ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.118.000.539
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 15 თებერვლის №05 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნ. ბურდილაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №32-სსმV, №35, 08.10.2010წ.,მუხ.1024
დანართი №1
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება
მუხლი 1. გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური
1. გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების ჩატარებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის, „ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სპეციალისტი-მეხანძრეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-10 მუხლით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით, უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, გამგებლის დავალებით.
3. სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით.
4. სამსახურის უფროსისა და მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით.
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
1. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ფუნქციაა:
ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა და სამაშველო სამუშაოების ჩატარება;
ბ) ხანძარსაწინაარმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინაარმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს;
გ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა მომზადება და ამ ღონისძიებათა გატარების კოორდინაცია;
დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით შეითანხმოს მშენებლობისა და დაცვის ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაცია;
2. სამსახურს უფლება აქვს:
ა) გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება; ჩაატაროს ამ ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;
ბ) თავის კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები;
გ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლოატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;
დ) კანონით დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის ზომებს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის, მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა მითითებების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 4. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში მიღების წესები
1. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში სამუშაოდ მიიღება 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე (ზოგიერთი კატეგორიის გარდა), რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და პიროვნული თვისებებით, განათლებით (არანაკლებ საშუალო განათლებისა), ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი.
2. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მქონე პირთა სახანძრო დაცვის სამსახურში მიღების საკითხი განიხილება მათ მიერ სამხედრო ძალებში გასაწვევი ვადის ამოწურვის შემდეგ.
3. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის თანამდებობებზე მიიღებიან საშუალო განათლების მქონე მოქალაქეები.
4. სამსახურის პირადი შემადგენლობის სამსახურში გავლის წესს, საშტატო რაოდენობასა და სტრუქტურას ადგენს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №32-სსმV, №35, 08.10.2010წ.,მუხ.1024
მუხლი 5. (ამოღებულია - 24.09.2010, №32)

მუხლი 6. (ამოღებულია - 24.09.2010, №32)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №32-სსმV, №35, 08.10.2010წ.,მუხ.1024
მუხლი 7. (ამოღებულია - 24.09.2010, №32)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №32-სსმV, №35, 08.10.2010წ.,მუხ.1024
მუხლი 8. (ამოღებულია - 24.09.2010, №32)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №32-სსმV, №35, 08.10.2010წ.,მუხ.1024
მუხლი 9. (ამოღებულია - 24.09.2010, №32)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №32-სსმV, №35, 08.10.2010წ.,მუხ.1024
მუხლი 10. (ამოღებულია - 24.09.2010, №32)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №32-სსმV, №35, 08.10.2010წ.,მუხ.1024
მუხლი 11. (ამოღებულია - 24.09.2010, №32)

მუხლი 12. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა შრომითი ანაზღაურება
1. სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის რაზმის უფროსი, საშუალო, უმცროსი და რიგითი თანამდებობის მოსამსახურე იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივ დადგენილ განაკვეთს.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთათვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სრული მოცულობით ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
3. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველი თვის 20 რიცხვში, უნაღდო ანგარიშწორებით.
4. სტრუქტურული ერთეულის მომსახურებაზე შესაძლოა გაიცეს პრემია ან/და სხვა სახის სახელფასო დანამატი შესაბამისი გარემოებებისა და საფუძვლის არსებობისას.
მუხლი 13. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო და დამატებითი სოციალური დაზღვევა
სიკვდილის ან დასახიჩრების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთათვის ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 14. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეების შეღავათები, გარანტიები და კომპენსაციები
სახანძრო დაცვის სამსახურის რაზმის მოსამსახურეს, რომელიც საქმიანობაში იყენებს პირად სატრანსპორტო საშუალებას, მისი შენახვის, საწვავ-საპოხი მასალების ხარჯების ანაზღაურების მიზნით უხდიან ფულად კომპენსაციას დადგენილი წესით.
მუხლი 15. სამსახურის ლიკვიდაცია ან/და რეორგანიზაცია
სამსახურის ლიკვიდაცია ან/და რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 16. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებსა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.
3. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საკრებულოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.118.000.539
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 15 თებერვლის №05 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნ. ბურდილაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №32-სსმV, №35, 08.10.2010წ.,მუხ.1024
2. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №36-სსმV, №45, 29.10.2010წ.,მუხ.1320
დანართი №1
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება
მუხლი 1. გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური🔗
1. გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების ჩატარებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის, „ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა🔗
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სპეციალისტი-მეხანძრეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-10 მუხლით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით, უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, გამგებლის დავალებით.
3. სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით.
4. სამსახურის უფროსისა და მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით.
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები🔗
1. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ფუნქციაა:
ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა და სამაშველო სამუშაოების ჩატარება;
ბ) ხანძარსაწინაარმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინაარმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს;
გ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა მომზადება და ამ ღონისძიებათა გატარების კოორდინაცია;
დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით შეითანხმოს მშენებლობისა და დაცვის ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაცია;
2. სამსახურს უფლება აქვს:
ა) გააკონტროლოს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულება; ჩაატაროს ამ ობიექტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;
ბ) თავის კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები;
გ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლოატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;
დ) კანონით დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის ზომებს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის, მათ შორის, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამდებობის პირთა მითითებების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 4. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში მიღების წესები🔗
1. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში სამუშაოდ მიიღება 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე (ზოგიერთი კატეგორიის გარდა), რომელმაც იცის სახელმწიფო ენა და პიროვნული თვისებებით, განათლებით (არანაკლებ საშუალო განათლებისა), ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი.
2. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მქონე პირთა სახანძრო დაცვის სამსახურში მიღების საკითხი განიხილება მათ მიერ სამხედრო ძალებში გასაწვევი ვადის ამოწურვის შემდეგ.
3. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის თანამდებობებზე მიიღებიან საშუალო განათლების მქონე მოქალაქეები.
4. სამსახურის პირადი შემადგენლობის სამსახურში გავლის წესს, საშტატო რაოდენობასა და სტრუქტურას ადგენს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. სამსახურში მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესებს ადგენს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №32-სსმV, №35, 08.10.2010წ.,მუხ.1024
მუხლი 5. (ამოღებულია - 24.09.2010, №32)
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №36-სსმV, №45, 29.10.2010წ.,მუხ.1320
მუხლი 5. შეზღუდვები ხანძრის დაცვის სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით🔗
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი:
ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;
ბ) იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუუნარობის მქონედ;
დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემულ თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №32-სსმV, №35, 08.10.2010წ.,მუხ.1024
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №36-სსმV, №45, 29.10.2010წ.,მუხ.1320
მუხლი 6. (ამოღებულია - 24.09.2010, №32)🔗
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №32-სსმV, №35, 08.10.2010წ.,მუხ.1024
მუხლი 7. (ამოღებულია - 24.09.2010, №32)🔗
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №32-სსმV, №35, 08.10.2010წ.,მუხ.1024
მუხლი 8. (ამოღებულია - 24.09.2010, №32)🔗
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №32-სსმV, №35, 08.10.2010წ.,მუხ.1024
მუხლი 9. (ამოღებულია - 24.09.2010, №32)🔗
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №32-სსმV, №35, 08.10.2010წ.,მუხ.1024
მუხლი 10. (ამოღებულია - 24.09.2010, №32)🔗
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №32-სსმV, №35, 08.10.2010წ.,მუხ.1024
მუხლი 11. (ამოღებულია - 24.09.2010, №32)
მუხლი 11. უმცროსი და რიგითი შემადგენლობის მიერ ვალდებულებების ვადის გაგრძელების წესი🔗
უმცროსი და რიგითი შემადგენლობის თანამდებობებზე მისაღები პირები დებენ წერილობით ხელშეკრულებას – ვალდებულებას სახანძრო დაცვის სამსახურის რაზმში მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ (სამი წლით) ვალდებულება ითვლება გაგრძელებულად იმავე ვადით, თუ მოსამსახურე ვალდებულებით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე არ მიმართავს ხელმძღვანელობას განცხადებით დათხოვნის შესახებ.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №32-სსმV, №35, 08.10.2010წ.,მუხ.1024
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №36-სსმV, №45, 29.10.2010წ.,მუხ.1320
მუხლი 12. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა შრომითი ანაზღაურება🔗
1. სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის რაზმის უფროსი, საშუალო, უმცროსი და რიგითი თანამდებობის მოსამსახურე იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივ დადგენილ განაკვეთს.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთათვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სრული მოცულობით ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
3. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველი თვის 20 რიცხვში, უნაღდო ანგარიშწორებით.
4. სტრუქტურული ერთეულის მომსახურებაზე შესაძლოა გაიცეს პრემია ან/და სხვა სახის სახელფასო დანამატი შესაბამისი გარემოებებისა და საფუძვლის არსებობისას.
მუხლი 13. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო და დამატებითი სოციალური დაზღვევა🔗
სიკვდილის ან დასახიჩრების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთათვის ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 14. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეების შეღავათები, გარანტიები და კომპენსაციები🔗
სახანძრო დაცვის სამსახურის რაზმის მოსამსახურეს, რომელიც საქმიანობაში იყენებს პირად სატრანსპორტო საშუალებას, მისი შენახვის, საწვავ-საპოხი მასალების ხარჯების ანაზღაურების მიზნით უხდიან ფულად კომპენსაციას დადგენილი წესით.
მუხლი 15. სამსახურის ლიკვიდაცია ან/და რეორგანიზაცია
მუხლი 15. (ამოღებულია - 22.10.2010წ, №36)🔗
სამსახურის ლიკვიდაცია ან/და რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №36-სსმV, №45, 29.10.2010წ.,მუხ.1320
მუხლი 16. დასკვნითი დებულებები🔗
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებსა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.
3. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საკრებულოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №36-სსმV, №45, 29.10.2010წ.,მუხ.1320
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №27, 20.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.118.000539 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1146222-1/