ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.35.136.000.748
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება№16
2010 წლის 26 აგვისტო
დ. ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გარეშე წარმოება დასაშვებია ნებისმიერ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე, მათ შორისხ საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, გარდა კანონმდებლობის შესაბამისად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა, აგრეთვე იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია.
2. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა დასაშვებია, თუ:
ა) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შესაბამისად, ასაშენებელი შენობა-ნაგებობა განეკუთვნება ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების ნებადართულ სახეობებს;
ბ) ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ნებისმიერი ფასადი არ არის განთავსებული ქუჩაზე, ავტომაგისტრალზე, სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე, სასოფლო ცენტრების და განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ.
3. წინამდებარე დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობის ფასადი არ ითვლება ქუჩაზე, ავტომაგისტრალზე, სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე, სასოფლო ცენტრებზე განთავსებულად ან/და განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ განთავსებულად, თუ წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საზოგადოებრივ ტერიტორიას (სივრცეს) შორის უკვე არსებული შენობა-ნაგებობა ან/და მიწასთან მყარად დაკავშირებული სხვა ობიექტი (მათ შორის, ღობე) მთლიანად ფარავს ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) მხარეს განთავსებულ ფასადს.
5. წინამდებარე დადგენილების მოქმედება ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული ყველა სახის შენობა-ნაგებობაზე, მათ შორის, დროებით შენობა-ნაგებობაზე, გარდა I კლასს დაქვემდებარებული ღობისა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობა გამოიყენება სამყოფად, სადგომად, სათავსად თუ სხვა დანიშნულებით.
6. წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობის მშენებლობისას მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია განცხადებას dაურთოს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
7. წინამდებარე დადგენილების მოქმედება ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის როგორც ახალ მშენებლობაზე (მათ შორის, მონტაჟზე), ისე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე და დროებით შენობისა და ნაგებობის განთავსებაზე (მონტაჟზე).
8. წინამდებარე დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე.
9. წინამდებარე დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს.
10. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.35.136.000.748
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 16
2010 წლის 26 აგვისტო
დადგენილება №16
2010 წლის 26 აგვისტო
დ. ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე
“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება № 4 6-სსმ V , № 63 , 13.12 .2010წ.,მუხ. 19 1 0
1. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გარეშე წარმოება დასაშვებია ნებისმიერ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე, მათ შორისხ საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, გარდა კანონმდებლობის შესაბამისად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა, აგრეთვე იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია.
2. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა დასაშვებია, თუ:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გარეშე წარმოება დასაშვებია ნებისმიერ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე, მათ შორისხ საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, გარდა კანონმდებლობის შესაბამისად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა, აგრეთვე იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია.
2. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა დასაშვებია, თუ:
ა) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შესაბამისად, ასაშენებელი შენობა-ნაგებობა განეკუთვნება ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების ნებადართულ სახეობებს;
ბ) ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ნებისმიერი ფასადი არ არის განთავსებული ქუჩაზე, ავტომაგისტრალზე, სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე, სასოფლო ცენტრების და განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ;
გ) ასაშენებელი შენობა-ნაგებობა არ არის განთავსებული კურორტებსა და საკურორტო ადგილებში, წყალდაცვითი ზოლების (მდინარეების, ტბების, წყალსაცავების და სხვა ზოლების) მიმდებარე 100-მეტრიან ზონაში, დაცული ტერიტორიების მიმდებარე 300 მეტრიან ზონაში, სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში;
დ) შენობა-ნაგებობების მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია გათვალისწინებულია სახელმწიფო, რესპუბლიკური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 28 იანვრის დადგენილება № 2 - ვებგვერდი, 16.02.2011წ.
3. წინამდებარე დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობის ფასადი არ ითვლება ქუჩაზე, ავტომაგისტრალზე, სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე, სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებზე განთავსებულად ან/და განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ განთავსებულად, თუ წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საზოგადოებრივ ტერიტორიას (სივრცის) შორის უკვე არსებული შენობა-ნაგებობა ან/და მიწასთან მყარად დაკავშირებული სხვა ობიექტი (მათ შორის, ღობე) მთლიანად ფარავს ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) მხარეს განთავსებულ ფასადს.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება № 4 6-სსმ V , № 63 , 13.12 .2010წ.,მუხ. 19 1 0
4. წინამდებარე დადგენილების მოქმედება ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული ყველა სახის შენობა-ნაგებობაზე, მათ შორის, დროებით შენობა-ნაგებობაზე, გარდა I კლასს დაქვემდებარებული ღობისა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობა გამოიყენება სამყოფად, სადგომად, სათავსად თუ სხვა დანიშნულებით.
5. წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობის მშენებლობისას მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია განცხადებას დაურთოს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი და ცნობა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შესახებ.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება № 4 6-სსმ V , № 63 , 13.12 .2010წ.,მუხ. 19 1 0
6. წინამდებარე დადგენილების მოქმედება ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის როგორც ახალ მშენებლობაზე (მათ შორის, მონტაჟზე), ისე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე და დროებით შენობისა და ნაგებობის განთავსებაზე (მონტაჟზე).
7. წინამდებარე დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე.
8. წინამდებარე დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს.
9. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №4 6-სსმV , №63 , 13.12 .2010წ.,მუხ.19 10
2. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 16.02.2011წ.
ბ) ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ნებისმიერი ფასადი არ არის განთავსებული ქუჩაზე, ავტომაგისტრალზე, სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე, სასოფლო ცენტრების და განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ.
3. წინამდებარე დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობის ფასადი არ ითვლება ქუჩაზე, ავტომაგისტრალზე, სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე, სასოფლო ცენტრებზე განთავსებულად ან/და განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ განთავსებულად, თუ წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საზოგადოებრივ ტერიტორიას (სივრცეს) შორის უკვე არსებული შენობა-ნაგებობა ან/და მიწასთან მყარად დაკავშირებული სხვა ობიექტი (მათ შორის, ღობე) მთლიანად ფარავს ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) მხარეს განთავსებულ ფასადს.
5. წინამდებარე დადგენილების მოქმედება ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული ყველა სახის შენობა-ნაგებობაზე, მათ შორის, დროებით შენობა-ნაგებობაზე, გარდა I კლასს დაქვემდებარებული ღობისა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობა გამოიყენება სამყოფად, სადგომად, სათავსად თუ სხვა დანიშნულებით.
6. წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობის მშენებლობისას მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია განცხადებას dაურთოს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
7. წინამდებარე დადგენილების მოქმედება ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის როგორც ახალ მშენებლობაზე (მათ შორის, მონტაჟზე), ისე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე და დროებით შენობისა და ნაგებობის განთავსებაზე (მონტაჟზე).
8. წინამდებარე დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე.
9. წინამდებარე დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს.
10. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.05.2018.
- როდის იქნა მიღებული „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“?
- „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ მიღებულია 26.08.2010. მიმღები ორგანო — ხულოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 330130000.35.136.000748.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.05.2018.
- სად არის „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.05.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“, №16, 26.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.136.000748 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1147222/