს. დღის წესრიგში გათვალისწინებულ უნდა იქნეს საკრებულოს სხდომაზე ყოველი საკითხის განხილვისათვის განკუთვნილი დრო.
4. საკრებულოს თავმჯდომარე, ყოველთვიური /ყოველი მორიგი/ სხდომის გახსნისას, საკრებულოს მოახსენებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და მათ თანმიმდევრობას. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგის საკითხების გადაადგილების ან ერთმანეთთან დაკავშირებული თუ ერთგვაროვან საკითხებზე როგორც კამათის, ასევე საკითხების გაერთიანების შესახებ. ამ მიზნით საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს აძლევს სიტყვას არაუმეტეს 3 წუთისა.
5. საკრებულოს კომისიას /დროებით სამუშაო ჯგუფს/, საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს მოითხოვოს დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანა ან დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება. ამ საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს კომისიის /დროებითი სამუშაო ჯგუფის/, ფრაქციის წარმომადგენელს აძლევს ხუთწუთიან სიტყვას. საკრებულოს კომისიის /დროებითი სამუშაო ჯგუფის/, ფრაქციის წარმომადგენლის არგუმენტაციის მოსმენის შემდეგ, საკრებულო, უკამათოდ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
6. საკრებულო სხდომაზე რიგგარეშედ განიხილავს :
ა . მერის მიერ შემოტანილ საკითხს ;
ბ. ბიუჯეტის პროექტს , ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისა და კანონით გათვალისწინებულ სხვა ფინანსურ საკითხებს ;
გ . საკრებულოს დებულებაში ცვლილებების შეტანის საკითხს ;
დ. საკითხს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შესახებ ;
ე . უნდობლობის გამოცხადების საკითხს ;
ვ . პერსონალურ საკითხებს ;
ზ. საკითხს , რომელიც მიიღება ცნობის ფორმით .
7. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს განცხადების გაკეთება ისეთ საკითხზე , რომელიც არ შეეხება სხდომის დღის წესრიგს . ასეთი განცხადებისათვის თავმჯდომარე საკრებულოს წევრს სიტყვას აძლევს შესვენების წინ ან დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ . კამათი ასეთ განცხადებებთან დაკავშირებით არ იმართება .
8. დღის წესრიგის საკითხები , რომელთა განხილვაც ვერ მოესწრო საკრებულოს მორიგ სხდომაზე , ავტომატურად გადადის შემდგომი თვის სხდომის დღის წესრიგში იმავე თანმიმდევრობით .
მუხლი 51. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა
1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა :
ა . საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით ;
ბ. საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3- ის მოთხოვნით ;
გ . საკრებულოს ფრაქციის წინადადებით ;
დ. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით.
2. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას, დღის წესრიგს და რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს.
3. საკრებულოს თავმჯდომარე, მოთხოვნის წარდგენიდან სამი დღის ვადაში, ამ დებულებით დადგენილი წესით, აქვეყნებს ცნობას რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და მოთხოვნის /წინადადების/ წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ან მოთხოვნის /წინადადების/ წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს მოტივირებულ უარყოფით პასუხს. საკრებულოს წევრებს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ უნდა ეცნობით სხდომის დაწყებამდე 24 საათით ადრე მაინც.
4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის მოუწვევლობის შემთხვევაში, საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს მოთხოვნის /წინადადების/ წარდგენიდან ერთი კვირის თავზე. თუ საკრებულოს თავმჯდომარე ამ დებულებით /რეგლამენტით/ დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს პასუხს, საკრებულოს აპარატის უფროსი ვალდებულია მოთხოვნის /წინადადების/ წარდგენიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნოს ცნობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის ა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომას თავმჯდომარეობს დამსწრე საკრებულოს წევრთაგან უხუცესი.
5. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. რიგგარეშე სხდომა იხურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე.
6. რიგგარეშე სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს ერთი დღისა. საკრებულოს, მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეუძლია შეიტანოს ის საკითხი /საკითხები/, რომლის /რომელთა/ განხილვაც ვერ დაასრულა რიგგარეშე სხდომამ.
მუხლი 52. საკრებულოს სხდომის დაწყება
1. საკრებულოს სხდომა იწყება საკრებულოს წევრთა რეგისტრაციით. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია იწყება სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე. საკრებულოს წევრთა ხელახალი რეგისტრაცია ტარდება კენჭისყრის დაწყების წინ.
2. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია დაიწყოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკრებულოს დადგენილებები და განკარგულებები მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
მუხლი 53. საკრებულოს სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი
1. საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით კი, – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
2. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე:
ა. აუწყებს საკრებულოს წევრებს საკრებულოს სხდომის გახსნასა და დახურვას;
ბ. უძღვება საკითხების განხილვას;
გ. უზრუნველყოფს ამ დებულების დაცვას;
დ. ამ დებულებით განსაზღვრული წესით ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას ;
ე . კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს ;
ვ . ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს , აფრთხილებს ოქმში შეტანით ან შეუტანლად , სხდომათა დარბაზს ატოვებინებს საკრებულოს წევრს ან სხდომაზე დამსწრე სხვა პირს ;
ზ. ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წყვეტს სხდომას ან აცხადებს რიგგარეშე შესვენებას ან სხდომას გადადებს მეორე დღისათვის ;
თ. საჭიროების შემთხვევაში კენჭს უყრის საკითხს კამათის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის ან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესახებ ;
ი . კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლის დროს / სამი და მეტი / მათი ორამდე დაყვანის მიზნით ან საჭიროების შემთხვევაში , აწყობს სარეიტინგო კენჭისყრას , თავაზობს ავტორებს ნაკლებად მისაღები წინადადებების მოხსნას ;
კ . ხელს აწერს საკრებულოს სხდომის ოქმს და საოქმო გადაწყვეტილებებს .
3. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე მოვალეა :
ა . უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული პროცედურების დაცვა ;
ბ. ხელი შეუწყოს აზრის თავისუფალ გამოხატვას და საკითხის სრულყოფილ , ყოველმხრივ განხილვას ;
გ. საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში თავის უფლებამოსილება გადააბაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და მხოლოდ ამ საკითხზე კენჭისყრის შემდეგ დაუბრუნდეს თავის უფლებამოსილების განხორციელებას .
4. იმ შემთხვევაში , თუ თავმჯდომარე განსახილველ საკითხზე საკრებულოს შესთავაზებს გადაწყვეტილების თავის ვარიანტს , ეს ვარიანტი კენჭისყრაზე დგება ბოლოს .
ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის დადგენილება №71 – ვებგვერდი, 28.01.2011წ.
მუხლი 54. საკრებულოს სხდომის განრიგი
1. საკრებულოს სხდომის მუშაობის განრიგია დღის 12- დან 18 საათამდე .
2. საკრებულოს სხდომა საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 24 საათამდე .
3. კენჭისყრები შეიძლება გაიმართოს როგორც ყოველი სხდომის დღის ბოლოს, ასევე ყოველი საკითხის განხილვის შემდეგაც საკრებულოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
4. საკრებულოს მორიგი სხდომის ბოლო დღის პირველ ნახევარში მერის და მერიის თანამდებობის პირებთან ერთად შეიძლება გაიმართოს საკრებულოს «ღია კარის» სხდომა თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მონაწილეობით. ხოლო დღის მეორე ნახევარში საკრებულო ისმენს მერის ა და მერიის სამსახურების ინფორმაციებს მათი საქმიანობის შესახებ.
5. საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს ცვლილებები შეაქვს სხდომის განრიგში. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით.
6. სხდომის მიმდინარეობის პროცესში, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება შესვენება ყოველი საათის შემდეგ, 10 წუთით.
7. წინადადება, არაუმეტეს 15 წუთიანი რიგგარეშე შესვენების შესახებ, მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ერთპიროვნულად, კენჭისყრის გარეშე.
მუხლი 55. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები
საკრებულოს დადგენილებ ებ ის ა და განკარგულებ ებ ის პროექტები განიხილება საკრებულოს სხდომაზე თუ იგი შეტანილია შესაბამისი სხდომის დღის წესრიგში. მიმართვები, განცხადებები განიხილება დღის წესრიგში გათვალისწინებულ «სხვადასხვა საკითხებში», რისთვისაც საკრებულოს სხდომის ბოლოს გამოიყოფა 30 წუთი.
მუხლი 56. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლის წესი
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლა ან დაბრუნება იმ საკითხზე, რომელზედაც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ხდება თავმჯდომარის წინადადებით ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის გარეშე თუ საკრებულოს არც ერთი წევრი არ გამოთქვამს წინააღმდეგობას.
მუხლი 57. საკითხის საჯარო განხილვა
1. საკრებულოს მიერ გადასაწყვეტ ცალკეულ საკითხზე შეიძლება მოეწყოს საჯარო განხილვა.
2. საჯარო განხილვის მოწყობის საფუძველია :
ა . საკრებულოს დადგენილება ;
ბ. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება ;
გ . თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 3%- ის მოთხოვნა .
3. საჯარო განხილვის დროს საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტი და ყველა ალტერნატიული პროექტი თუ წინადადება უნდა იქნეს გამოქვეყნებული ამ დებულებით დადგენილი წესით საკრებულოს მიერ სხდომის დაწყებამდე 10 დღით ადრე მაინც .
4. საჯარო განხილვის სხდომაზე გასატან საკითხზე გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს , საზოგადოებრივ , პოლიტიკურ ორგანიზაციებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს აპარატს მიაწოდონ თავიანთი წინადადებები და გამოყონ მომხსენებელი საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად . საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული წერილების სისტემატიზაციას , წინადადებების ინიციატორებთან შეთანხმებით ახდენს ერთგვაროვან წინადადებათა გაერთიანებას და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლის , საზოგადოებრივი , პოლიტიკური ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ საკრებულოს სხდომაზე გამომსვლელთა სიას .
5. საკრებულოს საჯარო განხილვის სხდომა იწყება თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლის , საზოგადოებრივი , პოლიტიკური ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა გამოსვლით ამ დებულებით დადგენილი სიტყვით გამოსვლის წესის შესაბამისად .
მუხლი 58. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის ზოგადი წესი
1. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება ამ საკითხის წარმომდგენი პირის ან საკითხის წარმომდგენი ორგანოს მიერ დანიშნული პირის მოხსენებით . მომხსენებელი სხდომას მოახსენებს პროექტთან დაკავშირებით რომელი შენიშვნა / ავტორის დასახელებით / იქნა გათვალისწინებული , რომელი არა და რატომ . საკრებულოს შესაბამისი კომისია ვალდებულია წინასწარ განიხილოს სხდომაზე შემოტანილი საკითხი , სხდომაზე გამოვიდეს მომხსენებლის ან თანამომხსენებლის სახით და გამოხატოს კომისიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით .
2. მოხსენების მოსმენის შემდეგ , საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს აძლევს უფლებას საკითხთან დაკავშირებით კითხვებით მიმართონ მომხსენებელს / მომხსენებლებს /. მომხსენებლის მიერ პასუხის გაცემის შემდეგ თავმჯდომარე მოვალეა გამოაცხადოს დებატების დაწყება , თუ შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება მსჯელობის გარეშე .
3. გამომსვლელთა სიის ამოწურვის , ან თუ არავინ ითხოვს სიტყვას , თავმჯდომარე დებატებს დახურულად აცხადებს . დებატების შეწყვეტა შეიძლება მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს წევრის წინადადებით , თუ მოცემულ საკითხზე გამოვიდა ორი ორატორი მაინც და საკრებულო ამ წინადადებას მიიღებს მსჯელობის გარეშე . დებატების შეწყვეტის შემდეგ ფრაქციათა თითო წარმომადგენელს აქვს სიტყვით გამოსვლის უფლება .
4. საკრებულოს წევრს სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ , როცა თავმჯდომარე მისცემს მას სიტყვას . საკრებულოს წევრი , რომელსაც სურს სიტყვით გამოსვლა , წინასწარ უნდა ჩაეწეროს საკრებულოს თავმჯდომარესთან , ამასთან , უნდა აღნიშნოს გამოდის იგი განსახილველ საკითხზე « მოწინააღმდეგედ » თუ « მომხრედ ». განხილვის პროცედურის შესახებ განცხადებისათვის წევრმა სიტყვა შეიძლება მოითხოვოს ადგილიდან .
5. საკრებულოს წევრმა სიტყვა უნდა წარმოთქვას ტრიბუნიდან . მომხსენებლისადმი კითხვა საკრებულოს წევრმა შეიძლება დასვას ადგილიდან . შეკითხვის დასმის მიზნით წევრმა უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს , რომელიც მომხსენებლის თანხმობით საკრებულოს წევრს აძლევს სიტყვას შეკითხვისათვის . დასმული შეკითხვა უნდა იყოს მოკლე და უნდა შეეხებოდეს განსახილველ საკითხს .
6. დებატებში გამომსვლელთა რიგითობას ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე . რიგითობა განისაზღვრება შემდეგი პარამეტრებით :
ა. გამოსვლის შესახებ განცხადების ჩაბარების დროით ;
ბ. ფრაქციული ინდექსაციით / არის თუ არა იგი ფრაქციის წევრი და რამდენ მანდატს ფლობს საკრებულოში შესაბამისი ფრაქცია /;
გ . გამოდის იგი საკითხზე « მომხრედ » თუ « მოწინააღმდეგედ ».
7. თავმჯდომარე გამომსვლელთა რიგითობის დადგენისას ითვალისწინებს , რომ განსახილველი საკითხის როგორც « მომხრეთა » ისე « მოწინააღმდეგეთა », ასევე ფრაქციებისა და ფრაქციის გარეშე წევრთა პოზიციები პროპორციულად გამოიხატოს .
8. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ , პირველ სიტყვას თავმჯდომარე აძლევს « მოწინააღმდეგეს », ხოლო შემდეგ თანმიმდევრობით და რიგითობის მიხედვით . მომხსენებელს , ნებისმიერ დროს , თავმჯდომარის თანხმობით , უფლება აქვს აიღოს სიტყვა განმარტებისათვის .
9. საკრებულოს წევრს შეუძლია უარი თქვას სიტყვაზე , ეს უფლება სხვას დაუთმოს ან გადაუცვალოს სხვა წევრს რიგი . დაუშვებელია სიტყვის გადაცემა იმ წევრისათვის , რომელიც მოცემულ საკითხზე ორჯერ უკვე გამოვიდა .
10. საკრებულოს წევრი , რომელიც სიტყვის მიცემისას არ აღმოჩნდება სხდომათა დარბაზში , კარგავს ამ საკითხზე რიგით გამოსვლის უფლებას .
11. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ერთ საკითხზე გამართულ დებატებში მხოლოდ ორჯერ გამოვიდეს .
12. საკრებულოს წევრს განხილვის პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვა მიეცემა რიგგარეშედ . წინადადება უნდა შეეხებოდეს დღის წესრიგს ან განსახილველ საკითხს და არ უნდა გრძელდებოდეს 1 წუთზე მეტს .
მუხლი 59. საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმები
საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმებია :
ა . მოხსენება ;
ბ. თანამოხსენება ;
გ. შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან ;
დ. განსახილველ საკითხზე დებატებში მონაწილეობა ;
ე . მომხსენებლის და თანამომხსენებლის დასკვნითი სიტყვა ;
ვ . დასამტკიცებელ კანდიდატურასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლა ;
ზ. წინადადების შეტანა კენჭისყრის წესის , მოტივების ან სხდომის წარმართვის წესის შესახებ ;
თ. მისაღებ დოკუმენტში შესწორებების შეტანა ;
ი . შეკითხვა , განმარტება , განცხადება , ინფორმაცია , მიმართვა .
მუხლი 60. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა
1. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებელს გამოსვლისათვის ეძლევა 20 წუთამდე , თანამომხსენებელს - 15 წუთამდე , თითოეულ მათგანს დასკვნითი სიტყვისათვის - 10 წუთამდე ; კამათში გამოსვლისათვის საკრებულოს წევრს და სხვა პირებს ეძლევათ პირველად 7 წუთამდე , მეორედ გამოსვლისას - 5 წუთამდე ; პროცედურულ საკითხებთან , ხმის მიცემის მოტივებთან დაკავშირებით – 1 წუთამდე , წარდგენილი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით , განმარტების , ინფორმაციის , მიმართვის , განცხადებებისა და შეკითხვებისათვის - 3 წუთამდე .
2. საკრებულოს თავმჯდომარეს , გამომსვლელის მოთხოვნით , სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით , შეუძლია გამომსვლელს გაუგრძელოს დრო არა უმეტეს 10 წუთით . ამასთან , ფრაქციას , რომელიც გამოდის ამ გამომსვლელის « მოწინააღმდეგედ », უფლება აქვს მოითხოვოს მისი წარმომადგენლისთვისაც დროის შესაბამისად გაგრძელება .
3. საკრებულოს სხდომაზე საკითხების განხილვისას დამსწრე საზოგადოების სიტყვით გამოსვლის უფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე .
მუხლი 61. პროცედურული საკითხები
პროცედურულს მიეკუთვნება საკითხები :
ა . შესვენების გამოცხადებისა და ხანგძლივობის შესახებ ;
ბ. საკრებულოს სხდომის გადადების შესახებ ;
გ . სიტყვით გამოსვლის დროის გახანგძლივების შესახებ ;
დ. სხდომაზე მოწვეული პირისათვის სიტყვით გამოსვლით უფლების მიცემის შესახებ ;
ე . განსახილველ საკითხზე დებატების გადადების ან შეწყვეტის შესახებ ;
ვ . კომისიისათვის საკითხის დამატებით შესასწავლად გადაცემის შესახებ ;
ზ . კამათის გარეშე საკითხის კენჭისყრის შესახებ ;
თ. დახურული სხდომის გამართვის შესახებ ;
ი . საკრებულოს სხდომაზე საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ორგანოთა თანამდებობის პირთა მოწვევის შესახებ ;
კ . კენჭისყრის წესის შესახებ ;
ლ. გამომსვლელთა რიგითობის შეცვლის შესახებ ;
მ . საკრებულოს წევრთა დამატებითი რეგისტრაციის გავლის შესახებ ;
ნ . ხმების ხელახალი დათვლის შესახებ .
მუხლი 62. სხდომაზე წესრიგის დაცვა
1. თუ საკრებულოს წევრი სიტყვით გამოსვლისას მისთვის განკუთვნილ დროს გადააცილებს , თავმჯდომარე ჯერ აფრთხილებს , ხოლო შემდეგ ჩამოართმევს სიტყვას . თუ გამომსვლელმა გადაუხვია განსახილველ საკითხს , თავმჯდომარე აფრთხილებს მას ამის შესახებ . თუ გამომსვლელი ხმარობს შეურაცხმყოფელ სიტყვებს , თავმჯდომარე მოუწოდებს წესრიგისაკენ . თუ გამომსვლელი ორჯერ გააფრთხილეს დაბრუნებოდა განსახილველ საკითხს , ან ორჯერ მოუწოდეს წესრიგისაკენ , მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში , თავმჯდომარე ვალდებულია ჩამოართვას მას სიტყვა და ამავე დროს არ მისცეს მას უფლება ამ საკითხზე მეორედ გამოვიდეს . თავმჯდომარის გაფრთხილება და წესრიგისაკენ მოწოდება არ შეიძლება გახდეს განსჯის საგანი .
2. თუ სხდომის დროს დაიწყო უწესრიგობა , რომელიც შეუძლებელს ხდის საკრებულოს მუშაობას და თავმჯდომარემ მისი აღკვეთა ვერ შესძლო , მაშინ იგი ტოვებს ადგილს და სხდომა შეწყვეტილად ითვლება . თუ სხდომის განახლების შემდეგაც გრძელდება უწესრიგობა , თავმჯდომარე სხდომას გადადებს მეორე დღისათვის . ან შეცვლის სხდომის ჩატარების ადგილს ან დასვამს საკითხს სხდომის დახურვაზე შესაბამისი პროცედურების დაცვით .
3. სხდომაზე წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით თავმჯდომარის უფლებამოსილებები ვრცელდება იმ პირებზეც , რომლებიც არ არიან საკრებულოს წევრები . მოწვეული პირები , თუ ისინი გამოხატავენ თავის კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას სხდომის მიმდინარეობის შესახებ , რითაც ხელს უშლიან სხდომის ნორმალურ მსვლელობას , თავმჯდომარის მითითებით გაყვანილნი იქნებიან დარბაზიდან .
4. თავმჯდომარის მიერ წესრიგის დაცვისადმი მიღებულ გადაწყვეტილებებზე მსჯელობა ან კენჭისყრა არ იმართება და იგი უნდა დაკმაყოფილდეს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად .
5. სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ მსჯელობს სამანდატო , იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია . კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის გაფრთხილების ან სამი თვის ვადამდე მისი სხდომაზე არ დაშვების შესახებ . სამანდატო , იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს საკრებულო ღია კენჭისყრით , წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით . არ დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში , საკრებულოს წევრს რჩება უფლება მონაწილეობა მიიღოს კომისიათა მუშაობაში .
მუხლი 63. დებატების შეზღუდვის შემთხვევები
1. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს წინასწარ განსაზღვროს დებატებისათვის გამოყოფილი დრო ან გამართოს შეზღუდული დებატები.
2. დებატებისათვის გამოყოფილი დროის ამოწურვის შემდეგ თავმჯდომარის განცხადებით დებატები წყდება. დებატების შეწყვეტის შესახებ განცხადების გაკეთებამდე თავმჯდომარე აცხადებს გამომსვლელთა დარჩენილ რაოდენობას. ფრაქციას, რომლის არც ერთ წარმომადგენელს არ მიუღია მონაწილეობა დებატებში, უფლება აქვს დაასახელოს ერთი გამომსვლელი, რომელსაც თავმჯდომარემ უნდა მისცეს სიტყვა.
3. შეზღუდული დებატებისას სიტყვით გამოსვლის უფლება ეძლევათ მხოლოდ საკითხის ინიციატორს, კომისიის მომხსენებელს ან თანამომხსენებელს და ფრაქციის თითო წარმომადგენელს.
მუხლი 64. დებატების შეწყვეტა ან გადავადება
საკრებულოს თავმჯდომარეს , სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობის თანხმობით , შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება კამათის გადავადების ან შეწყვეტის , განსახილველი საკითხის კომისიაში დაბრუნების ან დღის წესრიგის მომდევნო საკითხზე გადასვლის შესახებ .
მუხლი 65. მერის მონაწილეობა დებატებში
1. მერს ან საკრებულოში მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს წინასწარ ჩაუწერლად და რიგგარეშედ გამოვიდნენ საკითხის განხილვისას .
2. თუ მერი ან საკრებულოში მის მიერ უფლებამოსილი პირი გამოვა სიტყვით დებატების დახურვის შემდეგ , დებატები გრძელდება შეზღუდული წესით .
მუხლი 66. დასკვნითი სიტყვა
სხდომის თავმჯდომარის მიერ დებატების დამთავრებულად გამოცხადების შემდეგ , მომხსენებელსა და თანამომხსენებელს აქვთ დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება .
თავი VII. საკრებულოს მიერ სამართლებრივი
აქტების მიღების წესი
მუხ ლი 67. საკრებულოს სამართლებრივი აქტები
1. საკრებულოს სამართლებრივი აქტებია :
ა . ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება ;
ბ . ინდივიდუალური აქტი – საკრებულოს განკარგულება .
2. ნორმატიული აქტების მომზადების , მიღების , გამოქვეყნების , მოქმედების , აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით « ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ », კანონით « ნორმატიული აქტების შესახებ » და ამ დებულებით .
3. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად შესაბამის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა საწარმოს , დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის , მიუხედავად მათი ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმისა , ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების , თანამდებობის პირებისა და მოქალაქეთათვის .
4. საკრებულოს ნორმატიული აქტები ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით , მათი გამოქვეყნებისთანავე .
მუხლი 68. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
1. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების / შეტანის / უფლება აქვს :
ა . მერს ;
ბ . საკრებულოს ფრაქციას ;
გ . საკრებულოს კომისიას ;
დ . საკრებულოს წევრს ;
ე . ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 3%- ს პეტიციის წესით .
2. ინიციირების წესით საკითხი შეიტანება წერილობითი ფორმით , საკრებულოს დადგენილების / განკარგულების / პროექტის სახით .
3. საკრებულოში შემოტანილ პროექტს თან უნდა ერთვოდეს განმარტებითი ბარათი , რომელშიც აღინიშნება :
ა . ამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროების დასაბუთება ;
ბ . მითითება საკრებულოს იმ აქტზე , რომელიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ან რომელშიც უნდა შევიდეს ცვლილება / შესაბამისი მუხლის ან პუნქტის მითითებით /;
გ . იმ შედეგების საფინანსო - ეკონომიკური გაანგარიშება , რასაც გამოიწვევს ამ პროექტის მიღება ;
დ . მითითება იმ აქტებზე , რომელთა მიღებაც იქნება საჭირო ამ პროექტთან დაკავშირებით ;
ე . პროექტის მიღების სავარაუდო ვადა ;
ვ . შეთანხმების ფურცელი / ადგილობრივი თვითმმართველობის რომელ ორგანოებთან ან თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული /;
ზ . პროექტის ავტორი / ავტორები / და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებელი .
მუხლი 69. საკრებულოში ინიციირების წესით წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენის პროცესი
1. საკრებულოში ინიციირების წესით წარმოდგენილი საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი გადის შემდეგ პროცედურებს :
ა . სამართლებრივი აქტის პროექტი ბარდება საკრებულოს აპარატს ;
ბ . საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ სამართლებრივი აქტის პროექტს და მიღებიდან 5 დღის ვადაში გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე გასატანად ;
გ . საკრებულოს ბიუროს სხდომა იღებს გადაწყვეტილებას პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ , განსაზღვრავს კომისიებში პროექტის განხილვისა და პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის ვადებს ;
დ . საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილების შემდეგ საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ბიუროს გადაწყვეტილებასთან ერთად პროექტის მიწოდებას საკრებულოს კომისიების , ფრაქციებისა და მერიისათვის .
ე. საკრებულოს კომისიები და მერი საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილ ვადებში იხილავს წარმოდგენილ ი სამართლებრივი აქტის პროექტს და აწვდის შესაბამის წინადადებ ებს და დასკვნებს საკრებულოს აპარატს;
ვ . საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული შენიშვნების , დასკვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და საკრებულოს აპარატის იურიდიული სამსახურის დასკვნასთან ერთად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად ;
ზ . საკრებულოს ბიურო ისმენს წარმოდგენილ დასკვნებს და წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას საკითხის საკრებულოს დღის წესრიგში შეტანის ან არშეტანის შესახებ .
თ . განსაკუთრებულ შემთხვევაში პროექტის განხილვა ბიუროს გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოხდეს დაჩქარებული წესით .
2. ინიციირების უფლების მქონე სუბიექტის მიერ შემოტანილი სამართლებრივი აქტის პროექტი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილ უნდა იქნეს მასზე უარყოფითი დასკვნის მიუხედავად .
3. ინიციირების წესით შემოტანილი საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი მომზადებული უნდა იქნეს „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად . თუ პროექტი იწვევს არსებულ ნორმატიულ აქტში ცვლილებების ან / და დამატებების შეტანას , მას უნდა დაერთოს შესატანი ცვლილებების ან / და დამატებების პროექტები და წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთიანი პაკეტის სახით .
მუხლი 70. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი
1. საკრებულომ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ საკრებულოს შესაბამისი კომისიის დასკვნის არსებობისას. დასკვნის მომზადებისა და საკრებულოში წარდგენის ვადას კომისიის ა და პროექტის ავტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო. კომისიის ან მერიის უარყოფითი დასკვნა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის.
2. პროექტის განხილვა ხდება , ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად .
3. დებატების დამთავრების შემდეგ , კენ ჭის ყრა მდე ფრაქ ცი ას შე უძ ლია და ა ყე ნოს სა კი თხი ნორმატიული აქტის პრო ექ ტის კო მი სი ა ში ხე ლა ხა ლი და ბრუ ნე ბის ან სხვა კო მი სი ა ში გადა ცე მის შე სა ხებ , აგ რეთ ვე მო ი თხო ვოს დღის წეს რი გის სხვა სა კი თხ ზე გადა სვლა . თუ საკრებულო მ ნორმატიული აქტის პრო ექ ტის სა ბო ლოო კენ ჭის ყრა მდე მი ი ღო გადა წყვე ტი ლე ბა გადა ვი დეს დღის წეს რი გის სხვა სა კი თხ ზე, ნორმატიული აქტის პრო ექ ტი ით ვლე ბა უარ ყო ფი ლად და მი სი შე მდგო მი გან ხილ ვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ .
4. უარყოფილი პროექტი სამ თვეზე ადრე შეიძლება განმეორებით იქნეს გატანილი ამ დებულების 75- ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში , ან თუ იგი არსებითად გადამუშავდა , რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს აპარატის იურიდიული სამსახურის დასკვნის საფუძველზე .
5. ნორმატიული აქტის პრო ექტის გან ხილ ვის შე მდეგ თუ მასში ცვლი ლე ბე ბი არ იქ ნა შე ტა ნი ლი , დაუყოვნებლივ ეწყო ბა კენ ჭის ყრა . თუ ცვლი ლე ბე ბი შე ტა ნილ იქ ნა , წინასწარი კენ ჭის ყრა ტარ დე ბა შე ტა ნილ ცვლი ლე ბა თა ერთ ტექ სტა მდე და ყვა ნის მიზნით .
6. გადა წყვე ტი ლე ბა ნორმატიული აქტის პროექტის მი ღე ბის შე სა ხებ ხდე ბა სხდომაზე დამსწრე წევრთა უმ რავ ლე სო ბით , მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა , თუ კანონით ან ამ დებულებით სხვა წე სი არ არის და დგე ნი ლი .
მუხლი 71. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და მიღების წესი
1. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტების მომზადების, წარდგენის, განხილვისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონით, “საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» საქართველოს კანონით და ამ დებულებით.
2. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე, «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად.
3. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში შეტანილ უნდა იქნეს ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 45 დღისა.
4. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტი წი ნას წა რი გან ხილ ვი სა თვის გადა ე ცე მა საკრებულოს წევრებს , საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კო მი სი ას და ფრაქციებს .
5. საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კო მი სი ის დასკვნა , საკრებულოს ფრაქციების , საკრებულოს სხვა კომისიების , აგრეთვე, საკრებულოს წევრების წინადადებები , შენიშვნები და შეფასებები, ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენიდან ერთი კვირის ვადაში, ბარდება საკრებულოს აპარატს , რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრო ექტთან ერთად მათ გამოქვეყნებას საჯარო განხილვისათვის .
6. საკრებულო თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს იხილავს საკრებულოს სხდომაზე საჯარო განხილვით, ამ დებულებით დადგენილი წესით, საკრებულოს სა ფი ნან სო - სა ბი უ ჯე ტო კო მი სი ის დასკვნის , ფრაქციებისა და საკრებულოს წევრთა წინადადებების გამოქვეყნებიდან , არა უ ად რეს ერ თი კვი რი სა .
7. ბი უ ჯე ტის პრო ექ ტის გან ხილ ვა წარმო ებს ერ თი მხრივ ნო მერ თა რი გის მი ხედ ვით და მე ო რე მხრივ , ნო მერ თა იმ ჯგუ ფის მი ხედ ვით , რომ ლე ბიც წარმო ად გენ დნენ ცალ კე უწყე ბა თა სა ფი ნან სო ხარ ჯე ბის ნუს ხას .
8. პირ ვე ლად განი ხი ლე ბა მთე ლი უწყე ბის სა ფი ნან სო ხარჯთაღრიცხვის ზო გა დი სა ფუძ ვლე ბი , შე მდეგ - პრო ექ ტის ცალ - ცალ კე მუხ ლე ბი .
9. შემოსავლის პროექტის განხილვის დროს ჯერ უნდა მოხდეს პროექტის ზოგადი საფუძვლების განხილვა, ხოლო შემდეგ - ცალ-ცალკე მუხლების.
10. როგორც შემოსავლის, ისე გასავლის თითოეულ მუხლს ცალ-ცალკე უნდა ეყაროს კენჭი.
11. ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა დაიშვება მხოლოდ მერის ან მის მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლის თანხმობით. თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში ითვლება , რომ პროექტის შესაბამისი მუხლი არ იქნა მიღებული , თუ საკრებულოს სხდომის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება .
12. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილე ბაში აისახება :
ა . ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების როგორც საერთო მოცუ ლობა შემოსავლის ძირითადი წყაროებისა და ხარჯების მიმართულებების , ისე შემოსავლის ყოველი სახეობის , თითოეული მხარჯავი სუბიექტისა და ღონისძიებების მიხედვით ფუნქციონალური და ეკონომიკური საბიუჯეტო კლასიფი კა ციის შესაბამისად ;
ბ . სარეზერვო ფონდის მოცულობა ;
გ . წლის დასაწყისისათვის არსებული გამოუყენებელი სახსრების , მათ შორის გარდამავალი საბრუნავი საშუალებების მოცულობა ;
დ . წლის დასაწყისისათვის არსებული ვალდებულების დაფარვისა და მომსახურების ასიგნების მოცულობა .
13. საკრებულოს მიერ ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში , მერი ვალდებულია ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადაში საკრებულოს წარუდგინოს ბიუჯეტის პროექტის ახალი ვარიანტი .
14. საკრებულო ბიუჯე ტს ამტკიცებს ყოველი კალენდარული წლისათვის ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე , მაგრამ გამონაკლის შემთხვე ვაში არაუგვიანეს ახალი საბიუჯეტო წლის 1 მარტისა .
15. ბიუჯეტი მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
მუხლი 72. სა ფი ნან სო ნორმატიული აქტის პრო ექტ თა გან ხილ ვის გან სა კუთ რე ბუ ლი წესი
1. სა ფი ნან სო ნორმატიული აქტის პრო ექ ტად ით ვლე ბა ყვე ლა ის პრო ექ ტი , რო მელ საც შე უძ ლია გა ვლე ნა მო ახ დი ნოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფი ნან სებ ზე . ნორმატიული აქტის პრო ექ ტის ხა სი ა თის სა კითხს წყვეტს საკრებულოს ბიურო , ეკონომიკურ საკითხთა კო მი სი ის დასკვნის სა ფუძ ველ ზე .
2. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის დაწყებისათვის აუცილებელია მერის და საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კო მი სი ის და სკვნა ამ ნორმატიული აქტის პრო ექტ ის ადგილობრივი თვითმმართველობის ფი ნან სებ ზე გა ვლე ნის შე სა ხებ .
3. ყვე ლა სა ფი ნან სო ხა სი ა თის ნორმატიული აქტის პრო ექტს უნ და ახ ლდეს და სკვნა და წი ნა და დე ბე ბი ხარ ჯე ბის და ფარ ვის შე საძ ლო გზე ბის თა ო ბა ზე .
4. მერი და ეკონომიკურ საკითხთა კომისია საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტის მიღების შემდეგ ამოწმებს ნორმატიული აქტის პროექტის მიმდინარე და მომავალ ბიუჯეტთან შეთავსების შესაძლებლობას. თუ შემოწმებით დადგინდა, რომ ნორმატიული აქტის პროექტი უარყოფით გავლენას მოახდენს ბიუჯეტზე, მერმა და კომისიამ საკრებულოს სხდომაზე წარდგენილ დასკვნებში უნდა აღნიშნონ თავიანთი მოსაზრება ხარჯების დაფარვის შესახებ. თუ ნორმატიული აქტის პრო ექ ტი გა ვლე ნას მო ახ დენს მო მა ვალ ბი უ ჯეტ ზე , და სკვნებ ში უნ და აღ ნიშ ნოს და მო კი დე ბუ ლე ბა მო ცე მულ სა კი თხ თან .
5. სა ფი ნან სო ნორმატიული აქტის პრო ექტ თა გან ხილ ვა და მი ღე ბა ხდება სა ბი უ ჯე ტო ნორმატიული აქტის მი ღე ბის წე სის შესაბამისად .
თავი VIII. საკრებულოს სხდო მა ზე სპე ცი ა ლურ სა კი თხ თა განხილვის წე სი
/ გან სა კუთ რე ბუ ლი პრო ცე დუ რე ბი /
მუხ ლი 73. ხელ შეკ რუ ლე ბა თა დამტკიცება და გაუქმება
1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში , თვითმმართველი ერთეულის , საკრებულოს ან მერის სახელით და დე ბულ ხელ შეკ რუ ლე ბა თა დამტკიცება ან გაუქმება ხდე ბა საკრებულოს სხდო მა ზე .
2. საკრებულოს სხდო მა ზე ხელ შეკ რუ ლე ბე ბის დამტკიცების ან გაუქმების სა კი თხ თა გან ხილ ვი სას , ამ ხელ შეკ რუ ლე ბე ბის მუხ ლობ რი ვი გან ხილ ვა ან მუხ ლებ ში ცვლი ლე ბე ბის შე ტა ნა არ ხდე ბა .
3. საკრებულოს სხდომა იღებს გადაწყვეტილებას მოცემულ საკითხზე თანხმობის, უარყოფის ან საკითხის გადადების შესახებ.
4. ხელშეკრულების დამტკიცების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ ხელშეკრულებით სხვა წესი არ არის დადგენილი.
მუხლი 74. პეტიციის წესით შემოტანილ წინადადებათა და ნორმატიული აქტების პროექტთა განხილვა.
1. წინადადებები და ნორმატიული აქტის პროექტები ჩაითვლება პეტიციის წესით შემოტანილად და საკრებულოს სხდომაზე განიხილება თუ ამ წინადადებას ან ნორმატიული აქტის პროექტს ხელს აწერს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული არანაკლებ 2000 ამომრჩეველი და არსებობს საკრებულოს აპარატის დასკვნა ხელმოწერათა ჩატარების კანონიერებისა და ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ.
2. პეტიციის წესით საკითხი შეტანილ უნდა იქნეს წერილობით, საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით.
3. პეტიციის წესით შემოტანილ პროექტს თან უნდა ერთვოდეს ამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროების დასაბუთება, პროექტის ავტორის /ავტორების/ და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის ვინაობა და მისამართი.
4. პეტიციას რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს აპარატი. საკრებულო პეტიციის წესით შემოტანილი პროექტს განიხილავს ერთი თვის ვადაში საკრებულოს სხდომაზე.
5. საკრებულოს აპარატი შემოტანილი საკითხის ინიციატორებს სხდომის დღეს აცნობებს ერთი კვირით ადრე მაინც. საკრებულოს სხდომაზე პეტიციის წესით შემოტანილი პროექტის განხილვაში მომხსენებლის სტატუსით, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს პროექტის ინიციატორთა მიერ დანიშნული მომხსენებელი. წარდგენილ პროექტზე საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ დებულებით დადგენილი საერთო წესით.
თავი IX. შე კი თხვები
მუხლი 75. წერილობითი და ზეპირი შეკითხვები
1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს წერილობითი ან ზეპირი შეკითხვით მიმართოს მერს ან მერიის თა ნამ დე ბო ბის პირ ს .
2. შე კი თხვის წე სით შე სა ბა მის თა ნამ დე ბო ბის პირ თა გან მო ი თხო ვე ბა ინ ფორ მა ცია კონ კრე ტუ ლად გან სა ზღვრუ ლი სა კი თხის შე სა ხებ .
3. ზეპირი შეკითხვა დაიშვება მხოლოდ საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის დროს . წერილობითი ან ზეპირი შე კი თხვის ტექსტს საკრებულოს წევრი აბარებს საკრებულოს აპარატს . შე კი თხვას შე იძ ლე ბა ახ ლდეს და სა ბუ თე ბა .
4. შე კი თხვის წე სით და ყე ნე ბულ სა კი თხ ზე პა სუ ხი გა ი ცე მა საკრებულოს სხდო მა ზე . მერს ან მერიის თა ნამ დე ბო ბის პირ ს უფლება აქვს მოითხოვოს დახურული სხდომის ჩატარება , თუ მისაწოდებელი ინფორმაციის გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით . საკრებულოს წევრს უფ ლე ბა აქვს სხდო მა ზე შე ა ფა სოს გა ცე მუ ლი პა სუ ხი და და ა ყე ნოს წი ნა და დე ბა მო ცე მუ ლი სა კი თხის საკრებულოს სხდო მის დღის წეს რიგ ში შე სა ტა ნად .
5. საკრებულოს წევრ თან შე თან ხმე ბით , შე კი თხვის წე სით და ყე ნე ბულ სა კი თხ ზე შე იძ ლე ბა სა მი დღის ვა და ში გა ი ცეს წე რი ლო ბი თი პა სუ ხი სა კი თხის შე მდგო მი გან ხილ ვის გა რე შე .
თავი X. კენჭისყრის წესი
მუხლი 76. კენჭისყრის სახეები
კენჭისყრის სახეებია : ღია და სახელობითი . ხოლო გადაწყვეტილების მიღების ფორმის მიხედვით კენჭისყრა შეიძლება იყოს სარეიტინგო .
მუხლი 77. საკრებულოს წევრის უფლება კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ
მიუხედავად კენჭისყრის სახისა , საკრებულოს წევრს უფლება აქვს უარი თქვას კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე , რის შესახებაც მან უნდა გააკეთოს საკრებულოს სხდომაზე შესაბამისი განცხადება .
მუხლი 78. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის უფლება კენჭისყრის პროცედურაზე
საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს :
ა . ამ დებულებით დადგენილი წესით განსაზღვროს კენჭისყრაზე დასაყენებელ საკითხთა რიგითობა ;
ბ . წამოაყენოს საკუთარი წინადადებები ან კომპრომისული ფორმულირებები დასმული საკითხის კენჭისყრიდან მოუხსნელად ;
გ . ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა .
დ . თუ წამოყენებულმა არც ერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ არ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა , ხელმეორე კენჭისყრაზე დააყენოს ის ორი ალტერნატიული წინადადება , რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო .
მუხლი 79. სარეიტინგო კენჭისყრა
1. სარეიტინგო კენჭისყრა არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების საფუძველს .
2. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს ნებისმიერ დროს უფლება აქვს ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა ყველა სადაო თუ ალტერნატიულ საკითხებზე .
მუხლი 80. სახელობითი კენჭისყრა
1. სახელობითი კენჭისყრა ტარდება საკრებულოს წევრების მიერ სახელობითი კენჭისყრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ბლანკზე გადაწყვეტილების შესაბამის ვარიანტზე ხელმოწერით .
2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება სახელობითი კენჭისყრისას სხდომის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე .
მუხლი 81. კენჭისყრის დაწყების გამოცხადება
1. ასარჩევი ან დასანიშნი კანდიდატურის განხილვის დამთავრების შემდეგ თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის დაწყებას . თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ , იგი კენჭისყრაზე დგება პირველ რიგში .
2. ღია კენჭისყრა , როგორც წესი , შეიძლება მოეწყოს დებატების დამთავრებისთანავე , ასევე სხდომის დამთავრების წინ .
3. თავმჯდომარე კენჭისყრის დაწყებამდე ატარებს წევრთა რეგისტრაციას .
4. თუ კენჭისყრისთვის დანიშნული დროისათვის სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო წევრთა რაოდენობა , საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის გადავადების დროს .
5. საკრებულოს წევრს უფლება აქვს კენჭისყრის წინ მოითხოვოს არა უმეტეს 10 წუთიანი შესვენება .
მუხლი 82. საკითხის კენჭისყრაზე დაყენება
1. საკითხს კენჭისყრაზე აყენებს თავმჯდომარე . თავმჯდომარე ვალდებულია ზუსტი , ნათელი ფორმულირებით , ავტორის მიერ შემოთავაზებული ვარიანტით დასვას საკითხი კენჭისყრაზე . საკრებულოს წევრს უფლება აქვს შენიშვნა გამოთქვას ფორმულირების შესახებ და წამოაყენოს წინადადება მისი შეცვლის თაობაზე .
2. თუ კენჭისყრაზე დაყენებული საკითხი , ავტორის აზრით , არასწორად იქნა დაფიქსირებული , ან საერთოდ გამორჩენილი , მას ეძლევა სიტყვა განმარტებისათვის .
3. თუ თავმჯდომარე არ ეთანხმება შემოთავაზებულ ფორმულირებას , თუკი ამას მოითხოვს წინადადების შემომტანი , სადაო საკითხი წყდება კენჭისყრით , განხილვის გარეშე .
4. კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლის დროს / სამი ან მეტი /, თავმჯდომარე ატარებს სარეიტინგო კენჭისყრას .
5. ყოველი კენჭისყრის წინ თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის პროცედურას .
6. საკითხის ინიციატორს უფლება აქვს მოითხოვოს განუხილველად საკითხის კენჭისყრაზე დაყენება . ამ შემთხვევაში მას უკამათოდ უყრიან კენჭს .
7. კენჭისყრის გამოცხადების შემდეგ , საკრებულოს წევრს სიტყვა შეიძლება მიეცეს მხოლოდ კენჭისყრის პროცედურის საკითხებზე .
მუხლი 83. კენჭისყრის ზოგადი წესი
1. თავდაპირველად კენჭი ეყრება ცვლილებებს მათი რიგითობის მიხედვით , შემდეგ კი ძირითად საკითხს . თავმჯდომარეს უფლება აქვს ჯერ ძირითადი საკითხი დასვას კენჭისყრაზე , თუ ჩათვლის , რომ ეს გააიოლებს გადაწყვეტილების მიღებას .
2. საკრებულოს წევრს შეუძლია მოითხოვოს შემოთავაზებული წინადადების / შესწორების , დამატების / ნაწილების ცალ - ცალკე კენჭისყრა . ასეთი პროცედურის შემთხვევაში , კენჭისყრის შემდეგ , უარყოფილ ნაწილთა გამოკლებით , ამ საკითხს მთლიანობაშიც უნდა ეყაროს კენჭი .
3. წინადადებას , საკითხის გადადების ან კომისიაში დაბრუნების შესახებ , კენჭი ეყრება თავმჯდომარის , ფრაქციის ან კომისიის ინიციატივით .
4. საკითხები წყდება , როგორც წესი , ღია კენჭისყრით .
5. საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად . დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვა პირისათვის გადაცემა .
6. საკრებულოს წევრი კენჭისყრის დროს თავის ნებას გამოხატავს ერთ - ერთი შემდეგი ფორმით : « მომხრე », « წინააღმდეგი ».
მუხლი 84. კენჭისყრის შედეგების გამოცხადება
1. კენჭისყრის შედეგებს აცხადებს სხდომის თავმჯდომარე .
2. საკრებულოს წევრს , რომელმაც ხმა არ მისცა კენჭისყრის დროს , უფლება არა აქვს ხმა მისცეს კენჭისყრის დამთავრების შემდეგ .
3. კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული ეჭვების თაობაზე განცხადება თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს დაუყოვნებლივ , კენჭისყრის დამთავრებისთანავე . განცხადების გაცნობის შემდეგ საკრებულო , ხმების უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ხელახალი კენჭისყრის მოწყობის შესახებ . ხელახალი კენჭისყრა არ გაიმართება , თუ საეჭვო ხმების რაოდენობა არ ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს .
თავი XI. საკრებულოს ორგანოებისა და თანამდებობის პირთა
არჩევა, დანიშვნა და დამტკიცება
მუხ ლი 85. არჩევნების ზოგადი წესი
1. არჩევნები საკრებულოს სხდომაზე ტარდება ღია კენჭისყრით.
2. თუ დასახელებული იყო რამდენიმე კანდიდატი და ვერცერთმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა, ტარდება მეორე ტური, იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღ ო . თუ მეორე ტურშიაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ხელახალი კენჭისყრა დაინიშნება მეორე დღისთვის. ხელახალი კენჭისყრისას, პროცედურა იწყება თავიდან, შესაბამის კანდიდატურათა დასახელებით. ხელახალი კენჭისყრა ტარდება იგივე წესით.
მუხ ლი 86. თანამდებობის პირთა დამტკიცების ზოგადი წესი
1. საკრებულოს მიერ , კანონით დადგენილ თანამდებობის პირთა და მტკი ცე ბა ხდე ბა ღია კენ ჭის ყრით . გადა წყვე ტი ლე ბა მი ი ღე ბა საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრ თა უმ რავ ლე სო ბით .
2. თუ და სა ხე ლე ბულ კან დი დატ თა გან რო მე ლი მეს უა რი ეთ ქვა , ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ ორჯერ .
3. უარის თქმის შემთხვევაში კან დი და ტის და სა ხე ლე ბა ხდე ბა მხო ლოდ საკრებულოს მო მდევ ნო სხდო მა ზე .
მუხლი 87. არჩეულ პირთა გაწვევის ზოგადი წესი
საკრებულოს მი ერ არ ჩე ულ პირ თა გა წვე ვა ხდე ბა იმა ვე წე სით , რო გორც მო ხდა მა თი არ ჩე ვა , თუ კანონით ან ამ დებულებით სხვა წე სი არაა და დგე ნი ლი .
მუხლი 88. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისა და გადაყენების წესი
1. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან , საკრებულოს უფლებამოსილების ვადით , საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო . საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს . საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას , კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე . სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით . საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი , რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა . თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი ან ორი კანდიდატი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩა , ტარდება ხელახალი არჩევნები . ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ . თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა , ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის , რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო . თუ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ორზე მეტი კანდიდატი , ტარდება ხელახალი არჩევნები . თუ არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა ორი ან მეტი კანდიდატი , მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს . თუ არჩევნების მეორე ტურში ვერ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე , ტარდება ხელახალი არჩევნები .
2. საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება საკრებულომ გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
3. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება.
4. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.
მუხლი 89. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევისა და თანამდებობიდან გადაყენების წესი
1. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ირჩევს საკრებულო.
2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს.
3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. მათი გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე, წერილობით, შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან/და მოადგილე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის დადგენილება №71 – ვებგვერდი, 28.01.2011წ.
მუხლი 90. საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევის , თანამდებობიდან გადაყენებისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი
1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან საკრებულოს უფლებამოსილების ვადით , სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო .
2. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მხუთედს .
3. საკრებულო, საკრებულოს დებულებიდან გამომდინარე, ქმნის კომისიებს.
4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს ირჩევენ საკრებულოს წევრები თავის შემადგენლობიდან.
5. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრთა 1/5-ს.
6. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ტარდება ღია კენჭისყრით, ამ დებულებით განსაზღვრული საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესის ანალოგიურად.
7. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არჩევიდან ერთი კვირის ვადაში ფრაქციების კვოტების შესაბამისად, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის შემადგენლობას. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ სამი წევრისაგან. საკრებულოს წევრს უფლება აქვს იყოს მხოლოდ ორი კომისიის შემადგენლობაში. კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.
8. საკრებულოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცება ხდება კომისიის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით, ღია კენჭისყრით.
9. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ორმა მესამედმა. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ, მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
მუხლი 91. მერის დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი
1. მერი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე , რომელსაც « საჯარო სამსახურის შესახებ » საქართველოს კანონის შესაბამისად , საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე . მერის დანიშვნის თაობაზე საკრებულოს თანხმობა მიღებულად ჩაითვლება თუ მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი .
2. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში , მერის თანამდებობიდან განთავისუფლების თანხმობა მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი .
თავი XII. საკრებულოს სამართლებრივი აქტების
გაფორმების წესი
მუხლი 92. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება
1. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სრულდება შესაბამის ბლანკებზე .
2. საკრებულოს სამართლებრივი აქტების სათაური უნდა იყოს მოკლე და შეესაბამებოდეს დოკუმენტის შინაარსს .
3. საკრებულოს სამართლებრივ აქტებში უნდა იქნეს მითითებები საკრებულოს სხვა სამართლებრივი აქტების ან მათი ცალკეული პუნქტების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ , თუ ახალი დოკუმენტი გამორიცხავს / არ შეესაბამება / ადრე გამოცემულის / მიღებულის / მოქმედებას .
4. საკრებულოს სამართლებრივ აქტებში სამართლებრივი აქტების აღნიშვნისას მიეთითება ასეთი აქტის მიღების / გამოცემის / თარიღი , აქტის ზუსტი და სრული სახელწოდება , მიმღები / გამომცემი / ორგანო .
5. საკრებულოს სამართლებრივი აქტებით სხვა დოკუმენტების / დებულების , პროგრამის , კოლეგიალური ორგანოს შემადგენლობის და სხვ ./ დამტკიცების ან სამართლებრივ დოკუმენტზე სხვა დოკუმენტების თანდართვისას , თანდართული დოკუმენტები , დოკუმენტში აღინიშნება როგორც დანართები . დანართს უნდა ჰქონდეს მისი შინაარსის განმსაზღვრელი სათაური და მითითება სამართლებრივი დოკუმენტის კუთვნილებაზე .
6. საკრებულოს სამართლებრივ აქტებში დაუშვებელია ტერმინების შემოკლებული ფორმების გამოყენება , გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც დოკუმენტის ტექსტში მითითებულია სათანადო აღნიშვნა ტერმინის შემოკლებული ფორმის შემდგომი გამოყენების თაობაზე .
7. საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა რედაქტირებას და დოკუმენტალურ გაფორმებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის შესაბამისი სამსახური.
8. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსისა და რედაქტორის /კორექტორის/ ვიზირების შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებიდან სამი დღის ვადაში გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.
მუხლი 93. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
1. საკრებულოს ნორმატიული აქტები ძალაში შედის დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე, თუ აქტში სხვა ვადა არ არის მითითებული.
2. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები , ძალაში შედის ხელმოწერისთანავე , თუ დოკუმენტში სხვა ვადა არ არის მითითებული
მუხ ლი 94. სხდო მის ოქმი
1. საკრებულოს სხდომის ოქმს ადგენს საკრებულოს აპარატის თა ნამ შრო მე ლი . საკრებულოს ყო ველ წევრს უფ ლე ბა აქვს გა ეც ნოს სხდო მის ოქმს საკრებულოს სხდო მის შე მდეგ სა მუ შაო დღეს . შე ნიშ ვნე ბი სხდო მის ოქ მის შე სა ხებ შე იძ ლე ბა შემო ტა ნი ლი იქ ნეს ოქ მის გა ცნო ბი სა თვის გან კუთ ვნი ლი დღის გან მავ ლო ბა ში . შე ნიშ ვნე ბი გადა ე ცე მა საკრებულოს თავმჯდომარეს , რო მე ლიც თუ და ე თანხ მა გამო თქმულ შე ნიშ ვნას იძ ლე ვა გან კარ გუ ლე ბას სხდო მის ოქ მის შე სა ბა მი სად შე სწო რე ბის შე სა ხებ . თუ და წე სე ბუ ლი ვა დის გან მავ ლო ბა ში შე ნიშ ვნე ბი არ იქ ნა გამო თქმუ ლი ან შე ნიშ ვნე ბის შე სა ბა მი სად მო ხდა სხდო მის ოქ მის შე სწო რე ბა და და მა ტე ბი თი შე ნიშ ვნა არ იქ ნა შემო ტა ნი ლი , საკრებულოს თავმჯდომარე ხელს აწერს სხდო მის ოქ მს . თუ საკრებულოს თავმჯდომარე არ გა ი ზი ა რებს გამო თქმულ შე ნიშ ვნებს , საკრებულოს წევრს უფ ლე ბა აქვს მი მარ თოს შე სა ბა მი სი გან ცხა დე ბით საკრებულოს სხდო მას , რო მე ლიც მო ცე მულ სა კი თხ ზე იღებს სა ბო ლოო გადა წყვე ტი ლე ბას .
2. სხდო მის ოქმ ში შე ი ტა ნე ბა :
ა . სხდომის ჩატარების ადგილი , რიცხვი , თვე და წელი ;
ბ . ოქმის რიგითი ნომერი ;
გ . საკრებულოს წევრთა და სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა ;
დ . სხდომის დღის წესრიგი მომხსენებელთა ვინაობის მითითებით ;
ე . სხდომაზე გამომსვლელთა სია ;
ვ . სა კი თხე ბი , რომ ლე ბიც და ის ვა კენ ჭის ყრა ზე ;
ზ . კენ ჭის ყრის შე დე გე ბი ;
თ . საკრებულოს გადა წყვე ტი ლე ბე ბი .
3. სხდო მის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს თავ მჯდო მა რე .
მუხლი 95. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვისა და სარგებლობის წესი
1. საკრებულოს სხდომის ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში .
2. სხდომის ოქმი საჯაროა / გარდა იმ საკითხებისა , რომელიც განხილული იქნა დახურულ სხდომაზე /.
3. საკრებულოს სხდომის ოქმს თან უნდა დაერთოს ;
ა . სხდომაზე მონაწილე საკრებულოს წევრთა რეგისტრაციის ფურცელი ;
ბ . სხდომაზე განხილული პროექტების ორიგინალები ;
4. საკრებულოს სხდომის ოქმზე თანდართული მასალები საკრებულოს აპარატში ინახება სამი თვის განმავლობაში , ხოლო შემდეგ ბარდება არქივში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
თავი XIII. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელება
მუხლი 96. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები
1. საკრებულო, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე, მერიის საქმიანობაზე, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს ახორცილებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით.
2. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმებია :
ა . საკრებულოს წევრის მიერ კითხვის დასმა და ინტერპელაცია ;
ბ . ინფორმაციის გამოთხოვა ;
გ . ანგარიშის მოსმენა .
მუხლი 97. კონტროლი მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე
1. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია ბიუროს ან / და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკრებულოს მიერ მიღებული იმ სამართლებრივი აქტების ნუსხა , რომელთა აღსრულების მდგომარეობაზეც ბიურომ / საკრებულომ / უნდა მოისმინოს ინფორმაცია . ეს ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს შესაბამისმა კომისიამ და მერიის შესაბამისმა სამსახურმა .
2. საკრებულოს კომისიისა და მერიის შესაბამისი სამსახურის მოხსენება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულების მდგომარეობის , ეფექტიანობის , მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო შესწორებების შეტანის შესახებ .
3. ინფორმაციების მოსმენის შემდეგ საკრებულოს ბიურო / საკრებულო / ახდენს შესაბამის შეფასებას და უფლებამოსილია დააყენოს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი .
მუხლი 98. კონტროლი მერიის საქმიანობაზე
1. საკრებულოს კომისიები დარგების მიხედვით აკონტროლებენ შესაბამისი სამსახურების საქმიანობას , პერიოდულად ისმენენ მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ , შეიმუშავებენ სათანადო რეკომენდაციებს და დასკვნებს და წარუდგენენ საკრებულოს ბიუროს სხდომას განსახილველად .
2. საკრებულოს ბიურო პერიოდულად , მის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად ისმენს მერის , საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოების ხელმძღვანელთა და თანამდებობის პირების ანგარიშებს , აძლევს მათ შეფასებებს და საჭიროების შემთხვევაში აყენებს მათი პასუხისმგებლობის საკითხს .
3. მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი ვალდებულია კვარტალში ერთხელ საკრებულოს ბიუროს და ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომას წარუდგინოს ანგარიში თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ .
თავი XIV. საკრებულოს აპარატი
მუხლი 99. საკრებულოს აპარატის ფუნქციები
1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს ა და მისი ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური, სამართლებრივი, საინფორმაციო-ანალიტიკური და საფინანსო-მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით.
2. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს :
ა . საკრებულოს სხდომების მომზადებას ;
ბ. საკრებულოს , საკრებულოს ბიუროს , კომისიების , ფრაქციების , დროებითი სამუშაო ჯგუფების სამართლებრივ , მატერიალურ - ტექნიკურ , საფინანსო , ორგანიზაციულ და სხვა საკითხების გადაწყვეტას ;
გ . საკრებულოს სხდომებზე საკითხის განხილვისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვას ;
დ . საკრებულოს წევრებისათვის მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეწყობას ;
ე. საკრებულოში განსახილველად შემოტანილი საკითხების აღრიცხვას და კონტროლს მათი განხილვის პროცესზე;
ვ. საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს ორგანოებისათვის საინფორმაციო-საცნობარო და სხვა მასალების მომზადებას;
ზ. საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომ ებ ის ოქმების წარმოებას;
თ. საკრებულოს, ბიუროს, კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების გადაწყვეტილებების, განცხადებებისა და მიმართვების გამოქვეყნებას;
ი. საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა საკითხების გადაწყვეტას.
მუხლი 100. საკრებულოს აპარატის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია
1. საკრებულოს აპარატის საქმიანობას წარმართავს აპარატის უფროსი. საკრებულოს აპარატის უფროსს და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება საკრებულოს აპარატის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო.
თავი XV. მოქალაქეთა და დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობა საკრებულოს საქმიანობაში
მუხლი 101. მოქალაქეთა მონაწილეობა საკრებულოსა და საკრებულოს ორგანოების სხდომებში
1. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, ამ დებულებით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომებში.
2. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს , შეუზღუდავად დაესწროს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირისა და საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების მოსმენას , დაუსვა ს მომხსენებელს შეკითხვები და მიიღონ პასუხები .
მუხლი 102. მოქალაქეთა ინფორმირება საკრებულოს საქმიანობის შესახებ
მოქალაქეთა ინფორმირებას საკრებულოს საქმიანობის შესახებ უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. ინფორმირება ხორციელდება საკრებულოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის, საკრებულოს ინტერნეტ-პორტალის და ბეჭვდითი, ასევე ელექტრონული მასმედიის მეშვეობით.
მუხლი 103. ლობისტური საქმიანობა საკრებულოში
ლობისტური საქმიანობა საკრებულოში დაიშვება “ლობისტური საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
თავი XVI. საკრებულოს დებულების დაცვა და პასუხისმგებლობა მისი დარღვევისათვის
მუხლი 104. კონტროლი საკრებულოს დებულების დაცვაზე და მისი დარღვევის შედეგები
1. საკრებულოს დებულების დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ბათილია მისი მიღების მომენტიდან.
2. საკრებულოს დებულების დაცვაზე კონტროლს ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს დებულების მოთხოვნათა დაცვაზე – საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე.
მუხლი 105. ზომები საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის
საკრებულოს დებულებით დადგენილი საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის სხდომაში მონაწილე პირის მიმართ სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი ზომები:
ა. წესრიგისკენ მოწოდება;
ბ. გაფრთხილება;
გ. გაფრთხილება ოქმში შეტანით;
დ. სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა სხდომის დამთავრებამდე.
მუხლი 106. წესრიგისკენ მოწოდება
1. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდოს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარემ.
2. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდონ თუ იგი:
ა. სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე;
ბ. ხმარობს შეურაცმყოფელ გამოთქმებს.
მუხლი 107. გაფრთხილება
სხდომაში მონაწილე პირს, რომელსაც ამავე სხდომაზე უკვე მოეწოდა წესრიგისკენ, თუ იგი აგრძელებს დარღვევას სხდომის თავმჯდომარის მიერ გამოეცხადება გაფრთხილება.
მუხლი 108. გაფრთხილება ოქმში შეტანით
1. გაფრთხილება ოქმში შეტანით სხდომაში მონაწილე პირს ეძლევა საკრებულოს გადაწყვეტილებით, რომელიც:
ა. უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას;
ბ. ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას;
გ. შეურაცყო საკრებულო ან პირი, მიუხედავად იმისა იმყოფება ეს პირი საკრებულოს სხდომაზე თუ არა.
მუხლი 109. სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა სხდომის დამთავრებამდე
საკრებულოს წევრს შეიძლება საკრებულოს გადაწყვეტილებით ჩამოერთვას სიტყვით გამოსვლის უფლება სხდომის დამთავრებამდე, თუ იგი:
ა. გაფრთხილდა ოქმში შეტანით, მაგრამ კვლავ აგრძელებს წესრიგის დარღვევას;
ბ. ეწინააღმდეგება მის მიმართ გამოტანილ პასუხისმგებლობის ზომას.
თავი XVII. დასკვნითი დებულებები
მუხლი 110. საკრებულოს დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. საკრებულოს დებულება მიიღება საკრებულოს მიერ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
2. საკრებულოს დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილი იქნეს:
ა. საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;
ბ. საკრებულოს ბიუროს ინიციატივით;
გ. საკრებულოს წევრთა არა ნაკლებ 1/5-ის ინიციატივით.
3. საკრებულოს დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
+
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოსდადგენილება № 1
2 ივლისი, 2010 წელი ქ.ქუთაისი„ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 16 ნოემბრის № 2 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის I პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის II პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1 დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დებულება დანართის შესაბამისად. /დებულება თან ერთვის/ მუხლი 2ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 16 ნოემბრის № 2 დადგენილება.
მუხლი 3 დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში /ვ.კუპრაძის ქუჩა № 11/.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი შეტანილი ცვლილებები: 1. ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის დადგენილება №71 – ვებგვერდი, 28.01.2011წ.ეს დებულება „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირების უფლება-მოვალეობებს, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.
თავი I. ზოგადი დებულებებიმუხლი 1. საკრებულო🔗
1. ქალაქ ქუთაისის საკრებულო /შემდგომში საკრებულო/ არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად, განსაზღვრავს ქალაქის განვითარების ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ა და თანამდებობის პირთა საქმიანობას, უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღებას ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.
2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით ოთხი წლის ვადით პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული თხუთმეტი და მაჟორიტარული წესით არჩეული ათი წევრისაგან. 3. საკრებულო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ საკრებულოს შემადგენლობაში არჩეულია საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3 მაინც. მუხლი 2. საკრებულოს ადგილსამყოფელი1. საკრებულოს ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზ ირი N 3.
2. საკრებულოს ადგილსამყოფელის დროებითი შეცვლა სხდომის ჩატარების მიზნით, დაიშვება საკრებულოს , ან საკრებულოს თავმჯდომარის გა დაწყვეტი ლებით, ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. საკრებულოს შენობაზე აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. საკრებულოს შენობაში საქართველოს სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 3. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები1. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ , „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ ევროპული ქარტია, საქართველოს საკანონმდებლო აქტები და ეს დებულება.
მუხლი 4. საკრებულოს უფლებამოსილება1. საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება :
ა . საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა ;
ბ . საკრებულოს კომისიების შექმნა , კომისიათა თავმჯდომარეების არჩევა , კომისიების დებულებებისა და პერსონალური შემადგენლობების დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა ;
გ . საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება , სამუშაო ჯგუფების პერსონალური შემადგენლობების დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა ;
დ . საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ;
ე . ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი , მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება ;
ვ . გამგებლის / მერის / თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე, თანხმობის მიცემა საკრებულოს თავმჯდომარისათვის ;
ზ . თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა , მათი საზღვრების დადგენა და მათი გაუქმება ;
თ . საკრებულოს დებულებისა / რეგლამენტის / და საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცება ; ამ კანონის 39- ე მუხლის შესაბამისად , გამგეობის / მერიის /, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცება ;
ი . საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრა ;
კ . საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ კანონის 39- ე მუხლით გათვალისწინებული წესით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება ;
ლ . საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თვითმმართველი ერთეულის პროგრამების დამტკიცება და მათი შესრულების კონტროლი ;
მ . საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და მათი განაკვეთების განსაზღვრა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში , საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
ნ . ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის , ავტომანქანების პარკირების , გარე ვაჭრობის , გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ;
ო . თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ;
პ . თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის , განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
ჟ . ამ კანონის 39- ე მუხლის შესაბამისად , საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თვითმმართველი ერთეულის სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვა და ამ მიზნით, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფა , მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა , საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება ;
რ . თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
ს . შეკრებების , მიტინგების , დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
ტ . ამ კანონის 39- ე მუხლის შესაბამისად , საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცება ;
უ . ქუჩებისა და მოედნების სახელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
ფ . თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება ;
ქ . საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნორმატიული ფასის დადგენა, თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენა ;
ღ . თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა ;
ყ . საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გრანტის მიღებასთან დაკავშირებით , აგრეთვე საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ;
შ . კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, თანხმობის მიცემა თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადებაზე , აგრეთვე, თანხმობის მიცემა ისეთი გარიგებების დადებაზე , რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%- ს ;
ჩ . საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება ;
ც . თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოებისა და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა ;
ძ . ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები .
2. ამ მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს უფლებამოსილებები არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოებს .
ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის დადგენილება №71 – ვებგვერდი, 28.01.2011წ. მუხლი 5. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:ა. კანონიერება: საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის ა და ამ დებულების შესრულება და დაცვა;
ბ. საჯაროობა; გ. სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობა; დ. საკითხების კოლექტიური და თავისუფალი განხილვა-გადაწყვეტა; ე. დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ადგილობრივ საკითხთა გადაწყვეტაში;ვ. კანონით დადგენილ ი ფუნქციების განხორციელებაზე დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა;
ზ. წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა; თ. ქალაქ ქუთაისის მოსახლეობის აზრის გათვალისწინება; ი. თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა; კ. ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე. მუხლი 6. საკრებულოს სამუშაო ენა საკრებულოს სხდომები და საქმისწარმოება მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. მუხლი 7. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი 1. საკრებულოს თითოეული მორიგი სხდომების რაოდენობა დაკავშირებულია საკრებულოს მორიგი სხდომების დღის წესრიგის საკითხთა რაოდენობაზე და ეფუძნება უწყვეტობის პრინციპს – საკრებულოს სხდომებზე დაწყებული საკითხის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს საკრებულოს შემდგომ მორიგ სხდომებზე. 2. საკრებულოს საქმიანობა მოიცავს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და ფრაქციების სხდომებს.3. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები /საკრებულოს დადგენილება, საკრებულოს განკარგულება, მიმართვა, განცხადება, დავალება, რეკომენდაცია, აგრეთვე , ცნობის სახით მიიღოს ინფორმაცია და სხვა/ მხოლოდ საკრებულოს სხდომებზე.
4. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუკი საკრებულოს სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 5. საკრებულოს გადაწყვეტილებები, როგორც ნორმატიული, ისე ინდივიდუალური სახისა, მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს კანონით ან ამ დებულებით სხვა წესი არ არის დადგენილი.6. საკრებულოს სხდომაზე მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები, როგორც წესი , წყდება ღია კენჭისყრით.
7. საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვისთვის გადაცემა. მუხლი 8. საკრებულოს სხდომათა დარბაზი 1. საკრებულოს სხდომათა დარბაზში უნდა იყოს მოწყობილი პრეზიდიუმი, სადაც ადგილს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე. სხდომის თავმჯდომარე პრეზიდიუმში იკავებს ცენტრალურ ადგილს. 2. პრეზიდიუმთან უნდა მოეწყოს ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის. 3. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირთათვის, საკრებულოში აკრედიტირებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და საზოგადოების წარმომადგენლებისათვის, საკრებულოში მოწვეული პირებისათვის. 4. საკრებულოს წევრები სხდომათა დარბაზში იკავებენ მხოლოდ მათთვის პერსონალურად გამოყოფილ ადგილს. 5. საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაუშვებელია შეიარაღებული პირის ყოფნა. მუხლი 9. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი1. საკრებულოს სხდომები ტარდება ღიად და საჯაროდ. საკრებულოს ღია სხდომებზე მოიწვევიან მერი, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანო ები ს ხელმძღვანელები; საკრებულოს აპარატისა და საკრებულოს ფრაქციათა თანამშრომლები, საკრებულოში აკრედიტირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.
2. პირები, რომლებიც მოწვეულნი არიან საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხზე მონაწილეობის მისაღებად, საკრებულოს დარბაზში შემოდიან საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის მოწვევით და ტოვებენ დარბაზს შესაბამისი საკითხის განხილვის დამთავრებისთანავე. 3. საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება საკრებულოს განკარგულებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით. 4. საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს მერს და ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს. საკრებულოს დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება. 5. საკრებულოს როგორც ღია, ისე დახურულ სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ: საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს.6. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს უფლება არ ა აქვთ დაიკავონ საკრებულოს წევრისათვის გამოყოფილი ადგილები.
7. საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს წევრები და მოწვეული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან ამ დებულებით დადგენილი წესი და საკრებულოს წევრის ეთიკის ნორმები. მუხლი 10. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია1. საკრებულოს ღია სხდომების მიმდინარეობა შესაძლებელია გადაიცეს ტელევიზიით, რადიოთი და აგრეთვე , ინტერნეტის მეშვეობით , არსებული ტექნიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით.
მუხლი 11. საკრებულოს „ღია კარის“ სხდომა1. საკრებულოს „ ღია კარის “ სხდომაზე საკრებულოს წევრები ისმენენ თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა გამოსვლებს.
2. „ ღია კარის “ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა განცხადებით უნდა მიმართოს საკრებულოს აპარატს „ ღია კარის“ სხდომის ჩატარებამდე სამი დღით ადრე მაინც.
3. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს შემოსულ განცხადებებს და განმცხადებლებთან შეთანხმებით ადგენს „ ღია კარის “ სხდომაში გამომსვლელთა სიას.
4. „ ღია კარის “ სხდომაში მონაწილეთა რიგითობა განისაზღვრება განცხადების შემოტანის რიგის მიხედვით.
5. „ ღია კარის “ სხდომაში მონაწილე ყველა პირს ეძლევა გამოსვლისათვის არა უმეტეს 5 წუთი.
6. „ ღია კარის “ სხდომაზე დასმულ საკითხებზე დებატები არ იმართება. „ ღია კარის “ სხდომაზე გამომსვლელი ამომრჩევლისათვის , დაზუსტებისათვის , კითხვის დასმის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეს.
7. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს „ ღია კარის “ სხდომის ოქმის შედგენას, სხდომაზე დასმულ ი საკითხების აღრიცხვას და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილ ი საკითხების შესაბამის ი კომისიისათვის ან/და მერისათვის განსახილველად გადაცემის შესახებ.
8. საკრებულოს აპარატი აცნობებს „ ღია კარის “ სხდომა ში მონაწილე პირს მის მიერ დასმული საკითხის განხილვის მიმდინარეობის შესახებ და აკონტროლებს დასმული საკითხის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტას.
მუხლი 12. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი1. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით ა და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით , საკრებულოს წევრის მოთხოვნით, საკრებულოს დარბაზში შეიძლება მოეწყოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები და საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.
2. საკრებულოს დარბაზში ღონისძიების ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე.მუხლი 13. საკრებულოს წევრის სტატუსი🔗
1. საკრებულოს წევრი არის საქართველოს ორგანული კანონის « საქართველოს საარჩევნო კოდექსის » შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში არჩეული პირი .
2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საკრებულოს მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით მისი უფლებამოსილების ცნობიდან და მთავრდება ახლად არჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.3. საკრებულოს წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონისა და „ ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვით.
4. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია . თავის მოვალეობის შესრულებისას იგი არ არის შეზღუდული ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანებების განაწესებითა და დავალებებით . თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან ამ დებულებით დადგენილი წესით .
5. საკრებულოს წევრი თავის უფლება - მოვალეობებს ახორციელებს უშუალოდ . დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა .
6. საკრებულოს წევრის სამართლებრივი მდგომარეობა , რომელიც მოიცავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას , პასუხისმგებლობას , საქმიანობის წესს და გარანტიებს , განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ , საქართველოს კანონით « ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ » და ამ დებულებით .
მუხლი 14. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების შეწყვეტა🔗
1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება საკრებულოს მიერ შესაბამისი საარჩევნო კომისიის წარდგინებისა და საკრებულოს შესაბამისი კომისიის / ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე, სამანდატო დროებითი კომისიის / დასკვნის საფუძველზე .
2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება , როგორც წესი , ღია კენჭისყრით .
3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე .
4. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ :
ა . უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით ;
ბ . მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ;
გ . სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ , აღიარა უგზო - უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად ;
დ . შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ;
ე . არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში ;
ვ . დაინიშნა ან არჩეულ / დამტკიცებულ / იქნა კანონით დადგენილ საკრებულოს წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე ;
ზ . გარდაიცვალა .
5. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე .
6. საკრებულო , საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს იურიდიული კომისიის დასკვნის საფუძველზე .
7. საკრებულოს მიერ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ამ მუხლის მე -4 პუნქტის „ ა “ , „ ბ “ , „ გ “ , „ დ “ და „ ზ “ შემთხვევებში მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე . ამ მუხლის მე -4 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , საკრებულოს იურიდიული კომისია არკვევს თუ რა მიზეზის გამო არ იღებდა საკრებულოს წევრი მონაწილეობას საკრებულოს მუშაობაში , თუ დადასტურდა , რომ მიზეზები არასაპატიოა , კომისია საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას , რომლის თაობაზეც საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრით .
8. საკრებულოს წევრს ამ მუხლის მე -4 პუნქტის „ ვ “ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის , არჩევის ან დამტკიცების შესახებ შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან მეორე დღეს .
9. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში .
მუხლი 15. საკრებულოს წევრის შეზღუდვები და საქმიანობის ფორმები🔗
1. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს :
ა . იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ;
ბ . იმუშაოს საკრებულოს აპარატში ან მერიაში ;
გ . იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე ;
დ . ეკავოს თანამდებობა , რომელზედაც არჩევა , დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის , პრეზიდენტის ან საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ;
ე . საკრებულოს წევრზე ვრცელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი სხვა შეზღუდვები .
2. საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია :
ა . მონაწილეობის მიღება საკრებულოს სხდომებში და საკრებულოს ორგანოების მუშაობაში ;
ბ . საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და ინიცირება ;
გ . საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი სხვა ფორმები .
მუხლი 16. საკრებულოს წევრის მოვალეობები🔗
საკრებულოს წევრის მოვალეობები და ურთიერთობა ამომრჩევლებთან:
1. საკრებულოს წევრი ვალდებულია :
ა . დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები ;
ბ . ამ დებულებით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს ;
გ . მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებში და საკრებულოს კომისიათა მუშაობაში ;
დ . იყოს საკრებულოს ერთი , მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში ;
ე . არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია ;
ვ . არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან / და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა ;
ზ . საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს სხდომაზე, იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაში , რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს ;
თ . დაიცვას ამ დებულებით დადგენილი ქცევის სტანდარტები .
2. საკრებულოს წევრის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში, მას უჩერდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამოცემამდე .
3. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან მოიცავს :
ა . მოქალაქეთა მიღებას ;
ბ . საზოგადოებრივი აზრის შესწავლას ;
გ . გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებას წელიწადში ერთხელ და ამომრჩევლებთან შეხვედრისას სამ თვეში ერთხელ მაინც ;
დ . ამომრჩევლის ინტერესების დაცვის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას .
4. საკრებულოს წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ .
მუხლი 17. საკრებულოს წევრის უფლებები:1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით ინიცირების წესით საკრებულოში :
ა . შეიტანოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი ;
ბ . წარადგინოს წინადადება საკრებულოს სამართლებრივი აქტის შესახებ , საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ .
2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს კომისიაში ამ დებულების დადგენილი წესით :
ა . დასვას საკითხი განსახილველად ;
ბ . შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ ყველა საკითხზე ;
გ. მონაწილეობა მიიღოს კამათში , შეკითხვით მიმართოს მომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს , მიიღოს და შეაფასოს პასუხები ;
დ . გააცნოს საკრებულოს მოქალაქეთა წერილები და მიმართვები ;
ე . გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ , რომელთაც ირჩევს , ნიშნავს , ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას აძლევს საკრებულო ;
ვ . მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის , მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხის განხილვაში ;
ზ . სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს იმ ორგანოების მუშაობაში , რომლის წევრიც არ არის ;
თ . კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს , მერს , სხვა თანამდებობის პირებს , უშუალო მონაწილეობა მიიღოს მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში , მიიღოს და შეაფასოს პასუხები ;
ი . საკრებულოს აპარატს , ამ დებულებით დადგენილი წესით , მოსთხოვოს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ - ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა ;
კ . ისარგებლოს იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის ინფორმაციის მიწოდების უპირატესი უფლებით , რომლებიც ფინანსდება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ;
ლ . საკრებულოს წევრს , საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით, უფლება აქვს აირჩიოს ან არჩეული , დანიშნული ან წარდგენილი იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობებზე , საკრებულოს კომისიის , დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში , გაერთიანდეს ფრაქციაში , გადადგეს ან გამოვიდეს ამ ორგანოებიდან ;
4. ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს საკრებულოს წევრი .
მუხლი 18. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთა დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება🔗
1. საკრებულოს წევრი საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად საკრებულოს თავმჯდომარის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე , შესაბამისი ვადით თავისუფლდება საჯარო დაწესებულებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან საშუალო ხელფასის შენარჩუნებით და საკრებულოს მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები :
ა . მგზავრობისათვის და სატრანსპორტო გადაადგილებისათვის ;
ბ . კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის , საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილებისათვის .
2. საკრებულოს წევრის საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით .
1. საკრებულოს თავმჯდომარე არის თვითმმართველი ერთეულისა და საკრებულოს ხელმძღვანელი .
2. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან , საკრებულოს უფლებამოსილების ვადით , საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო . საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს . საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას , კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე . სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით . საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი , რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა . თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი ან ორი კანდიდატი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩა , ტარდება ხელახალი არჩევნები . ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ . თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა , ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის , რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს . თუ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ორზე მეტი კანდიდატი , ტარდება ხელახალი არჩევნები . თუ არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა ორი ან მეტი კანდიდატი , მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს . თუ არჩევნების მეორე ტურში ვერ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე , ტარდება ხელახალი არჩევნები .
3. საკრებულოს თავმჯდომარე :
ა . ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს ;
ბ . ხელს აწერს საკრებულოსა და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს ;
გ . ხელს აწერს საკრებულოს დადგენილებებსა და განკარგულებებს , მისი სხდომების ოქმებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს ; წარმოადგენს თვითმმართველ ერთეულს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას ; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს ;
დ . საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას ;
ე . იწვევს , ხსნის , თავმჯდომარეობს და წარმართავს საკრებულოს სხდომებს ;
ვ . თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს ;
ზ . თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს ;
თ . საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერს ;
ი . „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39- ე მუხლის შესაბამისად , საკრებულოს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს ; თანხმობას აძლევს მერს , დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად , საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად გადაანაწილოს თანხები მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის ;
კ . „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39- ე მუხლის შესაბამისად , საკრებულოს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვისა და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის , მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის , საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს ;
ლ . საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ საკრებულოს დებულებით / რეგლამენტით / დადგენილი წესით ;
მ . საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებას ; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39- ე მუხლის შესაბამისად , საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებას , მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს ;
ნ . ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს , საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს ; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39- ე მუხლის შესაბამისად ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს , საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს ;
ო . იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39- ე მუხლის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ;
პ . საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39- ე მუხლის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს :
პ . ა . გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის თაობაზე ;
პ . ბ . თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების , სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე ;
პ . გ . თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების , თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ ;
ჟ . უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
რ . ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით , საკრებულოს დებულებით / რეგლამენტით / და მერიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .
4. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე .
5. საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება საკრებულომ გადააყენოს თანამდებობიდან . საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა . საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება , თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა .
6. თუ ამ მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება , დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება .
7. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს , ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას . შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით . საკრებულოს თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის , არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება .
მუხლი 20. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე 1. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ირჩევს საკრებულო. 2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. 3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას. მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გადაყენებისას. 4. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, კოორდინაციას უწევენ საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას. 5. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან/და მოადგილე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.6. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს უფლება არა აქვთ, ეკავოთ რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეები. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის უფლებამოსილება. აღნიშნულ საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ცნობად, კენჭისყრის გარეშე.
ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის დადგენილება №71 – ვებგვერდი, 28.01.2011წ. თავი IV. საკრებულოს ბიურო მუხლი 21. საკრებულოს ბიურო 1. საკრებულოს ბიურო შედგება საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან.2. საკრებულოს ბიურო :
ა . ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის , ასევე საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს ;
ბ. კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას ; ამტკიცებს სამუშაო ჯგუფების დებულებებს ;
გ. განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს ;
დ. ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშებს ;
ე . ახორციელებს საკრებულოს დებულებით / რეგლამენტით / განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .
ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის დადგენილება №71 – ვებგვერდი, 28.01.2011წ. მუხლი 22. ბიუროს სხდომა 1. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს ბიუროს სხდომები იმართება თვეში ორჯერ მაინც. ბიუროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით, კომისიის ან ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 2. საკრებულოს ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ბიუროს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღება დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობით. 3. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ, ან უფლებამონაცვლე პირმა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე – მისმა მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.4. საკრებულოს ბიუროს სხდომის დღის წესრიგს ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. ბიუროს წევრთა წინადადებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს ბიურო დამსწრე წევრთა უმრავლესობით.
5. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. 6. საკრებულოს ბიურო განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, რომელიც ფორმდება საოქმო გადაწყვეტილებების სახით.მუხლი 23. ბიუროს მუშაობის წესი🔗
1. ბიუროს სხდომებს სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ მერი, დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეები, საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის უფროსი.2. ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ბიუროს წევრებს, აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით მონაწილე პირებს. კამათი შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მაშინ, როცა ბიუროს ყველა წევრს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.
3. საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკრებულოს ეცნობება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე.4. საკრებულოს ბიუროს სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის წესები.
მუხლი 24. საკრებულოს ბიუროს საქმიანობის უზრუნველყოფა 1. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ბიუროს სხდომის თავმჯდომარე. 2. საკრებულოს, სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, უფლება აქვს გააუქმოს ან ცვლილებები შეიტანოს საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებში. 3. საკრებულოს ბიუროს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.1. საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის ა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით იქმნება არაუმეტეს 5 კომისიისა.
2. საკრებულოს კომისიები იქმნება საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. 3. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა, დასახელება და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით. 4. საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების საკითხი. საკრებულოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება დებულების შესაბამის მუხლში ცვლილებების ან დამატებების შეტანის გზით, დებულებაში ცვლილებების ან დამატებების შეტანის დადგენილი წესით. 5. საკრებულოს კომისიები იქმნება მხოლოდ საკრებულოს წევრთაგან. 6. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის წევრი. 7. საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც. 8. საკრებულოს კომისიის შემადგენლობას და მასში ცვლილებების შეტანას კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო. საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის დაცვით.მუხლი 26. საკრებულოს კომისიები🔗
1. საკრებულოს კომისიებია :
ა. იურიდიული კომისია; ბ. საფინანსო-სარევიზიო კომისია; გ. ეკონომიკურ საკითხთა კომისია; დ. სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისია; ე. საქალაქო მეურნეობის კომისია. მუხლი 27. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება 1. საკრებულოს კომისია: ა. სამუშაო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს; ბ. წინასწარ განიხილავს საკრებულოში შემოტანილ, მის სფეროს მიკუთვნებულ, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს; ამზადებს დასკვნებს და მონაწილეობს მათ განხილვაში;გ . ისმენს საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს ;
დ. განიხილავს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ბიუჯეტის პროექტებს და შეიმუშავებს დასკვნებს; ე. აკონტროლებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს; ვ. ახორციელებს საკრებულოს დავალებით სხვა უფლებამოსილებებს. 2. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. 3. საკრებულოს კომისიების საქმიანობას კოორდინაციას უწევს და კომისიის სამუშაო გეგმებს ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.მუხ ლი 28. კო მი სი ის თავ მჯდო მა რე და კო მი სი ის თავ მჯდო მა რის მო ად გი ლე
1. კო მი სი ის თავ მჯდო მა რეს თავისი შემადგენლობიდან , საკრებულოს უფლებამოსილების ვადით ირჩევს საკრებულო სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედს . კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ირჩევს შესაბამისი კომისია თავის შემადგენლობიდან . კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და გადარჩევა ხდება ამ დებულებით დადგენილი წესით .
2. კომისიის თავმჯდომარე :
ა . იწ ვევს და წარმართავს კო მი სი ის სხდო მას ;
ბ. არის კო მი სი ის წარმო მად გე ნე ლი , გამო დის კო მი სი ის სა ხე ლით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ ;
გ . აძ ლევს და ვა ლე ბებს კო მი სი ის წევ რებს ;
დ. კო მი სი ის სხდო მა ში მო ნა წი ლე ო ბი სა თვის იწ ვევს სა ხელ მწი ფო ორ გა ნო ე ბის წარმო მად გენ ლებს , ექ სპერ ტებ სა და სპე ცი ა ლის ტებს ;
ე . აკონ ტრო ლებს კო მი სი ის მი ერ მი ღე ბულ გადა წყვე ტი ლე ბა თა შე სრუ ლე ბას ;
ვ . საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ;
ზ. ხელს აწერს კო მი სი ის მი ერ მი ღე ბულ გადა წყვე ტი ლე ბებსა და კომისიის სხდომის ოქმებს ;
თ. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს .
3. კო მი სი ის თავ მჯდო მა რის მო ად გი ლე ას რუ ლებს კო მი სი ის თავ მჯდო მა რის უფ ლე ბა მო სი ლე ბას მი სი არ ყოფ ნის შე მთხვე ვა ში . კო მი სი ის თავ მჯდო მა რის და ვა ლე ბი თ ას რუ ლებს ცალ კე ულ დავალებებს .
მუხ ლი 29. კომისიის სხდომა
1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ არჩეულია კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ორი წევრი მაინც.2. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომები იმართება დადგენილი გრაფიკის მიხედვით, თვეში ორჯერ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.
3. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა 1/3-ის ინიციატივით. საკრებულოს სხდომების დროს კომისია შეიძლება შეიკრიბოს საკრებულოს დავალებით, ცალკეულ საკითხთა სასწრაფოდ განხილვის მიზნით.
4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე, გარდა იმ შემთხვევისა , როცა კომისია წინასწარ მიიღებს გადაწყვეტილებას დღის წესრიგის შესახებ. კომისიის წევრთა წინადადებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს კომისია დამსწრე წევრთა უმრავლესობით.
5. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს ან შესამაბისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა.მუხლი 30. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება🔗
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. თუ რამდენიმე კომისია იხილავს საკითხს ერთობლივ სხდომაზე , კენჭისყრა თითოეული კომისიისათვის ცალ-ცალკე ტარდება.
2. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით.3. კომისია განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო , ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს.
მუხლი 31. კომისიის მუშაობის წესი🔗
1. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება გამოცხადდეს დახურულად კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით.
2. კომისიის დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს, მერს, კომისიაში სამუშაოდ მოწვეულ, აგრეთვე, ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს.
3. კომისიას უფლება აქვს მის მიერ განსახილველი საკითხების მოსამზადებლად მერიის შესაბამისი სამსახურების, სამეცნიერო დაწესებულებების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისაგან კონკრეტულ საკითხთა მოსამზადებელად შექმნას კომისიის სამუშაო ჯგუფები.
4. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვს მხოლოდ კომისიის წევრებს. წინადადება კამათის შეწყვეტის შესახებ კენჭისყრაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ მაშინ, როცა კომისიაში შემავალ ყველა ფრაქციის წარმომადგენელს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მიეცემა.
5. კომისიებმა, მოხსენება მათთვის განსახილველად გადაცემული ნორმატიული აქტის პროექტებზე , საკრებულოს მიერ დაწესებულ ვადაში უნდა წარადგინონ. თუ ვადა დაწესებული არ არის, კომისიისათვის ნორმატიული აქტის პროექტის გადაცემიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ , კომისია ვალდებულია გამოვიდეს მოხსენებით საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული ნორმატიული აქტის პროექტის შესახებ.
6. თუ კომისიაში გადაცემული რამდენიმე პროექტი ეხება ერთი და იგივე საკითხს, კომისია წყვეტს თუ რომელ მათგანს გაუწიოს რეკომენდაცია, როგორც ძირითადს. დანარჩენი ნორმატიული აქტის პროექტებზე ცალკე გადაწყვეტილების გამოტანა არ ხდება. თუ კომისიაში ერთ-ერთი წევრი მაინც მოითხოვს სხვა რომელიმე ნორმატიული აქტის პროექტის ძირითადად მიჩნევას, საკითხი წყდება კენჭისყრით.
7. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავის მოსაზრება შეიტანოს კომისიის სხდომის ოქმში და საკრებულოს სხდომაზე მოითხოვოს მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად გამოსვლა. კომისიის წევრის ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საკრებულოს სხდო მა ზე კო მი სი ის თავ მჯდო მა რე კო მი სი ის და სკვნის გამო სა ტა ნად ნიშ ნავს ერთ ან რამ დე ნი მე მო მხსე ნე ბელს .
9. კო მი სი ის მო ხსე ნე ბე ბი საკრებულოს ბიუროს წარედ გი ნე ბა წე რი ლო ბი თი სა ხით . მოხსე ნე ბა ში უნ და იყოს აღ ნიშ ნუ ლი შე სა ბა მის სა კი თხ ზე კო მი სი ის და სკვნა და ამ სა კი თხის გადა ჭრის რე კო მენ და ცია . მო ხსე ნე ბა ში აღი ნიშ ნე ბა კო მი სი ის წევრ თა უმ ცი რე სო ბის აზ რიც და ამ სა კი თხ ზე კო მი სი ის თვალ საზ რი სი .
10. თუ კომისიის მუშაობის წესი არ ითვალისწინებს განსხვავებებს კომისიის სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის წესები.
მუხლი 32. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 2. კომისიასთან, კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭოები. საბჭოების შემადგენლობას კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულოს კომისია. საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე. საკონსულტაციო საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს საკრებულოს კომისიის მიერ განსახილველ საკითხებზე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ჩატარდეს კომისიისა და საკონსულტაციო საბჭოს /საბჭოების/ ერთობლივი სხდომა. 3. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტატებს.მუხლი 33. კომისიის სხდომის ოქმი🔗
კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის დღის წესრიგის საკითხები, ყველა წამოყენებული წინადადება, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომათა ოქმები გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს. სხდომათა ოქმს თან უნდა დაერთოს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა და სხდომაში მონაწილე სხვა პირთა სია.
მუხლი 34. საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი 1. საკრებულო, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფებს. 2. დროებითი სამუშაო ჯგუფები იქმნება: ა. ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით; ბ. საკრებულოს მიერ განსახილველ საკითხზე წარმოშობილ აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრისა და ფრაქციების პოზიციების შეჯერების მიზნით /ინტერფრაქციული ჯგუფი/. 3. საკრებულოს გადაწყვეტილებაში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ მითითებული უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა და წევრთა რაოდენობა. 4. დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება მხოლოდ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და უქმდება ამ დებულებით დადგენილი წესით და შემთხვევებში. 5. დროებითი სამუშაო ჯგუფის დებულებას შეიმუშავებს დროებითი სამუშაო ჯგუფი და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო. 6. საკრებულოს შეუძლია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის ან დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის შეცვლის შესახებ.7. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს .
8. უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დროებითი სამუშაო ჯგუფი ვალდებულია წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე . საკრებულო , უახლოეს სხდომაზე ისმენს დროებითი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ . ანგარიშის მოსმენის შემდეგ საკრებულო უწყვიტავს უფლებამოსილებას დროებით სამუშაო ჯგუფს , ამასთან , საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით საკრებულო უფლებამოსილია ამ დებულებით დადგენილი წესით , იმავე საკითხზე შექმნას ახალი დროებითი სამუშაო ჯგუფი ძველი ჯგუფისგან განსხვავებული / არა ნაკლებ 1/3- ით / შემადგენლობით .
9. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს და მის თავმჯდომარეს , სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო , ხოლო ინტერფრაქციული დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს ირჩევს საკრებულოს შესაბამისი ფრაქციები თანაბარი წარმომადგენლობით . საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება იყოს ინტერფრაქციული დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში .
10. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის , თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და გადარჩევა , დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომა , სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების , ჯგუფის მუშაობის , მისი საქმიანობის უზრუნველყოფისა და ოქმის შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს კომისიისათვის ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად .
მუხლი 35. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია 1. საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით. 2. ფრაქციის ჩამოყალიბება შესაძლებელია, როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო /რელიგიური, პროფესიული და ა.შ./ ნიშნით. 3. ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია. პარტიის წევრს, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს შევიდეს სხვა ფრაქციაში. 4. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. 5. საკრებულოს ფრაქციაში არ უნდა იყოს საკრებულოს იმ სამ წევრზე ნაკლები, რომელთა უფლებამოსილება ცნობილია საკრებულოს მიერ. 6. ფრაქციათა შექმნის საფუძველია საკრებულოს წევრთა პარტიულობა და/ან პოლიტიკური შეხედულებანი. ფრაქციას აქვს სახელი. 7. ფრაქციას უნდა გააჩნდეს წესდება, რომელშიც განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, წესდების მიღებისა და მასში ცვლილებების შეტანის პროცედურა. 8. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ამ დებულებით დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს, მოტივაციის გარეშე გავიდეს ფრაქციიდან. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი. 9. ფრაქციებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს შესაბამისი კომისიის წარდგინებით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება. ფრაქციის წევრთა რაოდენობრივი ცვლილებები დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის კომისიას. 10. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს მისი რეგისტრაციის მომენტიდან. 11. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელიც ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს შესაბამის კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, ფრაქციის სხვა თანამდებობის პირთა და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის წესდება.12. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს საკრებულოს შესაბამისი კომისია /ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე – დროებითი სამანდატო კომისია/ და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს /საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე, საკრებულოს თავმჯდომარეს/. საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია სამანდატო დროებითი კომისიის დასკვნის წარდგენისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად, თუ საკრებულოს ბიურო არ მიიღებს უარყოფით მოტივირებულ გადაწყვეტილებას. ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს ბიუროს ამ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას საკრებულოს სხდომაზე. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს საკრებულოს სხდომა იხილავს რიგგარეშე დ და იღებს გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.
13. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თანამდებობის პირთა შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს შესაბამის კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს შესაბამისი კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს. მუხლი 36. საკრებულოს ფრაქციის უფლებები 1. საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს:ა. გამოხატოს და გაატაროს საკუთარი კურსი საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ი საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით;
ბ. მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვისა და სხდომაზე მომხსენებლის დანიშვნის თაობაზე; გ. მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციების კოალიციასთან ან სხვა ფრაქციასთან გაერთიანების, ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის წესდებასა და დეკლარაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; დ. მიიღოს და ცვლილებები შეიტანოს ფრაქციის წესდებაში; ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით აირჩიოს და გადაირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები; ე. მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციის საქმიანობის საკითხებზე; ვ. წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობაზე; ზ. გადაწყვიტოს ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტების გამოყენების საკითხები;თ. მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს სამართლებრივი აქტ ებ ის პროექტები;
ი. საკრებულოს ყველა კომისიასა და დროებით სამუშაო ჯგუფში შეიყვანოს ფრაქციის ერთი წევრი მაინც; კ. მოითხოვოს ცალკეულ საკითხებზე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა; ლ. შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ ორგანოებს და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს; მ. წელიწადში ორჯერ, საკრებულოს ბიუროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, საკრებულოს სხდომაზე გააკეთოს ფრაქციის თითო საათიანი მოხსენება; ნ. გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი და მიმართვა საკრებულოს საინფორმაციო საშუალებებში; ო. ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. ფრაქციის გადაწყვეტილებით, ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი, გარდა საკრებულოს კომისიის ან დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარისა, საკრებულოს ორგანოებში წყვეტს საქმიანობას მისი ფრაქციიდან გარიცხვის, გასვლის ან ფრაქციის მიერ ამ ორგანოებიდან მისი გამოწვევის შემთხვევაში. ფრაქციას ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს მის მიერ წარდგენილი წევრი ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც წერილობით აცნობებს შესაბამისი კომისიის /დროებითი სამუშაო ჯგუფის/ თავმჯდომარეს.3. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა საკრებულოს კომისიებ სა და დროებით სამუშაო ჯგუფებში /გარდა ინტერფრაქციული ჯგუფისა/ განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ფრაქციების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ადგენს საკრებულოს ბიურო. ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს ბიუროს ამ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს სხდომა ამ საკითხს იხილავს რიგგარეშე დ და იღებს გადაწყვეტილებას სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ით.
4. ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობის შეცვლის შემთხვევაში, საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია. 5. ფრაქციის წარმომადგენელს საკრებულოს სხდომაზე გააჩნია სიტყვით გამოსვლის უპირატესი რიგითობა ფრაქციის გარეშე წევრთან შედარებით.მუხლი 37. ფრაქციის თანამდებობის პირები და საქმიანობის ორგანიზაცია🔗
1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა .
2. ფრაქციის სხდომის პერიოდულობა , სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით .
3. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე . ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის სხვა თანამდებობის პირების / ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე , ფრაქციის მდივანი და სხვ ./, უფლებამოსილების , არჩევის , გადარჩევისა და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით .
4. ფრაქციის მიერ მიღებულ დოკუმენტებს ხელს აწერს ფრაქციის თავმჯდომარე .
მუხლი 38. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფა🔗
1. საკრებულოს ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ფრაქციას გამოეყოფა საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესაბამისი ადგილი , ხოლო, საკრებულოს შენობაში – სამუშაო ფართობი .
2. ფრაქციისათვის სხდომათა დარბაზში ადგილისა და სამუშაო ფართის გამოყოფა ხდება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა პროპორციულად. მუხლი 39. ფრაქციათა კოალიცია 1. ფრაქციებს ერთობლივი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეუძლიათ შექმნან ფრაქციების კოალიცია.2. ფრაქციათა კოალიციას შეიძლება გააჩნდე ს წესდება და ერთობლივი საკოორდინაციო ორგანო , რომლის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება კოალიციის წესდებით.
3. ფრაქციას ნებისმიერ დროს აქვს უფლება გაერთიანდეს ან გავიდეს კოალიციიდან .
4. ფრაქციის ყოფნა ან არ ყოფნა კოალიციაში გავლენას არ ახდენს მის წარმომადგენლობით კვოტაზე .
მუხლი 40. საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა🔗
1. ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში .
2. განცხადება საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ ქვეყნდება ადგილობრივ გაზეთებში , მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში ან სხვა წესით ეცნობებათ საკრებულოს წევრებს სხდომის ჩატარებამდე ორი დღით ადრე მაინც .
მუხლი 41. საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა🔗
1. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას , თუ მას ესწრება / რეგისტრაცია გაიარა / ახლადარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი . საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას , შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული საკრებულოს წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე , ახორციელებს საკრებულოს აპარატი . სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით .
2. საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე . საკრებულოს სხდომებს , საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს საკრებულოს უხუცესი / სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრებიდან ასაკით უფროსი / წევრი .
3. საკრებულოს დროებითი თავმჯდომარე , საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე წარმართავს საკრებულოს სხდომებს , ხელმძღვანელობს საკრებულოს სხდომის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას , ხელს აწერს საკრებულოს სხდომის ოქმს .
4. საკრებულოს პირველი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე , მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით :
ა . საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება ;
ბ. ხმისდამთვლელი დროებითი კომისიის შექმნა ;
გ . სამანდატო დროებითი კომისიის შექმნა ;
დ. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობად მიიღება .
მუხლი 42. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება 1. ახლადარჩეული საკრებულო ისმენს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებას არჩევნების შედეგების, არჩევნების ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ.2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების მოსმენის შემდეგ, საკრებულო ქმნის ხმისდამთვლელ დროებით კომისიას და სამანდატო დროებით კომისიას.
მუხლი 43. საკრებულოს ხმისდამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა1. საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ღია კენჭისყრით, ირჩევს ხმისდამთვლელ ი დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მისი წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის წევრებს არანაკლებ 2 კაცის შემადგენლობით.
2. ხმისდამთვლელი დროებითი კომისია ხელმძღვანელობს კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია კენჭისყრის დროს. 3. ხმისდამთვლელი დროებითი კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ შესაბამისი ფუნქციის მუდმივი კომისიის არჩევამდე. მუხლი 44. საკრებულოს სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა 1. საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ღია კენჭისყრით, ირჩევს სამანდატო დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მისი წარდგინებით ამტკიცებს კომისიის წევრებს არანაკლებ 2 კაცის შემადგენლობით. 2. სამანდატო დროებითი კომისია განიხილავს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების საკითხებს. 3. სამანდატო დროებითი კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ შესაბამისი მუდმივი კომისიის არჩევამდე. მუხლი 45. საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა 1. საკრებულოს ხმისდამთვლელი დროებითი კომისიისა და სამანდატო დროებითი კომისიის არჩევის შემდეგ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სამანდატო დროებით კომისიას გადასცემს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას /საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და სხვა/, რის შემდეგაც ცხადდება შესვენება. შესვენების დროს, ცალკე ოთახში იკრიბება სამანდატო დროებითი კომისია, რომელიც საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით ამოწმებს არჩევნების ჩატარების სისწორეს და შესაბამის დასკვნას მოახსენებს საკრებულოს. 2. საკრებულო, სამანდატო დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შესაბამისად, საკრებულოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით, ღებულობს გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე სამანდატო დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.3. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე , გადაწყვეტილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში ან რომლის არჩევის კანონიერება სამანდატო დროებითმა კომისიამ საეჭვოდ მიიჩნია. იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, საკრებულო განიხილავს თუ სასამართლომ იგი არჩეულად გამოაცხადა. ხოლო , იმ პირის საკითხს, რომლის არჩევის კანონიერება სამანდატო დროებითმა კომისიამ საეჭვოდ მიიჩნია, საკრებულო განიხილავს სამანდატო დროებითი კომისიის მიერ მოწყობილი მოკვლევის შედეგად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განხილულ უნდა იქნეს რიგგარეშედ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. საკრებულო დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, იღებს გადაწყვეტილებას მისი უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
4. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულოს მიერ ცნობილ იქნა საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს. 5. თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილება ცნო საკრებულომ, საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება და იგი განახლდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, იმ დღიდან, 10 დღის განმავლობაში, როდესაც სამანდატო დროებითი კომისიის მიერ მოკვლევის დამთავრების შემდეგ შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის შესავსებად. მუხლი 46. საკრებულოს პირველი მოწვევის სხდომებზე განსახილველი საკითხები 1. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულოს პირველი მოწვევის სხდომებზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:ა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ;
ბ. საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა ;
გ . საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს დებულების დამტკიცება ;
დ. საკრებულოს დებულების შესაბამისად საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა; ე. საკრებულოს აპარატის სტრუქტურისა და დებულების დამტკიცება. 2. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე, საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია. თუ საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად გამართულმა ხელახალმა კენჭისყრამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული, საკრებულოს სხდომა გადაიდება ერთი კვირით. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობებს ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი, ისე, რომ იგი არ წყვეტს საწარმოო ან სამსახურეობრივ საქმიანობას. მუხლი 47. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა 1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს /თუ ოთხშაბათი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს/. მორიგი სესია, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას. 2. საკრებულოს წევრებს სხდომის დაწყებამდე ორი დღით ადრე მაინც უნდა ეცნობოთ საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილი, დაწყებისა და დამთავრების თარიღი, დრო, სავარაუდო დღის წესრიგი და მიეწოდოთ განსახილველი პროექტები. საკრებულოს წევრი საკრებულოს მორიგ სხდომაზე ვალდებულია გამოცხადდეს სპეციალური მოწვევის გარეშე. 3. საკრებულო უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით გააგრძელოს, ხოლო დღის წესრიგის საკითხების ამოწურვის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომების ვადამდე დამთავრების ან შეწყვეტის შესახებ. მუხლი 48. საკრებულოს გამსვლელი სხდომა 1. საკრებულოს სხდომა, როგორც წესი, ტარდება საკრებულოს სხდომის დარბაზში. იმ საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც შეეხება თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ძირეულ სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს გამსვლელი სხდომა /სხდომები/. 2. საკრებულოს გამსვლელი სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს ბიურო საკრებულოს მორიგ სხდომებს შორის პერიოდში:ა . საკრებულოს თავმჯდომარის ;
ბ . საკრებულოს ფრაქციის ;
გ. თვითმმართველ ერთეულში შემავალ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 3%-ის მოთხოვნით. 3. საკრებულოს გამსვლელი სხდომების ჩატარების უზრუნველყოფას ახდენს საკრებულოს აპარატი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნულ მერიის რწმუნებულთან ერთად. მუხლი 49. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახდენს საკრებულოს აპარატი.2. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ - ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით , საკრებულოს აპარატი :
ა . უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგისა და სხდომაზე განსახილველი საკითხების პროექტების და სხვა საჭირო ინფორმაციის მომზადებას , გამრავლებას და საკრებულოს წევრებისათვის მათ დროულ მიწოდებას ;
ბ. ადგენს მოწვეულ პირთა სიას და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს ამ პირთა გაფრთხილებას; გ. ახდენს საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას; დ. ეხმარება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს სხდომის წაყვანის პროცესში, სხდომაზე წესრიგის დაცვასა და სხდომის ტექნიკურ უზრუნველყოფაში; ე. საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის ოქმის შედგენას, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმებას, გამოქვეყნებას და დაგზავნას. მუხლი 50. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა 1. საკრებულოს სამუშაო გეგმა დგება კვარტლების მიხედვით. საკრებულოს ყოველი კვარტლის პირველ სხდომაზე შეიტანება საკითხი მიმდინარე კვარტლის სამუშაო გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ. 2. საკრებულოს საქმიანობის კვარტალურ სამუშაო გეგმას ადგენს საკრებულოს ბიურო კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე.3. საკრებულოს კვარტალური გეგმიდან გამომდინარე, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების ა და ფრაქციების წარმომადგენელთა, აგრეთვე მერის წინადადებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს ყოველთვიური სხდომის დღის წესრიგს. დღის წესრიგში გათვალისწინებულ უნდა იქნეს საკრებულოს სხდომაზე ყოველი საკითხის განხილვისათვის განკუთვნილი დრო.
4. საკრებულოს თავმჯდომარე, ყოველთვიური /ყოველი მორიგი/ სხდომის გახსნისას, საკრებულოს მოახსენებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და მათ თანმიმდევრობას. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგის საკითხების გადაადგილების ან ერთმანეთთან დაკავშირებული თუ ერთგვაროვან საკითხებზე როგორც კამათის, ასევე საკითხების გაერთიანების შესახებ. ამ მიზნით საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს აძლევს სიტყვას არაუმეტეს 3 წუთისა. 5. საკრებულოს კომისიას /დროებით სამუშაო ჯგუფს/, საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს მოითხოვოს დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანა ან დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება. ამ საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს კომისიის /დროებითი სამუშაო ჯგუფის/, ფრაქციის წარმომადგენელს აძლევს ხუთწუთიან სიტყვას. საკრებულოს კომისიის /დროებითი სამუშაო ჯგუფის/, ფრაქციის წარმომადგენლის არგუმენტაციის მოსმენის შემდეგ, საკრებულო, უკამათოდ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.6. საკრებულო სხდომაზე რიგგარეშედ განიხილავს :
ა . მერის მიერ შემოტანილ საკითხს ;
ბ. ბიუჯეტის პროექტს , ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისა და კანონით გათვალისწინებულ სხვა ფინანსურ საკითხებს ;
გ . საკრებულოს დებულებაში ცვლილებების შეტანის საკითხს ;
დ. საკითხს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შესახებ ;
ე . უნდობლობის გამოცხადების საკითხს ;
ვ . პერსონალურ საკითხებს ;
ზ. საკითხს , რომელიც მიიღება ცნობის ფორმით .
7. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს განცხადების გაკეთება ისეთ საკითხზე , რომელიც არ შეეხება სხდომის დღის წესრიგს . ასეთი განცხადებისათვის თავმჯდომარე საკრებულოს წევრს სიტყვას აძლევს შესვენების წინ ან დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ . კამათი ასეთ განცხადებებთან დაკავშირებით არ იმართება .
8. დღის წესრიგის საკითხები , რომელთა განხილვაც ვერ მოესწრო საკრებულოს მორიგ სხდომაზე , ავტომატურად გადადის შემდგომი თვის სხდომის დღის წესრიგში იმავე თანმიმდევრობით .
მუხლი 51. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა🔗
1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა :
ა . საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით ;
ბ. საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3- ის მოთხოვნით ;
გ . საკრებულოს ფრაქციის წინადადებით ;
დ. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით.
2. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას, დღის წესრიგს და რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს. 3. საკრებულოს თავმჯდომარე, მოთხოვნის წარდგენიდან სამი დღის ვადაში, ამ დებულებით დადგენილი წესით, აქვეყნებს ცნობას რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და მოთხოვნის /წინადადების/ წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ან მოთხოვნის /წინადადების/ წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს მოტივირებულ უარყოფით პასუხს. საკრებულოს წევრებს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ უნდა ეცნობით სხდომის დაწყებამდე 24 საათით ადრე მაინც.4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის მოუწვევლობის შემთხვევაში, საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს მოთხოვნის /წინადადების/ წარდგენიდან ერთი კვირის თავზე. თუ საკრებულოს თავმჯდომარე ამ დებულებით /რეგლამენტით/ დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს პასუხს, საკრებულოს აპარატის უფროსი ვალდებულია მოთხოვნის /წინადადების/ წარდგენიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნოს ცნობა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის ა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომას თავმჯდომარეობს დამსწრე საკრებულოს წევრთაგან უხუცესი.
5. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. რიგგარეშე სხდომა იხურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე. 6. რიგგარეშე სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს ერთი დღისა. საკრებულოს, მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეუძლია შეიტანოს ის საკითხი /საკითხები/, რომლის /რომელთა/ განხილვაც ვერ დაასრულა რიგგარეშე სხდომამ. მუხლი 52. საკრებულოს სხდომის დაწყება 1. საკრებულოს სხდომა იწყება საკრებულოს წევრთა რეგისტრაციით. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია იწყება სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე. საკრებულოს წევრთა ხელახალი რეგისტრაცია ტარდება კენჭისყრის დაწყების წინ. 2. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია დაიწყოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკრებულოს დადგენილებები და განკარგულებები მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. მუხლი 53. საკრებულოს სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი 1. საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით კი, – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 2. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე: ა. აუწყებს საკრებულოს წევრებს საკრებულოს სხდომის გახსნასა და დახურვას; ბ. უძღვება საკითხების განხილვას; გ. უზრუნველყოფს ამ დებულების დაცვას;დ. ამ დებულებით განსაზღვრული წესით ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას ;
ე . კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს ;
ვ . ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს , აფრთხილებს ოქმში შეტანით ან შეუტანლად , სხდომათა დარბაზს ატოვებინებს საკრებულოს წევრს ან სხდომაზე დამსწრე სხვა პირს ;
ზ. ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წყვეტს სხდომას ან აცხადებს რიგგარეშე შესვენებას ან სხდომას გადადებს მეორე დღისათვის ;
თ. საჭიროების შემთხვევაში კენჭს უყრის საკითხს კამათის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით შემთანხმებელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის ან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესახებ ;
ი . კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლის დროს / სამი და მეტი / მათი ორამდე დაყვანის მიზნით ან საჭიროების შემთხვევაში , აწყობს სარეიტინგო კენჭისყრას , თავაზობს ავტორებს ნაკლებად მისაღები წინადადებების მოხსნას ;
კ . ხელს აწერს საკრებულოს სხდომის ოქმს და საოქმო გადაწყვეტილებებს .
3. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე მოვალეა :
ა . უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული პროცედურების დაცვა ;
ბ. ხელი შეუწყოს აზრის თავისუფალ გამოხატვას და საკითხის სრულყოფილ , ყოველმხრივ განხილვას ;
გ. საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში თავის უფლებამოსილება გადააბაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და მხოლოდ ამ საკითხზე კენჭისყრის შემდეგ დაუბრუნდეს თავის უფლებამოსილების განხორციელებას .
4. იმ შემთხვევაში , თუ თავმჯდომარე განსახილველ საკითხზე საკრებულოს შესთავაზებს გადაწყვეტილების თავის ვარიანტს , ეს ვარიანტი კენჭისყრაზე დგება ბოლოს .
ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის დადგენილება №71 – ვებგვერდი, 28.01.2011წ.მუხლი 54. საკრებულოს სხდომის განრიგი🔗
1. საკრებულოს სხდომის მუშაობის განრიგია დღის 12- დან 18 საათამდე .
2. საკრებულოს სხდომა საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 24 საათამდე .
3. კენჭისყრები შეიძლება გაიმართოს როგორც ყოველი სხდომის დღის ბოლოს, ასევე ყოველი საკითხის განხილვის შემდეგაც საკრებულოს გადაწყვეტილების შესაბამისად.4. საკრებულოს მორიგი სხდომის ბოლო დღის პირველ ნახევარში მერის და მერიის თანამდებობის პირებთან ერთად შეიძლება გაიმართოს საკრებულოს «ღია კარის» სხდომა თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მონაწილეობით. ხოლო დღის მეორე ნახევარში საკრებულო ისმენს მერის ა და მერიის სამსახურების ინფორმაციებს მათი საქმიანობის შესახებ.
5. საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს ცვლილებები შეაქვს სხდომის განრიგში. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით. 6. სხდომის მიმდინარეობის პროცესში, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება შესვენება ყოველი საათის შემდეგ, 10 წუთით. 7. წინადადება, არაუმეტეს 15 წუთიანი რიგგარეშე შესვენების შესახებ, მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ერთპიროვნულად, კენჭისყრის გარეშე. მუხლი 55. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხებისაკრებულოს დადგენილებ ებ ის ა და განკარგულებ ებ ის პროექტები განიხილება საკრებულოს სხდომაზე თუ იგი შეტანილია შესაბამისი სხდომის დღის წესრიგში. მიმართვები, განცხადებები განიხილება დღის წესრიგში გათვალისწინებულ «სხვადასხვა საკითხებში», რისთვისაც საკრებულოს სხდომის ბოლოს გამოიყოფა 30 წუთი.
მუხლი 56. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლის წესი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლა ან დაბრუნება იმ საკითხზე, რომელზედაც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ხდება თავმჯდომარის წინადადებით ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის გარეშე თუ საკრებულოს არც ერთი წევრი არ გამოთქვამს წინააღმდეგობას. მუხლი 57. საკითხის საჯარო განხილვა 1. საკრებულოს მიერ გადასაწყვეტ ცალკეულ საკითხზე შეიძლება მოეწყოს საჯარო განხილვა.2. საჯარო განხილვის მოწყობის საფუძველია :
ა . საკრებულოს დადგენილება ;
ბ. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება ;
გ . თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 3%- ის მოთხოვნა .
3. საჯარო განხილვის დროს საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტი და ყველა ალტერნატიული პროექტი თუ წინადადება უნდა იქნეს გამოქვეყნებული ამ დებულებით დადგენილი წესით საკრებულოს მიერ სხდომის დაწყებამდე 10 დღით ადრე მაინც .
4. საჯარო განხილვის სხდომაზე გასატან საკითხზე გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს , საზოგადოებრივ , პოლიტიკურ ორგანიზაციებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ საკრებულოს აპარატს მიაწოდონ თავიანთი წინადადებები და გამოყონ მომხსენებელი საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად . საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული წერილების სისტემატიზაციას , წინადადებების ინიციატორებთან შეთანხმებით ახდენს ერთგვაროვან წინადადებათა გაერთიანებას და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლის , საზოგადოებრივი , პოლიტიკური ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილ საკრებულოს სხდომაზე გამომსვლელთა სიას .
5. საკრებულოს საჯარო განხილვის სხდომა იწყება თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლის , საზოგადოებრივი , პოლიტიკური ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელთა გამოსვლით ამ დებულებით დადგენილი სიტყვით გამოსვლის წესის შესაბამისად .
მუხლი 58. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის ზოგადი წესი🔗
1. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება ამ საკითხის წარმომდგენი პირის ან საკითხის წარმომდგენი ორგანოს მიერ დანიშნული პირის მოხსენებით . მომხსენებელი სხდომას მოახსენებს პროექტთან დაკავშირებით რომელი შენიშვნა / ავტორის დასახელებით / იქნა გათვალისწინებული , რომელი არა და რატომ . საკრებულოს შესაბამისი კომისია ვალდებულია წინასწარ განიხილოს სხდომაზე შემოტანილი საკითხი , სხდომაზე გამოვიდეს მომხსენებლის ან თანამომხსენებლის სახით და გამოხატოს კომისიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით .
2. მოხსენების მოსმენის შემდეგ , საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს აძლევს უფლებას საკითხთან დაკავშირებით კითხვებით მიმართონ მომხსენებელს / მომხსენებლებს /. მომხსენებლის მიერ პასუხის გაცემის შემდეგ თავმჯდომარე მოვალეა გამოაცხადოს დებატების დაწყება , თუ შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება მსჯელობის გარეშე .
3. გამომსვლელთა სიის ამოწურვის , ან თუ არავინ ითხოვს სიტყვას , თავმჯდომარე დებატებს დახურულად აცხადებს . დებატების შეწყვეტა შეიძლება მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს წევრის წინადადებით , თუ მოცემულ საკითხზე გამოვიდა ორი ორატორი მაინც და საკრებულო ამ წინადადებას მიიღებს მსჯელობის გარეშე . დებატების შეწყვეტის შემდეგ ფრაქციათა თითო წარმომადგენელს აქვს სიტყვით გამოსვლის უფლება .
4. საკრებულოს წევრს სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ , როცა თავმჯდომარე მისცემს მას სიტყვას . საკრებულოს წევრი , რომელსაც სურს სიტყვით გამოსვლა , წინასწარ უნდა ჩაეწეროს საკრებულოს თავმჯდომარესთან , ამასთან , უნდა აღნიშნოს გამოდის იგი განსახილველ საკითხზე « მოწინააღმდეგედ » თუ « მომხრედ ». განხილვის პროცედურის შესახებ განცხადებისათვის წევრმა სიტყვა შეიძლება მოითხოვოს ადგილიდან .
5. საკრებულოს წევრმა სიტყვა უნდა წარმოთქვას ტრიბუნიდან . მომხსენებლისადმი კითხვა საკრებულოს წევრმა შეიძლება დასვას ადგილიდან . შეკითხვის დასმის მიზნით წევრმა უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს , რომელიც მომხსენებლის თანხმობით საკრებულოს წევრს აძლევს სიტყვას შეკითხვისათვის . დასმული შეკითხვა უნდა იყოს მოკლე და უნდა შეეხებოდეს განსახილველ საკითხს .
6. დებატებში გამომსვლელთა რიგითობას ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე . რიგითობა განისაზღვრება შემდეგი პარამეტრებით :
ა. გამოსვლის შესახებ განცხადების ჩაბარების დროით ;
ბ. ფრაქციული ინდექსაციით / არის თუ არა იგი ფრაქციის წევრი და რამდენ მანდატს ფლობს საკრებულოში შესაბამისი ფრაქცია /;
გ . გამოდის იგი საკითხზე « მომხრედ » თუ « მოწინააღმდეგედ ».
7. თავმჯდომარე გამომსვლელთა რიგითობის დადგენისას ითვალისწინებს , რომ განსახილველი საკითხის როგორც « მომხრეთა » ისე « მოწინააღმდეგეთა », ასევე ფრაქციებისა და ფრაქციის გარეშე წევრთა პოზიციები პროპორციულად გამოიხატოს .
8. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ , პირველ სიტყვას თავმჯდომარე აძლევს « მოწინააღმდეგეს », ხოლო შემდეგ თანმიმდევრობით და რიგითობის მიხედვით . მომხსენებელს , ნებისმიერ დროს , თავმჯდომარის თანხმობით , უფლება აქვს აიღოს სიტყვა განმარტებისათვის .
9. საკრებულოს წევრს შეუძლია უარი თქვას სიტყვაზე , ეს უფლება სხვას დაუთმოს ან გადაუცვალოს სხვა წევრს რიგი . დაუშვებელია სიტყვის გადაცემა იმ წევრისათვის , რომელიც მოცემულ საკითხზე ორჯერ უკვე გამოვიდა .
10. საკრებულოს წევრი , რომელიც სიტყვის მიცემისას არ აღმოჩნდება სხდომათა დარბაზში , კარგავს ამ საკითხზე რიგით გამოსვლის უფლებას .
11. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ერთ საკითხზე გამართულ დებატებში მხოლოდ ორჯერ გამოვიდეს .
12. საკრებულოს წევრს განხილვის პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვა მიეცემა რიგგარეშედ . წინადადება უნდა შეეხებოდეს დღის წესრიგს ან განსახილველ საკითხს და არ უნდა გრძელდებოდეს 1 წუთზე მეტს .
მუხლი 59. საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმები🔗
საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმებია :
ა . მოხსენება ;
ბ. თანამოხსენება ;
გ. შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან ;
დ. განსახილველ საკითხზე დებატებში მონაწილეობა ;
ე . მომხსენებლის და თანამომხსენებლის დასკვნითი სიტყვა ;
ვ . დასამტკიცებელ კანდიდატურასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლა ;
ზ. წინადადების შეტანა კენჭისყრის წესის , მოტივების ან სხდომის წარმართვის წესის შესახებ ;
თ. მისაღებ დოკუმენტში შესწორებების შეტანა ;
ი . შეკითხვა , განმარტება , განცხადება , ინფორმაცია , მიმართვა .
მუხლი 60. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა🔗
1. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებელს გამოსვლისათვის ეძლევა 20 წუთამდე , თანამომხსენებელს - 15 წუთამდე , თითოეულ მათგანს დასკვნითი სიტყვისათვის - 10 წუთამდე ; კამათში გამოსვლისათვის საკრებულოს წევრს და სხვა პირებს ეძლევათ პირველად 7 წუთამდე , მეორედ გამოსვლისას - 5 წუთამდე ; პროცედურულ საკითხებთან , ხმის მიცემის მოტივებთან დაკავშირებით – 1 წუთამდე , წარდგენილი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით , განმარტების , ინფორმაციის , მიმართვის , განცხადებებისა და შეკითხვებისათვის - 3 წუთამდე .
2. საკრებულოს თავმჯდომარეს , გამომსვლელის მოთხოვნით , სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით , შეუძლია გამომსვლელს გაუგრძელოს დრო არა უმეტეს 10 წუთით . ამასთან , ფრაქციას , რომელიც გამოდის ამ გამომსვლელის « მოწინააღმდეგედ », უფლება აქვს მოითხოვოს მისი წარმომადგენლისთვისაც დროის შესაბამისად გაგრძელება .
3. საკრებულოს სხდომაზე საკითხების განხილვისას დამსწრე საზოგადოების სიტყვით გამოსვლის უფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე .
მუხლი 61. პროცედურული საკითხები🔗
პროცედურულს მიეკუთვნება საკითხები :
ა . შესვენების გამოცხადებისა და ხანგძლივობის შესახებ ;
ბ. საკრებულოს სხდომის გადადების შესახებ ;
გ . სიტყვით გამოსვლის დროის გახანგძლივების შესახებ ;
დ. სხდომაზე მოწვეული პირისათვის სიტყვით გამოსვლით უფლების მიცემის შესახებ ;
ე . განსახილველ საკითხზე დებატების გადადების ან შეწყვეტის შესახებ ;
ვ . კომისიისათვის საკითხის დამატებით შესასწავლად გადაცემის შესახებ ;
ზ . კამათის გარეშე საკითხის კენჭისყრის შესახებ ;
თ. დახურული სხდომის გამართვის შესახებ ;
ი . საკრებულოს სხდომაზე საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ორგანოთა თანამდებობის პირთა მოწვევის შესახებ ;
კ . კენჭისყრის წესის შესახებ ;
ლ. გამომსვლელთა რიგითობის შეცვლის შესახებ ;
მ . საკრებულოს წევრთა დამატებითი რეგისტრაციის გავლის შესახებ ;
ნ . ხმების ხელახალი დათვლის შესახებ .
მუხლი 62. სხდომაზე წესრიგის დაცვა🔗
1. თუ საკრებულოს წევრი სიტყვით გამოსვლისას მისთვის განკუთვნილ დროს გადააცილებს , თავმჯდომარე ჯერ აფრთხილებს , ხოლო შემდეგ ჩამოართმევს სიტყვას . თუ გამომსვლელმა გადაუხვია განსახილველ საკითხს , თავმჯდომარე აფრთხილებს მას ამის შესახებ . თუ გამომსვლელი ხმარობს შეურაცხმყოფელ სიტყვებს , თავმჯდომარე მოუწოდებს წესრიგისაკენ . თუ გამომსვლელი ორჯერ გააფრთხილეს დაბრუნებოდა განსახილველ საკითხს , ან ორჯერ მოუწოდეს წესრიგისაკენ , მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში , თავმჯდომარე ვალდებულია ჩამოართვას მას სიტყვა და ამავე დროს არ მისცეს მას უფლება ამ საკითხზე მეორედ გამოვიდეს . თავმჯდომარის გაფრთხილება და წესრიგისაკენ მოწოდება არ შეიძლება გახდეს განსჯის საგანი .
2. თუ სხდომის დროს დაიწყო უწესრიგობა , რომელიც შეუძლებელს ხდის საკრებულოს მუშაობას და თავმჯდომარემ მისი აღკვეთა ვერ შესძლო , მაშინ იგი ტოვებს ადგილს და სხდომა შეწყვეტილად ითვლება . თუ სხდომის განახლების შემდეგაც გრძელდება უწესრიგობა , თავმჯდომარე სხდომას გადადებს მეორე დღისათვის . ან შეცვლის სხდომის ჩატარების ადგილს ან დასვამს საკითხს სხდომის დახურვაზე შესაბამისი პროცედურების დაცვით .
3. სხდომაზე წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით თავმჯდომარის უფლებამოსილებები ვრცელდება იმ პირებზეც , რომლებიც არ არიან საკრებულოს წევრები . მოწვეული პირები , თუ ისინი გამოხატავენ თავის კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას სხდომის მიმდინარეობის შესახებ , რითაც ხელს უშლიან სხდომის ნორმალურ მსვლელობას , თავმჯდომარის მითითებით გაყვანილნი იქნებიან დარბაზიდან .
4. თავმჯდომარის მიერ წესრიგის დაცვისადმი მიღებულ გადაწყვეტილებებზე მსჯელობა ან კენჭისყრა არ იმართება და იგი უნდა დაკმაყოფილდეს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად .
5. სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ მსჯელობს სამანდატო , იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია . კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის გაფრთხილების ან სამი თვის ვადამდე მისი სხდომაზე არ დაშვების შესახებ . სამანდატო , იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს საკრებულო ღია კენჭისყრით , წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით . არ დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში , საკრებულოს წევრს რჩება უფლება მონაწილეობა მიიღოს კომისიათა მუშაობაში .
მუხლი 63. დებატების შეზღუდვის შემთხვევები🔗
1. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს წინასწარ განსაზღვროს დებატებისათვის გამოყოფილი დრო ან გამართოს შეზღუდული დებატები. 2. დებატებისათვის გამოყოფილი დროის ამოწურვის შემდეგ თავმჯდომარის განცხადებით დებატები წყდება. დებატების შეწყვეტის შესახებ განცხადების გაკეთებამდე თავმჯდომარე აცხადებს გამომსვლელთა დარჩენილ რაოდენობას. ფრაქციას, რომლის არც ერთ წარმომადგენელს არ მიუღია მონაწილეობა დებატებში, უფლება აქვს დაასახელოს ერთი გამომსვლელი, რომელსაც თავმჯდომარემ უნდა მისცეს სიტყვა. 3. შეზღუდული დებატებისას სიტყვით გამოსვლის უფლება ეძლევათ მხოლოდ საკითხის ინიციატორს, კომისიის მომხსენებელს ან თანამომხსენებელს და ფრაქციის თითო წარმომადგენელს.მუხლი 64. დებატების შეწყვეტა ან გადავადება🔗
საკრებულოს თავმჯდომარეს , სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობის თანხმობით , შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება კამათის გადავადების ან შეწყვეტის , განსახილველი საკითხის კომისიაში დაბრუნების ან დღის წესრიგის მომდევნო საკითხზე გადასვლის შესახებ .
მუხლი 65. მერის მონაწილეობა დებატებში🔗
1. მერს ან საკრებულოში მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს წინასწარ ჩაუწერლად და რიგგარეშედ გამოვიდნენ საკითხის განხილვისას .
2. თუ მერი ან საკრებულოში მის მიერ უფლებამოსილი პირი გამოვა სიტყვით დებატების დახურვის შემდეგ , დებატები გრძელდება შეზღუდული წესით .
მუხლი 66. დასკვნითი სიტყვა🔗
სხდომის თავმჯდომარის მიერ დებატების დამთავრებულად გამოცხადების შემდეგ , მომხსენებელსა და თანამომხსენებელს აქვთ დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება .
აქტების მიღების წესი
მუხ ლი 67. საკრებულოს სამართლებრივი აქტები
1. საკრებულოს სამართლებრივი აქტებია :
ა . ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება ;
ბ . ინდივიდუალური აქტი – საკრებულოს განკარგულება .
2. ნორმატიული აქტების მომზადების , მიღების , გამოქვეყნების , მოქმედების , აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით « ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ », კანონით « ნორმატიული აქტების შესახებ » და ამ დებულებით .
3. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად შესაბამის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა საწარმოს , დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის , მიუხედავად მათი ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმისა , ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების , თანამდებობის პირებისა და მოქალაქეთათვის .
4. საკრებულოს ნორმატიული აქტები ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით , მათი გამოქვეყნებისთანავე .
მუხლი 68. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი🔗
1. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების / შეტანის / უფლება აქვს :
ა . მერს ;
ბ . საკრებულოს ფრაქციას ;
გ . საკრებულოს კომისიას ;
დ . საკრებულოს წევრს ;
ე . ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 3%- ს პეტიციის წესით .
2. ინიციირების წესით საკითხი შეიტანება წერილობითი ფორმით , საკრებულოს დადგენილების / განკარგულების / პროექტის სახით .
3. საკრებულოში შემოტანილ პროექტს თან უნდა ერთვოდეს განმარტებითი ბარათი , რომელშიც აღინიშნება :
ა . ამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროების დასაბუთება ;
ბ . მითითება საკრებულოს იმ აქტზე , რომელიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ან რომელშიც უნდა შევიდეს ცვლილება / შესაბამისი მუხლის ან პუნქტის მითითებით /;
გ . იმ შედეგების საფინანსო - ეკონომიკური გაანგარიშება , რასაც გამოიწვევს ამ პროექტის მიღება ;
დ . მითითება იმ აქტებზე , რომელთა მიღებაც იქნება საჭირო ამ პროექტთან დაკავშირებით ;
ე . პროექტის მიღების სავარაუდო ვადა ;
ვ . შეთანხმების ფურცელი / ადგილობრივი თვითმმართველობის რომელ ორგანოებთან ან თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული /;
ზ . პროექტის ავტორი / ავტორები / და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებელი .
მუხლი 69. საკრებულოში ინიციირების წესით წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენის პროცესი1. საკრებულოში ინიციირების წესით წარმოდგენილი საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი გადის შემდეგ პროცედურებს :
ა . სამართლებრივი აქტის პროექტი ბარდება საკრებულოს აპარატს ;
ბ . საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ სამართლებრივი აქტის პროექტს და მიღებიდან 5 დღის ვადაში გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე გასატანად ;
გ . საკრებულოს ბიუროს სხდომა იღებს გადაწყვეტილებას პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ , განსაზღვრავს კომისიებში პროექტის განხილვისა და პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის ვადებს ;
დ . საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილების შემდეგ საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ბიუროს გადაწყვეტილებასთან ერთად პროექტის მიწოდებას საკრებულოს კომისიების , ფრაქციებისა და მერიისათვის .
ე. საკრებულოს კომისიები და მერი საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილ ვადებში იხილავს წარმოდგენილ ი სამართლებრივი აქტის პროექტს და აწვდის შესაბამის წინადადებ ებს და დასკვნებს საკრებულოს აპარატს;
ვ . საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული შენიშვნების , დასკვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და საკრებულოს აპარატის იურიდიული სამსახურის დასკვნასთან ერთად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად ;
ზ . საკრებულოს ბიურო ისმენს წარმოდგენილ დასკვნებს და წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას საკითხის საკრებულოს დღის წესრიგში შეტანის ან არშეტანის შესახებ .
თ . განსაკუთრებულ შემთხვევაში პროექტის განხილვა ბიუროს გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოხდეს დაჩქარებული წესით .
2. ინიციირების უფლების მქონე სუბიექტის მიერ შემოტანილი სამართლებრივი აქტის პროექტი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილ უნდა იქნეს მასზე უარყოფითი დასკვნის მიუხედავად .
3. ინიციირების წესით შემოტანილი საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი მომზადებული უნდა იქნეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად . თუ პროექტი იწვევს არსებულ ნორმატიულ აქტში ცვლილებების ან / და დამატებების შეტანას , მას უნდა დაერთოს შესატანი ცვლილებების ან / და დამატებების პროექტები და წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთიანი პაკეტის სახით .
მუხლი 70. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი1. საკრებულომ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ საკრებულოს შესაბამისი კომისიის დასკვნის არსებობისას. დასკვნის მომზადებისა და საკრებულოში წარდგენის ვადას კომისიის ა და პროექტის ავტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო. კომისიის ან მერიის უარყოფითი დასკვნა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის.
2. პროექტის განხილვა ხდება , ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად .
3. დებატების დამთავრების შემდეგ , კენ ჭის ყრა მდე ფრაქ ცი ას შე უძ ლია და ა ყე ნოს სა კი თხი ნორმატიული აქტის პრო ექ ტის კო მი სი ა ში ხე ლა ხა ლი და ბრუ ნე ბის ან სხვა კო მი სი ა ში გადა ცე მის შე სა ხებ , აგ რეთ ვე მო ი თხო ვოს დღის წეს რი გის სხვა სა კი თხ ზე გადა სვლა . თუ საკრებულო მ ნორმატიული აქტის პრო ექ ტის სა ბო ლოო კენ ჭის ყრა მდე მი ი ღო გადა წყვე ტი ლე ბა გადა ვი დეს დღის წეს რი გის სხვა სა კი თხ ზე, ნორმატიული აქტის პრო ექ ტი ით ვლე ბა უარ ყო ფი ლად და მი სი შე მდგო მი გან ხილ ვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ .
4. უარყოფილი პროექტი სამ თვეზე ადრე შეიძლება განმეორებით იქნეს გატანილი ამ დებულების 75- ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში , ან თუ იგი არსებითად გადამუშავდა , რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს აპარატის იურიდიული სამსახურის დასკვნის საფუძველზე .
5. ნორმატიული აქტის პრო ექტის გან ხილ ვის შე მდეგ თუ მასში ცვლი ლე ბე ბი არ იქ ნა შე ტა ნი ლი , დაუყოვნებლივ ეწყო ბა კენ ჭის ყრა . თუ ცვლი ლე ბე ბი შე ტა ნილ იქ ნა , წინასწარი კენ ჭის ყრა ტარ დე ბა შე ტა ნილ ცვლი ლე ბა თა ერთ ტექ სტა მდე და ყვა ნის მიზნით .
6. გადა წყვე ტი ლე ბა ნორმატიული აქტის პროექტის მი ღე ბის შე სა ხებ ხდე ბა სხდომაზე დამსწრე წევრთა უმ რავ ლე სო ბით , მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა , თუ კანონით ან ამ დებულებით სხვა წე სი არ არის და დგე ნი ლი .
მუხლი 71. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და მიღების წესი🔗
1. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტების მომზადების, წარდგენის, განხილვისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონით, “საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» საქართველოს კანონით და ამ დებულებით.
2. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე, «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად.3. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში შეტანილ უნდა იქნეს ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 45 დღისა.
4. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტი წი ნას წა რი გან ხილ ვი სა თვის გადა ე ცე მა საკრებულოს წევრებს , საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კო მი სი ას და ფრაქციებს .
5. საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კო მი სი ის დასკვნა , საკრებულოს ფრაქციების , საკრებულოს სხვა კომისიების , აგრეთვე, საკრებულოს წევრების წინადადებები , შენიშვნები და შეფასებები, ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენიდან ერთი კვირის ვადაში, ბარდება საკრებულოს აპარატს , რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრო ექტთან ერთად მათ გამოქვეყნებას საჯარო განხილვისათვის .
6. საკრებულო თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს იხილავს საკრებულოს სხდომაზე საჯარო განხილვით, ამ დებულებით დადგენილი წესით, საკრებულოს სა ფი ნან სო - სა ბი უ ჯე ტო კო მი სი ის დასკვნის , ფრაქციებისა და საკრებულოს წევრთა წინადადებების გამოქვეყნებიდან , არა უ ად რეს ერ თი კვი რი სა .
7. ბი უ ჯე ტის პრო ექ ტის გან ხილ ვა წარმო ებს ერ თი მხრივ ნო მერ თა რი გის მი ხედ ვით და მე ო რე მხრივ , ნო მერ თა იმ ჯგუ ფის მი ხედ ვით , რომ ლე ბიც წარმო ად გენ დნენ ცალ კე უწყე ბა თა სა ფი ნან სო ხარ ჯე ბის ნუს ხას .
8. პირ ვე ლად განი ხი ლე ბა მთე ლი უწყე ბის სა ფი ნან სო ხარჯთაღრიცხვის ზო გა დი სა ფუძ ვლე ბი , შე მდეგ - პრო ექ ტის ცალ - ცალ კე მუხ ლე ბი .
9. შემოსავლის პროექტის განხილვის დროს ჯერ უნდა მოხდეს პროექტის ზოგადი საფუძვლების განხილვა, ხოლო შემდეგ - ცალ-ცალკე მუხლების.
10. როგორც შემოსავლის, ისე გასავლის თითოეულ მუხლს ცალ-ცალკე უნდა ეყაროს კენჭი.
11. ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა დაიშვება მხოლოდ მერის ან მის მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლის თანხმობით. თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში ითვლება , რომ პროექტის შესაბამისი მუხლი არ იქნა მიღებული , თუ საკრებულოს სხდომის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება .
12. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილე ბაში აისახება :
ა . ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების როგორც საერთო მოცუ ლობა შემოსავლის ძირითადი წყაროებისა და ხარჯების მიმართულებების , ისე შემოსავლის ყოველი სახეობის , თითოეული მხარჯავი სუბიექტისა და ღონისძიებების მიხედვით ფუნქციონალური და ეკონომიკური საბიუჯეტო კლასიფი კა ციის შესაბამისად ;
ბ . სარეზერვო ფონდის მოცულობა ;
გ . წლის დასაწყისისათვის არსებული გამოუყენებელი სახსრების , მათ შორის გარდამავალი საბრუნავი საშუალებების მოცულობა ;
დ . წლის დასაწყისისათვის არსებული ვალდებულების დაფარვისა და მომსახურების ასიგნების მოცულობა .
13. საკრებულოს მიერ ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში , მერი ვალდებულია ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადაში საკრებულოს წარუდგინოს ბიუჯეტის პროექტის ახალი ვარიანტი .
14. საკრებულო ბიუჯე ტს ამტკიცებს ყოველი კალენდარული წლისათვის ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე , მაგრამ გამონაკლის შემთხვე ვაში არაუგვიანეს ახალი საბიუჯეტო წლის 1 მარტისა .
15. ბიუჯეტი მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
მუხლი 72. სა ფი ნან სო ნორმატიული აქტის პრო ექტ თა გან ხილ ვის გან სა კუთ რე ბუ ლი წესი🔗
1. სა ფი ნან სო ნორმატიული აქტის პრო ექ ტად ით ვლე ბა ყვე ლა ის პრო ექ ტი , რო მელ საც შე უძ ლია გა ვლე ნა მო ახ დი ნოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფი ნან სებ ზე . ნორმატიული აქტის პრო ექ ტის ხა სი ა თის სა კითხს წყვეტს საკრებულოს ბიურო , ეკონომიკურ საკითხთა კო მი სი ის დასკვნის სა ფუძ ველ ზე .
2. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის დაწყებისათვის აუცილებელია მერის და საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კო მი სი ის და სკვნა ამ ნორმატიული აქტის პრო ექტ ის ადგილობრივი თვითმმართველობის ფი ნან სებ ზე გა ვლე ნის შე სა ხებ .
3. ყვე ლა სა ფი ნან სო ხა სი ა თის ნორმატიული აქტის პრო ექტს უნ და ახ ლდეს და სკვნა და წი ნა და დე ბე ბი ხარ ჯე ბის და ფარ ვის შე საძ ლო გზე ბის თა ო ბა ზე .
4. მერი და ეკონომიკურ საკითხთა კომისია საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტის მიღების შემდეგ ამოწმებს ნორმატიული აქტის პროექტის მიმდინარე და მომავალ ბიუჯეტთან შეთავსების შესაძლებლობას. თუ შემოწმებით დადგინდა, რომ ნორმატიული აქტის პროექტი უარყოფით გავლენას მოახდენს ბიუჯეტზე, მერმა და კომისიამ საკრებულოს სხდომაზე წარდგენილ დასკვნებში უნდა აღნიშნონ თავიანთი მოსაზრება ხარჯების დაფარვის შესახებ. თუ ნორმატიული აქტის პრო ექ ტი გა ვლე ნას მო ახ დენს მო მა ვალ ბი უ ჯეტ ზე , და სკვნებ ში უნ და აღ ნიშ ნოს და მო კი დე ბუ ლე ბა მო ცე მულ სა კი თხ თან .
5. სა ფი ნან სო ნორმატიული აქტის პრო ექტ თა გან ხილ ვა და მი ღე ბა ხდება სა ბი უ ჯე ტო ნორმატიული აქტის მი ღე ბის წე სის შესაბამისად .
/ გან სა კუთ რე ბუ ლი პრო ცე დუ რე ბი /
მუხ ლი 73. ხელ შეკ რუ ლე ბა თა დამტკიცება და გაუქმება
1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში , თვითმმართველი ერთეულის , საკრებულოს ან მერის სახელით და დე ბულ ხელ შეკ რუ ლე ბა თა დამტკიცება ან გაუქმება ხდე ბა საკრებულოს სხდო მა ზე .
2. საკრებულოს სხდო მა ზე ხელ შეკ რუ ლე ბე ბის დამტკიცების ან გაუქმების სა კი თხ თა გან ხილ ვი სას , ამ ხელ შეკ რუ ლე ბე ბის მუხ ლობ რი ვი გან ხილ ვა ან მუხ ლებ ში ცვლი ლე ბე ბის შე ტა ნა არ ხდე ბა .
3. საკრებულოს სხდომა იღებს გადაწყვეტილებას მოცემულ საკითხზე თანხმობის, უარყოფის ან საკითხის გადადების შესახებ.
4. ხელშეკრულების დამტკიცების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ ხელშეკრულებით სხვა წესი არ არის დადგენილი.
მუხლი 74. პეტიციის წესით შემოტანილ წინადადებათა და ნორმატიული აქტების პროექტთა განხილვა.🔗
1. წინადადებები და ნორმატიული აქტის პროექტები ჩაითვლება პეტიციის წესით შემოტანილად და საკრებულოს სხდომაზე განიხილება თუ ამ წინადადებას ან ნორმატიული აქტის პროექტს ხელს აწერს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული არანაკლებ 2000 ამომრჩეველი და არსებობს საკრებულოს აპარატის დასკვნა ხელმოწერათა ჩატარების კანონიერებისა და ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ.
2. პეტიციის წესით საკითხი შეტანილ უნდა იქნეს წერილობით, საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით. 3. პეტიციის წესით შემოტანილ პროექტს თან უნდა ერთვოდეს ამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროების დასაბუთება, პროექტის ავტორის /ავტორების/ და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის ვინაობა და მისამართი. 4. პეტიციას რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს აპარატი. საკრებულო პეტიციის წესით შემოტანილი პროექტს განიხილავს ერთი თვის ვადაში საკრებულოს სხდომაზე. 5. საკრებულოს აპარატი შემოტანილი საკითხის ინიციატორებს სხდომის დღეს აცნობებს ერთი კვირით ადრე მაინც. საკრებულოს სხდომაზე პეტიციის წესით შემოტანილი პროექტის განხილვაში მომხსენებლის სტატუსით, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს პროექტის ინიციატორთა მიერ დანიშნული მომხსენებელი. წარდგენილ პროექტზე საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ დებულებით დადგენილი საერთო წესით.მუხლი 75. წერილობითი და ზეპირი შეკითხვები🔗
1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს წერილობითი ან ზეპირი შეკითხვით მიმართოს მერს ან მერიის თა ნამ დე ბო ბის პირ ს .
2. შე კი თხვის წე სით შე სა ბა მის თა ნამ დე ბო ბის პირ თა გან მო ი თხო ვე ბა ინ ფორ მა ცია კონ კრე ტუ ლად გან სა ზღვრუ ლი სა კი თხის შე სა ხებ .
3. ზეპირი შეკითხვა დაიშვება მხოლოდ საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის დროს . წერილობითი ან ზეპირი შე კი თხვის ტექსტს საკრებულოს წევრი აბარებს საკრებულოს აპარატს . შე კი თხვას შე იძ ლე ბა ახ ლდეს და სა ბუ თე ბა .
4. შე კი თხვის წე სით და ყე ნე ბულ სა კი თხ ზე პა სუ ხი გა ი ცე მა საკრებულოს სხდო მა ზე . მერს ან მერიის თა ნამ დე ბო ბის პირ ს უფლება აქვს მოითხოვოს დახურული სხდომის ჩატარება , თუ მისაწოდებელი ინფორმაციის გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით . საკრებულოს წევრს უფ ლე ბა აქვს სხდო მა ზე შე ა ფა სოს გა ცე მუ ლი პა სუ ხი და და ა ყე ნოს წი ნა და დე ბა მო ცე მუ ლი სა კი თხის საკრებულოს სხდო მის დღის წეს რიგ ში შე სა ტა ნად .
5. საკრებულოს წევრ თან შე თან ხმე ბით , შე კი თხვის წე სით და ყე ნე ბულ სა კი თხ ზე შე იძ ლე ბა სა მი დღის ვა და ში გა ი ცეს წე რი ლო ბი თი პა სუ ხი სა კი თხის შე მდგო მი გან ხილ ვის გა რე შე .
მუხლი 76. კენჭისყრის სახეები🔗
კენჭისყრის სახეებია : ღია და სახელობითი . ხოლო გადაწყვეტილების მიღების ფორმის მიხედვით კენჭისყრა შეიძლება იყოს სარეიტინგო .
მუხლი 77. საკრებულოს წევრის უფლება კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ🔗
მიუხედავად კენჭისყრის სახისა , საკრებულოს წევრს უფლება აქვს უარი თქვას კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე , რის შესახებაც მან უნდა გააკეთოს საკრებულოს სხდომაზე შესაბამისი განცხადება .
მუხლი 78. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის უფლება კენჭისყრის პროცედურაზესაკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს :
ა . ამ დებულებით დადგენილი წესით განსაზღვროს კენჭისყრაზე დასაყენებელ საკითხთა რიგითობა ;
ბ . წამოაყენოს საკუთარი წინადადებები ან კომპრომისული ფორმულირებები დასმული საკითხის კენჭისყრიდან მოუხსნელად ;
გ . ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა .
