1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსს.
2. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის ან ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ჩაითვლება ძალადაკარგულად, თუ ისინი განსხვავებულად აწესრიგებენ სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ბს-929(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2025
კასატორის განმარტებით, 1964 წლიდან მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი ძალადაკარგულად გამოცხადდა 1997 წლის 26 ივნისს მიღებული და იმავე წლის 25 ნოემბრიდან ამოქმედებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, კერძოდ, მისი 1505-ე მუხლით, ხოლო იმავე კოდექსის 1506-ე მუხლით დამატებითი და სპეციალური დათქმით ასევე ძალადაკარგულად ჩაითვალა ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს…
- საქმე №ას-373-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2022
ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 1506-ე, 1507.4, 170-ე, 167-ე მუხლები, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლი. 15. პრივატიზაციის შედეგად მოსარჩელეებს სადავო უძრავ ქონებაზე უფლება…
- საქმე №ას-1137-1093-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2017
1997 წელს მიღებული, ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1505-ე და 1506-ე მუხლებისა და 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების…
- საქმე №ას-874-824-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2015
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დამატებით განმარტა, რომ „საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე და 1506-ე მუხლების შესაბამისად, 1965 წლის 1 ივლისიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება 1964 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის მოქმედება.
- საქმე №ას-1017-960-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2015
1997 წლის სამოქალაქო კოდექსის 1506-ე მუხლის შესაბამისად, მისი ამოქმედების შემდეგ ძალადაკარგულად ჩაითვალა ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც არ შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსს.
- საქმე №ას-796-850-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2011
- საქმე №ას-747-700-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2010
- საქმე №ბს-866-833(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2009
- საქმე №ბს-135-126(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2007
- საქმე №ბს-39-38(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.07.2007
- საქმე №ბს-1008-594(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2006
- საქმე №3გ/ად-153-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.11.2001
- საქმე №3გ/ად-33-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2001
- საქმე №330210013351713 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.07.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება