1. საქპატენტის ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საქპატენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. საქპატენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. საქპატენტის თავმჯდომარე თანამდებობაზე ინიშნება 4 წლის ვადით.
4. საქპატენტზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი.
5. საქპატენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
6. საქპატენტი უფლებამოსილია საკუთარი მიზნების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირები.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1257 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3968 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4167 – ვებგვერდი, 29.05.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.05.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 15.05.2024 კანონი №4167
- 15.12.2023 კანონი №3968
- 20.09.2013 კანონი №1257
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №3გ/ად-47-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.08.2001
კასატორი, «საქართველოს საპატენტო კანონის» მე-8, მე-11, 42-ე მუხლების, «სასაქონლო ნიშნების შესახებ» კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 28.06.98წ.
- საქმე №3გ/ად-55-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2001
…2000 წლის 26 ივნისის ¹ 272 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების» მე-9 თავის, პრეზიდენტის 2000 წლის 23 დეკემბრის განკარგულებისა და «საქართველოს საპატენტო კანონის» მე-8, მე-10 მუხლების შესაბამისად, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – «საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ინტელექტუალური…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საპატენტო კანონი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება