გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.04.2001 ძალადაკარგული 19.05.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№160
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 43, 01/05/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №160

2001 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

გეოგრაფიული  ობიექტების  სახელწოდებათა  დადგენის, ნორმალიზების,  გამოყენების, აღრიცხვისა  და  დაცვის  სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით:

1. საქართველოში გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის საკითხთა შესწავლისა და შესაბამისი დასკვნების მომზადების მიზნით, შეიქმნას გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ზვიად ბერიძიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

ბიძინა გიორგაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

რამინ გობეჯიშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

ვაჟა კიკნაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი

ირაკლი ლეჟავა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსი

ვახტანგ მაღრაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

მარიკა ოძელი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკადემიური განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ქართული ენის სამმართველოს უფროსი

თეა ტეტელოშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკადემიური განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ქართული ენის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

დავით ჭიჭინაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი.

საქართველოს პრეზიდენტის 200 8 წლის 2 3 დეკემბრი ს ბრძან ე ბულება № 617 - სსმ III, № 182 , 23 . 12 .200 8 წ., მუხ. 1854

საქართველოს პრეზიდენტის 200 9 წლის 6 მაისი ს ბრძან ე ბულება № 229 - სსმ III, № 55 , 07 . 05 .200 9 წ., მუხ. 623

2. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 200 8 წლის 2 3 დეკემბრი ს ბრძან ე ბულება № 617 - სსმ III, № 182 , 23 . 12 .200 8 წ., მუხ. 1854

3. სამთავრობო კომისიამ სამ თვეში შეიმუშაოს და დასამტკიცებლად წარმოადგინოს დებულების პროექტი მისი საქმიანობის შესახებ.

ე. შევარდნაძე

     შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 დეკემბრი ს ბრძან ე ბულება №617 - სსმ III, №182, 23.12.2008 წ., მუხ.1854

2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 მაისი ს ბრძან ე ბულება №229 - სსმ III, №55, 07.05.2009 წ., მუხ.623

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“, №160, 28.04.2001, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 06.05.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114880-2/