"დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.12.2010 ბოლო ცვლილება 13.09.2012
ნომერი
№1-1/1980
სარეგისტრაციო კოდი
390050000.22.024.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 168, 24/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1980

+

2010 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

+

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 20 ივნისი ს ბრძანება №1-1/986 - ვებგვერდი, 22.06.2011 წ.

დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულება

+

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

+

1. დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულება შემუშავებულია „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და არეგულირებს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებულ ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების (შემდგომში – ტყის მიწის ნაკვეთი) საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესსა და პირობებს.

2. ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზებას საჯარო აუქციონის ფორმით ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო), სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ტერიტორიული ორგანო ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო.

3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის), დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის შესაბამისად რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოს მოქალაქეთა (პირთა) ჯგუფს.

4. ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზების პირობაა:

ა) ტყის მიწის ნაკვეთის დანიშნულებით გამოყენება;

ბ) ტყის მიწის ნაკვეთში არსებული, საქართველოს „ წითელ ნუსხაში“ შეტანილი ერთეული ნიმუშების დაცვა;

გ) სხვა პირთა მიერ ტყის მიწის ნაკვეთში არსებული ტყის ნობათით (კენკროვან და სხვა მცენარეთა ნაყოფი), არამერქნული რესურსითა და საერთო წყალთსარგებლობის ობიექტებით (მდინარე, ხევი, ნაკადული, რუ და სხვა) სარგებლობის, ასევე ნადირობის არშეზღუდვა.

5. შემძენის მიერ ტყის მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში უპირატესი შესყიდვის უფლება ენიჭება ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის), დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის შესაბამისად რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს.

    მუხლი 2. საჯარო აუქციონის ორგანიზება

+

  1.ტყის მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ვალდებულებებია:

 ა) საპრივატიზებო გეგმის დამტკიცება. საპრივატიზებო გეგმა შეიძლება დამტკიცდეს საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ლოტებად დაჯგუფების პრინციპით;

ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში ტყის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო განცხადების წარდგენა ;

გ) საჯარო აუქციონის ორგანიზება და ჩატარება,  აუქციონში გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტრურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ საპრივატიზებო საფასურის გადახდის დად ა სტურება. 

2. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო საჯარო აუქციონის ფორმით ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესახებ მის მიერ განსაზ ღ ვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 5  კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი , აქვეყნებს ინფორმაციას ტყის მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ. საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პრესაში და განთავსდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში.

3. ხელმეორედ გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ტყის მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ქვეყნდება პრივატიზების დათქმულ თარიღამდე 10 კალენდარული დღით ადრე.

4. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გადაავადოს საჯარო აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას და მისამართს;

ბ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების დროს და ადგილს;

გ) ტყის მიწის ნაკვეთის, მისი ადგილმდებარეობის და ფართობის შესახებ;

დ) ტყის მიწის ნაკვეთის საწყის საპრივატიზებო  საფასურს;

ე) ბეს თანხის ოდენობას და შესაბამისი ანგარიშის ნომერს.

6. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს უფლება აქვს მიიღოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია ტყის მიწის ნაკვეთის შესახებ.

7. ტყის მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 20 ივნისი ს ბრძანება №1-1/986 - ვებგვერდი, 22.06.2011 წ.

    მუხლი 3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები

+

1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველ პირზე, სახელმწიფო ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, საჯარო აუქციონზე გამოტანილი ტყის მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საწყის საფასურს;

ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიას/ბეს გადახდის დამადასტუ რ ებელ დოკუმენტს (საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას განსა ზღ ვრავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დამატებით დოკუმენტაციას.

2. პირმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი პირზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში”, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით პირი ღებულობს საჯარო აუქციონში მონაწილის სტატუსს.

4. პირს, უფლება აქვს, ბეს დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.

5. განაცხადის წარმდგენ პირს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა) განაცხადის წარმო მ დგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შემძენად;

ბ) დარღვეულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 20 ივნისი ს ბრძანება №1-1/986 - ვებგვერდი, 22.06.2011 წ.

        მუხლი 4. საჯარო აუქციონის მომწყობი კომისია

+

1. ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები ქმნიან საჯარო აუქციონის მომწყობ კომისიას (შემდგომში _ კომისია), რომელიც დამოუკიდებელია მისი უფლებამოსილების განხორციელებისას.

2. კომისია შედგება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს წარმომადგენლებისაგან.

3. კომისია შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან. კომისიის თავმჯდომარეს და სხვა წევრებს, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით, ნიშნავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი.

4. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიის ერთ-ერთი წევრი.

5. კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 20 ივნისი ს ბრძანება №1-1/986 - ვებგვერდი, 22.06.2011 წ.

    მუხლი 5. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი

+

1. საჯარო აუქციონში მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.

3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.

4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, მის საწყის საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული სახელმწიფო ქონებისათვის განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტი).

5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.

6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საფასურზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს საჯარო აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ საფასურს. საფასურის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი საფასური შესთავაზა, ითვლება გამარჯვებულად.

6​1. აუქციონში გამარჯვებულზე პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ გაიცემა გამარჯვების დადასტურება.

7. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები არ გამოცხადდებიან აუქციონზე, ან მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო თუ მონაწილის(ების) გამოუცხადებლობის მიუხედავად, აუქციონი შედგება, მაშინ იმ მონაწილეებს, რომლებიც არ გამოცხადდნენ აუქციონზე, უბრუნდებათ საბანკო გარანტია/ბე.

8. იმ შემთხვევაში, თუ პრივატიზების განმახორციელებელმა ორგანომ გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის ფორმით ტყის მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბეს თანხა უკან უბრუნდება.

9. საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება, გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:

ა) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

10. კომისია საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 20 ივნისი ს ბრძანება №1-1/986 - ვებგვერდი, 22.06.2011 წ.

    მუხლი 6. გარიგებათა გაფორმების წესი

+

1. საჯარო აუქციონზე ტყის მიწის ნაკვეთის ყოველი 1 ჰექტარის საწყისი საფასურია 200 ლარი.

2. საჯარო აუქციონში გამარჯვებულთან აუქციონის ჩატარებიდან 1 თვეში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.

3. საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად მყიდველი ვალდებულია დაარეგისტრიროს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდე ბ ულება.

 4. საჯარო აუქციონში გამარჯვებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის მიწის ნაკვეთის საფასურს და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო  5 დღის ვადაში გასცემს ვალდებულების შესრულების წერილობით დადასტურებას, რომელიც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების საფუძველია.

 5. საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბეს თანხა ეთვლება ანგარიშსწორებისას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 20 ივნისი ს ბრძანება №1-1/986 - ვებგვერდი, 22.06.2011 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება "დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე", №1-1/1980, 15.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 390050000.22.024.016024 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1146975-1/