დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.12.2010 ძალადაკარგული 19.12.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№60
სარეგისტრაციო კოდი
210020020.35.152.016025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 050111, 05/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №60

2010 წლის 22 დეკემბერი

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტისა და 12​1 მუხლის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ადგენს:

1. შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი დუშეთის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისა და გაუვნებლ ე ბის მომსახურებისათვის და დამტკიცდეს მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია (დანართი 1).

2. ქალაქ დუშეთში, მუნიციპალიტეტში შემავალ დაბებში და სხვა დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულზე 51(ორმოცდათერთმეტი) თეთრით თვეში.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 25.01.12

3 . დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა განისაზღვროს თანახმად დანართი №2-ისა .

4 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 მაისის №19 დადგენილება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 03.02.2011 წ.

5 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  ზ. წყარუაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 03.02.2011 წ.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.

3. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 25.01.12

4. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.

5. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის დადგენილება № 13 - ვებგვერდი, 06.03.2012წ.

დანართი 1

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. ეს წესი აწესრიგებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.

3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.

5. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.

    მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი

მოსაკრებლის გადამხდელია დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა (ფიზიკური და იურიდიული) პირი, რომელიც სარგებლობს დასუფთავების მომსახურებით.

    მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

1. მოსაკრებელის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლის განმავლობაში საჭირო ხარჯების შესაბამისად.

2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის – სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.

 3. დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

4. დუშეთის მუნიციპალიტეტის ქ. დუშეთის მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5 . მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

6 . მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.

7 . მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.

8 . ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

9 . მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.

10 . თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.

    მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება

1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.

3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.

4. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით, გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.

5. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.

6 . მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) დუშეთის მუნიციპალიტეტიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის მუნიციპალიტეტში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.

    მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

    მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები

1 . მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.

2 . გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

    მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის

მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უფლებამოსილ მუნიციპალურ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.

 


                                                                                                       დანართი №2

№

საქმიანობა

ზომის ერთეული

წლიური დაგროვე -ბის ნორმა მ​3

განაკვეთი თვეში (1მ​3 - 7,51 ლ)

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები

საერთო ფართის 1მ​2

 0,04

0,025

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1მ​2

0,08

0,050

3

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები)

ერთ მოსწავლეზე

0,198

0,124

4

სასტუმროები

მომსახურების ერთი საწოლი

1,72

1,076

5

საავადმყოფოები

ერთი საწოლი

1,157

0,724

6

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

საერთო ფართის 1მ​2

0,12

0,075

7

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) ღია ფართის 1 მ​2

5000 მ​2-მდე

0,02

0,013

5000 მ​2-დან - 15000 მ​2-მდე

0,015

0,0094

15000 მ​2-დან - 50000 მ​2-მდე

0,008

0,0050

50000 მ​2-ზე მეტი

0,006

0,0037

8

სასურსათო საქონლის მაღაზიები

სამუშაო ფართის 1მ​2

0,50

0,313

9

სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები

სამუშაო ფართის 1მ​2

0,25

0,156

10

აგრარული ბაზრები

საერთო ფართის 1მ​2

0,1

0,063

11

ბენზინგასამართი სადგურები

საერთო ფართის 1მ​2

0,08

0,050

12

სადალაქოები და სილამაზის სალონები

საერთო ფართის 1მ​2

0,35

0,219

13

სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდებარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

საერთო ფართის 1მ​2

0,25

0,156

14

რესტორნები, სასადილოები, კაფეები და ბარები

ერთ დასაჯდომ ადგილზე

2,4

1,502

15

საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის

ერთ დასაჯდომ ადგილზე

0,96

0,601

16

საცხობები

სამუშაო ფართის 1მ​2

0,26

0,163

 

17

 

საავტომობილო სადგურები

ღია ფართის1მ​2

0,008

0,005

დახურული ფართის 1მ​2

0,08

0,0 50

18

საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები

სამუშაო ფართის 1მ​2

0,008

0,005

19

 

 

არასამეწარმეო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები : ღია ფართის 1 მ​2

50 000 მ​2 ​-მდე

0,005

0,0031

50000 მ​2-დან - 150000 მ​2-მდე

0,003

0,00187

150000 მ​2-დან - 200000 მ​2-მდე

0,0025

0,00156

200000 მ​2-ზე მეტი

0,0003

0,00018

20

 

 

მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები

  ერთი საწოლი

  1,157

0,724

21

 

 

ა/მანქანების სარემონტო სადგურები,

ტექმომსახურების ადგილები

ღია საერთო ფართის 1მ​2

  0,02

0,0125

დახურული ფართის 1მ​2

   0,14

 0,08

 

22

 

 

სამხედრო ნაწილები

ერთი ადგილი

   0,8

 0,50

 

23

 

 

სკოლა-პანსიონები

მომსახურების ერთი საწოლი

1,72

1,076

შენიშვნა:

მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა:

მ=წ.დ.ნ. / 12 X ტ.

მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე.

წ.დ.ნ. – ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა.

„ტარიფი” – 1მ​3 დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების, წარმოქმნილი ნარჩენის შეგროვების, ტრანსპორტირების, გაუვნებლებისა და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობის ტარიფი.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 25.01.12

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 15.02.2012წ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 06.03.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, №60, 22.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 210020020.35.152.016025 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1147807-5/