1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფოს (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის) მიერ გადაეცემა ქონება ან დაფუძნების აქტით განისაზღვრება მისი ქონების ფორმირების წესი.
2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონება გადაეცემა
„სახელმწიფო ქონების შესახებ
“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
21. საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების გადაცემის წესი განისაზღვრება შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.
3. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონება იქმნება შესატანების ან საწევროების ხარჯზე, დაფუძნების აქტში უნდა განისაზღვროს მათი ოდენობა და შეტანის წესი.
საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2033-სსმI, №8, 14.04. 2003წ., მუხ.42
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6381 - ვებგვერდი, 15.06.2012წ.
თავი III
ორგანიზაცია, საქმიანო
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.06.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.06.2012 კანონი №6381
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №3გ-ად-240-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2002
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოების დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის კანონიერი გადაწყვეტისათვის, რადგან თუ დადგინდება, რომ მოსარჩელე საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მაშინ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, კერძოდ, ამ კანონის მე-4, მე-7, მე-11, მე-12, მე-18 მუხლები. საყურადღებოა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს და ამასთან, უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა საჯარო სამართლის იურიდიული პირს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებული ორგანოს თანხმობით შეუძლია.
- საქმე №080310018002286239 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.04.2019
…უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს; ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად საჯარო მოსამსახურე უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
- საქმე №080310018002283565 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.04.2019
…უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს; ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად საჯარო მოსამსახურე უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
- საქმე №180310218002323651 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.12.2018
კეროდ, მე-7 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება