ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.08.2010 ძალადაკარგული 30.06.2017
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.160.000289
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 12, 16/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.35.160.000.289

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №13

2010 წლის 4 აგვისტო

ქ. რუსთავი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი 1).

    მუხლი 2.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2007 წლის 5 აპრილის №119 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 3.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. გურგენიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 8 იანვრის დადგენილება №52 - ვებგვერდი 12.01.2011 წ.

2. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 15 თებერვლის დადგენილება №145 - ვებგვერდი 16.02.2012 წ.

დანართი 1

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის თვითმმართველობის

მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

№

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

1

 საკრებულოს თავმჯდომარე

2480

2

ქალაქის მერი

2480

3

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

1500

4

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1400

5

ქალაქის მერის მოადგილე

1250

6

სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი

900

7

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

710

8

სამსახურის უფროსის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის და მერის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

550

9

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ქალაქი რუსთავის რწმუნებული

800

10

მთავარი სპეციალისტი

480

11

წამყვანი სპეციალისტი

460

12

უფროსი სპეციალისტი

440

13

სპეციალისტი

420

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 8 იანვრის დადგენილება №52 - ვებგვერდი 12.01.2011 წ.

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 15 თებერვლის დადგენილება №145 - ვებგვერდი 16.02.2012 წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“, №13, 04.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.160.000289 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1145943-2/