საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.04.2005 ბოლო ცვლილება 28.02.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№64
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.198
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 06/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №64

2005 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. შეიქმნას საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ლაშა ახალაძე – შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორი

მინდია გადაევი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შემოსავლების სამსახურის უფროსი

დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

რამაზ გიორგაძე – შპს „საქართველოს რკინიგზის“ კომერციული დირექტორი

ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

სერგო მესხი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

ზაზა სეთურიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის აღმოსავლეთის საქმეთა სამმართველოს მრჩეველი, კომისიის მდივანი

ფრიდონ სურმანიძე – შპს ,,ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორი

გიორგი ჩხეიძე – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოს საელჩოში უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება  №244-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1703

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის დადგენილება  №200-სსმ III, №132, 21.09.2007წ; მუხ.1431

2. სამთავრობო კომისიამ მომზადებული დასკვნები წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას.

3. სამთავრობო კომისია დასკვნას იღებს თავის სხდომაზე.

4. დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სამთავრობო კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება  №244-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1703

2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის დადგენილება  №200-სსმ III, №132, 21.09.2007წ; მუხ.1431

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“, №64, 01.04.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.198 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11464-2/