1. გამოგონებად არ მიიჩნევა:
ა) აღმოჩენა, სამეცნიერო თეორია, მათემატიკური მეთოდი;
ბ) მხატვრული ქმნილება;
გ) ალგორითმი, კომპიუტერული პროგრამა;
დ) აღზრდის, სწავლების მეთოდი და სისტემა, ენის გრამატიკული სისტემა, გონებრივი ოპერაციების შესრულების მეთოდი, თამაშობის, გათამაშების წესები;
ე) საქმიანობისა და ორგანიზების მართვის მეთოდი;
ვ) შენობა-ნაგებობის, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროექტები;
ზ) ინფორმაციის წარდგენა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ობიექტები არ მიიჩნევა პატენტუნარიანად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ობიექტები უშუალოდ არის განაცხადის საგანი.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3235
–
ვებგვერდი, 13.08.2018წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.07.2018 კანონი №3235
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-1321-1447-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2005
პატენტუნარიან ობიექტთა ნუსხა დადგენილია „საპატენტო კანონით», კერძოდ, მე-16 მუხლში ამომწურავადაა ჩამოთვლილი თუ რა არ მიიჩნევა გამოგონებად ან სასარგებლო მოდელად. მითითებული ნორმის „დ» ქვეპუნქტი გამორიცხავს პატენტუნარიანი ობიექტიდან აღზრდის, სწავლების მეთოდებისა და სისტემის, ენის გრამატიკული სისტემის, აგრეთვე, გონებრივი ოპერაციების შესრულების მეთოდებსა და თამაშობების, გათამაშების წესებს.
- საქმე №330310118002699719 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
განაცხადში აღწერილი დაცვის ობიექტის დადგენისას არსობრივად მოწმდება გამოგონების ფორმულა, აღწერილობა და გამოგონების ერთიანობა, ასევე დარღვეულია თუ არა ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლების მოთხოვნები. ტექნიკის დონის განსაზღვრისას საქპატენტი ატარებს კვლევას და სიახლის ექსპერტიზას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საპატენტო კანონი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება