ხაშურის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.08.2010 ძალადაკარგული 28.01.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.143.000604
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 03/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.143.000.604

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2010 წლის 24 აგვისტო

ქ. ხაშური

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №37 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1108

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება (დანართი №1).

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №37 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1108

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 15 მარტის №84 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №37 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1108

2. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №57 - სსმ V, №58, 02.12.2010 წ., მუხ.1739

დანართი №1

მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №37 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1108

    მუხლი 1. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

1. მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის გადასახდელების გეგმით განსაზღვრული ღონისძიებებისა და პროგრამების მიზნობრივ დაფინანსებას, და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №37 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1108

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსისათვის განსაზღვრული სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

4. (ამოღებულია - 30.09.10 №37).

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №37 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1108

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;

ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებას;

გ) მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;

დ) (ამოღებულია - 26.11.10 №57);

ე) საჭირო ინფორმაციის დამუშავებას და წარდგენას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;

ვ) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას;

ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

თ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას;

ი) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე;

კ) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე;

ლ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას;

მ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;

ნ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე;

ო) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლს ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის შესახებ თანხმობის გაცემას;

პ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ჟ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

რ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ს) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

ტ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელებას.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №37 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1108

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №57 - სსმ V, №58, 02.12.2010 წ., მუხ.1739

    მუხლი 6. დებულების ძალაში შესვლა

ეს დებულება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №29, 24.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.000604 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1150750-2/