1. (ამოღებულია).
2. (ამოღებულია).
21. გამომგონებელს უფლება აქვს, მითითებულ იქნეს გამომგონებლად განაცხადსა და პატენტში.
3. გამომგონებლის მოთხოვნის შემთხვევაში საქპატენტი ვალდებულია არ გამოაქვეყნოს მისი სახელი.
4. თუ გამოგონება შექმნა რამდენიმე პირმა, თითოეული მათგანი მიიჩნევა თანაგამომგონებლად.
5. თანაგამომგონებელთა ურთიერთობა განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში თანაგამომგონებლები სარგებლობენ საერთო თანაბარი უფლებებით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.05.2023 კანონი №2883
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-1340-1358-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2011
…სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შპს “ჯ.მ-მა” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა ამ ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია “საპატენტო კანონის” მე-18 მუხლის მეხუთე პუნქტი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-87-ე მუხლები და არ გაითვალისწინა, რომ სადავო პატენტის მფლობელია არა მარტო მოსარჩელე, არამედ სხვა თანაგამომგონებლებიც.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საპატენტო კანონი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება