სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.12.2010 ბოლო ცვლილება 30.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№385
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.016116
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 168, 24/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (60)

შემდგომი ცვლილებები (56)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №385

2010 წლის 17 დეკემბ ე რი

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე

    მუხლი 1

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 72-ე, 72​1, 72​2, 72​3, 72​4, 72​5 პუნქტებისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , დამტკიცდეს დებულება სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ (დანართი №1).

    მუხლი 2

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 54-ე პუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ (დანართი №2).

    მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №153 დადგენილება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №181 – ვებგვერდი, 27.04.2011წ.

2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №377 – ვებგვერდი, 13.10.2011წ.

3. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოე მბრის დადგენილება №432 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.

4. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 06.01.2012წ.

დანართი №1

დებულება

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო

ეს დებულება შემუშავებულია ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ ” საქართველოს კანონის საფუძველზე და არეგულირებს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს .

    მ უხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 06.01.2012წ.

    მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი

1. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 72-ე, 72​1, 72​2, 72​3, 72​4 და 72​5 პუნქტების შესაბამისად.

2 . სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით .

3 . თუ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი დააპირებს დამატებით საქმიანობის განხორციელებას , რომლისთვისაც გაიცემა სხვა ლიცენზია , ის ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ ლიცენზიის მისაღებად დადგენილი განსხვავებული პირობები .

4 . ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმდება მხოლოდ ახალი ლიცენზიის მისაღებად საჭირო განსხვავებული პირობები . ლიცენზიის გამცემი არ იკვლევს იმ სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს , რომლებიც ლიცენზიის მფლობელმა შეასრულა უკვე გაცემული ლიცენზიის მიღების დროს .

5. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ და ფუნქციონირებად სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლებზე არ ვრცელდება ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებები.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 1 აპრილის დადგენილება №1 81 – ვებგვერდი, 27 .0 4 .2011წ.

    მუხლი 4. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები და სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი

1 . ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად , “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ ” საქართველოს კანონის მე -9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად , დამატებით უნდა წარადგინოს :

ა) ფართობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ და ფუნქციონირებად სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის შემთხვევაში – ინფორმაცია ობიექტის ადგილსამყოფელის შესახებ;

ბ ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია რადიოლოგიური მომსახურების (მათ შორის , კომპიუტერულ -ტომოგრაფიული კვლევა და რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა ) განხორციელების შემთხვევაში . აღნიშნული მოთხოვნა არ ეხება ულტრაბგერით დიაგნოსტიკას ;

გ ) დეკლარაცია სალიცენზიო პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისობის შესახებ , დამოწმებული ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი პირის მიერ (დანართი №1​1 ).

2 . სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის მაძიებელი /ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს თანდართულ შესაბამის მოთხოვნებს (დანართი №1​2 ).

3 . სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზიის მაძიებელი /ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს თანდართულ შესაბამის მოთხოვნებს (დანართი №1 ​3).

4 . სასამართლო -ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზიის მაძიებელი /ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს თანდართულ შესაბამის მოთხოვნებს (დანართი №1 ​4).

5 . პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი /ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს თანდართულ შესაბამის მოთხოვნებს (დანართი №1 ​5).

6 . საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი /ლიცენზიის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს თანდართულ შესაბამის მოთხოვნებს (დანართი №1 ​6).

7 . სამედიცინო აპარატურა არ უნდა იყოს გამოშვებული 1998 წელზე ადრე და მას უნდა გააჩნდეს მოწმობა დაკალიბრების /დამოწმების შესახებ , კანონმდებლობის შესაბამისად . აღნიშნული მოთხოვნა აუცილებლობას წარმოადგენს 2012 წლიდან და ეხება იმ სამედიცინო აპარატურას , რომლის ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით .

8 . ლიცენზიის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით , დარღვევის რისკის შეფასების მიხედვით ან /და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით , ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ ” საქართველოს კანონის შესაბამისად .

9 . სააგენტო ვალდებულია შესაბამის სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების სისწორე შეამოწმოს უშუალოდ , ადგილზე დათვალიერებით , რის შესახებაც დგება შემოწმების აქტი . შემოწმების აქტს ხელს აწერენ სააგენტოს წარმომადგენელი და ლიცენზიის მაძიებელი . თუ ლიცენზიის მაძიებელი უარს ამბობს შემოწმების აქტის ხელმოწერაზე , შემოწმების აქტში კეთდება სათანადო ჩანაწერი . ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელმა შემოწმების აქტს უნდა დაურთოს ახსნა -განმარტება ან /და შენიშვნები შემოწმების აქტის შინაარსთან დაკავშირებით , აგრეთვე მიუთითოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები .

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 1 აპრილის დადგენილება №1 81 – ვებგვერდი, 27 .0 4 .2011წ.

    მუხლი 5. პასუხისმგებლობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის

ლიცენზიის მფლობელის მხრიდან სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6. გარდამავალი რეგულირება

1. ,,სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების” ლიცენზიის მფლობელებს ავტომატურად უნდა გადაეცვალოთ აღნიშნული სალიცენზიო მოწმობა “სასწრაფო სამედიცინო დახმარების” სალიცენზიო მოწმობაზე.

2. ,,სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების” ლიცენზიის მოწმობის გამოცვლა ხორციელდება ამ ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე, ამასთან, 2011 წლის 1 მარტამდე – შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ – შესაბამისი ლიცენზიისათვის კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში.

3. იმ სერვისების განმახორციელებელ პირებს, რომლებსაც ახალი სალიცენზიო რეჟიმით მოეთხოვებათ განსხვავებული პირობები, აღნიშნულის დასაკმაყოფილებლად განესაზღვროთ ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე.

4. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ და ფუნქციონირებად სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლების მიერ ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამის საქმიანობაზე ლიცენზიის გაცემის მოთხოვნის შესახებ განაცხადის 2011 წლის 1 ივნისამდე შეტანის შემთხვევაში შესაბამისი ლიცენზია გაიცემა განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში და ლიცენზიის მფლობელი ჩაითვლება ლიცენზირებულად 2010 წლის 1 დეკემბრიდან.

5 . ამ დებულების მე‑2 მუხლით განსაზღვრული ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონით გათ ვა ლის წი ნებული ყველა ღონისძიება სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მფლო ბ ე ლების მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ იქნა შესაბამისი უფ ლება მინიჭებული.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №181 – ვებგვერდი, 27.04.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №377 – ვებგვერდი, 13.10.2011წ.

დანართი №1 ​1

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 06.01.2012წ.

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის დეკლარაცია

  წარედგინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. დეკლარაცია მოიცავს ინფორმაციას შესაბამისი სალიცენზიო პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველყოფის შესახებ.

ლიცენზიის მაძიებლის/ლიცენზიის მფლობელის დასახელება და მისამართი

______________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (სახელი, გვარი)

______________________________________________________________________________________

ლიცენზიის დასახელება ______________________________________________________________

______________________________________________________________________________________

ბ.ა.

წარმოდგენილი მონაცემების სისწორეს ვადასტურებ: ___________________________________

______________________________________________________________________________________

 თარიღი ________________

დანართი №1​2

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 1 აპრილის დადგენილება №1 81 – ვებგვერდი, 27 .0 4 .2011წ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სალიცენზიო პირობები

№

მოთხოვნა

შენიშვნა

1.

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშო, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)

2.

სადისპეტჩერო სამსახური

3.

რეფერალურ ქსელში ჩართულობის გეგმა

დოკუმენტი, რომელსაც განსაზღვრავს ლიცენზიის მაძიებელი/მფლობელი და რომელიც მოიცავს იმ ღონისძიებებისა და სერვისების მიმწოდებლების ჩამონათვალს, რაც აუცილებელია პაციენტის ადეკვატური მართვის/გადაყვანისათვის

4.

სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

5.

პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი/კვალიფიკაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; რეფერალური ტრანსპორტირებისას, კრიტიკული მდგომარეობის მართვის განხორციელების შემთხვევაში _ სპეციალიზებული ბრიგადა

არ მოეთხოვება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე

მყოფ და ფუნქციონირებად ლიცენზიის მაძიებელ დაწესებულებებს

6.

ფუნქციონირებადი ავტოსატრანსპორტო საშუალებები როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ადგილზე აღმოჩენისათვის, ისე ტრანსპორტირებისათვის შემდეგი აღჭურვილობით:

6.1–6.10 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ მოეთხოვება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ და ფუნქციონირებად ლიცენზიის მაძიებელ დაწესებულებებს

6.1

ელექტროკარდიოგრაფი

6.2

გლუკომეტრი

6.3

პორტატიული მართვითი სუნთქვის აპარატი/ „ამბუს“ პარკი

6.4

დეფიბრილატორი

6.5

პორტატიული მქაჩი (ელექტრული ან მექანიკური)

6.6

ჟანგბადის რეზერვუარი

არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას მსუბუქი ავტომანქანისათვის

6.7

სამედიცინო ინვენტარი (სასწრაფო დახმარების ჩანთა)

6.8

აღჭურვილობა თავის, კისრისა და კიდურების ფიქსაციისათვის

6.9

საკაცე

არ ეხება მსუბუქ ავტომანქანას

6.10

დაკვირვების ავტომატური სისტემა ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების მართვისათვის

აუცილებელი მოთხოვნაა რეანიმობილის შემთხვევაში

7.

სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოება

დანართი №1​3

სალიცენზიო მოთხოვნები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საქმიანობისათვის

№

მოთხოვნა

შენიშვნა

1.

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშოები, საშხაპე, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)

2.

სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

3.

დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და შესაბამისი აღრიცხვით უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით

4.

სამედიცინო პერსონალის სათანადო სერტიფიკატი/კვალიფიკაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად

5.

შესაბამისი ლაბორატორიული სერვისის უზრუნველყოფა

საქმიანობის განხორციელება ფართობზე, რომელიც იზოლირებულია სხვა ფართობისაგან და რომელსაც გააჩნია იზოლირებული შესასვლელი

დასაშვებია სამეურნეო შენობაში მისი განთავსება, თუ ამ შენობაში არ შედის კვების ბლოკი და საკვები პროდუქტების საწყობი

7.

უჟანგავი მეტალისაგან დამზადებული სასექციო მაგიდები და ტრანსპორტის საშუალებები (ურიკები, საკაცეები და ა. შ.)

დასაშვებია სხვა მასალისაგან დამზადებული საშუალებების გამოყენება, თუ მასალა იძლევა ქიმიური დამუშავების (დასუფთავების) შესაძლებლობას

8.

სამაცივრო დანადგარითა და სპეციალური თაროებით აღჭურვილი გვამების შესანახი სათავსი

9.

სასექციოს სათავსების უზრუნველყოფა დამოუკიდებელი გამწოვი ვენტილაციით

10.

გამწოვი კარადებით აღჭურვილი პათოჰისტოლოგიური და სასამართლო- ჰისტოლოგიური ლაბორატორიები

11.

თხევადი ქიმიური ნარჩენების გაუვნებელყოფის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

12.

რენტგენოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

დანართი №1​4

სალიცენზიო მოთხოვნები სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის საქმიანობისათვის

№

მოთხოვნა

შენიშვნა

1.

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშოები, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)

2.

სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

3.

აწარმოოს სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით

4.

სათანადო სერტიფიკატის/კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად

5.

უსაფრთხოების დაცვის პირობები

6.

იზოლირებული შესასვლელი

7.

პაციენტის დროებითი დაყოვნების ოთახი იზოლირებული სანიტარიული კვანძით

დანართი №1​5

სალიცენზიო მოთხოვნები პათოლოგანატომიური საქმიანობისთვის

№

მოთხოვნა

შენიშვნა

1.

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშო(ები), ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)

2.

სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

3.

დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და შესაბამისი აღრიცხვით უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით

4.

სამედიცინო პერსონალის სათანადო სერტიფიკატი/კვალიფიკაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად

5.

შესაბამისი ლაბორატორიული სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

6.

საქმიანობის განხორციელება ფართობზე, რომელიც იზოლირებულია სხვა ფართობისაგან და რომელსაც გააჩნია იზოლირებული შესასვლელი

დასაშვებია სამეურნეო შენობაში მისი განთავსება, თუ ამ შენობაში არ შედის კვების ბლოკი და საკვები პროდუქტების საწყობი

7.

სასექციო განყოფილება დამოუკიდებელი სატრანსპორტო შესასვლელითა და გასასვლელით

8.

უჟანგავი მეტალისაგან დამზადებული სასექციო მაგიდები და ტრანსპორტის საშუალებები (ურიკები, საკაცეები და ა. შ.)

დასაშვებია სხვა მასალისაგან დამზადებული საშუალებების გამოყენება, თუ მასალა იძლევა ქიმიური დამუშავების (დასუფთავების) შესაძლებლობას

9.

სამაცივრო დანადგარითა და სპეციალური თაროებით აღჭურვილი გვამების შესანახი სათავსი

10.

სასექციოს უზრუნველყოფა გამწოვი ვენტილაციით

11.

