1. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
. ავტონომიური
რესპუბლიკის
ქონების
საფუძველზე
შექმნილი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
ლიკვიდაციის
შედეგად
დარჩენილი
ქონება
გადადის
შესაბამისი
ავტონომიური
რესპუბლიკის
საკუთრებაში
.
2. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განკარგვა ხორციელდება დამფუძნებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81
თავი VI
გარდამავალი და დასკვნითი დებულება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-565-534(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2007
…კვლევის ცენტრი დაფუძნებული იყო აჭარის ა/რ მთავრობის არა 02.09.04წ. ¹24, არამედ 05.07.05წ. ¹67 დადგენილებით, რომელიც აჭარის ა/რ მთავრობის ნორმატიული აქტით არ გაუქმებულა. “აჭარის ა.რ. ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ა.რ. კანონის მე-18 მუხლის,,ა" ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტის დასკვნითი დებულებანი უნდა შეიცავდეს იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომლებიც ძალას კარგავენ მოცემული ნორმატიული აქტის ამოქმედების მომენტიდან.
- საქმე №3გ-ად-240-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2002
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოების დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის კანონიერი გადაწყვეტისათვის, რადგან თუ დადგინდება, რომ მოსარჩელე საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მაშინ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს საქართველოს კანონი “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, კერძოდ, ამ კანონის მე-4, მე-7, მე-11, მე-12, მე-18 მუხლები. საყურადღებოა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს და ამასთან, უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა საჯარო სამართლის იურიდიული პირს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებული ორგანოს თანხმობით შეუძლია.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება