1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა ან სახელმწიფო მინისტრი (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანო), რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. სახელმწიფო კონტროლად არ მიიჩნევა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობა.
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81
საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №542-სსმI, №34, 04.12.2008წ.,მუ.221
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3973-სსმI,№73,23.12.2010წ., მუხ.443
საქართველოს 2013 წლის
სექტემბრის
კანონი
№1016 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის
კანონი №550 – ვებგვერდი, 14.05.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.05.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 13.05.2025 კანონი №550
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(19)
- საქმე №ბს-1099(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
…ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად კი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
- საქმე №ბს-433(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
…მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებაში. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
- საქმე №ბს-883(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
სააგენტო, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
- საქმე №ას-1281-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2022
…საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პრიმა პუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტრის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის „ი“ პუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობა, რომელშიც მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო, რეგულირდება ადმინისტრაციული კანონმდებლობით.
- საქმე №ბს-107(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2020
ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით და ადვოკატთა ასოციაციაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება და მე-11 მუხლი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის - საჯარო-სამართლებრივი მიზნის კონტექსტში ტერმინის - „საჯარო საქმიანობის“ განმარტება.
- საქმე №ას-1030-988-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.01.2015
- საქმე №ბს-150-149(გ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2012
- საქმე №ბს-651-623(გ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2008
- საქმე №ბს-309-301(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2008
- საქმე №ბს-831-793(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2007
- საქმე №ბს-353-334(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2007
- საქმე №ბს-582-554(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2007
- საქმე №ბს-441-419(გ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.07.2007
- საქმე №ბს-436-414(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2007
- საქმე №ბს-197-186(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2007
- საქმე №ბს-132-123(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2007
- საქმე №ბს-411-390(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2007
- საქმე №3გ-ად-240-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2002
- საქმე №330310017001939556 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება