ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №7
2010 წლის 7 სექტემბერი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43 -ე მუხლის მე -2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის.).
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 200 7 წლის 9 მარტის №44 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . ქათამაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
დანართი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება
ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ტექსტში შემდგომ – გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზაციას.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. გამგეობა
1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისაგან.
მუხლი 2. გამგეობის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები
1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 3. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოება
1. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.
2. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით “, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №518 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქმისწარმოების ერთიანი წესებით“ და ამ დებულებით.
3. გამგეობის საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით „მუნიციპალიტეტის ორგანოების და სამსახურების უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელი".
4. გამგეობის საქმისწარმოებაში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით ..მუნიციპალიტეტის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქცია".
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 4. გამგეობის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
1. გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამდებობათა დასახელებები მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც შეიმუშავებს გამგებელი და ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის შესაბამის სარგოებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. გამგეობის მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს საკრებულო.
მუხლი 5. გამგეობის ადგილსამყოფელი
გამგეობის ადგილსამყოფელია ქალაქი ტყიბული კარლო ლომაძის მოედანი №3
თავი II
მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები
მუხლი 6. გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები
1. გამგეობის საქმიანობას საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
2. გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან:
ა) გამგებელი;
ბ) გამგებლის მოადგილე.
3. საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით.
მუხლი 7. საკრებულოს თავმჯდომარე
1. საკრებულოს თავმჯდომარე საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგეობის საქმიანობას.
2. საკრებულოს თავმჯდომარე:
ა) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის დებულების, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;
ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ დებულების შესაბამისად საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს გამგებელს;
გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე, 98-107-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლების არებობისას, საკრებულოს თანხმობით თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელს;
დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის საშტატო განრიგს და შესაბამის თანამდებობრივ სარგოებს (საშტატო ნუსხას);
ე) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლისა და გამგეობის სხვა მოხელეების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ვ) გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს გამგებლისა და გამგეობის სხვა მოხელეების სამუშაოთა აღწერილობებს;
ზ) გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს გამგეობის სამუშაო გეგმებს;
თ) ისმენს გამგებლის ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ, აფასებს გამგებლისა და გამგეობის საქმიანობას;
ი) საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს გამგეობის საქმიანობის შესახებ;
კ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობას გამგეობის საქმიანობის შესახებ;
ლ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს;
მ) საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
ნ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის შესაბამისად გამგეობის მიერ საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ო) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას;
პ) ახდენს გამგეობის მიერ მომზადებული და გამგებლის მიერ წარდგენილი საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების საკრებულოში ინიციირებას;
ჟ) ქმნის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას;
რ) ხელს აწერს გამგეობის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციულ გარიგებებს;
ს) ხელს აწერს გამგეობის მიერ მომზადებულ მშენებლობის ნებართვებს;
ტ) თანხმობას აძლევს გამგებელს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე;
უ) გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას გამგეობის მოხელის წახალისების ან მისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ფ) გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინარული გადაცდომისათვის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
ქ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია ყოველწლიურად, საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში გამგეობის საქმიანობის შესახებ.
4. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივ სარგოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღრავს საკრებულო.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის გამგებელი
1. გამგებელი არის გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომელიც უძღვება გამგეობის საქმიანობას.
2. გამგებელს საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განისაზღვრება ამ დებულებით.
3. გამგებელი:
ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს:
ა.ა.) გამგეობის დებულების, გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;
ა.ბ.) გამგეობის საშტატო ნუსხას და შესაბამის თანამდებობრივ სარგოებს;
ა.გ) წინადადებებს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებზე;
ა.დ) გამგეობის სამუშაო გეგმებს;
ა.ე) საბიუჯეტო ნორმატიული აქტების პროექტებს;
ა.ვ) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს;
ა.ზ) დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების პროექტებს;
ა.თ) მუნიციპალიტეტისა და მისი დასახლებების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმებს, სივრცითი ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქმშენებლობის მარეგულირებელ, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებს;
ა.ი) მუნიციპალური შესყიდვების გეგმას;
ა.კ) მუნიციპალიტეტის სახელით დასადები ადმინისტრაციული გარიგებების პროექტებს;
ა.ლ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებათა პროექტებს ადგილობრივი ქონების, მათ შორის მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
ა.მ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებათა პროექტებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის საკითხებზე;
ა.ნ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებათა პროექტებს გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების, გარე რეკლამის განთავსების, ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზების საკითხებზე;
ა.ო) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებათა პროექტებს ადგილობრივი მნიშვნელობის ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე;
ა.პ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშებს;
ა.ჟ) ანგარიშებს მუნიციპალური პროგრამების განხორციელებისა და მიმდინარეობის შესახებ;
ა.რ) ანგარიშს გამგეობის საქმიანობის შესახებ;
ა.ს) ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტებს მუნიციპალიტეტის კომპეტენციებს მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ დებულების 26-ე მუხლით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ამ დებულების 34-ე მუხლის შესაბამისად თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს;
გ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან;
დ) თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი;
ე) უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესრულებას;
ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული გარიგებების შესრულებას;
ზ) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესასრულებლად ანაწილებს დავალებებს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის;
თ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სამუშაო გეგმებს;
ი) ისმენს ანგარიშებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შესახებ;
კ) გამოსცემს ბრძანებებს გამგეობის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ;
ლ) ხელს აწერს ფინანსურ და ამ დებულებით, აგრეთვე საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებს;
მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. გამგებელი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს წინაშე.
მუხლი 9. გამგებლის მოადგილე
1. გამგებლის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს გამგებლის მოვალეობას გამგებლის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლების შემთხვევაში. გამგებლის მოადგილე ასრულებს სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრულ სამსახურებრივ ფუნქციებს და გამგებლის ცალკეულ დავალებებს.
2. გამგებლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. გამგებლის მოადგილეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
თავი III
გამგეობის სტრუქტურა
მუხლი 10. გამგეობის სტრუქტურული აგებულება
1. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულების – მუნიციპალური სამსახურების და ტერიტორიული ორგანოებისაგან.
2. მუნიციპალური სამსახურები იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით. მუნიციპალური სამსახურის ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. სამსახურის დებულების პროექტს შეიმუშავებს გამგებელი.
3. მუნიციპალური სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად.
4. ტერიტორიული ორგანოები იქმნება ამ დებულებით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
მუხლი 11. მუნიციპალური სამსახურები
1. მუნიციპალური სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და ცალკეული დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. მუნიციპალური სამსახურებია:
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური.
გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფის, ლტოლვილთა, ვეტერანთა საქმეებისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური.
ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური.
ვ) ტყიბულის მუნიციაპლიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.
ზ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური.
თ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური
მუხლი 12. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ცუცხვათის ტერიტორიული ორგანო.
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორპირის თემის ტერიტორიული ორგანო.
გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის გურნის თემის ტერიტორიული ორგანო.
დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხრესილის თემის ტერიტორიული ორგანო.
ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯვარისის თემის ტერიტორიული ორგანო.
ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოჩხეთის თემის ტერიტორიული ორგანო.
ზ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კურსების თემის ტერიტორიული ორგანო.
თ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საწირის თემის ტერიტორიული ორგანო.
ი) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ მუხურის ტერიტორიული ორგანო.
კ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალქ ტყიბულის ტერიტორიული ორგანო.
2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართვას გამგეობის რწმუნებული, რომელიც ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 13. გამგეობის რეორგანიზაცია
1. გამგეობის რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც ერთდროულად შეეხება ორ ან მეტ მუნიციპალურ სამსახურს ან ტერიტორიულ ორგანოს. რეორგანიზაცია ხორციელდება აგრეთვე მუნიციპალური სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) ლიკვიდაციის შემთხვევაში.
2. რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება გამგეობის დებულებაში ცვლილებების შეტანისა და გამგეობის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:
ა) გამგეობის რეორგანიზებული სტრუქტურა;
ბ) რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;
გ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს;
დ) რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმი.
3. რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებები განხორციელების ვადების მითითებით:
ა) გამგეობის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების, აგრეთვე ატესტაციის (კონკურსის) ჩატარების შესახებ;
ბ) ტერიტორიული ორგანოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტის მომზადება, თუ რეორგანიზაცია შეეხება ტერიტორიული ორგანოს ფუნქციურ ცვლილებებს;
გ) სალიკვიდაციო ღონისძიებები, თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის და/ან ტერიტორიული ორგანოს გაუქმებას;
დ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება;
ე) გამგეობის საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების, სამუშაოთა აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება;
ვ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ატესტაციებისა და კონკურსების საორგანიზაციო ღონისძიებები;
ზ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.
მუხლი 14. მუნიციპალური სამსახურის რეორგანიზაცია
1. მუნიციპალური სამსახურის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება რომელიმე სხვა მუნიციპალურ სამსახურს.
2. მუნიციპალური სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება სამსახურის დებულებაში (თუ ცვლილება შეეხება მუნიციპალური სამსახურის სახელწოდებას – აგრეთვე ამ დებულებაში) ცვლილებების (ცვლილებებისა და დამატებების) შეტანის და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:
ა) სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები;
b) რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა;
გ) რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი.
3. მუნიციპალური სამსახურის რეორგანიზაციაზე ვრცელდება ამ დებულების მე-14 მუხლის შესაბამისი ნორმები.
თავი IV
გამგეობის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 15. გამგეობის მოხელე, შტატგარეშე მოსამსახურე, დამხმარე მოსამსახურე
გამგეობაში საჯარო სამსახურს ეწევა:
ა) გამგეობის მოხელე, რომელიც დანიშნულია გამგეობის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;
ბ) გამგეობის შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია გამგეობაში არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად;
გ) დამხმარე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია გამგეობაში დამხარე, ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად.
2. გამგეობის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს გამგებელი.
მუხლი 16. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 17. გამგეობის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა
1. გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყოველი თანამდებობისათვის (გარდა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობისა) განისაზღვრება სათანადო სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა.
2. სამუშაოთა აღწერილობით (თანამდებობრივი ინსტრუქციით) განისაზღვრება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები.
3. საკვალიფიკაციო მოთხოვნით განისაზღვრება თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, ცოდნა და უნარ-ჩვევები. საკვალიფიკაციო მოთხოვნა შედგება მინიმალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა საერთოა გამგეობის ყოველი საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს გამგეობაში თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა წესდება თითოეული საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციას, სამუშაო სტაჟს, აგრეთვე დამატებით ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
4. გამგებლის სამუშაოთა აღწერილობას (თანამდებობრივ ინსტრუქციას) განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო გამგეობის სხვა მოხელეების სამუშაოთა აღწერილობებს (თანამდებობრივი ინსტრუქციებს) – გამგებელი.
5. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 18. სამსახურის უფროსი
1. სამსახურის უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფების და/ან მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს სამსახურის მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით სამსახურის საქმისწარმოებას;
თ) უზუნველყოფს სამსახურის მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;
ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 19. გამგეობის რწმუნებული
1. გამგეობის რწმუნებულს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგეობის რწმუნებული:
ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;
ბ) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იბარებს ტერიტორიული ორგანოს მოხელეებს და აფასებს მათ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;
თ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;
ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
გამგეობის რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
თავი V
გამგებლის და გამგეობის სხვა მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლა (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
მუხლი 20. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 21. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 22. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 23. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 24. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 25. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 26. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 27. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 28. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
მუხლი 29. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 30. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
თავი VI
გამგეობის მუშაობის ორგანიზაცია (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
მუხლი 31. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 32. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 33. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 34. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 35. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 36. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 37. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 38. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 39. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 40. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 41. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 42. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 43. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 44. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 45. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 46. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 47. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 48. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
+
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №7
2010 წლის 7 სექტემბერი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43 -ე მუხლის მე -2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის.).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 200 7 წლის 9 მარტის №44 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . ქათამაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 05.03.2012წ.
(აქტის სრული კოდიფიკაცია ვერ განხორციელდა ცვლილების ტექსტის ძირითად ტექსტთან შეუსაბამობის გამო)
დანართი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება
ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ტექსტში შემდგომ – გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზაციას.
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. გამგეობა🔗
1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისაგან.
მუხლი 2. გამგეობის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები🔗
1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 3. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოება🔗
1. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.
2. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით “, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №518 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქმისწარმოების ერთიანი წესებით“ და ამ დებულებით.
3. გამგეობის საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით „მუნიციპალიტეტის ორგანოების და სამსახურების უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელი".
4. გამგეობის საქმისწარმოებაში დოკუმენტების მიღების, აღრიცხვის, მომზადების, გაფორმების, მოძრაობის, შესრულებაზე კონტროლის განხორციელების, შენახვისა და გამოყენების პროცედურები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით ..მუნიციპალიტეტის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქცია".
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 4. გამგეობის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები🔗
1. გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების თანამდებობათა დასახელებები მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც შეიმუშავებს გამგებელი და ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის შესაბამის სარგოებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. გამგეობის მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს საკრებულო.
მუხლი 5. გამგეობის ადგილსამყოფელი🔗
გამგეობის ადგილსამყოფელია ქალაქი ტყიბული კარლო ლომაძის მოედანი №3
მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები
მუხლი 6. გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები🔗
1. გამგეობის საქმიანობას საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
2. გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან:
ა) გამგებელი;
ბ) გამგებლის მოადგილე.
3. საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით.
მუხლი 7. საკრებულოს თავმჯდომარე🔗
1. საკრებულოს თავმჯდომარე საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგეობის საქმიანობას.
2. საკრებულოს თავმჯდომარე:
ა) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის დებულების, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;
ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ დებულების შესაბამისად საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს გამგებელს;
გ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე, 98-107-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლების არებობისას, საკრებულოს თანხმობით თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელს;
დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის საშტატო განრიგს და შესაბამის თანამდებობრივ სარგოებს (საშტატო ნუსხას);
ე) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლისა და გამგეობის სხვა მოხელეების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ვ) გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს გამგებლისა და გამგეობის სხვა მოხელეების სამუშაოთა აღწერილობებს;
ზ) გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს გამგეობის სამუშაო გეგმებს;
თ) ისმენს გამგებლის ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ, აფასებს გამგებლისა და გამგეობის საქმიანობას;
ი) საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს გამგეობის საქმიანობის შესახებ;
კ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობას გამგეობის საქმიანობის შესახებ;
ლ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს;
მ) საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
ნ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის შესაბამისად გამგეობის მიერ საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ო) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას;
პ) ახდენს გამგეობის მიერ მომზადებული და გამგებლის მიერ წარდგენილი საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების საკრებულოში ინიციირებას;
ჟ) ქმნის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას;
რ) ხელს აწერს გამგეობის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციულ გარიგებებს;
ს) ხელს აწერს გამგეობის მიერ მომზადებულ მშენებლობის ნებართვებს;
ტ) თანხმობას აძლევს გამგებელს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე;
უ) გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას გამგეობის მოხელის წახალისების ან მისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ფ) გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინარული გადაცდომისათვის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
ქ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია ყოველწლიურად, საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში გამგეობის საქმიანობის შესახებ.
4. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივ სარგოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღრავს საკრებულო.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის გამგებელი🔗
1. გამგებელი არის გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომელიც უძღვება გამგეობის საქმიანობას.
2. გამგებელს საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განისაზღვრება ამ დებულებით.
3. გამგებელი:
ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს:
ა.ა.) გამგეობის დებულების, გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;
ა.ბ.) გამგეობის საშტატო ნუსხას და შესაბამის თანამდებობრივ სარგოებს;
ა.გ) წინადადებებს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებზე;
ა.დ) გამგეობის სამუშაო გეგმებს;
ა.ე) საბიუჯეტო ნორმატიული აქტების პროექტებს;
ა.ვ) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს;
ა.ზ) დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების პროექტებს;
ა.თ) მუნიციპალიტეტისა და მისი დასახლებების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმებს, სივრცითი ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქმშენებლობის მარეგულირებელ, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებს;
ა.ი) მუნიციპალური შესყიდვების გეგმას;
ა.კ) მუნიციპალიტეტის სახელით დასადები ადმინისტრაციული გარიგებების პროექტებს;
ა.ლ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებათა პროექტებს ადგილობრივი ქონების, მათ შორის მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
ა.მ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებათა პროექტებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის საკითხებზე;
ა.ნ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებათა პროექტებს გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების, გარე რეკლამის განთავსების, ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზების საკითხებზე;
ა.ო) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებათა პროექტებს ადგილობრივი მნიშვნელობის ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე;
ა.პ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშებს;
ა.ჟ) ანგარიშებს მუნიციპალური პროგრამების განხორციელებისა და მიმდინარეობის შესახებ;
ა.რ) ანგარიშს გამგეობის საქმიანობის შესახებ;
ა.ს) ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტებს მუნიციპალიტეტის კომპეტენციებს მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ დებულების 26-ე მუხლით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ამ დებულების 34-ე მუხლის შესაბამისად თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს;
გ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან;
დ) თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი;
ე) უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესრულებას;
ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული გარიგებების შესრულებას;
ზ) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესასრულებლად ანაწილებს დავალებებს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის;
თ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სამუშაო გეგმებს;
ი) ისმენს ანგარიშებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შესახებ;
კ) გამოსცემს ბრძანებებს გამგეობის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ;
ლ) ხელს აწერს ფინანსურ და ამ დებულებით, აგრეთვე საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებს;
მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. გამგებელი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს წინაშე.
მუხლი 9. გამგებლის მოადგილე🔗
1. გამგებლის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს გამგებლის მოვალეობას გამგებლის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლების შემთხვევაში. გამგებლის მოადგილე ასრულებს სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრულ სამსახურებრივ ფუნქციებს და გამგებლის ცალკეულ დავალებებს.
2. გამგებლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. გამგებლის მოადგილეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
გამგეობის სტრუქტურა
მუხლი 10. გამგეობის სტრუქტურული აგებულება🔗
1. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულების – მუნიციპალური სამსახურების და ტერიტორიული ორგანოებისაგან.
1. „გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან (შემდგომში–ტერიტორიული ორგანო).“.
2. მუნიციპალური სამსახურები იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით. მუნიციპალური სამსახურის ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. სამსახურის დებულების პროექტს შეიმუშავებს გამგებელი.
3. მუნიციპალური სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად.
4. ტერიტორიული ორგანოები იქმნება ამ დებულებით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება № 3 – ვებგვერდი, 05 .0 3 .2012წ.
მუხლი 11. მუნიციპალური სამსახურები🔗
1. მუნიციპალური სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და ცალკეული დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. მუნიციპალური სამსახურებია:
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური.
გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფის, ლტოლვილთა, ვეტერანთა საქმეებისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური.
ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური.
ვ) ტყიბულის მუნიციაპლიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.
ზ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური.
თ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური
მუხლი 12. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება № 3 – ვებგვერდი, 05 .0 3 .2012წ.
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:
მუხლი 12. „თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები🔗
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ცუცხვათის ტერიტორიული ორგანო.
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორპირის თემის ტერიტორიული ორგანო.
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ქალაქ ტყიბულში;
გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის გურნის თემის ტერიტორიული ორგანო.
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ცუცხვათში;
დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხრესილის თემის ტერიტორიული ორგანო.
გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ორპირის თემში;
ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯვარისის თემის ტერიტორიული ორგანო.
დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო გურნის თემში;
ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოჩხეთის თემის ტერიტორიული ორგანო.
ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ხრესილის თემში;
ზ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კურსების თემის ტერიტორიული ორგანო.
ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ჯვარისის თემში;
თ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საწირის თემის ტერიტორიული ორგანო.
ზ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოჩხეთის თემში;
ი) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ მუხურის ტერიტორიული ორგანო.
თ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო კურსების თემში;
კ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალქ ტყიბულის ტერიტორიული ორგანო.
ი) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო საწირის თემში;
2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართვას გამგეობის რწმუნებული, რომელიც ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
კ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ მუხურაში.
2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება № 3 – ვებგვერდი, 05 .0 3 .2012წ.
მუხლი 13. გამგეობის რეორგანიზაცია🔗
1. გამგეობის რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც ერთდროულად შეეხება ორ ან მეტ მუნიციპალურ სამსახურს ან ტერიტორიულ ორგანოს. რეორგანიზაცია ხორციელდება აგრეთვე მუნიციპალური სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) ლიკვიდაციის შემთხვევაში.
2. რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება გამგეობის დებულებაში ცვლილებების შეტანისა და გამგეობის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:
ა) გამგეობის რეორგანიზებული სტრუქტურა;
ბ) რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;
გ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს;
დ) რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმი.
3. რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებები განხორციელების ვადების მითითებით:
ა) გამგეობის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების, აგრეთვე ატესტაციის (კონკურსის) ჩატარების შესახებ;
ბ) ტერიტორიული ორგანოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტის მომზადება, თუ რეორგანიზაცია შეეხება ტერიტორიული ორგანოს ფუნქციურ ცვლილებებს;
გ) სალიკვიდაციო ღონისძიებები, თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის და/ან ტერიტორიული ორგანოს გაუქმებას;
დ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება;
ე) გამგეობის საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების, სამუშაოთა აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება;
ვ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ატესტაციებისა და კონკურსების საორგანიზაციო ღონისძიებები;
ზ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.
მუხლი 14. მუნიციპალური სამსახურის რეორგანიზაცია🔗
1. მუნიციპალური სამსახურის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება რომელიმე სხვა მუნიციპალურ სამსახურს.
2. მუნიციპალური სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება სამსახურის დებულებაში (თუ ცვლილება შეეხება მუნიციპალური სამსახურის სახელწოდებას – აგრეთვე ამ დებულებაში) ცვლილებების (ცვლილებებისა და დამატებების) შეტანის და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:
ა) სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები;
b) რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა;
გ) რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი.
3. მუნიციპალური სამსახურის რეორგანიზაციაზე ვრცელდება ამ დებულების მე-14 მუხლის შესაბამისი ნორმები.
გამგეობის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 15. გამგეობის მოხელე, შტატგარეშე მოსამსახურე, დამხმარე მოსამსახურე🔗
გამგეობაში საჯარო სამსახურს ეწევა:
ა) გამგეობის მოხელე, რომელიც დანიშნულია გამგეობის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;
ბ) გამგეობის შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია გამგეობაში არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად;
გ) დამხმარე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია გამგეობაში დამხარე, ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად.
2. გამგეობის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს გამგებელი.
მუხლი 16. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21)🔗
მუხლი 16. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 17. გამგეობის მოხელის სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა🔗
1. გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყოველი თანამდებობისათვის (გარდა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობისა) განისაზღვრება სათანადო სამუშაოთა აღწერილობა (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და საკვალიფიკაციო მოთხოვნა.
2. სამუშაოთა აღწერილობით (თანამდებობრივი ინსტრუქციით) განისაზღვრება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები.
3. საკვალიფიკაციო მოთხოვნით განისაზღვრება თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, ცოდნა და უნარ-ჩვევები. საკვალიფიკაციო მოთხოვნა შედგება მინიმალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა საერთოა გამგეობის ყოველი საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს გამგეობაში თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა წესდება თითოეული საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციას, სამუშაო სტაჟს, აგრეთვე დამატებით ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
4. გამგებლის სამუშაოთა აღწერილობას (თანამდებობრივ ინსტრუქციას) განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო გამგეობის სხვა მოხელეების სამუშაოთა აღწერილობებს (თანამდებობრივი ინსტრუქციებს) – გამგებელი.
5. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 18. სამსახურის უფროსი🔗
1. სამსახურის უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფების და/ან მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს სამსახურის მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით სამსახურის საქმისწარმოებას;
თ) უზუნველყოფს სამსახურის მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;
ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 19. გამგეობის რწმუნებული🔗
მუხლი 19. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული🔗
1. გამგეობის რწმუნებულს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
1. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგეობის რწმუნებული:
2. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული:
ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;
ბ) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
ბ) ახორციელებს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;
გ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იბარებს ტერიტორიული ორგანოს მოხელეებს და აფასებს მათ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ე) იბარებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოხელეებს და აფასებს მათ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ვ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;
თ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;
ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
გამგეობის რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება № 3 – ვებგვერდი, 05 .0 3 .2012წ.
გამგებლის და გამგეობის სხვა მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლა (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
(ამოღებულია)
მუხლი 20. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 20. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 21. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 21. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 22. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 22. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 23. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 23. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 24. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 24. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 25. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 25. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 26. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 26. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 27. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 27. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 28. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 28. (ამოღებულია)🔗
მუხლი 29. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 29. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 30. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 30. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
გამგეობის მუშაობის ორგანიზაცია (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).
(ამოღებულია)
მუხლი 31. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 32. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 31. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 33. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 32. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 34. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 33. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 35. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 34. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 36. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 35. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 37. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 36. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 38. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 37. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 39. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 38. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 40. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 39. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 41. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 40. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 42. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 41. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 43. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 42. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 44. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 43. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 45. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 44. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 46. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 45. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 47. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება № 3 – ვებგვერდი, 05 .0 3 .2012წ.
მუხლი 46. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 48. (ამოღებულია - 25.11.2010, № 21).🔗
მუხლი 47. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
მუხლი 48. (ამოღებულია)🔗
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №21-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1709
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“, №7, 07.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.125.000761 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1147416-1/