თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.07.2010 ძალადაკარგული 21.12.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010320010.35.126.000224
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 12/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.35.126.000.224

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2010 წლის 28 ივლისი

ქ. თერჯოლა

 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1.

განისაზღვროს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო №1 დანართის მიხედვით.

    მუხლი 2.

განისაზღვროს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო №2 დანართის მიხედვით.

    მუხლი 3.

ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 15 აპრილის №13 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი – 270.190.000.35.126.005.564, 2009 წლის 4 მაისი) და „თერჯოლის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 15 აპრილის №14 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი – 270.190.000.35.126.005.565, 2009 წლის 4 მაისი).

    მუხლი 4.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე     ტ. ფანჩულიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება №10 – ვებგვერდი, 27.02.2012წ.

დანართი №1

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

(ლარებში)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

3

საკრებულოს აპარატის უფროსი

700

4

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

650

5

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

650

6

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი (მთავარი სპეციალისტი)

350

7

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი (წამყვანი სპეციალისტი)

330

9

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი (უფროსი სპეციალისტი)

310

10

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი (სპეციალისტი)

290

დანართი №2

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 17 თებერვლის დადგენილება № 10 – ვებგვერდი, 27 .02.2012წ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

 (ლარებში)

1

გამგებელი

2360

2

გამგებლის მოადგილე

900

 3

გამგეობის სამსახურის უფროსი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – მუნიციპალიტეტის რწმუნებული

700

 4

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

500

5

გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

450

6

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი (მთავარი სპეციალისტი)

350

7

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი (წამყვანი სპეციალისტი)

320

8

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი (უფროსი სპეციალისტი)

290

9

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

(სპეციალისტი)

250

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“, №13, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.126.000224 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1148987-1/