საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ტანსაცმლის ფორმის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.06.2001 ძალადაკარგული 14.06.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№243
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 79, 27/07/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №243

2001 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ტანსაცმლის ფორმის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ტანსაცმლის ფორმა, ატრიბუტიკა და სიმბოლიკა თანდართული ესკიზებისა და აღწერილობის მიხედვით.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №24 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.74

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

ატრიბუტიკა, უნიფორმა, ფურნიტურა

პლანტეში 1

გერბი

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გერბი წარმოადგენს ნორმანულ ფარს, რომლის წითელ (მუქი შინდისფერი – სახელმწიფო დროშის ფერი) ველზე გამოსახულია ხუთი ოთხქიმიანი (ერთი ცენტრალური და ოთხი ირიბი ცენტრალურის კუთხეებში) ვარსკვლავი – სიმბოლო კონტროლისა და უსაფრთხოებისა, სამართლიანობის.

პირველი ფარი უპყრია არწივს, (სიმბოლო ხელისუფლებისა და სახელმწიფოსი) რომელიც გამოსახულია ნორმანულ ფარზე, ლურჯ ველზე.

ეს უკანასკნელი კი გამოსახულია აგრეთვე ნორმანულ ფარზე, ლურჯ ველზე, გადაჯვარედინებული ბაფთების (დაცვის ტრადიციული სიმბოლო) და აღმართული ხმლის (მხედრული მამაცობის სიმბოლო) ფონზე, ფარის ქვედა ნახევარში მეორე ფარს გარს აკრავს სადევიზო ბაფთა წარწერით: „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“.

 

დროშა

1. დროშა წარმოადგენს მართკუთხა მატერიას პროპორციით 3X4 ლურჯ ველზე, რომელსაც გარს აკრავს ოქროსფერი არშია, გამოსახულია გერბის დეტალი: არწივი, რომელსაც უპყრია ცენტრალური ფარი, ნორმანული ფარის წითელ (მუქი შინდისფერი – სახელმწიფო დროშის ფერი) ველზე გამოსახული ხუთი ოთხქიმიანი ვარსკვლავი.

 

პლანშეტი 2

გენერალი

1. სააღლუმო ფორმა (დემი სეზონი) – შავი შარვალი, რუხი ორბორტიანი პიჯაკი, რუხი წინაფრიანი ქუდი, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. გამოსასვლელი ფორმა (დემი სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი ორბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ყოველდღიური ფორმა (დემი სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი ორბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 3

გენერალი

1. სააღლუმო ფორმა (ზაფხული) – შავი შარვალი, რუხი წინაფრიანი ქუდი, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. გამოსასვლელი ფორმა (ზაფხული) – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. გამოსასვლელი ფორმა (ზაფხული) – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 4

გენერალი

2. გამოსასვლელი ფორმა (ზამთარი) – მუქი ლურჯი პალტო, მუქი ლურჯი პიჯაკი, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; თეთრი ყელსახვევი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. გამოსასვლელი ფორმა (ზამთარი) – მუქი ლურჯი პალტო, მუქი ლურჯი პიჯაკი, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; შავი ყელსახვევი, გენერლის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 5

უფროსი ოფიცერი

1. სააღლუმო-გამოსასვლელი ფორმა (დემი სეზონი) – მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი), მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; თეთრი ყელსახვევი, უფროსი ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. გამოსასვლელი ფორმა (დემი სეზონი) – მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი), მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; თეთრი ყელსახვევი, უფროსი ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 6

უფროსი ოფიცერი

1. სააღლუმო-გამოსასვლელი ფორმა (ზაფხული) – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; უფროსი ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. სამსახურებრივი ფორმა (ზაფხული) – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; უფროსი ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 7

უფროსი ოფიცერი

2. გამოსასვლელი ფორმა (ზამთარი) – მუქი ლურჯი პალტო, მუქი ლურჯი პიჯაკი, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; თეთრი ყელსახვევი, უფროსი ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. გამოსასვლელი ფორმა (ზამთარი) – მუქი ლურჯი პალტო, მუქი ლურჯი პიჯაკი, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; შავი ყელსახვევი, უფროსი ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 8

უმცროსი ოფიცერი

1. სააღლუმო-გამოსასვლელი ფორმა (დემი სეზონი) – მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი (ფრენჩი), მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; უმცროსი ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ყოველდღიური ფორმა (დემი სეზონი) – მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი (ფრენჩი), მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; უმცროსი ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. სამსახურებრივი ფორმა (დემი სეზონი) – მუქი ლურჯი ქურთუკი, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი ბერეტი, ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; უმცროსი ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

პლანშეტი 9

უმცროსი ოფიცერი

1. სააღლუმო-გამოსასვლელი ფორმა (ზაფხული) – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; უმცროსი ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. სამსახურებრივი ფორმა (ზაფხული) – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; უმცროსი ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

პლანშეტი 10

უმცროსი ოფიცერი

2. გამოსასვლელი ფორმა (ზამთარი) – მუქი ლურჯი პალტო, მუქი ლურჯი პიჯაკი, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; თეთრი ყელსახვევი, უმცროსი ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ყოველდღიური ფორმა (ზამთარი) – მუქი ლურჯი გრძელი დათბუნებული ქურთუკი, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; შავი ყელსახვევი, უმცროსი ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

პლანშეტი 11

რიგითი

1. სააღლუმო-გამოსასვლელი ფორმა (დემი სეზონი) – მუქი ლურჯი ქურთუკი, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი ბერეტი, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. სამსახურებრივი ფორმა (დემი სეზონი) – მუქი ლურჯი ქურთუკი, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი ბერეტი, ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

პლანშეტი 12

რიგითი

1. სააღლუმო-გამოსასვლელი ფორმა (ზაფხული) – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი ბერეტი, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. სამსახურებრივი ფორმა (ზაფხული) – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი ბერეტი, ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; რიგითის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

პლანშეტი 13

რიგითი

3. ყოველდღიური ფორმა (ზამთარი) – მუქი ლურჯი გრძელი დათბუნებული ქურთუკი, მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; შავი ყელსახვევი, რიგითის ოფიცრის წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 14

საქართველოს ნავთობსადენებისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველო

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №24 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.74

1. სამსახურებრივი ფორმა (დემი სეზონი) – შავი საველე ქურთუკი, შავი საველე შარვალი, შავი საველე ფართოფარფლიანი ქუდი, შავი მაისური, შავი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. სამსახურებრივი ფორმა (ზამთარი) – შავი საველე დათბუნებული ქურთუკი, შავი საველე (დათბუნებული) შარვალი, შავი საველე დათბუნებული კეპიანი ქუდი, შავი მაისური, შავი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 15

სპეციალური დანიშნულების რაზმი

1. საველე ფორმა (დემი სეზონი) – კომუფლირებული საველე ქურთუკი, კომუფლირებული საველე შარვალი, კომუფლირებული საველე კეპიანი ქუდი, კომუფლირებული მაისური, შავი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. საველე ფორმა (ზაფხული) – კომუფლირებული საველე ქურთუკი, კომუფლირებული საველე შარვალი, კომუფლირებული საველე ფართოფარფლიანი ქუდი, კომუფლირებული მაისური, შავი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. სამსახურებრივი ფორმა (ზამთარი) – კომუფლირებული საველე დათბუნებული ქურთუკი, კომუფლირებული საველე (დათბუნებული) შარვალი, კომუფლირებული საველე დათბუნებული კეპიანი ქუდი, კომუფლირებული მაისური, შავი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 16

უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების შენობათა დაცვა

1. სამსახურებრივი ფორმა (დემი სეზონი) – მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი (ფრენჩი), მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, ლურჯი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; ოქროსფერი აქსელბანდი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. სამსახურებრივი ფორმა (ზაფხული) – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი წინაფრიანი ქუდი, ლურჯი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი; ოქროსფერი აქსელბანდი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 17

ემბლემა (გამოყენების არეალი)

1. ფერადი (მინანქარით).

2. კონტურული

3. შავ-თეთრი

პლანშეტი 18

საპრეზენტაციო ფარი – ემბლემით

პლანშეტი 19

სდსს-ის მოსამსახურე ქალის ფორმა

1. სააღლუმო-გამოსასვლელი ფორმა (დემი სეზონი) – მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი კაბა, მუქი ლურჯი ქუდი, თეთრი პერანგი, შავი ყელსახვევი, შავი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ყოველდღიური ფორმა (დემი სეზონი) – მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი კაბა, მუქი ლურჯი ქუდი, ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ყელსახვევი, შავი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 20

სდსს-ის მოსამსახურე ქალის ფორმა

1. სააღლუმო-გამოსასვლელი ფორმა (ზაფხული) – მუქი ლურჯი კაბა, მუქი ლურჯი ქუდი, თეთრი პერანგი, შავი ყელსახვევი, შავი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ყოველდღიური ფორმა (ზაფხული) – მუქი ლურჯი კაბა, მუქი ლურჯი ქუდი, ლურჯი (ღია) პერანგი, შავი ყელსახვევი, შავი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 21

სდსს-ის მოსამსახურე ქალის ფორმა

1. ყოველდღიური ფორმა (ზაფხული) – მუქი ლურჯი პალტო, მუქი ლურჯი ერთბორტიანი პიჯაკი, მუქი ლურჯი კაბა, მუქი ლურჯი ქუდი, თეთრი პერანგი, შავი ყელსახვევი, შავი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 22

სამხრე (საშემოდგომო-საგაზაფხულო) ფორმისათვის

1. უმაღლესი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ ორნამენტი, ოთხი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

2.    უფროსი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის მაიორი – მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ერთი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

3. საშუალო სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის კაპიტანი – მუქ ლურჯ ველზე ოთხი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის უ ფ როსი ლეიტენანტი – მუქ ლურჯ ველზე სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი – მუქ ლურჯ ველზე ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი – მუქ ლურჯ ველზე ერთი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

4.    უმცროსი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის ზემდეგი – მუქ ლურჯ ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი ოთხი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი – მუქ ლურჯ ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი სამი თამასა.

სახელმწიფო დაცვის სერჟანტი – მუქ ლურჯ ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი ორი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი – მუქ ლურჯ ველზე ყვითელი ცისფერკანტიანი ერთი თამასა.

სახელმწიფო დაცვის რიგითი – მუქი ლურჯი ველი.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №24 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.74

 

პლანშეტი 23

სამხრე ზაფხულის ფორმისათვის

1.    უმაღლესი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ ორნამენტი, ოთხი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

2.    უფროსი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის მაიორი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ერთი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

3. საშუალო სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის კაპიტანი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე, ოთხი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე, ერთი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

4.    უმცროსი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის ზემდეგი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე, ყვითელი ცისფერკანტიანი ოთხი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე, ყვითელი ცისფერკანტიანი სამი თამასა.

სახელმწიფო დაცვის სერჟანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე, ყვითელი ცისფერკანტიანი ორი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე, ყვითელი ცისფერკანტიანი ერთი თამასა.

სახელმწიფო დაცვის რიგითი – მანჟეტის მუქი ლურჯი ველი.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №24 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.74

 

პლანშეტი 24

სამხრე და შევრონი სამსახურებრივი ფორმისათვის

1. უმაღლესი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ ორნამენტი, ოთხი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ცისფერი არშიით.

2.    უფროსი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის მაიორი – მანჟეტის მუქ ლურჯ ველზე ოქროსფერი „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ერთი შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

3. საშუალო სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის კაპიტანი – შევრონის შავ ველზე, სამი ოქროსფერი ლურჯკანტიანი თამასა, ერთი ხვეულიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი – შევრონის შავ ველზე, ორი ოქროსფერი ლურჯკანტიანი თამასა, ერთი ხვეულიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი – შევრონის შავ ველზე, ერთი ოქროსფერი ლურჯკანტიანი თამასა, ერთი ხვეულიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი – შევრონის შავ ველზე, ერთი ხვეულიანი თამასა.

4. უმცროსი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის ზემდეგი – შევრონის შავ ველზე, ოთხი ოქროსფერი ლურჯკანტიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი – შევრონის შავ ველზე, სამი ოქროსფერი ლურჯკანტიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის სერჟანტი – შევრონის შავ ველზე, ორი ოქროსფერი ლურჯკანტიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი – შევრონის შავ ველზე, ერთი ოქროსფერი ლურჯკანტიანი თამასა.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №24 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.74

პლანშეტი 25

სარიტუალო ფურნიტურა

1. აქსელბანდი.

