ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.09.2010 ძალადაკარგული 15.02.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.125.000762
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 20/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №8

2010 წლის 7 სექტემბერი

ქ. ტყიბული

ტყიბულის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო დადგენილება:

  მუხლი 1. დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართის შესაბამისად.(დანართი თან ერთვის).

  მუხლი 2 . ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკრგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოებრის №4 დადგენილება. 

  მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს   თავმჯდომარე                                                                                                დ . ქათამაძე

შეტანილი ცვლილებები:

1 . ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება № 2 – ვებგვერდი, 05 .0 3 .2012წ.

2 . ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება № 19 – ვებგვერდი, 01 . 11 .2012წ.

 

დანართი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება № 2 – ვებგვერდი, 05 .0 3 .2012წ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 01.11.2012წ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

№

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო

( ლარობით )

1

საკრებულოს თავმჯდომარე  

2650

2

გამგებელი  

2650

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

4

გამგებლის მოადგილე

1300

5

სამსახურის უფროსი , საკრებულოს აპარატის უფროსი , თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი _ თვითმმართველი ერთეულის    რწმუნებული

1000

6

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე , საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

7

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

810

8

გამგებლის თანაშემწე , სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

790

9

მთავარი სპეციალისტი

560

10

წამყვანი სპეციალისტი

450

11

უფროსი სპეციალისტი

410

12

სპეციალისტი

320

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №8, 07.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.125.000762 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1147472-2/