დ . თუ წამოყენებულმა არც ერთმა ალტერნატიულმა წინადადებამ არ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა , ხელმეორე კენჭისყრაზე დააყენოს ის ორი ალტერნატიული წინადადება , რომელმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღო .
მუხლი 79. სარეიტინგო კენჭისყრა🔗
1. სარეიტინგო კენჭისყრა არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების საფუძველს .
2. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს ნებისმიერ დროს უფლება აქვს ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა ყველა სადაო თუ ალტერნატიულ საკითხებზე .
მუხლი 80. სახელობითი კენჭისყრა🔗
1. სახელობითი კენჭისყრა ტარდება საკრებულოს წევრების მიერ სახელობითი კენჭისყრისათვის განკუთვნილ სპეციალურ ბლანკზე გადაწყვეტილების შესაბამის ვარიანტზე ხელმოწერით .
2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება სახელობითი კენჭისყრისას სხდომის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე .
მუხლი 81. კენჭისყრის დაწყების გამოცხადება🔗
1. ასარჩევი ან დასანიშნი კანდიდატურის განხილვის დამთავრების შემდეგ თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის დაწყებას . თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ , იგი კენჭისყრაზე დგება პირველ რიგში .
2. ღია კენჭისყრა , როგორც წესი , შეიძლება მოეწყოს დებატების დამთავრებისთანავე , ასევე სხდომის დამთავრების წინ .
3. თავმჯდომარე კენჭისყრის დაწყებამდე ატარებს წევრთა რეგისტრაციას .
4. თუ კენჭისყრისთვის დანიშნული დროისათვის სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო წევრთა რაოდენობა , საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის გადავადების დროს .
5. საკრებულოს წევრს უფლება აქვს კენჭისყრის წინ მოითხოვოს არა უმეტეს 10 წუთიანი შესვენება .
მუხლი 82. საკითხის კენჭისყრაზე დაყენება🔗
1. საკითხს კენჭისყრაზე აყენებს თავმჯდომარე . თავმჯდომარე ვალდებულია ზუსტი , ნათელი ფორმულირებით , ავტორის მიერ შემოთავაზებული ვარიანტით დასვას საკითხი კენჭისყრაზე . საკრებულოს წევრს უფლება აქვს შენიშვნა გამოთქვას ფორმულირების შესახებ და წამოაყენოს წინადადება მისი შეცვლის თაობაზე .
2. თუ კენჭისყრაზე დაყენებული საკითხი , ავტორის აზრით , არასწორად იქნა დაფიქსირებული , ან საერთოდ გამორჩენილი , მას ეძლევა სიტყვა განმარტებისათვის .
3. თუ თავმჯდომარე არ ეთანხმება შემოთავაზებულ ფორმულირებას , თუკი ამას მოითხოვს წინადადების შემომტანი , სადაო საკითხი წყდება კენჭისყრით , განხილვის გარეშე .
4. კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლის დროს / სამი ან მეტი /, თავმჯდომარე ატარებს სარეიტინგო კენჭისყრას .
5. ყოველი კენჭისყრის წინ თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის პროცედურას .
6. საკითხის ინიციატორს უფლება აქვს მოითხოვოს განუხილველად საკითხის კენჭისყრაზე დაყენება . ამ შემთხვევაში მას უკამათოდ უყრიან კენჭს .
7. კენჭისყრის გამოცხადების შემდეგ , საკრებულოს წევრს სიტყვა შეიძლება მიეცეს მხოლოდ კენჭისყრის პროცედურის საკითხებზე .
მუხლი 83. კენჭისყრის ზოგადი წესი🔗
1. თავდაპირველად კენჭი ეყრება ცვლილებებს მათი რიგითობის მიხედვით , შემდეგ კი ძირითად საკითხს . თავმჯდომარეს უფლება აქვს ჯერ ძირითადი საკითხი დასვას კენჭისყრაზე , თუ ჩათვლის , რომ ეს გააიოლებს გადაწყვეტილების მიღებას .
2. საკრებულოს წევრს შეუძლია მოითხოვოს შემოთავაზებული წინადადების / შესწორების , დამატების / ნაწილების ცალ - ცალკე კენჭისყრა . ასეთი პროცედურის შემთხვევაში , კენჭისყრის შემდეგ , უარყოფილ ნაწილთა გამოკლებით , ამ საკითხს მთლიანობაშიც უნდა ეყაროს კენჭი .
3. წინადადებას , საკითხის გადადების ან კომისიაში დაბრუნების შესახებ , კენჭი ეყრება თავმჯდომარის , ფრაქციის ან კომისიის ინიციატივით .
4. საკითხები წყდება , როგორც წესი , ღია კენჭისყრით .
5. საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად . დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვა პირისათვის გადაცემა .
6. საკრებულოს წევრი კენჭისყრის დროს თავის ნებას გამოხატავს ერთ - ერთი შემდეგი ფორმით : « მომხრე », « წინააღმდეგი ».
მუხლი 84. კენჭისყრის შედეგების გამოცხადება🔗
1. კენჭისყრის შედეგებს აცხადებს სხდომის თავმჯდომარე .
2. საკრებულოს წევრს , რომელმაც ხმა არ მისცა კენჭისყრის დროს , უფლება არა აქვს ხმა მისცეს კენჭისყრის დამთავრების შემდეგ .
3. კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული ეჭვების თაობაზე განცხადება თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს დაუყოვნებლივ , კენჭისყრის დამთავრებისთანავე . განცხადების გაცნობის შემდეგ საკრებულო , ხმების უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ხელახალი კენჭისყრის მოწყობის შესახებ . ხელახალი კენჭისყრა არ გაიმართება , თუ საეჭვო ხმების რაოდენობა არ ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს .
თავი XI. საკრებულოს ორგანოებისა და თანამდებობის პირთა არჩევა, დანიშვნა და დამტკიცებამუხ ლი 85. არჩევნების ზოგადი წესი
1. არჩევნები საკრებულოს სხდომაზე ტარდება ღია კენჭისყრით.
2. თუ დასახელებული იყო რამდენიმე კანდიდატი და ვერცერთმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა, ტარდება მეორე ტური, იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღ ო . თუ მეორე ტურშიაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ხელახალი კენჭისყრა დაინიშნება მეორე დღისთვის. ხელახალი კენჭისყრისას, პროცედურა იწყება თავიდან, შესაბამის კანდიდატურათა დასახელებით. ხელახალი კენჭისყრა ტარდება იგივე წესით.
მუხ ლი 86. თანამდებობის პირთა დამტკიცების ზოგადი წესი
1. საკრებულოს მიერ , კანონით დადგენილ თანამდებობის პირთა და მტკი ცე ბა ხდე ბა ღია კენ ჭის ყრით . გადა წყვე ტი ლე ბა მი ი ღე ბა საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრ თა უმ რავ ლე სო ბით .
2. თუ და სა ხე ლე ბულ კან დი დატ თა გან რო მე ლი მეს უა რი ეთ ქვა , ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ ორჯერ .
3. უარის თქმის შემთხვევაში კან დი და ტის და სა ხე ლე ბა ხდე ბა მხო ლოდ საკრებულოს მო მდევ ნო სხდო მა ზე .
მუხლი 87. არჩეულ პირთა გაწვევის ზოგადი წესი🔗
საკრებულოს მი ერ არ ჩე ულ პირ თა გა წვე ვა ხდე ბა იმა ვე წე სით , რო გორც მო ხდა მა თი არ ჩე ვა , თუ კანონით ან ამ დებულებით სხვა წე სი არაა და დგე ნი ლი .
მუხლი 88. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისა და გადაყენების წესი🔗
1. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან , საკრებულოს უფლებამოსილების ვადით , საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო . საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს . საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას , კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე . სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით . საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი , რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა . თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი ან ორი კანდიდატი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩა , ტარდება ხელახალი არჩევნები . ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ . თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა , ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის , რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო . თუ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ორზე მეტი კანდიდატი , ტარდება ხელახალი არჩევნები . თუ არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა ორი ან მეტი კანდიდატი , მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს . თუ არჩევნების მეორე ტურში ვერ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე , ტარდება ხელახალი არჩევნები .
2. საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება საკრებულომ გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. 3. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება. 4. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება ამ კანონით. საკრებულოს თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. მუხლი 89. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევისა და თანამდებობიდან გადაყენების წესი 1. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ირჩევს საკრებულო. 2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. 3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. მათი გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე, წერილობით, შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან/და მოადგილე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის დადგენილება №71 – ვებგვერდი, 28.01.2011წ.მუხლი 90. საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევის , თანამდებობიდან გადაყენებისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი🔗
1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან საკრებულოს უფლებამოსილების ვადით , სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო .
2. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მხუთედს .
3. საკრებულო, საკრებულოს დებულებიდან გამომდინარე, ქმნის კომისიებს. 4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს ირჩევენ საკრებულოს წევრები თავის შემადგენლობიდან. 5. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრთა 1/5-ს. 6. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ტარდება ღია კენჭისყრით, ამ დებულებით განსაზღვრული საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესის ანალოგიურად. 7. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არჩევიდან ერთი კვირის ვადაში ფრაქციების კვოტების შესაბამისად, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის შემადგენლობას. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ სამი წევრისაგან. საკრებულოს წევრს უფლება აქვს იყოს მხოლოდ ორი კომისიის შემადგენლობაში. კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც. 8. საკრებულოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცება ხდება კომისიის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით, ღია კენჭისყრით. 9. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ორმა მესამედმა. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ, მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.მუხლი 91. მერის დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი🔗
1. მერი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე , რომელსაც « საჯარო სამსახურის შესახებ » საქართველოს კანონის შესაბამისად , საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე . მერის დანიშვნის თაობაზე საკრებულოს თანხმობა მიღებულად ჩაითვლება თუ მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი .
2. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში , მერის თანამდებობიდან განთავისუფლების თანხმობა მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი .
თავი XII. საკრებულოს სამართლებრივი აქტებისგაფორმების წესი
მუხლი 92. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება1. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სრულდება შესაბამის ბლანკებზე .
2. საკრებულოს სამართლებრივი აქტების სათაური უნდა იყოს მოკლე და შეესაბამებოდეს დოკუმენტის შინაარსს .
3. საკრებულოს სამართლებრივ აქტებში უნდა იქნეს მითითებები საკრებულოს სხვა სამართლებრივი აქტების ან მათი ცალკეული პუნქტების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ , თუ ახალი დოკუმენტი გამორიცხავს / არ შეესაბამება / ადრე გამოცემულის / მიღებულის / მოქმედებას .
4. საკრებულოს სამართლებრივ აქტებში სამართლებრივი აქტების აღნიშვნისას მიეთითება ასეთი აქტის მიღების / გამოცემის / თარიღი , აქტის ზუსტი და სრული სახელწოდება , მიმღები / გამომცემი / ორგანო .
5. საკრებულოს სამართლებრივი აქტებით სხვა დოკუმენტების / დებულების , პროგრამის , კოლეგიალური ორგანოს შემადგენლობის და სხვ ./ დამტკიცების ან სამართლებრივ დოკუმენტზე სხვა დოკუმენტების თანდართვისას , თანდართული დოკუმენტები , დოკუმენტში აღინიშნება როგორც დანართები . დანართს უნდა ჰქონდეს მისი შინაარსის განმსაზღვრელი სათაური და მითითება სამართლებრივი დოკუმენტის კუთვნილებაზე .
6. საკრებულოს სამართლებრივ აქტებში დაუშვებელია ტერმინების შემოკლებული ფორმების გამოყენება , გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც დოკუმენტის ტექსტში მითითებულია სათანადო აღნიშვნა ტერმინის შემოკლებული ფორმის შემდგომი გამოყენების თაობაზე .
7. საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა რედაქტირებას და დოკუმენტალურ გაფორმებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის შესაბამისი სამსახური.
8. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი, საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსისა და რედაქტორის /კორექტორის/ ვიზირების შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებიდან სამი დღის ვადაში გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად. მუხლი 93. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა 1. საკრებულოს ნორმატიული აქტები ძალაში შედის დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე, თუ აქტში სხვა ვადა არ არის მითითებული.2. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები , ძალაში შედის ხელმოწერისთანავე , თუ დოკუმენტში სხვა ვადა არ არის მითითებული
მუხ ლი 94. სხდო მის ოქმი
1. საკრებულოს სხდომის ოქმს ადგენს საკრებულოს აპარატის თა ნამ შრო მე ლი . საკრებულოს ყო ველ წევრს უფ ლე ბა აქვს გა ეც ნოს სხდო მის ოქმს საკრებულოს სხდო მის შე მდეგ სა მუ შაო დღეს . შე ნიშ ვნე ბი სხდო მის ოქ მის შე სა ხებ შე იძ ლე ბა შემო ტა ნი ლი იქ ნეს ოქ მის გა ცნო ბი სა თვის გან კუთ ვნი ლი დღის გან მავ ლო ბა ში . შე ნიშ ვნე ბი გადა ე ცე მა საკრებულოს თავმჯდომარეს , რო მე ლიც თუ და ე თანხ მა გამო თქმულ შე ნიშ ვნას იძ ლე ვა გან კარ გუ ლე ბას სხდო მის ოქ მის შე სა ბა მი სად შე სწო რე ბის შე სა ხებ . თუ და წე სე ბუ ლი ვა დის გან მავ ლო ბა ში შე ნიშ ვნე ბი არ იქ ნა გამო თქმუ ლი ან შე ნიშ ვნე ბის შე სა ბა მი სად მო ხდა სხდო მის ოქ მის შე სწო რე ბა და და მა ტე ბი თი შე ნიშ ვნა არ იქ ნა შემო ტა ნი ლი , საკრებულოს თავმჯდომარე ხელს აწერს სხდო მის ოქ მს . თუ საკრებულოს თავმჯდომარე არ გა ი ზი ა რებს გამო თქმულ შე ნიშ ვნებს , საკრებულოს წევრს უფ ლე ბა აქვს მი მარ თოს შე სა ბა მი სი გან ცხა დე ბით საკრებულოს სხდო მას , რო მე ლიც მო ცე მულ სა კი თხ ზე იღებს სა ბო ლოო გადა წყვე ტი ლე ბას .
2. სხდო მის ოქმ ში შე ი ტა ნე ბა :
ა . სხდომის ჩატარების ადგილი , რიცხვი , თვე და წელი ;
ბ . ოქმის რიგითი ნომერი ;
გ . საკრებულოს წევრთა და სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა ;
დ . სხდომის დღის წესრიგი მომხსენებელთა ვინაობის მითითებით ;
ე . სხდომაზე გამომსვლელთა სია ;
ვ . სა კი თხე ბი , რომ ლე ბიც და ის ვა კენ ჭის ყრა ზე ;
ზ . კენ ჭის ყრის შე დე გე ბი ;
თ . საკრებულოს გადა წყვე ტი ლე ბე ბი .
3. სხდო მის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს თავ მჯდო მა რე .
მუხლი 95. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვისა და სარგებლობის წესი1. საკრებულოს სხდომის ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში .
2. სხდომის ოქმი საჯაროა / გარდა იმ საკითხებისა , რომელიც განხილული იქნა დახურულ სხდომაზე /.
3. საკრებულოს სხდომის ოქმს თან უნდა დაერთოს ;
ა . სხდომაზე მონაწილე საკრებულოს წევრთა რეგისტრაციის ფურცელი ;
ბ . სხდომაზე განხილული პროექტების ორიგინალები ;
4. საკრებულოს სხდომის ოქმზე თანდართული მასალები საკრებულოს აპარატში ინახება სამი თვის განმავლობაში , ხოლო შემდეგ ბარდება არქივში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
2. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმებია :
ა . საკრებულოს წევრის მიერ კითხვის დასმა და ინტერპელაცია ;
ბ . ინფორმაციის გამოთხოვა ;
გ . ანგარიშის მოსმენა .
მუხლი 97. კონტროლი მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე🔗
1. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია ბიუროს ან / და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკრებულოს მიერ მიღებული იმ სამართლებრივი აქტების ნუსხა , რომელთა აღსრულების მდგომარეობაზეც ბიურომ / საკრებულომ / უნდა მოისმინოს ინფორმაცია . ეს ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს შესაბამისმა კომისიამ და მერიის შესაბამისმა სამსახურმა .
2. საკრებულოს კომისიისა და მერიის შესაბამისი სამსახურის მოხსენება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულების მდგომარეობის , ეფექტიანობის , მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო შესწორებების შეტანის შესახებ .
3. ინფორმაციების მოსმენის შემდეგ საკრებულოს ბიურო / საკრებულო / ახდენს შესაბამის შეფასებას და უფლებამოსილია დააყენოს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი .
მუხლი 98. კონტროლი მერიის საქმიანობაზე🔗
1. საკრებულოს კომისიები დარგების მიხედვით აკონტროლებენ შესაბამისი სამსახურების საქმიანობას , პერიოდულად ისმენენ მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ , შეიმუშავებენ სათანადო რეკომენდაციებს და დასკვნებს და წარუდგენენ საკრებულოს ბიუროს სხდომას განსახილველად .
2. საკრებულოს ბიურო პერიოდულად , მის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად ისმენს მერის , საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოების ხელმძღვანელთა და თანამდებობის პირების ანგარიშებს , აძლევს მათ შეფასებებს და საჭიროების შემთხვევაში აყენებს მათი პასუხისმგებლობის საკითხს .
3. მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი ვალდებულია კვარტალში ერთხელ საკრებულოს ბიუროს და ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომას წარუდგინოს ანგარიში თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ .
თავი XIV. საკრებულოს აპარატი მუხლი 99. საკრებულოს აპარატის ფუნქციები1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს ა და მისი ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური, სამართლებრივი, საინფორმაციო-ანალიტიკური და საფინანსო-მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით.
2. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს :
ა . საკრებულოს სხდომების მომზადებას ;
ბ. საკრებულოს , საკრებულოს ბიუროს , კომისიების , ფრაქციების , დროებითი სამუშაო ჯგუფების სამართლებრივ , მატერიალურ - ტექნიკურ , საფინანსო , ორგანიზაციულ და სხვა საკითხების გადაწყვეტას ;
გ . საკრებულოს სხდომებზე საკითხის განხილვისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვას ;
დ . საკრებულოს წევრებისათვის მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეწყობას ;
ე. საკრებულოში განსახილველად შემოტანილი საკითხების აღრიცხვას და კონტროლს მათი განხილვის პროცესზე; ვ. საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს ორგანოებისათვის საინფორმაციო-საცნობარო და სხვა მასალების მომზადებას;ზ. საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომ ებ ის ოქმების წარმოებას;
თ. საკრებულოს, ბიუროს, კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების გადაწყვეტილებების, განცხადებებისა და მიმართვების გამოქვეყნებას; ი. საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა საკითხების გადაწყვეტას. მუხლი 100. საკრებულოს აპარატის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია 1. საკრებულოს აპარატის საქმიანობას წარმართავს აპარატის უფროსი. საკრებულოს აპარატის უფროსს და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება საკრებულოს აპარატის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო. თავი XV. მოქალაქეთა და დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობა საკრებულოს საქმიანობაში მუხლი 101. მოქალაქეთა მონაწილეობა საკრებულოსა და საკრებულოს ორგანოების სხდომებში 1. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, ამ დებულებით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომებში.2. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს , შეუზღუდავად დაესწროს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირისა და საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების მოსმენას , დაუსვა ს მომხსენებელს შეკითხვები და მიიღონ პასუხები .
მუხლი 102. მოქალაქეთა ინფორმირება საკრებულოს საქმიანობის შესახებმოქალაქეთა ინფორმირებას საკრებულოს საქმიანობის შესახებ უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. ინფორმირება ხორციელდება საკრებულოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის, საკრებულოს ინტერნეტ-პორტალის და ბეჭვდითი, ასევე ელექტრონული მასმედიის მეშვეობით.
მუხლი 103. ლობისტური საქმიანობა საკრებულოში🔗
ლობისტური საქმიანობა საკრებულოში დაიშვება “ლობისტური საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი წესით.მუხლი 106. წესრიგისკენ მოწოდება🔗
1. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდოს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარემ. 2. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდონ თუ იგი: ა. სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე; ბ. ხმარობს შეურაცმყოფელ გამოთქმებს. მუხლი 107. გაფრთხილება სხდომაში მონაწილე პირს, რომელსაც ამავე სხდომაზე უკვე მოეწოდა წესრიგისკენ, თუ იგი აგრძელებს დარღვევას სხდომის თავმჯდომარის მიერ გამოეცხადება გაფრთხილება. მუხლი 108. გაფრთხილება ოქმში შეტანით 1. გაფრთხილება ოქმში შეტანით სხდომაში მონაწილე პირს ეძლევა საკრებულოს გადაწყვეტილებით, რომელიც: ა. უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას; ბ. ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას; გ. შეურაცყო საკრებულო ან პირი, მიუხედავად იმისა იმყოფება ეს პირი საკრებულოს სხდომაზე თუ არა. მუხლი 109. სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა სხდომის დამთავრებამდე საკრებულოს წევრს შეიძლება საკრებულოს გადაწყვეტილებით ჩამოერთვას სიტყვით გამოსვლის უფლება სხდომის დამთავრებამდე, თუ იგი: ა. გაფრთხილდა ოქმში შეტანით, მაგრამ კვლავ აგრძელებს წესრიგის დარღვევას; ბ. ეწინააღმდეგება მის მიმართ გამოტანილ პასუხისმგებლობის ზომას.როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ~ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 16 ნოემბრის №2 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №1, 02.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.123.005977 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144611-2/