1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) უნდა შეიცავდეს ამ პირის:
ა) სახელწოდებას მითითებით "საჯარო სამართლის იურიდიული პირი";
ბ) მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს;
გ) მართვის ორგანოების შექმნის წესსა და კომპეტენციას;
დ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის (არჩევის) წესსა და კომპეტენციას;
ე) სახელმწიფო კონტროლის ფორმასა და ფარგლებს;
ვ) საფინანსო საქმიანობის საფუძვლებს, შესატანების, საწევროებისა და სხვა მოქმედებების მოთხოვნის უფლებების ჩათვლით;
ზ) ლიკვიდაციის წესსა და პირობებს;
თ) წესდებაში (დებულებაში) ცვლილებების შეტანის წესს.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) მტკიცდება კანონით დადგენილი წესი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-836-794-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2014
…„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტები, 2011 წლის 16 თებერვლის №85 მთავრობის დადგენილების მე-2 მუხლის „დ“, „ვ“, „თ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტები, მე-5 მუხლის მეოთხე პუნქტი, მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, რომლებიც უნდა გამოყენებინა და…
- საქმე №ბს-209-204(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2008
დასახელებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,,ე” ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის,,ე” ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის,,გ” და,,კ” ქვეპუნქტების მიხედვით, მოცემულ სარჩელზე მოპასუხე ტერიტორიული ორგანო იყო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აფხაზეთის ა/რ ფილიალი, რადგან აწ გარდაცვლილი, ყოფილი მოსამართლე დ.
- საქმე №330310019003127192 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.11.2019
…რომლიც მიღებულ (დამტკიცებულ) იქნა “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება