1. არსობრივი ექსპერტიზა ტარდება განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დამთავრებიდან 6 თვის ვადაში.
2. არსობრივი ექსპერტიზა ამოწმებს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.
3. განმცხადებელს არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე ეგზავნება დასაბუთებული გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ან საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის
კანონი
№1922
- ვებგვერდი, 11.01.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 23.12.2017 კანონი №1922
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-1285-1223-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2015
…შემოწმების დროს კი დგინდება მოცემული ნიშნის სამართლებრივი დამოკიდებულება სხვა რეგისტრირებულ ნიშნებთან. მითითებული კრიტერიუმებით სასაქონლო ნიშნის შემოწმება ხდება არსობრივი ექსპერტიზის დროს და წარმოადგენს მის ორ სახეს (იხ. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი), რაც ქმნის სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლების რეგისტრაციის სამართლებრივ წინაპირობას.
- საქმე №ბს-854-836(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2013
…მოხდა კანონის სხვა მუხლებში და კანონქვემდებარე აქტში.,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის 13.5 მუხლი ითვალისწინებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფუძველზე საქპატენტის მიღებული გადაწყვეტილების განმცხადებლისათვის გაცნობას, ამავე კანონის 14.3 მუხლი ითვალისწინებს არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე გადაწყვეტილების განმცხადებლისათვის გაგზავნას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასაქონლო ნიშნების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება