თავი VII — პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობის ფარგლები
1. წინათსარგებლობის უფლება გულისხმობს პირის უფლებას, გამოიყენოს გამოგონება პატენტის მოქმედების მიუხედავად, თუ იგი კეთილსინდისიერად სარგებლობდა ამ გამოგონებით ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები მისი გამოყენებისათვის საქპატენტში განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე.
2. წინათსარგებლობის უფლება მესამე პირს აძლევს გამოგონების მხოლოდ იმ მიზნითა და მოცულობით გამოყენების უფლებას, რა მიზნით და მოცულობითაც უკვე გამოიყენა იგი ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები, განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე.
3. დაუშვებელია წინათსარგებლობის უფლებაზე კერძო ლიცენზიის გაცემა.
4. წინათსარგებლობის უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ისეთ საწარმოსთან ერთად, სადაც განხორციელდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3278 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-152-146-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.08.2011
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სარჩელის წარდგენის დროისათვის მოქმედი “საქართველოს საპატენტო კანონის” მე-12 მუხლის პირველი პუნქტით, მე-13 მუხლის პირველი პუნქტით, 48-ე მუხლის პირველი პუნქტით, 53-ე მუხლით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-4 და 103-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ, მართალია, შპს “...” ¹1 კასკადის ¹1 აგრეგატზე,…
- საქმე №180310018002284827 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 06.12.2019
გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ინსტრუქციის 45-ე და 53-ე მუხლები სამართლებრივი შედეგის სახით ითვალისწინებს ორი სხვადასხვა საფუძვლით, კერძოდ, როგორც გამოთხოვის, ისე დადგენილ ვადებში საფასურის გადაუხდელობის გამო განაცხადზე…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საპატენტო კანონი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება