1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით) და ამ პირის წესდებით (დებულებით).
2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მართავს ხელმძღვანელი, რომელიც შესაბამისი კანონის, საქართველოს მთავრობის დადგენილების (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტის), წესდების (დებულების) და წევრთა გადაწყვეტილებების (თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული) ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
4. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, ხოლო წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს − წევრთა საერთო კრება.
. ამ
კანონის
მე
-5
მუხლის
მე
-2
პუნქტის
„დ“
ქვეპუნქტის
შესაბამისად
შექმნილი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
ხელმძღვანელს
თანამდებობაზე
ნიშნავს
და
თანამდებობიდან
ათავისუფლებს
შესაბამისი
ავტონომიური
რესპუბლიკის
უმაღლესი
აღმასრულებელი
ორგანო.
5. ხელმძღვანელს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
6. კანონით, ადმინისტრაციული აქტით ან წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის მიზნით, შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო ორგანო, რომლის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ შესაბამისი სახელმწიფო მმართველობის ორგანოს თანამდებობის პირები, აგრეთვე, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული, წევრთა კრების მიერ არჩეული წევრები და შრომითი კოლექტივის წარმომადგენლები.
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81
საქართველოს 2013 წლის
სექტემბრის
კანონი
№1016 – ვებგვერდი, 23.09.2013
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(35)
- საქმე №ბს-1172(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2026
…დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 27 მარტის №1/111/19 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს პარლამენტის...ის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-10 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2025 წლის 10 მარტიდან სსიპ საქართველოს პარლამენტის...ის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დაევალა სსიპ…
- საქმე №ბს-172(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2026
…დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 27 მარტის №1/111/19 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს პარლამენტის...ის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-10 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2025 წლის 10 მარტიდან სსიპ საქართველოს პარლამენტის...ის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დაევალა სსიპ…
- საქმე №ას-568-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2025
…„საჯარო სკოლის წესდების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს: ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე... „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
- საქმე №ას-1306-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
…გამოყენება ხდებოდა ხელშეკრულებით ღირებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გარეშე და თავის მხრივ, არც სკოლას მიუღია ზომები ქონებით სარგებლობის საფასურის დადგენილი წესით და პირობებით მისაღებად. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე- 10 მუხლის პირველი პუნქტით, ზემოაღნიშნულზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლის დირექტორს.
- საქმე №ბს-1163(2კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.11.2022
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის 21.1 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად.
- საქმე №ას-1281-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2022
- საქმე №ბს-1207(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.11.2021
- საქმე №ას-30-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2020
- საქმე №ას-1581-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2020
- საქმე №ას-887-854-2016(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
- საქმე №ბს-1350(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.01.2019
- საქმე №ბს-815(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.09.2018
- საქმე №ბს-221-221(გ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.08.2018
- საქმე №ბს-350-346(გ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2014
- საქმე №ას-1038-973-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2012
- საქმე №ბს-150-149(გ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2012
- საქმე №ბს-956-930(გ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.09.2010
- საქმე №ას-368-687-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2009
- საქმე №ბს-1448-1406(კს-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2009
- საქმე №ბს-651-623(გ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2008
- საქმე №ბს-309-301(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2008
- საქმე №ბს-353-334(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2007
- საქმე №ბს-582-554(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2007
- საქმე №ბს-436-414(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2007
- საქმე №ბს-197-186(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2007
- საქმე №ბს-132-123(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2007
- საქმე №ბს-288-273(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.06.2007
- საქმე №110210015001097099 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 08.02.2019
- საქმე №010210019002265687 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.07.2019
- საქმე №210210017001802765 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2019
- საქმე №080310018002286239 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.04.2019
- საქმე №080310018002283565 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.04.2019
- საქმე №020211418700071635 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.03.2019
- საქმე №010210018002265687 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 01.03.2019
- საქმე №200210117002123592 · თელავის რაიონული სასამართლო · 30.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება