1. თუ ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში სააპელაციო პალატაში არ იქნება შეტანილი სააპელაციო საჩივარი, ან მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილი საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ, „საქპატენტი“ ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას სასაქონლო ნიშნების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) და მონაცემებს რეგისტრირებული ნიშნის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში.
2. რეესტრში შეტანილი იქნება სასაქონლო ნიშნის გამოსახულება, ცნობები მისი მფლობელის შესახებ, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტის თარიღი, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღი, საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
3. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს „საქპატენტში“ სათანადო განცხადების წარდგენის შემდეგ გაეცნოს რეესტრის მონაცემებს და მოითხოვოს დამოწმებული ამონაწერი.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-472-453-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.08.2016
…ნიშნის „y“-ის მფლობელი, ნიცის საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრულ საერთაშორისო კლასიფიკატორის მე-19 და 35-ე კლასებში არსებული საქონლისათვის ( „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის, შემდეგში: სპეციალური კანონი, მე-17 მუხლი,; ტ. 1, ს.ფ 16-17). 2. პირველმა საწარმომ 2013 წლის 22 ნოემბერს შპს „ქ“-ს (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, აპელანტი ან პირველი კასატორი) გაუგზავნა…
- საქმე №ას-62-56-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2016
სასაქონლო ნიშნები შეიცავს მზის გამოსახულებას, ასევე ქართული ძეგლების შავ-თეთრ გამოსახულებებს ( „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონი, შემდეგში სპეციალური კანონი, მე-17 მუხლი; იხ. ტ. 1, ს.ფ. 109-110, 353-358); 2. შპს „ტ-ი“ (შემდეგში: მოსარჩელე, მიმწოდებელი, გამყიდველი) ფლობს განსაკუთრებულ უფლებას სიტყვიერ სასაქონლო ნიშანზე – „ქ-“, სამ – ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე.
- საქმე №ას-1285-1223-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2015
393-394 [6] „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი [7] გამონაკლისს წარმოადგენს საყოველთაოდ აღიარებული ნიშნები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასაქონლო ნიშნების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება