ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.08.2010 ძალადაკარგული 27.08.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.113.000325
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 18/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.113.000.325

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2010 წლის 4 აგვისტო

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება თანახმად დანართისა. (დებულება თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 ნოემბ-რის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №91  დადგენილება.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა.მამეშვილი

    შეტანილი ცვლილებები:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის  დადგენილება №38-სსმV, №42, 22.10 .2010წ.,მუხ.1264

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის  დადგენილება №40-სსმV, №56, 2 9.11.2010წ.,მუხ.1651

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულება

    მუხლი 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და  თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი მიმართულებით:

ა) მუნიციპალიტეტის ტეტრიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობა კანონით დადგენილი წესით;

ბ) გარე ვაჭრობის, თხევადი გაზით ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების მოწესრიგება;

გ) ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის განსაზღვრული ადგილების გამოყენებისა და დადგენილი პარკირების წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის მარეგულირებელი ნორმების შესრულებაზე ზედამხედველობა;

დ) ეკოლოგიური უსაფრთხოების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, მათ რაციონალურ გამოყენებაზე მონიტორინგი, დარღვევების აღმოჩენისას შესაბამისი უწყებების ინფორმირება; ქუჩების დასუფთავების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის, გარე განათების, ნაგავსაყრელების მოწყობასა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, უტილიზაციის სამუშაოთა წარმოებაზე ზედამხედველობა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გამწვანების დამტკიცებულ პროგრამების შესრულებაზე ზედამხედველობა, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსების მართვაზე ზედამხედველობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მობილიზებული მუნიციპალური რესურსების, შემუშავებული შესაბამისი ღონისძიებების (ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება)  განხორციელებაზე ზედამხედველობა და ამის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირება;

ვ) გარე რეკლამის განთავსებ ი ს ათვის დადგენილ მარეგულირებელ ნორმებზე ზედამხედველობა;

3. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას. იგი უფლებამოსილია იყოს მოსარჩელე, მოპასუხე და მესამე პირი სასამართლოში.

4. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ოზურგეთი, გ. ეპისკოპოსის ქ. №3.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის  დადგენილება № 3 8-სსმ V , № 42 , 22.10 .2010წ.,მუხ. 126 4

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის  დადგენილება №40-სსმV, №56, 29.11.2010წ.,მუხ.1651

    მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველები

1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, საქართველოს კანონი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ”, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი’’, „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, საქართველოს სხვა საკონონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება, გამგეობის დებულება და ეს დებულება.

2. სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია გამგებლის და საკრებულოს წინაშე.

3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის  დადგენილება №40-სსმV, №56, 29.11.2010წ.,მუხ.1651

თ ავი II

    მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) კონტროლი გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე;

ბ) კონტროლი მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის იზოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე;

გ) კონტროლი მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციული-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე;

2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება;

ბ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;

გ) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა კიოსკების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი;

ე) გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირების დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;

ვ) უკანონო, უსახური და ამორტიზირებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;

ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებების შემუშავება, მითითების გაცემა;

თ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება (სამართალდარღვევის ოქმის შედგენა)

თ) მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა, მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათმოსარგებლის უფლების გარეშე სარგებლობის ფაქტის გამოვლენა.

ი) სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტის გამოვლენა;

კ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი;

მ) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის ფაქტის გამოვლენა.

ლ)     ახლად აშენებული რეკონსტრუქციული ობიექტებისა და რეკულტივირებული მიწების, დამთავრებული სამუშაოების მიმღებ მუშა და სახელმწიფო კომისიებში მონაწილეობის მიღება;

მ) წყალმოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვის პირობებისა და წყალსარგებლობის უფლების შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის წესების დარღვევის ფაქტის გამოვლენა.

ნ) სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა, რომლებიც სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვას ახორციელებს გაუმართავი საბარგულით ან მისაბმელი მოწყობილობით, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს.

ო) მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდების, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის, შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევის ფაქტის გამოვლენა;

პ) სახელმწიფო ცენტრალური, მუნიციპალური და სხვა პროგრამების შესრულება.

    მუხლი 4. სამსახურის უფლებები და ვალდებულებები

1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

ბ) მიიღოს ინფორმაცია ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ტექსტის, ნახაზის, მაკეტის, გეგმის, სქემის, ფოტოსურათის, ელექტრონული ინფორმაციის, ვიდეო ან აუდიოჩანაწერის სახით;

გ)  სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი;

დ)     სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით   მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;

ე) ფლობდეს და აწარმოოს ინფორმაციის რეგულარული შეგროვება, განახლება და ანალიზი. აქტიურად გაავრცელოს და მოთხოვნის საფუძველზე გასცეს ინფორმაცია.

2. სამსახური ვალდებულია, რომ ინფორმაცია რეალურად იყოს ხელმისაწვდომი, რისთვისაც ნერგავს ინფორმაციის სისტემატიზაციის (დალაგებისა და ძიების) მექანიზმებს, რათა უზრუნველყოს დაინტერესებული პირები ინფორმაციის იოლი და ხელმისაწვდომი ფორმებით მიღებისათვის.

3. სამსახური ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ხელმისაწვდომობისათვის ქმნის კომპიუტერულ მონაცემთა ბაზას.

4. საამშენებლო საქმიანობის მოწესრიგების მიზნით სამსახური უფლებამოსილია:

 ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე  განლაგებული  ნებისმიერი  ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;     

ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობთ დადგენილი წესით გასცეს მიწერილობა, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე;   

გ) აწარმოოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების და სანიტარიული დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;

დ) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;   

ე) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;      

ვ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მოთხოვნით ან მისი თანხმობის საფუძველზე გამოიკვლიოს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართი, დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს მიწერილობა ხმაურის ინსოლაციის და დასუფთავების დამდგენი სანიტარიული ნორმების მოთხოვნათა დარღვევის აღმოფხვრის შესახებ;

ზ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საწარმოო ძალთა განლაგების, სამრეწველო და სხვა დანიშნულების საწარმოებისა და ობიექტებისათვის ტერიტორიის შერჩევაში, მიწის კომისიის მუშაობაში სათანადო დასკვნების გაცემასა და მის შესრულებაზე კონტროლის საქმეში;

 თ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში;   

      ი) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;

კ) მიკუთვნებული სფეროების ფარგლებში მოამზადოს წინადადებები მ უ ნიციპალიტეტის სამსახურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების არამართლზომიერი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ და წარმოადგინოს დადგენილი წესით დანიშნულებისამებრ; 

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს და განსახილველად წარადგინოს წინადადებები;

მ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლები, მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები;   

ნ) ორგანიზება გაუწიოს კვალიფიკაციის ასამაღლებლად თანამშრომელთა მივლინებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;  

ო) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი; 

პ) მოახდინოს მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი ობიექტების ინსპექტირება;

ჟ) შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი;

რ) მშენებლობის მონაწილეებზე გასცეს მიწერილობები პროექტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევების გამოსწორების თაობაზე.

ს) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ღონისძიებები დამრღვევებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე.

5. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამსახური უფლებამოსილია:

ა) ზედამხედველობა გაუწიოს გადამდებ დაავადებათა გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარებას იმ ცხოველთა მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების ჯანმრთელობას, მათ შორის, ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას;

 ბ) საგანმანათლებო-სააღმზდელო დაწესებულებებში სანიტარ ი ული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარ ი ული ნორმების დაცვის ზედამხედველობა.

6. სამსახური ვალდებულია:

ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო   სამუშაოებზე  და  აღნიშნულ   საქმიანობაზე,  დადგენილი ორგანიზაციული-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;

ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საქალაქო მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების,   დადგენილებების,   ბრძანებების,  განკარგულებების, ინსტრუქციების და წესების შესრულებაზე;

გ) დადგენილი წესით მოახდინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი;

დ) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

ვ) აწარმოოს ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე კონტროლი;

ზ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება’’.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის  დადგენილება №40-სსმV, №56, 29.11.2010წ.,მუხ.1651

თავი III

სამსახურის სტრუქტურა

    მუხლი 5. სამასახურის შემადგენლობა

სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და შემდეგი ოთხი მთ ავარი სპეციალისტისაგან:

1. მთავარი სპეციალისტი არქიტექტურულ-სამშენებლო და ადმინისტრაციულ საკითხებში;

2. მთავარი სპეციალისტი ქალაქის იერსახის, გარე რეკლამის განთავსებისა და ავტოტრანსპორტის პარკირების ზედამხედველობის საკითხებში;

3. მთავარი სპეციალისტი მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის, გარე ვაჭრობისა და სანიტარიულ ნორმების ზ ე დამხედველობის საკითხებში;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის  დადგენილება №40-სსმV, №56, 29.11.2010წ.,მუხ.1651

4. მთავარი სპეციალისტი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში. თავი IV

სამსახურის თანამშრომლები და მათი უფლება-მოვალეობები

    მუხლი 6. სამსახურის მართვა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.

2. სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;

გ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს.

ზ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.

    მუხლი 7. სამსახურის თანამშრომლები.

1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები.

2. სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად

3. სამსახურის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისივე დავალებით ერთ-ერთი მთ. სპეციალისტი.

     მუხლი 7​1. სამსახურის ქონება

1. სამსახურის ქონებას წარმოადგენს ის ფასეულობანი, რომლებიც სამსახურს საქმიანობის წარმართვისათვის გადაეცემა ოზურგეთი ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ და რომლის გამოყენებისა და მოვლის პასუხისმგებლობას კისრულობს სამსახური.

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების ინვენტარიზაციის პროცესში, სამსახურზე გადმოცემული ქონების ჩამონათვალი თავისი ღირებულებით შედის ინვენტარიზაციის საერთო ნუსხაში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის  დადგენილება №40-სსმV, №56, 29.11.2010წ.,მუხ.1651

    მუხლი 7​2. სამსახურის დაფინანსება

1. სამსახური ფინანსირდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. დაფინანსება მოიცავს: სამსახურის ხელფასის ფონდს, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენისათვის გამოყოფილი თანხებს, მათ შორის, კავშირგაბმულობის საშუალებათა სარგებლობისათვის სატარიფო გადასახადი და ტრანსპორტით მიმოსვლისათვის საჭირო საწვავის ღირებულებას.

2. სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებათა ნუსხას ადგენს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის მოთხოვნათა საფუძველზე განისაზღვრება სამსახურისათვის საჭირო თანხის გამოყოფის საკითხი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის  დადგენილება №40-სსმV, №56, 29.11.2010წ.,მუხ.1651

    მუხლი 8. სამსახურის სიმბოლიკა

1. სამსახურს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც მტკიცდება და რეგისტრირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს თანამშრომელთა პირადობის დამადასტურებელ მოწმობებეზე, სავიზიტო ბარათებზე, ბეჭვდით გამოცემებზე, სპეცტრანსპორტზე, უნიფორმაზე.

3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადგინოს სამსახურებრივი ფორმის ტარების წესი და შესაბამისი ატრიბუტიკა და დაამტკიცოს პირადობის მოწმობის ნიმუში.

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი

1. სამსახურის დებულების მიიღება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №22, 04.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.000325 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1147087-2/