საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ" დებულების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.08.2001 ბოლო ცვლილება 16.11.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№326
სარეგისტრაციო კოდი
190.020.060.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 92, 31/08/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართვე ლოს პრეზიდენტის

ბრძა ნ ებულება №326

2001 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებულება №583, სსმIII, №136, 04.10.2006წ., მუხ.1890

საქართველოში გრანტითა და ჰუმანიტარული დახმარების მიზნით შემოსატანი საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვის, გამოყენებისა და მონიტორინგის გაუმჯობესების და ამ სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით:

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებულება №583, სსმIII, №136, 04.10.2006წ., მუხ.1890

1. დამტკიცდეს დებულება „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ”.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებულება №583, სსმIII, №136, 04.10.2006წ., მუხ.1890

2. გაუქმდეს:

ა) „გრანტით მიღებული საქონლის საქართველოს საბაჟოზე გატარების წესის, გრანტების აღრიცხვისა და გამოყენების კონტროლის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 23 ივნისის №322 ბრძანებულება;

ბ) „საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების გზით შემოტანილი საქონლის ჰუმანიტარული ხასიათის დადგენის შესახებ“ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს 1998 წლის 22 ოქტომბრის №59 ბრძანება.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №841, სსმIII, №121, 21.10.2005წ., მუხ.1353

2. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებულება №583, სსმIII, №136, 04.10.2006წ., მუხ.1890

3. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის  14 ივნისის ბრძანებულება №417-სსმIII, №68, 15.06.2010წ., მუხ.1005

დებულება

საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებულება №583, სსმIII, №136, 04.10.2006წ., მუხ.1890

დებულება შემუშავებულია საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვის, გამოყენებისა და მონიტორინგის მოწესრიგების მიზნით.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებულება №583, სსმIII, №136, 04.10.2006წ., მუხ.1890

თავი I

    მუხლი 1.

ამ დებულების პირველი თავის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტებები:

1. დონორი – ორგანიზაცია, რომელიც ხელშეკრულების ან წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს ჰუმანიტარულ საქონელს მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად.

2. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია – იურიდიული პირი, ფილიალი, წარმომადგენლობა ან უშუალოდ დონორი, რომელიც მიმღებს დადგენილი წესით უნაწილებს ჰუმანიტარულ საქონელს. თუ დონორი უშუალოდ ახორციელებს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამას, მასვე ეკისრება იმ უფლებამოვალეობათა შესრულება, რომლებსაც განსაზღვრავს ეს დებულება ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციისათვის.

3. მიმღები – იურიდიული ან ფიზიკური პირი, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო, რომელიც იღებს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამით გათვალისწინებულ ჰუმანიტარულ საქონელს.

4. მონეტიზაცია – ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მქონე საქონლის რეალიზაცია, გაცვლითი ოპერაციები (ბარტერული ოპერაციები).

5. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა – ცალკეული ღონისძიება ან ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს მიმღებთათვის დახმარების უსასყიდლოდ გაწევას.

6. საქონელი – ყველა საქონელი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქონლის გარდა.

7. ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წინასწარი გეგმა – კონკრეტული საქონლის განაწილების გეგმა, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია წარადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდეგში – შემოსავლების სამსახური) ტერიტორიულ ორგანოში ამ საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მისანიჭებლად.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებულება №583, სსმIII, №136, 04.10.2006წ., მუხ.1890

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის  14 ივნისის ბრძანებულება №417-სსმIII, №68, 15.06.2010წ., მუხ.1005

    მუხლი 2

1. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ საიმპორტო საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მისანიჭებლად შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოში (შემდეგში – უფლებამოსილი ორგანო) უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის წერილობითი მომართვა საიმპორტო საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით;

ბ) ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის წესდების ასლი;

გ) დონორსა და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულების ან ჰუმანიტარული საქონლის გამოყოფის შესახებ დონორის წერილობითი გადაწყვეტილების ასლი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია (ან მიმღები), რომელი ჰუმანიტარული დახმარების პროგრამისათვის იგზავნება საქონელი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ღირებულება და ჰუმანიტარული დახმარების მიზანი;

დ) საქონლის ინვოისის (ან პროფორმა ინვოისის ან ანგარიშფაქტურის) ასლი;

ე) თუ ხელშეკრულება ან წერილობითი გადაწყვეტილება სრულყოფილად არ ასახავს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“  ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა აღნიშნოს მომართვის წერილში. ამასთან, თუ საქონელი ექვემდებარება განაწილებას, წარმოდგენილ უნდა იქნეს ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წინასწარი გეგმაც. 

2. უცხო ენაზე შედგენილ ყოველ დოკუმენტს, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია წარუდგენს უფლებამოსილ ორგანოს, უნდა ერთოდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

3. უფლებამოსილი ორგანო საქონელს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსს არ ანიჭებს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებულება №583, სსმIII, №136, 04.10.2006წ., მუხ.1890

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებულება №583, სსმIII, №136, 04.10.2006წ., მუხ.1890

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის  14 ივნისის ბრძანებულება №417-სსმIII, №68, 15.06.2010წ., მუხ.1005

    მუხლი 2​1.

1. საგანგებო სიტუაციების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების თავიდან აცილების, მათი შედეგების შემსუბუქებისა და ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე საზღვარგარეთიდან უსასყიდლოდ გადმოცემული მატერიალური და ფინანსური საშუალებები ითვლება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მქონედ და, შესაბამისად, მათზე არ ვრცელდება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მისაღებად ამ დებულების მე-2 მუხლითა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონელი, რომელიც განკუთვნილია მრავალჯერადი მოხმარებისათვის, რჩება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში საგანგებო სიტუაციების დროს შემდგომი გამოყენებისათვის.

3. ამ მუხლის საფუძველზე ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განხორციელების შესახებ ანგარიში წარედგინება უფლებამოსილ ორგანოს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთიდან მატერიალური და ფინანსური საშუალებების უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე  წერილობით ინფორმაციას წინასწარ აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №841, სსმIII, №121, 21.10.2005წ., მუხ.1353

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის  14 ივნისის ბრძანებულება №417-სსმIII, №68, 15.06.2010წ., მუხ.1005

    მუხლი 3

1. უფლებამოსილი ორგანო ამ დებულებით განსაზღვრული  სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს ანიჭებს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსს ან იძლევა დასაბუთებულ უარს.

2.  უფლებამოსილი ორგანო აღრიცხავს საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებულ საქონელს. სრულყოფილად აღრიცხვის მიზნით, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია, საიმპორტო საქონელზე ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებიდან 30 კალენდარულ დღეში უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს ანგარიში ჰუმანიტარული სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილების შესახებ (თუ საქონელი ექვემდებარებოდა განაწილებას). იმ შემთხვევაში, თუ ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ვადა აღემატება 30 კალენდარულ დღეს, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია, უფლებამოსილ ორგანოს ყოველი თვის 10 რიცხვამდე წარუდგინოს მიმდინარე ანგარიში. წარმოდგენილი ანგარიში (თითოეული გვერდი) ხელმოწერილი უნდა იყოს ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის მიერ.

 

   

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებულება №583, სსმIII, №136, 04.10.2006წ., მუხ.1890

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის  14 ივნისის ბრძანებულება №417-სსმIII, №68, 15.06.2010წ., მუხ.1005

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №841, სსმIII, №121, 21.10.2005წ., მუხ.1353

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებულება №583, სსმIII, №136, 04.10.2006წ., მუხ.1890

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის  14 ივნისის ბრძანებულება №417-სსმIII, №68, 15.06.2010წ., მუხ.1005

    მუხლი 4

1. უფლებამოსილი ორგანო ახდენს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილების მონიტორინგს, რაც მოიცავს, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი ანგარიშის ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წინასწარ გეგმასთან შედარებასა და ანალიზს.

2. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების გამო ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილება (განაწილების წინასწარი გეგმის შესაბამისად), ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია, ანგარიშის წარდგენის ვადაში უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს წერილობითი განმარტება დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ და შეუთანხმოს გასანაწილებელი საქონლის შემდგომი განაწილების (გამოყენების) მიმართულებები.

3. უფლებამოსილი ორგანო განიხილავს ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წარდგენილ, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ წერილობით განმარტებას და გასანაწილებელი საქონლის შემდგომი განაწილების (გამოყენების) მიმართულებებს და წერილობითი განმარტების მიღებიდან 10 სამუშაო დღეში შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელ ორგანიზაციას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული წერილობითი განმარტების ან ანგარიშების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის, ასევე ჰუმანიტარული დახმარების წინასწარი განაწილების გეგმის შეუსაბამოდ განაწილების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის მინიჭებული ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის გაუქმების თაობაზე. უფლებამოსილი ორგანო ჰუმანიტარული დახმარების სტატუსს აუქმებს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზეც (რომელშიც მითითებული უნდა იყოს სტატუსის გაუქმების მიზეზები). საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის იმპორტი და შემდგომი გადაცემა დაიბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ამ დებულების 2​1 მუხლით განსაზღვრული პირობების დარღვევით ჰუმანიტარული საქონლის განაწილებისას უქმდება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი და საქონელი იბეგრება მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად.

6. საქონელი, რომელსაც მიენიჭება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი, არ ექვემდებარება მონეტიზაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონეტიზაციის პროგრამა შეთანხმებულია შემოსავლების სამსახურთან და როდესაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს საქონლის მონეტიზაციის შედეგად მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებას.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №841, სსმIII, №121, 21.10.2005წ., მუხ.1353

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებულება №583, სსმIII, №136, 04.10.2006წ., მუხ.1890

 

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის  14 ივნისის ბრძანებულება №417-სსმIII, №68, 15.06.2010წ., მუხ.1005

 

 

თავი II

    მუხლი 5

1. საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად გრანტის მიმღები ვალდებულია, უფლებამოსილ ორგანოში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) გრანტის მიმღების წერილობითი მომართვა;

ბ) გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ან გრანტის გამოყოფის შესახებ გრანტის გამცემის წერილობითი გადაწყვეტილების ასლი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;

გ)  გრანტის მიმღები ორგანიზაციის წესდების ასლი;

დ)  საიმპორტო საქონლის ინვოისის (ან პროფორმა ინვოისის ან ანგარიშფაქტურის) ასლი;

ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, თუ გრანტის მიმღები საქართველოს მოქალაქეა.

2. უცხო ენაზე შედგენილ ყოველ დოკუმენტს, რომელსაც გრანტის მიმღები წარუდგენს უფლებამოსილ ორგანოს, უნდა ერთოდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

3. უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს ანიჭებს გრანტის სტატუსს ან იძლევა დასაბუთებულ უარს.

4. გრანტის მიმღების წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გრანტის სტატუსის გაუქმების მიზეზები, უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის მინიჭებული გრანტის სტატუსის გაუქმების თაობაზე.

5. საქონლისათვის გრანტის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის იმპორტი დაიბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებულება №583, სსმIII, №136, 04.10.2006წ., მუხ.1890

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის  14 ივნისის ბრძანებულება №417-სსმIII, №68, 15.06.2010წ., მუხ.1005

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ" დებულების თაობაზე“, №326, 13.08.2001, სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.05.002.002. (კონსოლიდირებული რედაქცია 14.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/115174-3/