თავი VII — პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობის ფარგლები
1. პატენტის მფლობელი პატენტს თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს ან დააგირაოს პატენტი ან/და დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე.
2. პატენტი მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, აუკრძალოს სხვა პირებს თავისი ნებართვის გარეშე:
ა) პატენტით დაცული პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა;
ბ) პატენტით დაცული ხერხის გამოყენება ან გასაყიდად შეთავაზება;
გ) პატენტით დაცული ხერხით უშუალოდ მიღებული პროდუქტის გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა.
3. თუ პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლება ვრცელდება პატენტზე, რომლის საგანია ახალი პროდუქტის მიღების ხერხი, მაშინ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე სხვა პირის მიერ დამზადებული ნებისმიერი მსგავსი პროდუქტი მიიჩნევა ამ ხერხით მიღებულად.
4. თუ პატენტის მფლობელი რამდენიმე პირია:
ა) პატენტზე უფლების გადაცემა, პატენტის გამოყენებაზე კერძო ლიცენზიის გაცემა და პატენტის დაგირავება ნებადართულია მხოლოდ ყველა მფლობელის თანხმობით;
ბ) თითოეულ მფლობელს აქვს უფლება, პატენტით დაცული ობიექტი სხვა მფლობელთა თანხმობის გარეშე გამოიყენოს საკუთარ წარმოებაში.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვები განისაზღვრება ამ კანონის 52-ე და 521 მუხლებით.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის
კანონი
№1918
- ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.05.2023 კანონი №2883
- 23.12.2017 კანონი №1918
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-1340-1358-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.10.2011
საქართველოს “საპატენტო კანონის” პირველი მუხლის, მეორე მუხლის “ვ” პუნქტის, 681-ე მუხლის პირველი პუნქტის, 48-ე მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს “ჯ.მ-ი”, მოსარჩელის თანხმობის გარეშე, სარგებლობდა მოსარჩელის ინტელექტუალური სიკეთით _ პატენტმფლობელის გამოგონებით, ¹3469 პატენტით, შესაბამისად იგი მოვალეა, აუნაზღაუროს მას ამ სიკეთით (პატენტით) სარგებლობით მიყენებული ზიანი.
- საქმე №ას-152-146-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.08.2011
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სარჩელის წარდგენის დროისათვის მოქმედი “საქართველოს საპატენტო კანონის” მე-12 მუხლის პირველი პუნქტით, მე-13 მუხლის პირველი პუნქტით, 48-ე მუხლის პირველი პუნქტით, 53-ე მუხლით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-4 და 103-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ, მართალია, შპს “...”…
- საქმე №ას-1321-1447-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2005
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ირღვევა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებები დაცული „საქართველოს საპატენტო კანონის» 48-ე მუხლით, კერძოდ: პატენტმფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება, თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს გამოგონება, სასარგებლო მოდელი,…
- საქმე №ას-449-1096-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2003
საქართველოს “საპატენტო კანონის” 48-ე მუხლის თანახმად, პატენტმფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში, დაამზადოს პატენტით დაცული პროდუქტი, ჩართოს ობიექტი სამოქალაქო ბრუნვაში, მისი გამოყენებით მიიღოს შემოსავალი ან აკრძალოს აღნიშნული ქმედებები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საპატენტო კანონი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება