საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №265
2001 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №369 - სსმ III, №95, 31.08.2004 წ., მუხ.815
21. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) უმოკლეს ვადაში:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება;
ბ) შეიმუშაოს და წარმოადგინოს წინადადებები ბალეტის განვითარების საპრეზიდენტო პროგრამასთან დაკავშირებით და დასახოს მისი განხორციელების ღონისძიებები.

3. საოპერო თეატრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის სამინისტრომ.
4. მიეცეს უფლება საოპერო თეატრს, დამოუკიდებლად განსაზღვროს სტრუქტურა, თანამშრომელთა რაოდენობა, მათი შრომის ანაზღაურების ფორმა და სიდიდე თეატრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიების სახით გამოყოფილი ასიგნებებიდან და საკუთარი შემოსავლებიდან.
5. თბილისის საოპერო თეატრს უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცეს შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, მის ბალანსზე არსებული სხვა სახელმწიფო ქონება და მიეცეს უფლება პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს სამეურნეო (კომერციული) და კანონით ნებადართული სხვა საქმიანობა. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადის გადახდის შემდეგ დარჩენილი შემოსავლები მთლიანად მოხმარდეს საოპერო თეატრს.
6. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ლ. ძნელაძე) საოპერო თეატრთან გააფორმოს სათანადო ხელშეკრულება ამ ბრძანებულების მე-5 პუნქტის შესაბამისად.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის შედგენისას თეატრის მიერ წარმოდგენილი ხარჯთა ნუსხისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების მიხედვით განსაზღვროს ოპერის თეატრისათვის საჭირო ასიგნებანი (მათ შორის, სადადგმო, საგასტროლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის საჭირო ხარჯები), უზრ უ ნველყოს საბალეტო ხელოვნებისათვის და საოპერო ხელოვნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრების ცალ-ცალკე სტრიქონებად გამოყოფა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებათა ფარგლებში.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №369 - სსმ III, №95, 31.08.2004 წ., მუხ.815
8. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი. ჩხარტიშვილი) საოპერო თეატრს კანონით დადგენილი წესით აღმოუჩინოს დახმარება მის მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების განხილვაში, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ თეატრის წარმატებულ საქმიანობას.
9. თბილისის საოპერო თეატრის, როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლის დაცვის, აგრეთვე თეატრის კოლექტივის შემოქმედებითი მოღვაწეობის გაუმჯობესების მიზნით მიღებულ იქნეს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წინადადება 2002 წლიდან საოპერო თეატრის რეკონსტრუქციის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების შესახებ მისთვის გამოყოფილი ტერიტორიის (თაბუკაშვილის ქუჩა №38, №40, №42, №44 და თაბუკაშვილის შესახვევი №5 მწვავე ავარიული სახლების) ხარჯზე. ამ მიზნით ხუთ თვეში აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებული უწყებებისა და დაწესებულებების მონაწილეობით შემუშავდეს რეკონსტრუქციის პროექტი, განისაზღვროს სახელმწიფო დამკვეთი, სამუშაოთა შესრულების ვადები და დაფინანსების წყაროები. რეკონსტრუქციის მოსამზადებელ სამუშაოთა საერთო ხელმძღვანელობა უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ თ. ისაკაძემ.
10. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი) კოორდინაცია გაუწიოს საოპერო თეატრის შენობის აღდგენა-გამაგრების, საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს.
11. მოწონებულ იქნეს ქ. თბილისის მერიის (ი. ზოდელავა, გ. შერაძე) სისტემატური და აქტიური მონაწილეობა საოპერო თეატრის მატერიალური და ტექნიკური საკითხების მოგვარების საქმეში.
12. საოპერო თეატრის აღორძინებისა და შემდგომი განვითარების მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალოს, შეიქმნას მზრუნველთა საბჭო საქართველოს კულტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, ეროვნული ბანკის, ქ. თბილისის მერიის, სხვადასხვა დაინტერესებული უწყებების, ინტელიგენციის, ფინანსური, სამეწარმეო წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 ივლისის ბრძანებულება №365 - სსმ III, №77, 30.07.2003 წ., მუხ.698
2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №369 - სსმ III, №95, 31.08.2004 წ., მუხ.815
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დებულება
(ძალადაკარგულია)

1
+
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №265
2001 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის თანდართული დებულება.
2. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №369 - სსმ III, №95, 31.08.2004 წ., მუხ.815
21. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) უმოკლეს ვადაში:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება;
ბ) შეიმუშაოს და წარმოადგინოს წინადადებები ბალეტის განვითარების საპრეზიდენტო პროგრამასთან დაკავშირებით და დასახოს მისი განხორციელების ღონისძიებები.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №369 - სსმ III, №95, 31.08.2004 წ., მუხ.815
3. საოპერო თეატრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის სამინისტრომ.
4. მიეცეს უფლება საოპერო თეატრს, დამოუკიდებლად განსაზღვროს სტრუქტურა, თანამშრომელთა რაოდენობა, მათი შრომის ანაზღაურების ფორმა და სიდიდე თეატრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიების სახით გამოყოფილი ასიგნებებიდან და საკუთარი შემოსავლებიდან.
5. თბილისის საოპერო თეატრს უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცეს შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, მის ბალანსზე არსებული სხვა სახელმწიფო ქონება და მიეცეს უფლება პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს სამეურნეო (კომერციული) და კანონით ნებადართული სხვა საქმიანობა. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადის გადახდის შემდეგ დარჩენილი შემოსავლები მთლიანად მოხმარდეს საოპერო თეატრს.
6. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ლ. ძნელაძე) საოპერო თეატრთან გააფორმოს სათანადო ხელშეკრულება ამ ბრძანებულების მე-5 პუნქტის შესაბამისად.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) 2002 და შემდგომ წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენისას საოპერო თეატრის მიერ წარმოდგენილი ხარჯთა ნუსხისა და მიზნობრივი პროგრამების მიხედვით განსაზღვროს საოპერო თეატრისათვის საჭირო ასიგნებანი (მათ შორის, სადადგმო, საგასტროლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის საჭირო ხარჯები) და იგი ბიუჯეტში კულტურის სამინისტროს ასიგნებათა ფარგლებში გამოიყოს ცალკე სტრიქონად.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის შედგენისას თეატრის მიერ წარმოდგენილი ხარჯთა ნუსხისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების მიხედვით განსაზღვროს ოპერის თეატრისათვის საჭირო ასიგნებანი (მათ შორის, სადადგმო, საგასტროლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის საჭირო ხარჯები), უზრუ ნველყოს საბალეტო ხელოვნებისათვის და საოპერო ხელოვნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრების ცალ-ცალკე სტრიქონებად გამოყოფა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებათა ფარგლებში.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №369 - სსმ III, №95, 31.08.2004 წ., მუხ.815
8. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი. ჩხარტიშვილი) საოპერო თეატრს კანონით დადგენილი წესით აღმოუჩინოს დახმარება მის მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების განხილვაში, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ თეატრის წარმატებულ საქმიანობას.
9. თბილისის საოპერო თეატრის, როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლის დაცვის, აგრეთვე თეატრის კოლექტივის შემოქმედებითი მოღვაწეობის გაუმჯობესების მიზნით მიღებულ იქნეს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წინადადება 2002 წლიდან საოპერო თეატრის რეკონსტრუქციის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების შესახებ მისთვის გამოყოფილი ტერიტორიის (თაბუკაშვილის ქუჩა №38, №40, №42, №44 და თაბუკაშვილის შესახვევი №5 მწვავე ავარიული სახლების) ხარჯზე. ამ მიზნით ხუთ თვეში აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებული უწყებებისა და დაწესებულებების მონაწილეობით შემუშავდეს რეკონსტრუქციის პროექტი, განისაზღვროს სახელმწიფო დამკვეთი, სამუშაოთა შესრულების ვადები და დაფინანსების წყაროები. რეკონსტრუქციის მოსამზადებელ სამუშაოთა საერთო ხელმძღვანელობა უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ თ. ისაკაძემ.
10. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი) კოორდინაცია გაუწიოს საოპერო თეატრის შენობის აღდგენა-გამაგრების, საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს.
11. მოწონებულ იქნეს ქ. თბილისის მერიის (ი. ზოდელავა, გ. შერაძე) სისტემატური და აქტიური მონაწილეობა საოპერო თეატრის მატერიალური და ტექნიკური საკითხების მოგვარების საქმეში.
12. საოპერო თეატრის აღორძინებისა და შემდგომი განვითარების მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალოს, შეიქმნას მზრუნველთა საბჭო საქართველოს კულტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, ეროვნული ბანკის, ქ. თბილისის მერიის, სხვადასხვა დაინტერესებული უწყებების, ინტელიგენციის, ფინანსური, სამეწარმეო წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 ივლისის ბრძანებულება №365 - სსმ III, №77, 30.07.2003 წ., მუხ.698
2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №369 - სსმ III, №95, 31.08.2004 წ., მუხ.815
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
(ძალადაკარგულია)
1. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (შემდგომში – საოპერო თეატრი) წარმოადგენს განსაკუთრებული სტატუსის მქონე საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ობიექტს.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №369 - სსმ III, №95, 31.08.2004 წ., მუხ.815
2. საოპერო თეატრი, როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობის, კულტურის მინისტრის ბრძანებებისა და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას.
3. საოპერო თეატრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი, შტამპი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. საოპერო თეატრს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ყველა სახის გარიგება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. თავისი საქმიანობის განსახორციელებლად უფლება აქვს ააშენოს, შეიძინოს, დაიქირაოს საჭირო უძრავი და მოძრავი ქონება, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლება და იტვირთოს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
5. საოპერო თეატრის მისამართია: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. №25.
მუხლი 2. საოპერო თეატრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი🔗
საოპერო თეატრის ძირითად ფუნქციებს, მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ მუსიკალურ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი მუსიკალურ-თეატრალური და ქორეოგრაფიული სპექტაკლების დადგმა და მათი მეშვეობით მოსახლეობის ფართო მასებში კლასიკური მუსიკის, საოპერო და საბალეტო ხელოვნების პროპაგანდა.
მუხლი 3. საოპერო თეატრის უფლება-მოვალეობანი🔗
საოპერო თეატრს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს:
ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლები ს შემოქმედებით მიმართულებებს, რეპერტუარის არჩევას სპექტაკლის საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის;
ბ) ისარგებლოს განსაკუთრებული უფლებით აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ყველა ფორმა. გადასცეს ამ სპექტაკლის დადგმის უფლება სხვა თეატრებს, აგრეთვე იურიდიულ პირებსა და მოქალაქეებს. გასცეს ნებართვა საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა სახის ჩაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
გ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;
დ) აწარმოოს სამეურნეო (კომერციული) საქმიანობა;
ე) დააფინანსოს საკუთარი წარმომადგენლობები საზღვარგარეთ;
ვ) მიიღოს გრძელვადიანი და მოკლევადიანი კრედიტები სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოთა თანხმობით;
ზ) დამოუკიდებლად განსაზღვროს თეატრის თანამშრომელთა რაოდენობა, შრომის ანაზღაურების საკითხები;
თ) შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით;
ი) თეატრის თანამშრომლებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაადგინოს დამატებითი შვებულება, სამუშაო დღის შემცირებისა და სხვა სახის შეღავათები, აგრეთვე წამახალისებელი ფორმები სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომელთათვის, რომლებიც ემსახურებიან თეატრის კოლექტივს და არ შედიან მის შემადგენლობაში;
კ) ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს მსახიობთა გაცვლა საზღვარგარეთის ქვეყნებთან;
ლ) გამოიყენოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებები.
მ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
მუხლი 4. საოპერო თეატრის მართვა🔗
1. საოპერო თეატრში იქმნება მართვის კოლეგიალური ორგანო – სამხატვრო კოლეგია (შემდგომში – კოლეგია), რომელიც შედგება 7 წევრისაგან. კოლეგიას ჰყავს კოლეგიის ხელმძღვანელი.
2. საქართველოს კულტურის მინისტრი ნიშნავს კოლეგიის წევრებს და კოლეგიის წარდგინებით – კოლეგიის ხელმძღვანელს. კოლეგიისა და კოლეგიის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით.
3. კოლეგიის შემადგენლობაში შედიან: კოლეგიის ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორი, მუსიკალური ხელმძღვანელი, მთავარი ბალეტმაისტერი, მუსიკალური და თეატრალური ხელოვნების მოღვაწენი.
4. კოლეგია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის 3/4. კოლეგია გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. მუსიკალურ საკითხებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მუსიკალური ხელმძღვანელის, ხოლო საბალეტო საკითხებში მთავარი ბალეტმაისტერის პოზიციას.
5. კოლეგია პასუხისმგებელია საოპერო თეატრის საერთო შემოქმედებით მოღვაწეობაზე.
6. კოლეგიის ხელმძღვანელი იმავდროულად არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია თეატრის მოღვაწეობასა და შემოქმედებით საქმიანობაზე. იგი კოლეგიის გადაწყვეტილების საფუძველზე:
ა) ადგენს და ამტკიცებს შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) ფორმებს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) აყალიბებს საოპერო თეატრის შინაგანაწესს;
გ) განსაზღვრავს შემოქმედებითი პერსონალის ანაზღაურების ოდენობას სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრებიდან და თეატრის საკუთარი შემოსავლებიდან გამომდინარე;
დ) მოქმედებს საოპერო თეატრის სახელით საქართველოსა და უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას წარმოადგენს საოპერო თეატრის ინტერესებს შემოქმედებით საკითხებთან დაკავშირებით;
ე) საოპერო თეატრის სახელით ხელს აწერს შემოქმედებით სფეროში შემავალ გარიგებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) ამტკიცებს შესაბამის დებულებებსა და ინსტრუქციებს, რომელიც შემოქმედებითი დასის საქმიანობას შეეხება;
ზ) გეგმავს და ახორციელებს ახალ პროექტებს;
თ) ადგენს საოპერო თეატრის კალენდარულ გეგმას;
ი) აკონტროლებს საოპერო თეატრში მხატვრულ-შემოქმედებითი პერსონალის მიერ შემოქმედებითი და შრომითი დისციპლინის დაცვას.
7. საოპერო თეატრის სამეურნეო-საორგანიზაციო საქმიანობას წარმართავს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის მინისტრი. გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 3 წლით.
8. გენერალური დირექტორი:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს წინაშე;
ბ) წარმართავს საოპერო თეატრის ადმინისტრაციულ-სამეურნეო, ფინანსურ და კომერციულ საქმიანობას. მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში მინდობილობის გარეშე მოქმედებს საოპერო თეატრის სახელით; წარმოადგენს საოპერო თეატრის ინტერესებს საქართველოსა და უცხოეთის იურიდიულ, ფიზიკურ პირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
გ) საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, საკონტრაქტო სისტემის საფუძველზე წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის მიღება-გათავისუფლების საკითხებს. კოლეგიასთან შეთანხმებით, სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრებიდან და თეატრის საკუთარი შემოსავლებიდან გამომდინარე განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების ოდენობას;
დ) საოპერო თეატრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელს აწერს სამეურნეო-საფინანსო და საორგანიზაციო ხასიათის გარიგებებს, საბანკო დოკუმენტებს, ხსნის საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს;
ე) პასუხისმგებელია ახალი და მიმდინარე სპექტაკლების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის;
ვ) ანგარიშვალდებულია საოპერო თეატრის ეკონომიკურ, ფინანსურ და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
9. მუსიკალური ხელმძღვანელი:
ა) აწარმოებს სოლისტ-ვოკალისტთა შერჩევას, საოპერო დასის დაკომპლექტებას და ზრუნავს მათ დასაქმებაზე;
ბ) უზრუნველყოფს საოპერო სპექტაკლებისა და საკონცერტო პროგრამების მაღალმხატვრულ დონეზე მოწყობას სტაციონარში, გასვლით სპექტაკლებსა და გასტროლებზე;
გ) სოლისტ-ვოკალისტებთან, კონცერტმაისტერებთან, დირიჟორებთან, ქორმაისტერებთან, გუნდისა და ორკესტრის მსახიობებთან აფორმებს შრომის ხელშეკრულებებს, რომელთა ფორმებიც დამტკიცებულია კოლეგიის მიერ;
დ) კოლეგიას წარუდგენს რეკომენდაციას მე-9 პუქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერსონალის ფულადი ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით;
ე) ახორციელებს საოპერო თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკას, ძველი სპექტაკლების აღდგენასა და ახალი სპექტაკლების საკონცერტო შესრულებით გაშვებას;
ვ) გეგმავს და ახორციელებს ახალ პროექტებს კოლეგიასთან შეთანხმებით.
10. მთავარი ბალეტმაისტერი:
ა) ორგანიზებას უწევს ახალი საბალეტო პროექტების შექმნასა და ძველი სპექტაკლების აღდგენით სამუშაოებს;
ბ) უზრუნველყოფს სპექტაკლებისა და საკონცერტო პროგრამების მაღალმხატვრულ დონეზე მოწყობას სტაციონარში, გასვლით სპექტაკლებსა და გასტროლებზე;
გ) აკონტროლებს სპექტაკლების შექმნასთან დაკავშირებულ კომპლექსურ სამუშაოებს;
დ) უზრუნველყოფს საბალეტო სცენების დადგმას საოპერო სპექტაკლებში;
ე) მუშაობს კომპოზიტორებთან და ლიბრეტოს ავტორებთან ახალი სცენიური ნაწარმოებების შექმნაზე;
ვ) განსაზღვრავს საბალეტო დასის მუშაობის მხატვრულ პრინციპებს;
ზ) ამუშავებს პერსპექტიულ სარეპერტუარო გეგმებს კოლეგიასთან შეთანხმებით;
თ) ადგენს საბალეტო სპექტაკლების შექმნის გეგმა-გრაფიკებს, აყალიბებს სადადგმო ჯგუფისა და შემსრულებლების შემადგენლობას;
ი) განსაზღვრავს დასის პროფესიული სწავლების სისტემასა და ფორმას. ხელს უწყობს მათ შემოქმედებით ზრდას;
კ) აკონტროლებს ბალეტის მხატვრულ-შემოქმედებითი პერსონალის შემოქმედებით და შრომით დისციპლინას;
ლ) კოლეგიას წარუდგენს წინადადებებს საბალეტო პარტიების ტარიფიკაციის შესახებ, ასევე საბალეტო დასის წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 ივლისის ბრძანებულება №365 - სსმ III, №77, 30.07.2003 წ., მუხ.698
მუხლი 5. საოპერო თეატრის ქონება და საფინანსო -სამეურნეო საქმიანობა🔗
1. საოპერო თეატრის ქონება შედგება მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობებისაგან, დანადგარ-მოწყობილობებისაგან, სატრანსპორტო საშუალებებისა და მის შემადგენლობაში არსებული სხვა სახელმწიფო ქონებისაგან, რომელიც არ ექვემდებარება გაყიდვას, გასხვისებას ან გაჩუქებას. საოპერო თეატრს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს კანონით ნებადართული სამეურნეო (კომერციული) საქმიანობის წარმართვისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი შემოსავლები, რომლებიც მთლიანად ხმარდება საოპერო თეატრს.
2. საოპერო თეატრის ქონებად ითვლება, აგრეთე ინტელექტუალური საკუთრებაც, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.
3. საოპერო თეატრის ფინანსებს შეადგენს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებანი (სუბსიდიის და სხვა მიზნობრივი ასიგნებების სახით);
ბ) გაყიდული ბილეთების საფასურიდან მიღებული შემოსავლები;
გ) საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება სპექტაკლების გადაღებით, მათი კინო- , ვიდეო- და აუდიო- ჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციათა კომერციული მიზნით გამოყენებისათვის;
ე) შემოსავლები, რომლებიც მიიღება დეკორაციების, კოსტი უმების და თეატრის სხვა ქონების გამოყენებით;
ვ) სამეურნეო (კომერციული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ზ) საქართველოსა და საზღვარგარეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ფულადი შენატანები;
თ) სხვა შემოსავლები.
4. საოპერო თეატრი აყალიბებს შემდეგ ფონდებს:
ა) მატერიალური წახალისების ფონდი;
ბ) შემოქმედებითი-საწარმოო განვითარების ფონდი.
მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი🔗
საოპერო თეატრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
მუხლი 7. საოპერო თეატრის წლიური ბალანსი🔗
1. საოპერო თეატრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. საოპერო თეატრი წლის დასაწყისში ადგენს წლიურ ბალანსს, აწარმოებს საბუღალტრო ოპერატიულ და სტატისტიკურ აღრიცხვას და დადგენილ ვადებში წარუდგენს შესაბამის ორგანოებს.
მუხლი 8. საოპერო თეატრის ლიკვიდაცია🔗
საოპერო თეატრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 9. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი🔗
დებულებაში ცვლილებები შედის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
1
+
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №265
2001 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №24 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
1. ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი (შემდეგში – თეატრი).
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №24 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
2. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №369 - სსმ III, №95, 31.08.2004 წ., მუხ.815
21. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) უმოკლეს ვადაში:
21. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უმოკლეს ვადაში:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება;
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება;
ბ) შეიმუშაოს და წარმოადგინოს წინადადებები ბალეტის განვითარების საპრეზიდენტო პროგრამასთან დაკავშირებით და დასახოს მისი განხორციელების ღონისძიებები.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №369 - სსმ III, №95, 31.08.2004 წ., მუხ.815
3. საოპერო თეატრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის სამინისტრომ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №24 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
3. თეატრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №24 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
4. მიეცეს უფლება საოპერო თეატრს, დამოუკიდებლად განსაზღვროს სტრუქტურა, თანამშრომელთა რაოდენობა, მათი შრომის ანაზღაურების ფორმა და სიდიდე თეატრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიების სახით გამოყოფილი ასიგნებებიდან და საკუთარი შემოსავლებიდან.
5. თბილისის საოპერო თეატრს უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცეს შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, მის ბალანსზე არსებული სხვა სახელმწიფო ქონება და მიეცეს უფლება პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს სამეურნეო (კომერციული) და კანონით ნებადართული სხვა საქმიანობა. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადის გადახდის შემდეგ დარჩენილი შემოსავლები მთლიანად მოხმარდეს საოპერო თეატრს.
6. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ლ. ძნელაძე) საოპერო თეატრთან გააფორმოს სათანადო ხელშეკრულება ამ ბრძანებულების მე-5 პუნქტის შესაბამისად.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის შედგენისას თეატრის მიერ წარმოდგენილი ხარჯთა ნუსხისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების მიხედვით განსაზღვროს ოპერის თეატრისათვის საჭირო ასიგნებანი (მათ შორის, სადადგმო, საგასტროლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის საჭირო ხარჯები), უზრუ ნველყოს საბალეტო ხელოვნებისათვის და საოპერო ხელოვნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრების ცალ-ცალკე სტრიქონებად გამოყოფა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებათა ფარგლებში.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №369 - სსმ III, №95, 31.08.2004 წ., მუხ.815
8. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი. ჩხარტიშვილი) საოპერო თეატრს კანონით დადგენილი წესით აღმოუჩინოს დახმარება მის მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების განხილვაში, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ თეატრის წარმატებულ საქმიანობას.
9. თბილისის საოპერო თეატრის, როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლის დაცვის, აგრეთვე თეატრის კოლექტივის შემოქმედებითი მოღვაწეობის გაუმჯობესების მიზნით მიღებულ იქნეს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წინადადება 2002 წლიდან საოპერო თეატრის რეკონსტრუქციის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების შესახებ მისთვის გამოყოფილი ტერიტორიის (თაბუკაშვილის ქუჩა №38, №40, №42, №44 და თაბუკაშვილის შესახვევი №5 მწვავე ავარიული სახლების) ხარჯზე. ამ მიზნით ხუთ თვეში აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებული უწყებებისა და დაწესებულებების მონაწილეობით შემუშავდეს რეკონსტრუქციის პროექტი, განისაზღვროს სახელმწიფო დამკვეთი, სამუშაოთა შესრულების ვადები და დაფინანსების წყაროები. რეკონსტრუქციის მოსამზადებელ სამუშაოთა საერთო ხელმძღვანელობა უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ თ. ისაკაძემ.
10. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი) კოორდინაცია გაუწიოს საოპერო თეატრის შენობის აღდგენა-გამაგრების, საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს.
11. მოწონებულ იქნეს ქ. თბილისის მერიის (ი. ზოდელავა, გ. შერაძე) სისტემატური და აქტიური მონაწილეობა საოპერო თეატრის მატერიალური და ტექნიკური საკითხების მოგვარების საქმეში.
12. საოპერო თეატრის აღორძინებისა და შემდგომი განვითარების მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალოს, შეიქმნას მზრუნველთა საბჭო საქართველოს კულტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, ეროვნული ბანკის, ქ. თბილისის მერიის, სხვადასხვა დაინტერესებული უწყებების, ინტელიგენციის, ფინანსური, სამეწარმეო წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 ივლისის ბრძანებულება №365 - სსმ III, №77, 30.07.2003 წ., მუხ.698
2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №369 - სსმ III, №95, 31.08.2004 წ., მუხ.815
3. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №24 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დებულება
(ძალადაკარგულია)
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №369 - სსმ III, №95, 31.08.2004 წ., მუხ.815
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №369 - სსმ III, №95, 31.08.2004 წ., მუხ.815
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“, №265, 06.07.2001, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 01.09.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/115048-2/