1. საქპატენტი ატარებს განაცხადის საპატენტო ექსპერტიზას, რომლის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ.
2. საპატენტო ექსპერტიზა მოიცავს განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებას, ფორმალური მოთ-ხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებას.
3. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883).
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.05.2023 კანონი №2883
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-441(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2023
მოპასუხე უფლებამოსილი იყო მოსარჩელის მიერ გარდაქმნილი განაცხადის განხილვისას სასარგებლო მოდელის კრიტერიუმი - საგამომგონებლო დონე,,საქართველოს საპატენტო კანონი’ ’-ს 32-ე, 34-ე, 35-ე მუხლების, ასევე, 2011 წლის 14 დეკემებრის №04 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 331-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, შეემოწმებინა გამოგონებისთვის…
- საქმე №3კ/1237-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2003
“საქართველოს საპატენტო კანონის” 78-ე მუხლის და “სსრკ-ში გამოგონების შესახებ” კანონის 32-ე მუხლის “I” პუნქტის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა მისი გამოგონების თითოეული გამოყენების შედეგად მიღებული მოგების 15% ან დამზადებული ჩაის თვითღირებულების არანაკლებ 2%-ის (21.000 აშშ დოლარის) სულ _ 64300 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის საავტორო ჯილდოს სახით.
- საქმე №3გ/ად-55-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2001
…ავტორის, სამუშაოს მიმცემის ან მათი უფლებამონაცვლის მიერ გამოგონებაზე სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე განაცხადის წარდგენა ხდება «ს.» რომელიც საპატენტო ექსპერტიზას ატარებს, აქვეყნებს მონაცემებს ოფიციალურ ბიულეტენში ( 32-ე, 37-ე მუხლები), ახორციელებს გამოგონების, სასარგებლო მოდელის რეგისტრაციას სამრეწველო საკუთრების რეესტრში და გასცემს პატენტს, რომლის ფორმასა და რეესტრში შესატან…
- საქმე №180310019003116656 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 27.12.2019
სასამართლო განმარტავს, რომ საქპატენტი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე (,,საქართველოს საპატენტო კანონი’ ’-ს 32-ე, 34-ე, 35-ე მუხლები, 2011 წლის 14 დეკემებრის №04 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 331-ე მუხლი) ატარებს განაცხადის ფორმალურ და არსობრივ ექსპერტიზებს.
- საქმე №330310118002699719 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კანონის „საქართველოს საპატენტო კანონი“ 32-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, საქპატენტი ატარებს განაცხადის საპატენტო ექსპერტიზას, რომლის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საპატენტო კანონი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება