ხაშურის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.143.000.607
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2010 წლის 24 აგვისტო
ქ. ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №40 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1111
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება (დანართი №1).
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №40 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1111
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 20 დეკემბრის №161 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №40 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1111
დანართი №1
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება

მუხლი 1. მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური არის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №40 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1111
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4. (ამოღებულია - 30.09.10 №40).
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №40 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1111
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;
ბ) ახალგაზრდებთან პატრიოტულ -აღმზრდელობით მუშაობას;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების გაკონტროლებას;
დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;
ე) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მოზიდვას და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას;
ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;
ზ) ჭაბუკებისა და წვევამდელთა ასაკის მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას;
თ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლს;
ი) მოქალაქეთა სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლს;
კ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზებას და შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენას;
ლ) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ’’ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;
მ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსების მობილიზაციას, მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსების ხარჯზე, საჯარისო -სამობილიზაციო გასვლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადებას;
ნ) თეორიული მეცადინეობის მოწყობას თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებულნი არიან სამხედრო განყოფილებაზე მობილიზაციის დროს;
ო) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას, შესაბამისი ზომების მიღებას, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტას;
პ) სამართალდამცავ ი ორგანოებისათვის მასალების გადაცემას იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს;
ჟ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევას;
რ) სამხედრო არღიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მასალების გადაცემას სამართალდამცავ ი ორგანოებისათვის;
ს) სამსახურის კომპეტენცი ა ს მიკუთვნებულ საკითხებზე თათბირებისა და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელებას;
ტ) მოქმედი კანონმდებლობის და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №40 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1111
მუხლი 4. დებულების ძალაში შესვლა
ეს დებულება ძალაში შედის კანონით გათვალისწინებული წესით.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.143.000.607
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2010 წლის 24 აგვისტო
ქ. ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №40 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1111
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,1. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება (დანართი №1).
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №40 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1111
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 20 დეკემბრის №161 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №40 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1111
2. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №50 - ვებგვერდი, 27.12.2012წ.
დანართი №1
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №40 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1111
მუხლი 1. მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური🔗
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური არის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №40 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1111
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა🔗
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია სამხედრო აღრიცხვის განყოფილება.
3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.
4. (ამოღებულია - 30.09.10 №40).
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №40 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1111
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №50 - ვებგვერდი, 27.12.2012წ.
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები🔗
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;
ბ) ახალგაზრდებთან პატრიოტულ -აღმზრდელობით მუშაობას;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების გაკონტროლებას;
დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;
ე) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მოზიდვას და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას;
ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;
ზ) ჭაბუკებისა და წვევამდელთა ასაკის მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას;
თ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლს;
ი) მოქალაქეთა სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლს;
კ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზებას და შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენას;
ლ) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ’’ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;
მ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსების მობილიზაციას, მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსების ხარჯზე, საჯარისო -სამობილიზაციო გასვლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადებას;
ნ) თეორიული მეცადინეობის მოწყობას თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებულნი არიან სამხედრო განყოფილებაზე მობილიზაციის დროს;
ო) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას, შესაბამისი ზომების მიღებას, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტას;
პ) სამართალდამცავ ი ორგანოებისათვის მასალების გადაცემას იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს;
ჟ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევას;
რ) სამხედრო არღიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მასალების გადაცემას სამართალდამცავ ი ორგანოებისათვის;
ს) სამსახურის კომპეტენცი ას მიკუთვნებულ საკითხებზე თათბირებისა და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელებას;
ტ) მოქმედი კანონმდებლობის და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 სექტებრის დადგენილება №40 - სსმ V, №38, 15.10.2010 წ., მუხ.1111
მუხლი 31. სამსახურის სამხედრო აღრიცხვის განყოფილების ფუნქციები🔗
სამსახურის სამხედრო აღრიცხვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების გაკონტროლებას;
გ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;
დ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;
ე) ჭაბუკებისა და წვევამდელთა ასაკის მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობის და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №50 - ვებგვერდი, 27.12.2012წ.
მუხლი 4. დებულების ძალაში შესვლა🔗
ეს დებულება ძალაში შედის კანონით გათვალისწინებული წესით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №32, 24.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.000607 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1150845-1/