2. სარიტუალო ხმლის ტარის ორნამენტი.

პლანშეტი 26

ფურნიტურა

1. გენერლის კოკარდა: „ვაზის წნულის“ ორნამენტზე (გელათი) გამოსახულია სდსს გერბის პირველი ფარი, ნორმანულ ფარზე, მუქ წითელ ველზე ხუთი ოთხქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც უპყრია არწივს.

2. ოფიცრის კოკარდა: „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტზე გამოსახულია სდსს გერბის პირველი ფარი, ნორმანულ ფარზე, მუქ წითელ ველზე ხუთი ოთხქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც უპყრია არწივს.

პლანშეტი 27

ფურნიტურა

1. რიგითის კოკარდა: სდსს გერბის პირველი ფარი, ნორმანულ ფარზე გამოსახულია მუქ წითელ ველზე ხუთი ოთხქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც უპყრია არწივს.

2. ბერეტის კოკარდა: სდსს გერბის პირველი ფარი, ნორმანულ ფარზე, გამოსახულია მუქ წითელ ველზე ხუთი ოთხქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც უპყრია არწივს. (პლასტიური მასალა)

პლანშეტი 28

ფურნიტურა

1. გენერლის ღილკილო: „ვაზის წნულის“ ორნამენტის კომპოზიცია.

2. ოფიცრის ღილკილო: ორი გადაჯვარედინებული აფთი, სდსს გერბის დეტალი.

 

პლანშეტი 29

ფურნიტურა

1. წინაფრიანი ქუდის ქამარი.

2. გენერლის ქუდის წინაფრის ორნამენტი (ვაზის წნული).

3. ღილი დიდი და პატარა გერბის ცენტრალური კომპოზიციის გამოსახულებით.

4. ჰალსტუხის სამაგრი, სდსს-ის გერბის გამოსახულებით.

 

 

პლანშეტი 30

ფურნიტურa

საერთო სამკლაური ემბლემა (შევრონი)

სდსს-ის გერბი, (ტრანსფორმირებული ფარით) და მცირე შევრონი წარწერით „საქართველო“

 

პლანშეტი 31

ფურნიტურა

1.    მარჯვენა სამკლაური ემბლემა (შევრონი) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს მოსამსახურეებისათვის, ტრანსფორმირებული ნორმანულ ფარზე, შავ ველზე მარცხნიდან მარჯვნივ დაშვებული ხუთი ლურჯი ზოლი (ფერითი განსხვავება) ზედა მარჯვენა კუთხეში, გერბის დეტალი: გადაჯვარედინებული აფთები.

2.    მარჯვენა სამკლაური ემბლემა (შევრონი) დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამმართველოს მოსამსახურეებისათვის, ტრანსფორმირებული ნორმანულ ფარზე, შავ ველზე მარცხნიდან მარჯვნივ დაშვებული ხუთი მუქი წითელი (შინდისფერი) ზოლი (ფერითი განსხვავება) ზედა მარჯვენა კუთხეში, გერბის დეტალი: არწივი, რომელსაც უპყრია ცენტრალური კომპოზიცია.

3.    მარჯვენა სამკლაური ემბლემა (შევრონი) საქართველოს ნავთობსადენებისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველოს მოსამსახურეებისათვის, ტრანსფორმირებული ნორმანულ ფარზე, შავ ველზე მარცხნიდან მარჯვნივ დაშვებული ხუთი ოქროსფერი ზოლი (ფერითი განსხვავება) ზედა ცენტრალურ ნაწილში, გერბის დეტალი: ხუთი ოთხქიმიანი ვარსკვლავი, მარჯვნიდან მარცხნივ კი ირიბად გამოსახულია საქართველოს რუკის კონტური.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №24 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.74

 

 

პლანშეტი 32

ფურნიტურა

1. სპეციალური დანიშნულების სამკერდე ნიშანი – მრგვალ მედალიონში, წითელ ველზე (მინანქარი) სდსს-ის გერბის ცენტრალური კომპოზიცია, გარშემო წარწერით: „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“ ამოტვიფრული შვიდქიმიანი ვარსკვლავით.

2. სპეციალური დანიშნულების სამკერდე ნიშანი – მრგვალ მედალიონში, მწვანე ველზე (მინანქარი) სდსს-ის გერბის ცენტრალური კომპოზიცია, გარშემო წარწერით: „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“ ამოტვიფრული შვიდქიმიანი ვარსკვლავით.

3. სპეციალური დანიშნულების სამკერდე ნიშანი – მრგვალ მედალიონში, ლურჯ ველზე (მინანქარი) სდსს-ის გერბის დეტალი: არწივი, რომელსაც უპყრია ფარი ცენტრალური კომპოზიცია, გარშემო წარწერით: „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“ ამოტვიფრული შვიდქიმიანი ვარსკვლავით.

4.ავერსი – (ყველასათვის ერთია) ბრტყელ ფონზე წარწერით: „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“ პირადი ნომერი, ამოტვიფრული შვიდქიმიანი ვარსკვლავით.

 

პლანშეტი 33

ფურნიტურა (სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი)

1. სავლე სამკლაური ემბლება (შევრონი)

სდსს-ის გერბი, (ტრანსფორმირებული ფარით) და მცირე შევრონი წარწერით „საქართველო“, კომუფლიაჟის ფერებში.

2. სავლე კოკარდა: სდსს-ის გერბის პირველი ფარი, ნორმანულ ფარზე გამოსახულია მუქ წითელ ველზე ხუთი ოთხქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც უპყრია არწივს – კომუფლიაჟის ფერებში.

3. მარჯვენა სამკლაური ემბლება (შევრონი), მრგვალ ბიზანტიურ ფარზე შავ ველზე გამოსახულია სდსს-ის გერბის არწივი, რომელსაც უპყრია ნორმანული ფარი, რომლის თეთრ ველზე მარცხნიდან მარჯვნივ დაშვებულია ორი წითელი ელვის სიმბოლური გამოსახულება. ქვედა ნაწილში წარწერაა: სდქ-ის აბრევიატურა ქართულად და ინგლისურად კომუფლ ა ჟი ს ფერებში.

4. მარჯვენა სამკლაური ემბლება (შევრონი), მრგვალ ბიზანტიურ ფარზე შავ ველზე გამოსახულია სდსს-ის გერბის არწივი, რომელსაც უპყრია ნორმანული ფარი, რომლის თეთრ ველზე მარცხნიდან მარჯვნივ დაშვებული ორი წითელი ელვის სიმბოლური გამოსახულება. ქვედა ნაწილში წარწერაა: სდქ-ის აბრევიატურა ქართულად და ინგლისურად.

 

პლანშეტი 34

სამხრე და შევრონი სამსახურებრივი ფორმისათვის

1. უმაღლესი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე „ვაზის წნულის“ ორნამენტი, ოთხი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე „ვაზის წნულის“ ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე „ვაზის წნულის“ ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი.

2.    უფროსი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, სამი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი.

სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ორი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი.

 სახელმწიფო დაცვის მაიორი – მანჟეტის შავ ველზე მწვანე „ვაზის წნულის“ მცირე ორნამენტი, ერთი შვიდქიმიანი მწვანე ვარსკვლავი.

3. საშუალო სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის კაპიტანი – შევრონის შავ ველზე, სამი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა, ერთი ხვეულიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი – შევრონის შავ ველზე, ორი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა, ერთი ხვეულიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი – შევრონის შავ ველზე, ერთი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა, ერთი ხვეულიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი – შევრონის შავ ველზე, ერთი ხვეულიანი თამასა.

4. უმცროსი სპეციალური წოდება:

სახელმწიფო დაცვის ზემდეგი – შევრონის შავ ველზე, ოთხი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი – შევრონის შავ ველზე, სამი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის სერჟანტი – შევრონის შავ ველზე, ორი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა.

სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი – შევრონის შავ ველზე, ერთი მწვანე ლურჯკანტიანი თამასა.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 იანვრის ბრძანებულება №24 - სსმ III, №5, 21.01.2004 წ., მუხ.74

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ტანსაცმლის ფორმის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“, №243, 18.06.2001, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114994-1/