ლაბორატორიული სერვისების მიმწოდებელი ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოფილი გამწოვი ვენტილაციით

12.

თხევადი ქიმიური ნარჩენების გაუვნებელყოფის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

დანართი №1​6

სალიცენზიო მოთხოვნები საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობისათვის

№

მოთხოვნა

შენიშვნა

1.

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშო(ები), ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)

2.

სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

3.

დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და შესაბამისი აღრიცხვით უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით

4.

სისხლისა და სისხლის კომპონენტების შესანახი ოთახი შესაბამისი აღჭურვილობით (საყინულე კამერა ან დაბალტემპერატურული სპეციალური საყინულე-მაცივარი პლაზმისათვის; მაცივარი ერითროციტარული მასისათვის და ინკუბატორი შეიკერით თრომბოციტული მასისათვის) კანონმდებლობის შესაბამისად

5.

დაწესებულების უწყვეტი წყლითა და ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფა

6.

სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოება

7.

საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს უნდა გააჩნდეს სათანადო სერტიფიკატი/კვალიფიკაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად

დანართი №2

  დებულება

სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო

ეს დებულება შემუშავებულია ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და არეგულირებს სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ გარდამავალ პერიოდში.

     მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

სტაციონარული დაწესებულების ნებართვის (შემდგომში – ნებართვა) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 06.01.2012წ.

    მუხლი 3. ნებართვის გაცემის წესი

1. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა გაიცემა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ ნებართვის სახეზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2. ნებართვა გაიცემა დაწესებულებაზე, რომელიც ეწევა დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, რეაბილიტაციასა და პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებულ სამედიცინო საქმიანობას სტაციონარულ პირობებში, პაციენტის 24 საათისა და მეტი დროის დაყოვნებით.

3. სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან ერთად, უნდა დააკმაყოფილოს საერთო სანებართვო პირობები და, საქმიანობის შესაბამისად, – დამატებითი სანებართვო პირობები № 2​1 დანართის მიხედვით, გარდა ამ მუხლის 3​1 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

3​1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ და ფუნქციონირებად სამედიცინო საქმიანობის ნებართვის მაძიებლებზე არ ვრცელდება ამ დანართის მე-3 მუხლის მე-4, მე-8 პუნქტებით, მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულებები.

4. სააგენტო ვალდებულია სანებართვო პირობებში მითითებული მონაცემების სისწორე შეამოწმოს უშუალოდ, ადგილზე დათვალიერებით, რის შესახებაც დგება შე მოწმების აქტი. შემოწმების აქტს ხელს აწერენ სააგენტოს წარმომადგენელი და ნებართვის მაძიებელი. თუ ნებართვის მაძიებელი უარს ამბობს შემოწმების აქტის ხელმოწერაზე, შემოწმების აქტში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა შემოწმების აქტს უნდა დაურთოს ახსნა-განმარტება ან/და შენიშვნები შემოწმების აქტის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე მიუთითოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

5. სააგენტო ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად, გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა. ნებართვის მოწმობას ასევე შესაძლოა ახლდეს დანართ(ებ)ი, რომელშიც მითითებულია დამატებით მოთხოვნებს დაქვემდებარებული ყველა ის სამედიცინო საქმიანობა, რომელსაც ეწევა დაწესებულება.

6. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განუსაზღვრელი ვადით.

7. თუ დაწესებულების ნებართვის მფლობელი დამატებით დააპირებს იმ მომსახურების განხორციელებას, რომლისთვისაც ამ დადგენილების №2​1 დანართით განსაზღვრულია დამატებითი სანებართვო პირობები:

ა) ნებართვის მფლობელმა ამ საქმიანობის დაწყებამდე 1 თვის ვადაში უნდა აცნობოს სააგენტოს;

ბ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დააკმაყოფილოს ამ საქმიანობისათვის აუცილებელი განსხვავებული მოთხოვნები №2​1 დანართის შესაბამისად;

გ) ნებართვის მფლობელის მიერ დამატებით სანებართვო პირობებს დაქვემდებარებული მომსახურების გაწევის შემთხვევაში სააგენტოს მიერ მოწმდება მხოლოდ ამ მომსახურებისათვის დადგენილი განსხვავებული პირობები;

დ) დამატებითი სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტო გასცემს ნებართვის დანართს;

ე) ნებართვის მფლობელის მიერ რომელიმე მომსახურებისათვის დადგენილი დამატებითი სანებართვო პირობების დაუკმაყოფილებლობა არ წარმოადგენს ნებართვის გაუქმების საფუძველს. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელს ეკრძალება კონკრეტულად იმ მომსახურების გაწევა, რომლისთვის გათვალისწინებული დამატებითი სანებართვო პირობებიც არ იქნა დაკმაყოფილებული.

8. სამედიცინო აპარატურა არ უნდა იყოს გამოშვებული 1998 წელზე ადრე და მას უნდა გააჩნდეს მოწმობა დაკალიბრების/დამოწმების შესახებ, კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული მოთხოვნა აუცილებლობას წარმოადგენს 2012 წლიდან და ეხება იმ სამედიცინო აპარატურას, რომლის ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

9 . 15-დან 18 წლამდე ასაკის კონტინგენტის სამედიცინო მომსახურების გაწევა შესაძლებელია როგორც პედიატრიული, ისე მოზრდილთა სერვისების მიმწოდებელთა მიერ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 1 აპრილის დადგენილება №1 81 – ვებგვერდი, 27 .0 4 .2011წ.

    მუხლი 3​1. ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა

1. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სტაციონარული დაწესებულების ნებართვა საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს.

2. ნებართვის მფლობელი და ნებართვის მიმღები ვალდებულნი არიან ნებართვის გადაცემისას ნებართვის გამცემს წარუდგინონ განაცხადი, რომელსაც დართული უნდა ჰქონდეს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ბ) ნებართვის გადაცემის დამადასტურებელი შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში სააგენტოს შეაქვს ცვლილებები სანებართვო რეესტრში და გასცემს შესაბამის სანებართვო მოწმობას.

4. ნებართვის მიმღები ვალდებულია შეასრულოს ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 1 აპრილის დადგენილება №1 81 – ვებგვერდი, 27 .0 4 .2011წ.

    მუხლი 4. ნებართვის მისაღებად წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები

ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად, დამატებით უნდა წარადგინოს:

ა) ფართობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი და ფუნქციონირებადი სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში – ინფორმაცია ობიექტის ადგილსამყოფელის შესახებ;

 ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია რადიოლოგიური მომსახურების (მათ შორის, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა და რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა) განხორციელების შემთხვევაში. აღნიშნული მოთხოვნა არ ეხება ულტრაბგერით დიაგნოსტიკას.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 1 აპრილის დადგენილება №1 81 – ვებგვერდი, 27 .0 4 .2011წ.

    მუხლი 5. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი

1. ნებართვის გამცემი სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელთა შერჩევითი შემოწმებით, დარღვევის რისკის შეფასების მიხედვით ან/და ნებართვის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით.

2. სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელი ყოველწლიურად, 1 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, ახორციელებს სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას. ნებართვის მფლობელი, რომელიც ნებართვას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის, ნებართვის გამცემს წარუდგინოს ანგარიშგება.

3. ნებართვის გამცემს სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ.

4. ნებართვის გამცემს უფლება არა აქვს, შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დაცვასთან.

    მუხლი 6. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის

ნებართვის მფლობელის მხრიდან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. გარდამავალი რეგულირება

1 . ისეთ საქმიანობებზე /ქმედებებზე , რომლებზედაც გაიცემოდა ლიცენზია და 2010 წლის 1 დეკემბრიდან გაიცემა სტაციონარული დაწესებულების ნებართვა , სალიცენზიო მოწმობების გამოცვლის ღონისძიებები განხორციელდება ავტომატურად , დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე . იმ სამედიცინო დაწესებულებებზე , რომელთა საქმიანობა 2010 წლის 1 დეკემბრამდე ექვემდებარებოდა ლიცენზირებას , ხოლო ამ დადგენილების №2​1 ​ დანართით განსაზღვრულ სანებართვო პირობებში ასახულია დამატებით სანებართვო მოთხოვნებში , გაიცემა სტაციონარული დაწესებულების სანებართვო მოწმობა შესაბამისი დანართით .

2 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები 2011 წლის 1 მარტამდე განხორციელდეს შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის გარეშე , ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ სალიცენზიო მოწმობის გამოცვლა განხორციელდეს მისი მფლობელის განცხადებისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვისათვის კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში .

3. იმ სერვისების განმახორციელებელ პირებს, რომელთა ლიცენზიის მოწმობა, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტომატურად გადაიცვალა სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მოწმობაზე, ანდა ამ დებულების 3​1   მუხლის შესაბამისად წარმოადგენს ახალ მფლობელს, ახალი სანებართვო რეჟიმით დადგენილი განსხვავებული პირობების დასაკმაყოფილებლად განესაზღვროთ ვადა 2011 წლის 31 დეკემბრამდე, თუ სამედიცინო საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამისი პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს) და ამ ქონების შემძენს (ინვესტორს) შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით სხვა ვადა არ არის გათვალისწინებული. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ახალი სანებართვო რეჟიმით დადგენილი განსხვავებული პირობების დაკმაყოფილებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადები ასევე ვრცელდება მესამე პირზე, რომელიც უფლებამოსილია ინვესტორის ნაცვლად განახორციელოს სამედიცინო საქმიანობა.

4. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ და ფუნქციონირებად სამედიცინო საქმიანობის ნებართვის მაძიებლების მიერ ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამის საქმიანობაზე ნებართვის გაცემის მოთხოვნის შესახებ განაცხადის 2011 წლის 1 ივნისამდე შეტანის შემთხვევაში, ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შესაბამისი ნებართვა გაიცემა განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში და ნებართვის მფლობელი ჩაითვლება ნებართვის მქონედ 2010 წლის 1 დეკემბრიდან.

5 . ამ დებულების მე‑2 მუხლით განსაზღვრული ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონით გათ ვა ლის წი ნებული ყველა ღონისძიება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობ ე ლების მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ იქნა შესა ბა მისი უფლება მინიჭებული.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 1 აპრილის დადგენილება №1 81 – ვებგვერდი, 27 .0 4 .2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №377 – ვებგვერდი, 13.10.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №432 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.

დანართი 2​1

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 1 აპრილის დადგენილება №1 81 – ვებგვერდი, 27 .0 4 .2011წ.

სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები

№

საერთო სანებართვო პირობები

შენიშვნა

1

ფართობი ერთ სტაციონარულ საწოლზე არანაკლებ 40 კვ.მ შიდა პერიმეტრზე გაანგარიშებით

2

ფართობი პალატაში ერთ პაციენტზე – არანაკლებ

8 კვ.მ, პედიატრიული პაციენტებისათვის განკუთვნილ პალატაში – არანაკლებ 6 კვ.მ

3

საწოლებს შორის დაშორება – მინიმუმ 1,2 მ

4

პალატა უნდა იყოს იზოლირებული, დაუშვებელია ერთმანეთში გამავალი პალატების არსებობა

5

პალატას უნდა გააჩნდეს ბუნებრივი განათების წყარო

6

დერეფნის სიგანე უნდა შეადგენდეს არანაკლებ

1,8 მ პაციენტთა ეტლით გადაადგილების უზრუნველსაყოფად

7

არანაკლებ ერთი ბოქსირებული პალატა ინფექციური ავადმყოფების დროებითი იზოლაციისათვის

8

მოზრდილთა და ბავშვთა პალატები/განყოფილება – ერთმანეთისაგან გამიჯნული

9

ფუნქციონირებადი ლიფტი (მ.შ., მწოლიარე ავადმყოფებისათვის) – პალატების, პაციენტთა გამოკვლევისა და სამკურნალო განყოფილებების ორზე მეტ სართულზე განლაგების შემთხვევაში; პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის

10

იზოლირებული სათავსი გვამის დროებითი განთავსებისათვის

11

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პერსონალისა და პაციენტის პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშოები – თითოეულ სართულზე – არანაკლებ ორი სანიტარიული კვანძი, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)

12

სავენტილაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საოპერაციო ბლოკში, სარეანიმაციო განყოფილებაში, ბოქსირებულ პალატაში, ფთიზიატრიულ და ინფექციურ განყოფილებაში წნევათა სხვაობის ისეთ რეჟიმს, რომ არ მოხდეს ჰაერის გადადინება ნაკლებად სუფთა სათავსებიდან

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2012 წლიდან 

13

დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად

14

სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების, შენახვის, გატანის, უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

15

ნოზოკომიური ინფექციების აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად

16

სათავსთა განლაგება, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტისა და პერსონალის მოძრაობის ნაკადურობას, რათა არ მოხდეს „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ ზონების გადაკვეთა

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2012 წლიდან 

17

აღჭურვილობა განათებისა და სტაბილური ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველსაყოფად

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2012 წლიდან 

18

უწყვეტი ელექტრომომარაგება; ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის (რეანიმაცია, საოპერაციო და სამეანო ბლოკები, ლიფტი, მიმღები)

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2012 წლიდან

19

უწყვეტი წყალმომარაგება

აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს 2012 წლიდან

20

ლაბორატორიული ტესტების/კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა 24-საათიან რეჟიმში: სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, სისხლის ჯგუფობრიობის, რეზუს-ფაქტორისა და შედედების დროის, შაქრის რაოდენობის განსაზღვრა სისხლში, აგრეთვე, პროფილის გათვალისწინებით, – სტანდარტული ტესტები

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

21

კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

22

 სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოება

23

რენტგენოსკოპიული და რენტგენოგრაფიული სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება.

არ მოეთხოვება ნარკოლოგიური, დერმატოლოგიური, ფსიქიატრიული, ოფთალმოლოგიური და სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობებისას 

24

კარდიოგრაფი

არ მოეთხოვება ნარკოლოგიური, დერმატოლოგიური, ფსიქიატრიული, ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საქმიანობებისას 

25

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება.

არ მოეთხოვება ნარკოლოგიური, დერმატოლოგიური, ფსიქიატრიული, ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საქმიანობებისას 

26

სამედიცინო პერსონალი, რომელთა სერტიფიკატი/კვალიფიკაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს

არ მოეთხოვება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ და ფუნქციონირებად სამედიცინო საქმიანობის ნებართვის მაძიებელ დაწესებულებებს

27

საწოლი ინტენსიური თერაპიისათვის

28

საევაკუაციო გასასვლელი

29

რეფერალურ ქსელში ჩართულობის გეგმა

დოკუმენტი, რომელსაც განსაზღვრავს ნებართვის მაძიებელი/მფლობელი და რომელიც მოიცავს იმ ღონისძიებებისა და სერვისების მიმწოდებლების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებელია პაციენტის ადეკვატური მიმართვის/გადაყვანისათვის

დამატებითი სანებართვო პირობები

I

ინტერვენციული კარდიოლოგიის შემთხვევაში დაწესებულებას

დამატებით უნდა გააჩნდეს

ანგიოკარდიოგრაფიული (კათეტერიზაციის) ლაბორატორია

II

დიალიზის შემთხვევაში დაწესებულებას

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

ხელოვნური თირკმლის აპარატი

2

სისტემა წყლის გაწმენდისა და კონცენტრაციის მომზადებისათვის

3

შესაბამისი სავარძელი

III

ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას დამატებით უნდა გააჩნდეს

ერთადგილიანი ბოქსირებული პალატა რაბითა და სანიტარიული კვანძით განსაკუთრებით საშიში ინფექციებისათვის

ფთიზიატრიული მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

პალატები, სადიაგნოსტიკო და საკონსულტაციო კაბინეტები, აღჭურვილი ვენტილაციით (რომელიც უზრუნველყოფს უარყოფით წნევას)

2

მულტი რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ ი პაციენტ ებისათვის – ცალკე გამოყოფილი ფართ ობ ი იზოლირებული პალატებით, რომლებიც უზრუნველყოფილ იქნება კონტროლირებადი უარყოფითი წნევით და ჰაერის შემდგომი გაუვნებელყოფის საშუალებებით

IV

ნეონატოლოგიური მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

15-ზე ნაკლები შესაბამისი საწოლის შემთხვევაში – მინიმუმ 1 ინკუბატორი, 15 და მეტი საწოლის შემთხვევაში – მინიმუმ 2 ინკუბატორი ყოველ 15 შესაბამის საწოლზე

2

ნეიროსონოსკოპი

3

რეანიმაციული სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

V

ონკოლოგიური მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

სხივური და ქიმიოთერაპიული სერვისების უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის

მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

2

პათომორფოლოგიური სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

VI

ფსიქიატრიული მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

ფსიქონევროლოგიური განყოფილება უნდა იყოს იზოლირებული სხვა სომატური განყოფილებებისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

2

კაბინეტები და სათავსები ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისათვის

3

უსაფრთხოების დაცვის პირობები

VII

ქირურგიული პროფილის მომსახურების შემთხვევაში

სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს

1

საოპერაციო ბლოკი, უზრუნველყოფილი სამედიცინო დანიშნულების აირების მიწოდების უსაფრთხო ქსელით და დაგეგმილი განათებით

2

საოპერაციო დარბაზში მიწოდებული ჰაერი დამუშავებული უნდა იყოს სპეციალურ გამაუვნებელ მ ყოფელ მოწყობილობაში, რომელიც იძლევა ჰაერში არსებული მიკროორგანიზმებისა და ვირუსების 95 %-ის ინაქტივაციას

3

პოსტოპერაციული პალატა      

შერეული (ბავშვთა და მოზრდილთა) სერვისების შემთხვევაში – ბავშვებისათვის ცალკე პალატა

4

მოწყობილობა ანესთეზიისათვის

5

რეანიმაციული სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

6

პათომორფოლოგიური სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

VII​1

ნეიროქირურგიული მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

მაღალტექნოლოგიური კვლევის უზრუნველყოფა, მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით (კომპიუტერული ტომოგრაფი ან/და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი (MRI) და სხვ.)

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

VII​2

ორგანოების ა და ქსოვილების აღების, შენახვის, გადანერგვის

შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს

1

მაცივარი ორგანოებისა და ქსოვილების შესანახად

2

თირკმლის გადანერგვის შემთხვევაში – დიალიზის სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

VIII

სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის მომსახურების

შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს

1

საოპერაციო ბლოკი დაგეგმილი განათებით

2

საოპერაციო დარბაზში მიწოდებული ჰაერი დამუშავებული უნდა იყოს სპეციალურ გამაუვნებელ მ ყოფელ მოწყობილობაში, რომელიც იძლევა ჰაერში არსებული მიკროორგანიზმებისა და ვირუსების 95 %-ის ინაქტივაციას

3

პოსტოპერაციული პალატა

4

მოწყობილობა ანესთეზიისათვის

5

რეანიმაციული სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

VIII​1

სამეანო მომსახურების შემთხვევაში დამატებით მოეთხოვებათ

1

სხვა სერვისების მიმწოდებელი განყოფილებებისაგან დამოუკიდებელი მიმღები         

2

სამშობიარო ბლოკ-პალატა

3

ნეონატოლოგიური სერვისი

IX

რეანიმაციული მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

სარეანიმაციო დარბაზი დაკვირვების ავტომატური სისტემით, ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რითმი, არტერიული წნევა) უწყვეტი მონიტორინგისათვის

შერეული (ბავშვთა და მოზრდილთა) სერვისების შემთხვევაში –ბავშვებისათვის ცალკე სარეანიმაციო დარბაზი

2

რეანიმაციის განყოფილების უზრუნველყოფა სამედიცინო დანიშნულების აირების მიწოდების უსაფრთხო ქსელით

3

ინფექციური პაციენტებისათვის – იზოლირებული რეანიმაციული საწოლი

4

მოწყობილობები რეანიმაციისათვის: სარეანიმაციო საწოლი, ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ჟანგბადის წყარო, ლარინგოსკოპი და ენდოტრაქეალური მილები, დეფიბრილატორი

X

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საქმიანობის შემთხვევაში

სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს (EMERGENCY)

1

საოპერაციო მცირე ოპერაციებისა და ინვაზიური ჩარევებისათვის

2

დაკვირვების ავტომატური სისტემა ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რითმი, არტერიული წნევა) უწყვეტი მონიტორინგისათვის

3

შემდეგი მოწყობილობები რეანიმაციისათვის: სარეანიმაციო საწოლი, ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ჟანგბადის წყარო, ლარინგოსკოპი და ენდოტრაქეალური მილები ყველა ასაკისათვის, დეფიბრილატორი

4

პაციენტთა დროებითი დაყოვნების პალატა/დარბაზი  

ერთ პაციენტზე არანაკლებ 6 კვ.მ ფართობით

5

პრეჰოსპიტალური სერვისის უზრუნველყოფა

შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელება

XI

რადიოლოგიური , მათ შორის , რენტგენოლოგიური , მომსახურების

შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს

რენტგენის კაბინეტის საპროცედუროები, სხივური თერაპიისა და რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის ლაბორატორიები, სადაც განთავსებული ა მაიონებელი გამოსხივების წყაროები, არ შეიძლება იყოს ორსულთა და ბავშვთა პალატების მიმდებარედ

XII

ოფთალმოლოგიური მომსახურების შემთხვევაში სტაციონარს

დამატებით უნდა გააჩნდეს

1

საოპერაციო

2

მოწყობილობა ანესთეზიის ა თვის

XIII

ოტორინოლარინგოლოგიური მომსახურების შემთხვევაში

სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს

1

საოპერაციო

2

მოწყობილობა ანესთეზიის ა თვის

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“, №385, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016116 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1150800-4/