ხაშურის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.08.2010 ძალადაკარგული 19.02.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.143.000605
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 03/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.143.000.605

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2010 წლის 24 აგვისტო

ქ. ხაშური

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №39 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1110

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულება (დანართი №1).

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №39 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1110

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 22 მარტის №86 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №39 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1110

დანართი №1

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულება

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №39 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1110

    მუხლი 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახური

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახური – არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის უსაფრთხოებას სახანძრო დაცვის თვალსაზრისით.

2. სახანძრო დაცვის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სახანძრო დაცვის სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №39 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1110

    მუხლი 2. სახანძრო დაცვის სამსახურის სტრუქტურა

1. სახანძრო დაცვის სამსახური შედგება: სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე;

3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

4. (ამოღებულია - 30.09.10 №39)

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №39 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1110

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილების, ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს.

2. ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზებას;

3. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს;

4. სახანძრო ურთიერთობის ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა მომზადებას და ამ ღონისძიებათა გატარების კოორდინაციას;

5. სახანძრო ურთიერთობის მოთხოვნების დაცვის მიზნით, მშენებლობისა და ტექნიკური გადაიარაღების საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებას;

6. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთოხების მოთხოვნათა შესრულების გაკონტროლებას, ამ ობიეტების სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევისა და შემოწმების ჩატარებას;

7. თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები;

8. მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს სახანძრო დაცვის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლოატაცია, თუ გამოავლენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;

9. კანონით დადგენილი წესით დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევისათვის, მათ შორის, სახანძრო დაცვის სამსახურის თანამდებობის პირთა მითითებების შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის;

10. მის კომპეტენციის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნას და მიღებას; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების, დაწსებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლების და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

11. სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე თათბირებისა და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტებისა და ექსპერტების მოწვევას;

12. საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

    მუხლი 4. სამსახურის ქონება, სამსახურის დაფინანსება

1. სამსახურს აქვს მოძრავი და უძრავი ქონება, რომელიც აუცილებელია სახანძრო დაცვაზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებელად;

2. სამსახურის დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი

3. სამსახურის მიერ მიღებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამსახურის მიზნებსა და ამოცანების შესრულებას.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №39 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1110

    მუხლი 5. დებულების ძალაში შესვლა

ეს დებულება ძალაში შედის კანონით გათვალისწინებული წესით.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №30, 24.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.000605 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1150773-1/