1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შემდეგ საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით ატარებს არსობრივ ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება:
ა) ეხება თუ არა განაცხადი ამ კანონის მე-16 ან მე-17 მუხლით გათვალისწინებულ ობიექტს;
ბ) აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
გ) აკმაყოფილებს თუ არა გამოგონება ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
11. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883).
12. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883).
13. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883).
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. ამ კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული გამოგონების პატენტუნარიანობის კრიტერიუმების − სიახლისა და საგამომგონებლო დონის შესაფასებლად ინსტრუქციით დადგენილი წესით ტარდება ძიება.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემოწმების შემდეგ საქპატენტი განმცხადებელს უგზავნის ძიების ანგარიშსა და ექსპერტიზის დასკვნას.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.05.2023 კანონი №2883
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-441(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2023
მოპასუხე უფლებამოსილი იყო მოსარჩელის მიერ გარდაქმნილი განაცხადის განხილვისას სასარგებლო მოდელის კრიტერიუმი - საგამომგონებლო დონე,,საქართველოს საპატენტო კანონი’ ’-ს 32-ე, 34-ე, 35-ე მუხლების, ასევე, 2011 წლის 14 დეკემებრის №04 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 331-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, შეემოწმებინა გამოგონებისთვის გამოვლენილი…
- საქმე №180310019003116656 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 27.12.2019
სასამართლო განმარტავს, რომ საქპატენტი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე (,,საქართველოს საპატენტო კანონი’ ’-ს 32-ე, 34-ე, 35-ე მუხლები, 2011 წლის 14 დეკემებრის №04 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 331-ე მუხლი) ატარებს განაცხადის ფორმალურ და არსობრივ ექსპერტიზებს.
- საქმე №330310118002699719 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
…საპატენტო ექსპერტიზას, რომლის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ. საპატენტო ექსპერტიზა მოიცავს განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებას, ფორმალური მოთხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებას. ამავე კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებიდან 6 თვის ვადაში საქპატენტი ატარებს არსობრივ ექსპერტიზას, რომლის დროსაც ხდება განაცხადში აღწერილი დაცვის ობიექტის დადგენა და ტექნიკის დონის განსაზღვრა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საპატენტო კანონი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება