საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №13 |
|
2021 წლის 5 მარტი ქ. თბილისი |
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 25 ოქტომბრის №17 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 02/11/2017 წ., 040030000.32.061.016223).
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტო“ (შემდგომში – „სააგენტო“) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს (შემდგომში – „სამინისტრო“) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, დამატებით გააჩნია საკუთარი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
4. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს მცირე გერბისა და საკუთარი სახელწოდების გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16 (მე-7 სართული).
1. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) მომსახურების მიზნით სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციებია:
ა) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) დევნილთათვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა და მათი კონსულტირება;
გ) დევნილთა განსახლების ადგილებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა და შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა;
დ) დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით პროგრამების, მათ შორის ინფრასტრუქტურული სახის პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ე) სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთის მიღება და დევნილთა მიზნობრივი ჯგუფებისათვის განაწილება;
ვ) უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება;
ზ) სააგენტოს უფლებამოსილებებისა და ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება.
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით.
2. დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სააგენტოს და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
გ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს თანამშრომლების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს;
ე) პასუხისმგებელია საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად, კანონიერად და სწორად ხარჯვაზე;
ვ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ზ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებსა და სამუშაო გეგმას;
თ) სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს შესრულებული საქმიანობის შესახებ.
3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. სააგენტოს დირექტორის მოადგილის ფუნქციები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
5. სააგენტოს დირექტორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) პროგრამების მართვის სამსახური.
2. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციული, ადმინისტრაციული და საინფორმაციო უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
გ) სააგენტოს დირექტორის დავალებებისა და ბრძანებების შესრულება და მათი შესრულების მონიტორინგი;
დ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება;
ე) სააგენტოს ხელმძღვანელობის, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და სააგენტოს ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ვ) სააგენტოს მოსამსახურეთა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, წახალისების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და წახალისების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსის გამართვის ორგანიზება;
თ) სააგენტოს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის, კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება;
ი) სააგენტოს კომპიუტერული სისტემების, ლოკალური კომპიუტერული, საკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება და მონიტორინგი, ბალანსზე რიცხული კომპიუტერული და ორგტექნიკის დიაგნოსტიკა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
კ) სააგენტოს უძრავი და მოძრავი ქონების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება, განაწილება და კონტროლი;
ლ) საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, ფინანსური სახსრების მართვა;
მ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული აქტების, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) კანონმდებლობით და სააგენტოს დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
3. პროგრამების მართვის სამსახურის ფუნქციებია:
ა) უფლებამოსილებების ფარგლებში მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მიმდინარე პროგრამების მართვა და კოორდინაცია;
ბ) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა და შედეგების კვლევა;
გ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სფეროში არსებული ვითარების ანალიზი, პრობლემური საკითხების იდენტიფიკაცია და კომპეტენციის ფარგლებში მათი მოგვარების გზების შესახებ წინადადებების შემუშავება;
დ) ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარება სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სააგენტოს მმართველობის სფეროსთან;
ე) დევნილთა სოციალური და სამართლებრივი საკითხების ინფორმირების მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმოება;
ვ) სააგენტოს დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, მიზანშეწონილობას და ეფექტურობას. უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სააგენტო ვალდებულია მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.
3. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.
5. სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში ან/და სასამართლოში.
6. სააგენტოს უფლება აქვს, მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. სააგენტოს ქონება შედგება:
ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონის შესაბამისად გადაცემული ქონებისაგან;
ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სამსახურის დამოუკიდებელ ბალანსზე.
3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით და სხვა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება საგენტოს უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებას, სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
1. სააგენტოს ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
1
+
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 01.08.2024 წ.
+
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლის „ი“ პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18, მე-20 და 22-ე მუხლების შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 25 ოქტომბრის №17 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 02/11/2017 წ., 040030000.32.061.016223).
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 01.08.2024 წ.
+
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე
+
საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 5 მაისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 10.05.2022 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 01.08.2024 წ.
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო“ (შემდგომში – „სააგენტო“) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს (შემდგომში – „სამინისტრო“) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
1. სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს მიერ შემუშავებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელება;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრთა (შემდგომში – აფხაზეთის მოსახლეობა) მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობა;
გ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების ხელშეწყობა;
დ) კანონმდებლობის შესაბამისად, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა განსახლების ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა განხორციელება;
ე) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობისთვის ცნობის გაცემა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობის უფასო სამართლებრივი კონსულტირება მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა და უკვე არსებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა;
თ) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობა;
ი) სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთის მიღება და დევნილთა მიზნობრივი ჯგუფებისათვის განაწილება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება;
ლ) სააგენტოს უფლებამოსილებებისა და ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება.
2)(ამოღებულია - 11.12.2024, №33).
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 13.12.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 12 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 13.02.2025 წ.
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით.
2. სააგენტოს დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სააგენტოს და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
გ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს თანამშრომლების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს;
ე) წარუდგენს მინისტრს გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით შერჩეულ თავისი მოადგილეების კანდიდატურებს;
ვ) წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს და სხვა სამართლებრივ აქტებს;
ზ) პასუხისმგებელია საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად, კანონიერად და სწორად ხარჯვაზე;
თ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებსა და სამუშაო გეგმას;
კ) სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს შესრულებული საქმიანობის შესახებ.
3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთა ფუნქციები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
4. სააგენტოს დირექტორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 13.12.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 12 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 13.02.2025 წ.
მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა🔗
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა.ა) ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოებისა და სამმართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ა.ბ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო;
ა.გ) შესყიდვების სამმართველო.
ბ) სერვისების ხელშეწყობის დეპარტამენტი.
გ) პროგრამების დეპარტამენტი:
გ.ა)(ამოღებულია - 11.12.2024, №33).
გ.ბ) ინფრასტრუქტურული პროგრამების სამმართველო;
გ.გ) სამართლებრივი დახმარების სამმართველო.
2)(ამოღებულია - 11.12.2024, №33).
3) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს ამტკიცებს მინისტრი სააგენტოს დირექტორის წარდგინებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 13.12.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 12 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 13.02.2025 წ.
მუხლი 5. ადმინისტრაციული დეპარტამენტი🔗
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი, საფინანსო, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების პროცესის, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს ურთიერთობის კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
გ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ე) სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ვ) სააგენტოს არქივის წარმოება;
ზ) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;
თ) სააგენტოს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა/ზედამხედველობა;
ი) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
კ) სააგენტოს სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ლ) სააგენტოს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროსთვის მიწოდება;
მ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით სააგენტოს დირექტორის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
ნ) სააგენტოს საკომუნიკაციო არხების – ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა;
ო) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღების უზრუნველყოფა;
პ) სააგენტოს ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ჟ) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;
რ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ს) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად;
ტ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
უ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სააგენტოს თანამშრომლებისთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა;
ფ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 13.12.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 12 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 13.02.2025 წ.
მუხლი 6. სერვისების ხელშეწყობის დეპარტამენტი🔗
სერვისების ხელშეწყობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა)(ამოღებულია - 11.12.2024, №33).
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა განსახლების ადგილებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა და უკვე არსებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება;
ე) სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის წარმოების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ვ) კანონმდებლობით და სააგენტოს დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 13.12.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 12 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 13.02.2025 წ.
მუხლი 7. პროგრამების დეპარტამენტი🔗
პროგრამების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს მიერ შემუშავებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელება;
ბ) სააგენტოს პროგრამების მიმართულებით შემოსული კორესპონდენციის შესწავლა, პირველადი ანალიზის განხორციელება;
გ) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი კონსულტირება მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ე) დევნილთა განსახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;
ვ) საჭიროებისამებრ, სააგენტოში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, პრიორიტეტული პროექტებისათვის დონორებისა და ფინანსური სახსრების მოძიება;
ზ) სააგენტოს მიერ პროგრამების უზრუნველყოფის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშების მომზადება;
თ) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობა;
ი) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
კ) სააგენტოსთვის გადმოცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიღებისა და დევნილთა მიზნობრივი ჯგუფებისათვის განაწილების დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა და შესრულების მონიტორინგი;
ლ) კანონმდებლობით და სააგენტოს დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 8. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი🔗
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, მიზანშეწონილობას და ეფექტურობას. უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
გ) თავდებობა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია სამინისტროს თანხმობა.
5. სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში ან/და სასამართლოში.
6. სააგენტოს უფლება აქვს, მისთვის გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყარო🔗
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.
დ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებას, სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 10. ბუღალტრული ანგარიშგება🔗
მუხლი 11. სააგენტოს ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია🔗
მუხლი 12. გარდამავალი დებულებანი🔗
დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 05.03.2021. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.32.061.016336.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 7 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.06.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“, №13, 05.03.2021, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016336 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5116661/