ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.09.2010 ძალადაკარგული 25.12.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.125.000764
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 20/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №10

2010 წლის 7 სექტემბერი

ქ. ტყიბული

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო დადგენილება:

მუხლი 1. დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. (დანართი თან ერთვის)

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე

საკრებულოს თავმჯდომარე დ. ქათამაძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №23-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1711

 

დანართი

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება

თავი I

ზოგადი დებულება

    მუხლი 1

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური შემდგომში (სამსახური) წარმოადგენს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტებით კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონით „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

სამსახური ანგარიშვალდებულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის წინაშე.

სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებებით, რომელსაც ამტკიცებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

სამსახურს აქვს დებულება, შტამპი, ბლანკი და ბეჭედი.

სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე.

სამსახურის მისამართია: ქ. ტყიბული, კ. ლომაძის მოედანი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №23-სსმV, №57, 30.11.2010წ.,მუხ.1711

თავი III

სამსახურის უფლებები და მოვალეობები

    მუხლი 3

სამსახური უფლებამოსილია

ა) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე დადგენილ ვადებში. დარღვევების გამოვლენისას, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით დასვას საკითხი სასამართლოს წინაშე.

ბ) არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, აწარმოოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, ადგილობრივი სამგზავრო ავტოტრანსპორტით მგზავრობის წესების, ავტოტრანსპორტის პარკირების და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე და სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.

გ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

დ) მის მმართველობას მიკუთვნებული სფეროების ფარგლებში მოამზადოს წინადადებები ადგილობრივი სამსახურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების არამართლზომიერი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ და წარადგინოს დადგენილი წესით დანიშნულებისამებრ.

ე) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

სამსახური ვალდებულია:

ა) აწარმოოს ქუჩებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკვლების გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი.

ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის მიერ, მუნიციპალიტეტის და მათ შორის ქალაქის კეთილმოწყობასა და სხვა სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით, გარე იერსახის, გარე რეკლამის, დასუფთავების საკითხებზე მიღებული დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციების და წესების შესრულებაზე.

გ) მიიღოს კორესპოდენციები, საქმიანი ქაღალდები, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს ,მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

დ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.

თავი IV

სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა.

    მუხლი 4

სამსახურს ხელმძღვანელობს სამსხურის უფროსი, სამსახურის უფროსი და მისი თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას.

ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.

გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის.

დ) წარუდგენს წინადადებებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მართვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინების შესახებ.

ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, მოსამსახურეთა მიერ თანმდებობრივი მოვალეობების შესრულების მიზნით.

ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს კომპეტენციის ფარგლებში დასკვნებისა და რეკომენდაციების მისაღებად.

ზ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების მუშაობის ორგანიზაციის შესახებ.

თ) პერიოდულად წარადგენს ანგარიშვალდებულ პირთან (ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, გამგებელთან) სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშს.

ი) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის მოსამსახურეთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე.

კ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.

ლ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულება

ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორცილედება მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად.

სამსახურის რეორგანიზაციის ან მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება“, №10, 07.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.125.000764 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1147509-1/