1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მისი რეგულირების სფეროში შემავალ ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, მათი შექმნის დროის მიუხედავად.
2. ამ კანონისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონის ნორმებს შორის კოლიზიის შემთხვევაში გამოიყენება სპეციალური კანონის ნორმები.
1.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება ამ კანონით გათვალისწინებული ნორმები, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ან სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების გასხვისება ან სხვაგვარად დატვირთვა შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო ქონების გასხვისების ან სხვაგვარად დატვირთვის შესახებ საქართვლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №542-სსმI, №34, 04.12.2008წ.,მუხ.221
საქართველოს 2014
წლის
თებერვლის კანონი №1974 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6959 - ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6959
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-565-534(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2007
კანონის მე-18 მუხლის,,ა" ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტის დასკვნითი დებულებანი უნდა შეიცავდეს იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომლებიც ძალას კარგავენ მოცემული ნორმატიული აქტის ამოქმედების მომენტიდან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება