1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საწევროები და შენატანები;
ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გასაწევი ანაზღაურებადი მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები, გარდა კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც გასაწევი მომსახურების საფასური თავისი არსით ფიქსირებული არ უნდა იყოს და იგი საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და დაინტერესებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით) და წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემის განვითარებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
.
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს უფლება აქვთ,სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით,ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები გადასცენ
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მისი
მიზნების განსახორციელებლად
და ფუნქციების შესასრულებლად.
22. საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია, ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე განთავსებული თავისუფალი ნაშთის ნაწილი მიიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლიური დასაბეგრი მოგება აღემატება 1 მილიონ ლარს.
3. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ეს გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამის ბიუჯეტში.
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81
საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1350-სსმI, №16, 07.07.2009წ., მუხ.82
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4320-ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის
დეკემბრის კანონი №1
- ვებგვერდი,.12.2012წ.
საქართველოს 2013 წლის
სექტემბრის
კანონი
№1016 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4617 – ვებგვერდი, 05.06.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.05.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.05.2019 კანონი №4617
- 09.03.2011 კანონი №4320
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ას-142-134-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.04.2018
მიმდინარე წელს, ცენტრმა,,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-21 პუნქტის შესაბამისად, სსიპ,,აღსრულების ეროვნული ბიუროსგან’’ მიიღო 318 000 ლარი, რომელიც სრულად დახარჯა შესაბამისი მიზნობრიობით (ოფისის რემონტი, ავეჯის შესყიდვა).
- საქმე №ბს-1088-1040(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2008
…გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მიღებული შემოსავლები, რაც ხმარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
- საქმე №ბს-730-696(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2007
…გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად მიღებული შემოსავლები, რაც ხმარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, «საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია".
- საქმე №ბს-971-925(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2007
მოქმედ ნორმებში (,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის,,დ" ქვეპუნქტი, სკოლის წესდების მე-2 თავის მე-8 მუხლის,,ვ" ქვეპუნქტი და მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის,,დ" ქვეპუნქტი) საუბარია მხოლოდ სამინისტროს მხრიდან საშტატო განრიგის შეთანმებაზე და არსად არ არის მთითებული, რომ საშტატო განრიგი უნდა განესაზღვრა სამინისტროს.
- საქმე №330210015001174650 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 18.04.2018
მიმდინარე წელს, ცენტრმა,,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-21 პუნქტის შესაბამისად, სსიპ,,აღსრულების ეროვნული ბიუროსგან’’ მიიღო 318 000 ლარი, რომელიც სრულად დახარჯა შესაბამისი მიზნობრიობით (ოფისის რემონტი, ავეჯის შესყიდვა).
- საქმე №330310008022549 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება