1. სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ.
2. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.
3. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
4. სამოქალაქო კოდექსის 165-168-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის ვადა აითვლება 1993 წლის 23 ივლისიდან
–
საკუთრების უფლების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებიდა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(640)
- საქმე №ას-262-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2026
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვით: „საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის დებულება, რომლითაც კანონმდებელი ძველი სამოქალაქო კოდექსის მოქმედების ფარგლებში წარმოშობილი ურთიერთობების ახალი კოდექსით რეგულირების შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მოდავე სუბიექტებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ.
- საქმე №ბს-114(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
…ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს. იმავე კოდექსის 1507.4 მუხლის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის 165-ე-168-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის ვადა აითვლება 1993 წლის 23 ივლისიდან - საკუთრების უფლების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებიდან.
- საქმე №ას-217-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2025
შესაბამისად, სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული საკითხები სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი, საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964 წლის რედაქცია) უნდა მოწესრიგდეს [ სსკ-ის 1507-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილების თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ.
- საქმე №ას-16-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2025
…ძალადაკარგული ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ, ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს ( სსკ-ის 1507-ე მუხლი). 26. კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობს ურთიერთობა, რომელიც წარმოიშვა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის (საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის) საფუძველზე და მოპასუხეებს სადავო ფართით სარგებლობის უფლება მოპოვებული აქვთ სწორედ საბინაო წიგნში ჩაწერის საფუძველზე.
- საქმე №ას-1259-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2025
…59 აქცია. 4.19. მოსარჩელეების, როგორც მემკვიდრეების, სამკვიდრო წილი არ შეიცავს მოთხოვნის უფლებას, შპს საპაიო კომერციული ბანკი ა.ქ.ბ–ის’’ საწესდებო კაპიტალის 18%-ის პროპორციულ აქციათა რაოდენობაზე სს,,ვ.ბ.ჯ–იაში“. 5. სსკ-ის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ.
- საქმე №ას-880-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2024
- საქმე №ას-1118-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
- საქმე №ბს-825(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2024
- საქმე №ას-1161-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2024
- საქმე №ას-1305-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
- საქმე №ას-876-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2023
- საქმე №ბს-420(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
- საქმე №ბს-520(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №ას-1177-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2023
- საქმე №ას-257-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2023
- საქმე №ას-167-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2023
- საქმე №ბს-784(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
- საქმე №ას-838-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2022
- საქმე №ბს-1245(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.10.2022
- საქმე №ას-1235-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
- საქმე №ას-373-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2022
- საქმე №ას-1267-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2022
- საქმე №ბს-953(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2022
- საქმე №ბს-1030(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2022
- საქმე №ას-1674-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2022
- საქმე №ას-1317-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2022
- საქმე №ბს-1165(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.02.2022
- საქმე №ას-1760-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2022
- საქმე №ბს-583(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2022
- საქმე №ას-976-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2021
- საქმე №ბს-512(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
- საქმე №ას-969-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2021
- საქმე №ას-728-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2021
- საქმე №ას-1382-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2021
- საქმე №ას-1404-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2021
- საქმე №ას-743-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2021
- საქმე №ას-1451-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2021
- საქმე №ას-1651-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2020
- საქმე №ას-7-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2020
- საქმე №ას-1164-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 640-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება